სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უკანასკნელი ადგილები მსოფლიოში, სადაც კორონავირუსი არ გამოვლენილა
უკანასკნელი ადგილები მსოფლიოში, სადაც კორონავირუსი არ გამოვლენილა

კო­რო­ნა­ვირუ­სის ახა­ლი შტა­მის, Covid-19-ის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვის გა­მოვ­ლე­ნი­დან უკვე ერთი წელი გა­ვი­და და ამ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში ის მსოფ­ლი­ოს მო­ე­დო, და­ინ­ფი­ცირ­და მი­ლი­ო­ნო­ბით ადა­მი­ა­ნი, თუმ­ცა ამ ფონ­ზე თუ ოფი­ცი­ა­ლურ მო­ნა­ცე­მებს ვნა­ხავთ, აღ­მო­ვა­ჩენთ, რომ მსოფ­ლი­ო­ში ჯერ კი­დევ არის ისე­თი ად­გი­ლე­ბი, სა­დაც კო­რო­ნა­ვირუ­სის არც ერთი შემ­თხვე­ვა არაა და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი.

ად­გი­ლე­ბი, სა­დაც ოფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის მი­ხედ­ვით, კო­რო­ნა­ვირუ­სის არც ერთი შემ­თხვე­ვა არ გა­მოვ­ლე­ნი­ლა:

  • პა­ლაუ
  • ნა­უ­რუ
  • ტუ­ვა­ლუ
  • მიკ­რო­ნე­ზია
  • ტონ­გა
  • კი­რი­ბა­ტი

რო­გორც BBC წერს, ამ ად­გი­ლებ­ში პან­დე­მი­ის ად­რე­ულ ეტაპ­ზე­ვე გა­მო­ა­ცხა­დეს კა­რან­ტი­ნი, ჩა­კე­ტეს სა­ზღვრე­ბი და მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ამ დრომ­დე ვირუ­სი გა­მოვ­ლე­ნი­ლი არ არის, დრემ­დე მკაც­რი რე­ჟი­მის პი­რო­ბებ­ში ცხოვ­რო­ბენ. მა­გა­ლი­თად, პა­ლა­უ­ში სა­ზღვრე­ბი მარ­ტის ბო­ლოს ჩა­კე­ტეს, და­ი­კე­ტა მა­ღა­ზი­ე­ბი, რეს­ტორ­ნე­ბი, გა­მო­ცხად­და კა­რან­ტი­ნი. სა­ზღვრე­ბი დღემ­დე ჩა­კე­ტი­ლი რჩე­ბა და სწო­რედ ამი­ტომ, ქვე­ყა­ნა­ში ეკო­ნო­მი­კუ­რი სი­დუ­ხ­ჭი­რე კი­დევ უფრო გამ­ძაფ­რე­ბუ­ლია.

ამას­თან, აღ­სა­ნიშ­ნა­ვია კი­დევ ორი ქვე­ყა­ნა, სა­დაც ოფი­ცი­ა­ლუ­რად ამ დრომ­დე ვირუ­სის არც ერთი შემ­თხვეა არაა გა­მოვ­ლე­ნი­ლი, ეს ქვეყ­ნე­ბია ჩრდი­ლო­ეთ კო­რეა და თურ­ქმე­ნე­თი. თუმ­ცა მკვლე­ვარ­თა აზ­რით, ისი­ნი მა­ლა­ვენ რე­ა­ლურ სუ­რათს და სი­ნამ­დვი­ლე­ში შე­საძ­ლოა, პი­რი­ქით, ორი­ვე მათ­გან­ში ურ­თუ­ლე­სი ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი ვი­თა­რე­ბა იყოს.

ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ას არა­ერ­თი და­უ­დას­ტუ­რე­ბე­ლი ის­ტო­რია უკავ­შირ­დე­ბა იმის შე­სა­ხებ, თუ რო­გორ მოკ­ლეს ადა­მი­ა­ნი კო­რო­ნა­ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის საფრ­თხის გამო, რაც შე­ე­ხე­ბა თურ­ქმე­ნეთს, ქვე­ყა­ნა­ში ადა­მი­ა­ნე­ბი ერი­დე­ბი­ან სი­ტყვა კო­რო­ნა­ვირუ­სის გა­მო­ყე­ნე­ბას. ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ სა­ზო­გა­დო­ე­ბას რე­კო­მენ­და­ცია მის­ცა, რომ ატა­რონ პირ­ბა­დე, თუმ­ცა არა COVID-19-ის საფრ­თხი გამო, არა­მედ "იმ ვირუ­სე­ბის გამო, რო­მე­ლიც შე­საძ­ლოა, მტვერ­ში იყოს."

ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბის მი­ხედ­ვით, გლო­ბა­ლუ­რი მას­შტა­ბით, გა­მოვ­ლე­ნი­ლია კო­რო­ნა­ვირუ­სის 59.5 მი­ლი­ო­ნი შემ­თხვე­ვა, მათ შო­რის, გარ­და­იც­ვა­ლა 1.4 მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნი, გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბულ­თა რი­ცხვი კი 41.1 მი­ლი­ონს აღ­წევს. ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბის მი­ხედ­ვით კი პირ­ვე­ლი ათი ქვე­ყა­ნაა აშშ, ინ­დო­ე­თი, ბრა­ზი­ლია, საფ­რან­გე­თი, რუ­სე­თი, ეს­პა­ნე­თი, დიდი ბრი­ტა­ნე­თი, იტა­ლია, არ­გენ­ტი­ნა და კო­ლუმ­ბია.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
nia
5

„უკანასკნელი ადგილები...." რა უბედურებაა, მარტივად რომ დაწეროთ „ადგილები...."

ნინია
21

უკანასკნელი ადგილი სადაც სინდისი დარჩა. არის ეგეთი ადგილი? არამგონია

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

უკანასკნელი ადგილები მსოფლიოში, სადაც კორონავირუსი არ გამოვლენილა

უკანასკნელი ადგილები მსოფლიოში, სადაც კორონავირუსი არ გამოვლენილა

კორონავირუსის ახალი შტამის, Covid-19-ის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან უკვე ერთი წელი გავიდა და ამ დროის განმავლობაში ის მსოფლიოს მოედო, დაინფიცირდა მილიონობით ადამიანი, თუმცა ამ ფონზე თუ ოფიციალურ მონაცემებს ვნახავთ, აღმოვაჩენთ, რომ მსოფლიოში ჯერ კიდევ არის ისეთი ადგილები, სადაც კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა არაა დაფიქსირებული.

ადგილები, სადაც ოფიციალური მონაცემების მიხედვით, კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა არ გამოვლენილა:

  • პალაუ
  • ნაურუ
  • ტუვალუ
  • მიკრონეზია
  • ტონგა
  • კირიბატი

როგორც BBC წერს, ამ ადგილებში პანდემიის ადრეულ ეტაპზევე გამოაცხადეს კარანტინი, ჩაკეტეს საზღვრები და მიუხედავად იმისა, რომ ამ დრომდე ვირუსი გამოვლენილი არ არის, დრემდე მკაცრი რეჟიმის პირობებში ცხოვრობენ. მაგალითად, პალაუში საზღვრები მარტის ბოლოს ჩაკეტეს, დაიკეტა მაღაზიები, რესტორნები, გამოცხადდა კარანტინი. საზღვრები დღემდე ჩაკეტილი რჩება და სწორედ ამიტომ, ქვეყანაში ეკონომიკური სიდუხჭირე კიდევ უფრო გამძაფრებულია.

ამასთან, აღსანიშნავია კიდევ ორი ქვეყანა, სადაც ოფიციალურად ამ დრომდე ვირუსის არც ერთი შემთხვეა არაა გამოვლენილი, ეს ქვეყნებია ჩრდილოეთ კორეა და თურქმენეთი. თუმცა მკვლევართა აზრით, ისინი მალავენ რეალურ სურათს და სინამდვილეში შესაძლოა, პირიქით, ორივე მათგანში ურთულესი ეპიდემიოლოგიური ვითარება იყოს.

ჩრდილოეთ კორეას არაერთი დაუდასტურებელი ისტორია უკავშირდება იმის შესახებ, თუ როგორ მოკლეს ადამიანი კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, რაც შეეხება თურქმენეთს, ქვეყანაში ადამიანები ერიდებიან სიტყვა კორონავირუსის გამოყენებას. ხელისუფლებამ საზოგადოებას რეკომენდაცია მისცა, რომ ატარონ პირბადე, თუმცა არა COVID-19-ის საფრთხი გამო, არამედ "იმ ვირუსების გამო, რომელიც შესაძლოა, მტვერში იყოს."

ბოლო მონაცემების მიხედვით, გლობალური მასშტაბით, გამოვლენილია კორონავირუსის 59.5 მილიონი შემთხვევა, მათ შორის, გარდაიცვალა 1.4 მილიონი ადამიანი, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი 41.1 მილიონს აღწევს. ინფიცირებულთა რაოდენობის მიხედვით კი პირველი ათი ქვეყანაა აშშ, ინდოეთი, ბრაზილია, საფრანგეთი, რუსეთი, ესპანეთი, დიდი ბრიტანეთი, იტალია, არგენტინა და კოლუმბია.

"ერთ დღეს ჩვენ ერთად ვითამაშებთ ფეხბურთს ცაში" - როგორ ემშვიდობება პელე ლეგენდარულ დიეგო მარადონას

"ის ჯადოქარი იყო... წავიდა და დატოვა სიცარიელე, რომელიც არასდროს შეივსება" - საფეხბურთო სამყარო "ფეხბურთის ღმერთს" ემშვიდობება

რა გახდა ლეგენდარული დიეგო მარადონას გარდაცვალების მიზეზი? - "მას თავის ტვინზე ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდა"