სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რა სიყვარულის ბუშტი გაუსკდა კობახიძეს, რომ ყველა ვარიანტში ჩვენი დეპუტატობა უნდა? - ყველაფერს გააკეთებენ, რომ ქუჩაში არ დავრჩეთ" - გუბაზ სანიკიძე
"რა სიყვარულის ბუშტი გაუსკდა კობახიძეს, რომ ყველა ვარიანტში ჩვენი დეპუტატობა უნდა? - ყველაფერს გააკეთებენ, რომ ქუჩაში არ დავრჩეთ" - გუბაზ სანიკიძე

რა სიყ­ვა­რუ­ლის ბუშ­ტი გა­უს­კდა ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძეს, რომ ყვე­ლა ვა­რი­ან­ტში ჩვე­ნი დე­პუ­ტა­ტო­ბა უნდა? რა­შია საქ­მე, რა­ტო­მაა მონ­დო­მე­ბუ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა? - ამის შე­სა­ხებ გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ოპო­ზი­ცი­ის ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა, გუ­ბაზ სა­ნი­კი­ძემ ტე­ლე­კომ­პა­ნია „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა „ნი­უს­რუმ­ში“გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც ის აცხა­დებს, მმარ­თველ გუნდს ოპო­ზი­ცი­ის ქუ­ჩა­ში და­ტო­ვე­ბის ეში­ნია, რად­გან ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ქუ­ჩას ვერ აკონ­ტრო­ლებს.

„ქუ­ჩა­ში და­სა­ტო­ვე­ბე­ლი ხალ­ხი არ ვართ და საქ­მეც მა­გა­შია, ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ამის ეში­ნია. ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს ერ­თა­დერ­თი რი­სიც ეში­ნია, ეს არის ქუჩა იმი­ტომ, რომ ქუჩა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან არას­დროს კონ­ტროლ­დე­ბა. ამი­ტომ ყვე­ლა­ფერს გა­ა­კე­თე­ბენ, რომ ქუ­ჩა­ში არ დავ­რჩეთ. ყვე­ლა­ფერს იზა­მენ, თა­ვი­ანთ შვი­ლებ­სა და შვი­ლიშ­ვი­ლებს ჩვენს სა­ხე­ლებს და­არ­ქმე­ვენ“,- გა­ნა­ცხა­და სა­ნი­კი­ძემ.

ამას­თან, სა­ნი­კი­ძის გან­ცხა­დე­ბით, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან პი­რო­ბის გა­რე­შე ოპო­ზი­ცია პარ­ლა­მენ­ტში არ შევა. მი­სი­ვე თქმით, მი­უ­ხე­და­ვად სამ­თავ­რო­ბო ოპ­ტი­მიზ­მი­სა, მათ ად­გი­ლას ოპ­ტი­მის­ტუ­რად გან­წყო­ბი­ლი არ იქ­ნე­ბო­და, რად­გან „ოპო­ზი­ცი­ა­ში ჯერ­ჯე­რო­ბით საკ­მა­ოდ სე­რი­ო­ზუ­ლი ერ­თო­ბაა“.

„თუ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან არა­ვი­თა­რი ინი­ცი­ა­ტი­ვა და პი­რო­ბა არ იქნა, უპი­რო­ბოდ პარ­ლა­მენ­ტში შეს­ვლას არა­ვინ აპი­რებს, რად­გან ყვე­ლას კარ­გად ეს­მის, რომ იქ უპი­რო­ბოდ შეს­ვლა ნიშ­ნავს პო­ლი­ტი­კურ სიკ­ვდილს და არა მარ­ტო პო­ლი­ტი­კურს, არა­მედ მო­რა­ლურ სიკ­ვდილ­საც კი. ამი­ტომ, ამ შემ­თხვე­ვა­ში ოპო­ზი­ცი­ას ძა­ლი­ან ნორ­მა­ლუ­რად აქვს გან­სა­ზღვრუ­ლი, რომ უპი­რო­ბო შე­რი­გე­ბა ივა­ნიშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან გა­მო­იწ­ვევს ამა თუ იმ ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რის თუ ოპო­ზი­ცი­უ­რი ჯგუ­ფის სრულ კრახს.

თუ ხე­ლა­ხა­ლი არ­ჩევ­ნე­ბი არ გა­მო­დის, რიგ­გა­რე­შე არ­ჩევ­ნებ­ზე შე­იძ­ლე­ბა სა­უ­ბა­რი, ამი­ტომ, სა­ლა­პარ­კო თე­მე­ბი არის. მაგ­რამ ერთი რამ მინ­და ვუ­თხრა ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, თუ გო­ნია, რომ ასე უპი­რო­ბოდ შევა ოპო­ზი­ცია პარ­ლა­მენ­ტში, ეს არ გა­მო­უ­ვა, გა­მო­რი­ცხუ­ლია. ად­გი­ლობ­რი­ვი არ­ჩევ­ნე­ბიც მო­დის და ის პარ­ტია, რო­მე­ლიც უპი­რო­ბოდ და­ე­თან­ხმე­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბას პარ­ლა­მენ­ტში შეს­ვლა­ზე, ჩათ­ვა­ლეთ, ის ნული იქ­ნე­ბა ად­გი­ლობ­რივ არ­ჩევ­ნებ­ში. ამი­ტომ, არაა ასე მარ­ტი­ვად საქ­მე, ხე­ლი­სუფ­ლე­ბას არ აქვს იმის ფუ­ფუ­ნე­ბა, რომ პი­რო­ბე­ბი წა­მო­ა­ყე­ნოს“,- გა­ნა­ცხა­და სა­ნი­კი­ძემ.

რო­გორც სა­ნი­კი­ძემ აღ­ნიშ­ნა, „ვი­ღა­ცე­ბი შე­იძ­ლე­ბა შე­ვიდ­ნენ პარ­ლა­მენ­ტში, თე­ო­რი­ა­ში რომ და­ვუშ­ვათ“, მაგ­რამ 2008 წელი შე­იძ­ლე­ბა გან­მე­ორ­დეს, რო­დე­საც ოპო­ზი­ცი­ი­დან რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი შე­ვი­და პარ­ლა­მენ­ტში, მაგ­რამ შემ­დეგ ისი­ნი გაქ­რნენ პო­ლი­ტი­კუ­რი არე­ნი­დან. „ძა­ლი­ან ხში­რად ამუ­ნა­თებს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ოპო­ზი­ცი­ას, მისი სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის მეშ­ვე­ო­ბით, რომ თუ ოპო­ზი­ცია ქუ­ჩა­ში დარ­ჩა, მათი მარ­გი­ნა­ლი­ზა­ცია მოხ­დე­ბა. არა, ბა­ტო­ნე­ბო. ამ შემ­თხვე­ვა­ში პი­რი­ქით შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს. ვინც შევა პარ­ლა­მენ­ტში, შე­საძ­ლოა მისი მარ­გი­ნა­ლი­ზა­ცია მოხ­დეს ზუს­ტად ისე, რო­გორც 2008 წელს მოხ­და“, - გა­ნა­ცხა­და გუ­ბაზ სა­ნი­კი­ძემ.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 26 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნათიანათია
61

შენ რა სიყვარულის ბუშტი გაგისკდა, მიშას ადრე ანტისაქართველოს სიმბოლოს უძახდი და ეხლა საქართველოს მხსნელად მიგაჩნია.საწყალი საქართველო ,კიდევ კარგად არის შენნაირი ფულზე გაყიდული ქართველების ხელში

დიმიტრი
58

გუბოზი შენ ქუჩაში კი არა სანაგვეზე ხარ გადასაგდები, ესეთი უვარგისი არსება ვის რაში სჭირდები!

ავტორი:

"რა სიყვარულის ბუშტი გაუსკდა კობახიძეს, რომ ყველა ვარიანტში ჩვენი დეპუტატობა უნდა? - ყველაფერს გააკეთებენ, რომ ქუჩაში არ დავრჩეთ" - გუბაზ სანიკიძე

"რა სიყვარულის ბუშტი გაუსკდა კობახიძეს, რომ ყველა ვარიანტში ჩვენი დეპუტატობა უნდა? - ყველაფერს გააკეთებენ, რომ ქუჩაში არ დავრჩეთ" - გუბაზ სანიკიძე

რა სიყვარულის ბუშტი გაუსკდა ირაკლი კობახიძეს, რომ ყველა ვარიანტში ჩვენი დეპუტატობა უნდა? რაშია საქმე, რატომაა მონდომებული ხელისუფლება? - ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, გუბაზ სანიკიძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“განაცხადა.

როგორც ის აცხადებს, მმართველ გუნდს ოპოზიციის ქუჩაში დატოვების ეშინია, რადგან ხელისუფლება ქუჩას ვერ აკონტროლებს.

„ქუჩაში დასატოვებელი ხალხი არ ვართ და საქმეც მაგაშია, ხელისუფლებას ამის ეშინია. ბიძინა ივანიშვილს ერთადერთი რისიც ეშინია, ეს არის ქუჩა იმიტომ, რომ ქუჩა ხელისუფლების მხრიდან არასდროს კონტროლდება. ამიტომ ყველაფერს გააკეთებენ, რომ ქუჩაში არ დავრჩეთ. ყველაფერს იზამენ, თავიანთ შვილებსა და შვილიშვილებს ჩვენს სახელებს დაარქმევენ“,- განაცხადა სანიკიძემ.

ამასთან, სანიკიძის განცხადებით, ხელისუფლების მხრიდან პირობის გარეშე ოპოზიცია პარლამენტში არ შევა. მისივე თქმით, მიუხედავად სამთავრობო ოპტიმიზმისა, მათ ადგილას ოპტიმისტურად განწყობილი არ იქნებოდა, რადგან „ოპოზიციაში ჯერჯერობით საკმაოდ სერიოზული ერთობაა“.

„თუ ხელისუფლების მხრიდან არავითარი ინიციატივა და პირობა არ იქნა, უპირობოდ პარლამენტში შესვლას არავინ აპირებს, რადგან ყველას კარგად ესმის, რომ იქ უპირობოდ შესვლა ნიშნავს პოლიტიკურ სიკვდილს და არა მარტო პოლიტიკურს, არამედ მორალურ სიკვდილსაც კი. ამიტომ, ამ შემთხვევაში ოპოზიციას ძალიან ნორმალურად აქვს განსაზღვრული, რომ უპირობო შერიგება ივანიშვილის ხელისუფლებასთან გამოიწვევს ამა თუ იმ ოპოზიციონერის თუ ოპოზიციური ჯგუფის სრულ კრახს.

თუ ხელახალი არჩევნები არ გამოდის, რიგგარეშე არჩევნებზე შეიძლება საუბარი, ამიტომ, სალაპარკო თემები არის. მაგრამ ერთი რამ მინდა ვუთხრა ხელისუფლებას, თუ გონია, რომ ასე უპირობოდ შევა ოპოზიცია პარლამენტში, ეს არ გამოუვა, გამორიცხულია. ადგილობრივი არჩევნებიც მოდის და ის პარტია, რომელიც უპირობოდ დაეთანხმება ხელისუფლებას პარლამენტში შესვლაზე, ჩათვალეთ, ის ნული იქნება ადგილობრივ არჩევნებში. ამიტომ, არაა ასე მარტივად საქმე, ხელისუფლებას არ აქვს იმის ფუფუნება, რომ პირობები წამოაყენოს“,- განაცხადა სანიკიძემ.

როგორც სანიკიძემ აღნიშნა, „ვიღაცები შეიძლება შევიდნენ პარლამენტში, თეორიაში რომ დავუშვათ“, მაგრამ 2008 წელი შეიძლება განმეორდეს, როდესაც ოპოზიციიდან რამდენიმე ადამიანი შევიდა პარლამენტში, მაგრამ შემდეგ ისინი გაქრნენ პოლიტიკური არენიდან. „ძალიან ხშირად ამუნათებს ხელისუფლება ოპოზიციას, მისი საინფორმაციო საშუალებების მეშვეობით, რომ თუ ოპოზიცია ქუჩაში დარჩა, მათი მარგინალიზაცია მოხდება. არა, ბატონებო. ამ შემთხვევაში პირიქით შეიძლება მოხდეს. ვინც შევა პარლამენტში, შესაძლოა მისი მარგინალიზაცია მოხდეს ზუსტად ისე, როგორც 2008 წელს მოხდა“, - განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

"ბაიდენის ადმინისტრაციამ უნდა მოუწოდოს ნატო-ს, უზრუნველყოს წევრობის სამოქმედო გეგმა საქართველოსთვის" - რას წერს სენატორი, რომელიც გასულ კვირას საქართველოს სტუმრობდა?

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

"გახარია სისტემაში აღმოჩნდა ასე: მამამისმა მომიტანა CV, გავესაუბრე და გავაცანი ივანიშვილს..." - რას იხსენებს გია ხუხაშვილი?