სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ამბობს, არ მინდა, ჩემმა 12 წლის შვილმა გაიაროს იგივე გზა, რაც მეო" - ადვოკატის თქმით, თავდამსხმელს ხელყუმბარის ფორმის სანთებელა ეჭირა და ფულს არ ითხოვდა
"ამბობს, არ მინდა, ჩემმა 12 წლის შვილმა გაიაროს იგივე გზა, რაც მეო" - ადვოკატის თქმით, თავდამსხმელს ხელყუმბარის ფორმის სანთებელა ეჭირა და ფულს არ ითხოვდა

31 წლის ლე­ვან ზუ­რა­ბიშ­ვილს, რო­მელ­მაც გუ­შინ მთე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბა მი­ი­პყრო, ირ­კვე­ვა, რომ ხელ­ში ხელ­ყუმ­ბა­რა არ ეჭი­რა. მას უბ­რა­ლოდ, ყუმ­ბა­რის ფორ­მის სან­თე­ბე­ლა ჰქონ­და და ხელ­ყუმ­ბა­რის იმი­ტა­ცია გა­ა­კე­თა. ამის შე­სა­ხებ მისი ად­ვო­კა­ტი ირმა ჭკა­დუა სა­უბ­რობს. მას შემ­დეგ, რაც ლე­ვან ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი და­ა­კა­ვეს, ცნო­ბილ­მა იუ­რის­ტმა თა­ვად გა­მოთ­ქვა სურ­ვი­ლი უან­გა­როდ და­ეც­ვა ბრალ­დე­ბუ­ლი. და­კა­ვე­ბულს ბრალს ია­რა­ღის უკა­ნო­ნო ტა­რე­ბის­თვის, ყა­ჩა­ღო­ბის­თვის და ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თის ბრალ­დე­ბით წა­უ­ყე­ნე­ბენ. ახლა დიდ­წი­ლად არის მისი ბედი და­მო­კი­დე­ბუ­ლი იმ მძევ­ლე­ბის ჩვე­ნე­ბებ­ზე, რომ­ლე­ბიც შე­ნო­ბა­ში 4 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში იყ­ვნენ.

ად­ვო­კა­ტი ირმა ჭკა­დუა:

- ამ ადა­მი­ა­ნის გულ­წრფე­ლი პრო­ტეს­ტი რომ მო­ვის­მი­ნე, გა­დავ­წყვი­ტე და­მეც­ვა. წა­ვე­დი პო­ლი­ცი­ა­ში იმი­ტომ, რომ მას­ში და­ვი­ნა­ხე მარ­თლა გულ­წრფე­ლო­ბა და პრო­ტეს­ტი იმ სა­კი­თხებ­ზე, რო­მე­ლიც ყვე­ლა ჩვენ­თა­განს გაგ­ვაჩ­ნია. სამ­წუ­ხა­როდ, არც პო­ზი­ცი­ი­დან და არც ოპო­ზი­ცი­ი­დან არ ყო­ფი­ლა მსგავ­სი და­პი­რე­ბა, რომ ამ პრობ­ლე­მებს მი­ხე­დავ­დნენ პო­ლი­ტი­კო­სე­ბი.

მუდ­მი­ვად სა­უბ­რო­ბენ და­სავ­ლეთ­ზე, მაგ­რამ იქი­დან კარ­გი არა­ფე­რი მო­აქვთ, თუნ­დაც საპ­რო­ცენ­ტო გა­ნაკ­ვე­თე­ბი. ჩვენ ვი­ცით, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში არ არ­სე­ბობს ოჯა­ხი, იმ გა­მო­ნაკ­ლი­სე­ბის გარ­და, რომ­ლე­ბიც ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს უნდა ღე­ბუ­ლობ­დნენ, ბან­კის ვალი არ ჰქონ­დეს. არ არ­სე­ბობს ოჯა­ხი, რო­მელ­საც არ შე­ე­ხო ის უბე­დუ­რე­ბა, რო­მელ­საც ქვია სა­თა­მა­შო ბიზ­ნე­სი. ეს ადა­მი­ა­ნი დიდი ხა­ნია მსხვერ­პლია ონ­ლა­ინ თა­მა­შე­ბის, რის გა­მოც და­კარ­გა სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლი. ბოლო ავ­ტო­მან­ქა­ნა ჰყავს, რომ­ლი­თაც იყო იქ მი­სუ­ლი და ისიც გა­ყი­დუ­ლი აქვს, ფული აღე­ბუ­ლი აქვს, ხვალ, კვი­რას უნდა გა­დას­ცეს მყიდ­ველს. იმ მან­ქა­ნის ფუ­ლით გა­ის­ტუმ­რა გარ­კვე­უ­ლი ვალი, მაგ­რამ ისევ დარ­ჩა ვალი და ამას გა­ნიც­დის.

ასევე დაგაინტერესებთ
19:44 / 20-11-2020

"რომ გამოფხიზლდება, ვიცი, ძალიან ინანებს... დედა პოლიციამ წაიყვანა. საცოდავი, ლევანის მეტი არავინ ჰყავს" - რას ყვება მეზობელი მიკროსაფინანსოში შეჭრილ პირზე

21:05 / 20-11-2020

"ძალიან უპრობლემო თანამშრომელი იყო..." - რას ამბობენ "ფაბრიკაში", სადაც ლევან ზურაბიშვილი ინჟინრის პოზიციაზე მუშაობდა

15:47 / 21-11-2020

"ლევანი აზარტულმა თამაშებმა დაღუპა... ბინის დაკარგვა ძალიან განიცადა, მერე მეუღლეს გაშორდა" - რას ამბობს დაკავებული ზურაბიშვილის ახლობელი?

20:40 / 21-11-2020

"ძალიან გთხოვთ მაპატიეთ და აპატიეთ ლევანს, მე სხვა არავინ გამაჩნია... მას ეს ბოროტებით არ გაუკეთებია" - დაკავებულის დედის ემოციური ინტერვიუ

ამ­ბობს, არ მინ­და ჩემ­მა 12 წლის შვილ­მა გა­ი­ა­როს იგი­ვე გზა, რა გზაც მე გა­ვი­ა­რეო და ამი­ტომ ითხოვს ამ ონ­ლა­ინ თა­მა­შე­ბის აკ­რძალ­ვას. ამ­ბობს, მყავს ასე­ვე პენ­სი­ო­ნე­რი დედა, ვხე­დავ რამ­დე­ნად მძი­მეა ყო­ვე­ლი მისი მის­ვლა აფ­თი­აქ­ში, რად­გან ვერ ავუ­დი­ვართ წამ­ლე­ბის ფა­სებს და ეს აუ­ცი­ლე­ბე­ლი სა­ჭი­რო­ე­ბა­აო.

ჩვენ ვხე­დავ­დით ასე­ვე იმა­საც, რო­დე­საც ის მო­თხოვ­ნებს აყა­ლი­ბებ­და და ამ­ბობ­და ბან­კის პრო­ცენ­ტი 7-მდე და­ვი­დე­სო, რამ­დე­ნი­მე ე.წ. მძე­ვა­ლი ეუბ­ნე­ბო­და ეთ­ქვა, ბევ­რია და და­ე­წია 3 პრო­ცენ­ტამ­დე. ასე­ვე უმ­რავ­ლე­სო­ბა ხვდე­ბო­და რომ ე.წ ხელ­ყუმ­ბა­რა იყო სა­თა­მა­შო. ეს იყო ერ­თგვა­რი პერ­ფორ­მან­სი, რო­მელ­საც მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნებ­ში მი­მარ­თა­ვენ და მან ეს ფორ­მა აირ­ჩია, მე­დი­ის ყუ­რა­დღე­ბა რომ მი­ე­პყრო და თა­ვი­სი გა­სა­ჭი­რი რომ გა­ეხ­მა­უ­რე­ბი­ნა. ჩვენ ძა­ლი­ან კარ­გად ვი­ცით, თუ რო­მე­ლი­მე მე­დი­ას არ აინ­ტე­რე­სებს ის თემა გა­ა­შუ­ქოს, არ აშუ­ქებს. ამ ხსნის, ანუ 4 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ელო­დე­ბო­და მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებს, რომ მისი მო­თხოვ­ნე­ბი გა­ე­შუ­ქე­ბი­ნათ. ამ­ბობ­და, შე­იკ­რი­ბონ პარ­ლა­მენ­ტა­რე­ბი და ყვე­ლამ და­ა­ფიქ­სი­როს ამ სა­კი­თხებ­ზე თა­ვი­სი აზ­რიო, ეს იყო მე­სი­ჯი მათ­თვი­საც. ამ სამ მთა­ვარ მო­თხოვ­ნას ყვე­ლა უჭერს მხარს და არ მე­გუ­ლე­ბა ადა­მი­ა­ნი რომ არ აწუ­ხებ­დეს.

- რო­გო­როც ირ­კვე­ვა, არ ჰქონ­და ხელ­ყუმ­ბა­რაც...

- ეს არ იყო ხელ­ყუმ­ბა­რა, ეს იყო სან­თე­ბე­ლა, რო­მე­ლიც იყო ოქ­როს­ფე­რი და მან შე­ღე­ბა მუ­ქად მეტი და­მა­ჯე­რებ­ლო­ბის­თვის.

- იმ მიკ­რო­სა­ფი­ნან­სო­ში ვალი აქვს და იმი­ტომ მი­ვი­და?

- რა­ტომ­ღაც აქ აღ­მოვ­ჩნდიო, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ნიშ­ნით არ აურ­ჩე­ვია.

- საქ­მის კვა­ლი­ფი­კა­ცი­ა­ზე რას იტყვით?

- ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნის შემ­დეგ ია­რა­ღის ნა­წი­ლი მო­ეხ­სნე­ბა, ასე­ვე ყა­ჩა­ღო­ბა მო­ეხ­სნე­ბა, რად­გან მას არც ერთი თეთ­რი არ მო­უ­თხო­ვია. მეტ­საც გე­ტყვით, რო­დე­საც მო­ლა­რე გო­გო­ნა გა­მო­ვი­და სა­ლა­რო­დან, მას სთხო­ვა სა­ლა­როს კარი და­ე­კე­ტა, რომ ვინ­მეს არ ეფიქ­რა, რომ რა­ი­მე შემ­ხებ­ლო­ბა ფულ­თან ჰქონ­და. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე მას ასე­ვე მო­ეხ­სნე­ბა ყა­ჩა­ღო­ბა და დარ­ჩე­ბა უკა­ნო­ნოდ თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა, ესეც არის მძი­მე მუხ­ლი, მაგ­რამ ახლა შევ­ხე­დოთ რას ამ­ბო­ბენ იქ მყო­ფი ადა­მი­ა­ნე­ბი. მათ ჩვე­ნე­ბებ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი ყვე­ლა­ფე­რი. ვნა­ხოთ რა დაგ­ვხვდე­ბა საქ­მე­ში.

- ხომ არ გა­სა­უბ­რე­ბი­ხართ მძევ­ლებს?

- მე რომ ვი­ყა­ვი პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში, მა­შინ მიმ­დი­ნა­რე­ობ­და ამ მძევ­ლე­ბის პა­რა­ლე­ლურ რე­ჟიმ­ში და­კი­თხვა. მერ­წმუ­ნეთ, თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნი აღ­ნიშ­ნავ­და, რომ არა­ვის ცუ­დად არ მოქ­ცე­ვია, პო­ზი­ტი­უ­რად იქ­ცე­ო­და.

- სა­სა­მარ­თლო­ში აღ­მკვეთ­ზე რა პო­ზი­ცია გექ­ნე­ბათ, გი­რა­ოს მო­ი­თხოვთ?

-მა­სა­ლე­ბის აღე­ბის შემ­დგომ მე შევ­ხვდე­ბი ლე­ვანს, მინ­და მას­თან ერ­თად გა­ვი­ა­რო მა­სა­ლე­ბი. ჩვენ წუ­ხელ გა­მო­ვი­ყე­ნეთ დუ­მი­ლის უფ­ლე­ბა, რად­გან მძი­მე ფსი­ქო­ე­მო­ცი­ურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო და შემ­დგომ მივ­ცემთ ჩვე­ნე­ბას. შევ­ჯერ­დე­ბით აღ­მკვე­თის სა­კი­თხზეც. ბევ­რი ადა­მი­ა­ნი დაგ­ვი­კავ­შირ­და გუ­შინ, რომ­ლებ­მაც შე­მოგ­ვთა­ვა­ზეს, რომ ისი­ნი მზად იყ­ვნენ შე­ეგ­რო­ვე­ბი­ნათ მის­თვის გი­რა­ოს თან­ხა, თუკი გი­რა­ო­ზე იქ­ნე­ბო­და საქ­მე და ასე დახ­მა­რე­ბოდ­ნენ ამ ადა­მი­ანს. სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხარ­და­ჭე­რას ვგრძნობთ. აბ­სო­ლუ­ტუ­რად უან­გა­როდ ვი­ცავ, რად­გან და­ვი­ნა­ხე, რომ ის იყო გულ­წრფე­ლი და ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებ იმის­თვის, რომ მან სრუ­ლი იუ­რი­დი­უ­ლი მომ­სა­ხუ­რე­ბა მი­ი­ღოს.

- ვრცელ­დე­ბო­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ის იყო მთვრა­ლი, ეს და­დას­ტურ­და?

- არ იყო ნას­ვა­მი, არც არა­ნა­ი­რი ნარ­კო­ტი­კე­ბის ზე­მოქ­მე­დე­ბის ქვეშ არ იყო. პრაქ­ტი­კუ­ლად თავი გა­წი­რა თა­ვი­სი მო­თხოვ­ნე­ბის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ­დე მი­სა­ტა­ნად. შე­იძ­ლე­ბა ბევ­რს ეს გულ­წრფე­ლო­ბა მო­ეჩ­ვე­ნა ნას­ვა­მო­ბად, მაგ­რამ ეს არ და­დას­ტურ­და. ეს იყო თავ­გან­წირ­ვა მისი მხრი­დან, რად­გან მისი სი­ცო­ცხლე შე­იძ­ლე­ბო­და იქ დას­რუ­ლე­ბუ­ლი­ყო, მაგ­რამ ის ამის­თვის მზად არის. დას­რულ­დეს ამ ქვე­ყა­ნა­ში ეს უსა­მარ­თლო­ბა, თუნ­დაც მისი სი­ცო­ცხლე ამას შე­ე­წი­როს. გა­აზ­რე­ბუ­ლი არ ჰქონ­და შე­დე­გი და სას­ჯე­ლი.

და­კარ­გა სახ­ლი, ახლა რაც მას აქვს, პრაქ­ტი­კუ­ლად იმის და­კარ­გვის წი­ნა­შეც დგას და მას ჰყავს მო­ხუ­ცი დედა რო­მე­ლიც ქუ­ჩა­ში რჩე­ბო­და, ამ ყვე­ლა­ფერ­ზე ის ძა­ლი­ან ნერ­ვი­უ­ლობ­და. სამ­წუ­ხა­როდ ჩვე­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა არა­ფერს აკე­თებს თა­მაშ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის და­სახ­მა­რებ­ლად. ყვე­ლა ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში სა­პა­ტიო ად­გი­ლი უკა­ვია სა­თა­მა­შო ბიზ­ნე­სის რეკ­ლა­მას, ეს პრობ­ლე­მა ერთხელ და სა­მუ­და­მოდ უნდა მოგ­ვარ­დეს. პირ­ველ რიგ­ში, ონ­ლა­ინ თა­მა­შე­ბი გა­სა­უქ­მე­ბე­ლია, ეს ერ­თმნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­სა­კე­თე­ბე­ლია და ამას ერთი ლე­ვან ზუ­რა­ბაშ­ვი­ლი კი არ უნდა ითხოვ­დეს, უნდა ითხოვ­დეს მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო. ყვე­ლა, ვი­საც გა­აჩ­ნია სა­მარ­თლი­ა­ნი პრო­ტეს­ტი.

მკითხველის კომენტარები / 113 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
taso
184

ეხლა სხვას დააბრალოს,ვინ ეხვეწებოდა რომ თამაშობდა?ვინ უთხრა წადი და შენი ვალების გულისთვის ბინა გაყიდეო და დედა ქუჩაში დატოვეო?სულაც არ მეცოდება.თამაშით ვინ გამდიდრებულა?ამხელა კაცს ტვინი თუ არ გაქვს ესეიგი სამუდამოა,რომ იყოს 16 წლის იტყვი რომ ბანშვია და ვერ აზროვნებს რას აკეთებს ,ამას კი არანაირი გამართლება არ აქვს.

მოქალაქე
20

 ერთხელ მღვდელსაც შეეშლება ალილუიაოო, ამჯერად კარგ ვარიანტში! წარსულის გამოსწორება შეიძლება! მცდელობისთვის მადლობა!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"ამბობს, არ მინდა, ჩემმა 12 წლის შვილმა გაიაროს იგივე გზა, რაც მეო" - ადვოკატის თქმით, თავდამსხმელს ხელყუმბარის ფორმის სანთებელა ეჭირა და ფულს არ ითხოვდა

"ამბობს, არ მინდა, ჩემმა 12 წლის შვილმა გაიაროს იგივე გზა, რაც მეო" - ადვოკატის თქმით, თავდამსხმელს ხელყუმბარის ფორმის სანთებელა ეჭირა და ფულს არ ითხოვდა

31 წლის ლევან ზურაბიშვილს, რომელმაც გუშინ მთელი საზოგადოების ყურადღება მიიპყრო, ირკვევა, რომ ხელში ხელყუმბარა არ ეჭირა. მას უბრალოდ, ყუმბარის ფორმის სანთებელა ჰქონდა და ხელყუმბარის იმიტაცია გააკეთა. ამის შესახებ მისი ადვოკატი ირმა ჭკადუა საუბრობს. მას შემდეგ, რაც ლევან ზურაბიშვილი დააკავეს, ცნობილმა იურისტმა თავად გამოთქვა სურვილი უანგაროდ დაეცვა ბრალდებული. დაკავებულს ბრალს იარაღის უკანონო ტარებისთვის, ყაჩაღობისთვის და ადამიანებისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით წაუყენებენ. ახლა დიდწილად არის მისი ბედი დამოკიდებული იმ მძევლების ჩვენებებზე, რომლებიც შენობაში 4 საათის განმავლობაში იყვნენ.

ადვოკატი ირმა ჭკადუა:

- ამ ადამიანის გულწრფელი პროტესტი რომ მოვისმინე, გადავწყვიტე დამეცვა. წავედი პოლიციაში იმიტომ, რომ მასში დავინახე მართლა გულწრფელობა და პროტესტი იმ საკითხებზე, რომელიც ყველა ჩვენთაგანს გაგვაჩნია. სამწუხაროდ, არც პოზიციიდან და არც ოპოზიციიდან არ ყოფილა მსგავსი დაპირება, რომ ამ პრობლემებს მიხედავდნენ პოლიტიკოსები.

მუდმივად საუბრობენ დასავლეთზე, მაგრამ იქიდან კარგი არაფერი მოაქვთ, თუნდაც საპროცენტო განაკვეთები. ჩვენ ვიცით, რომ საქართველოში არ არსებობს ოჯახი, იმ გამონაკლისების გარდა, რომლებიც ამ გადაწყვეტილებებს უნდა ღებულობდნენ, ბანკის ვალი არ ჰქონდეს. არ არსებობს ოჯახი, რომელსაც არ შეეხო ის უბედურება, რომელსაც ქვია სათამაშო ბიზნესი. ეს ადამიანი დიდი ხანია მსხვერპლია ონლაინ თამაშების, რის გამოც დაკარგა საცხოვრებელი სახლი. ბოლო ავტომანქანა ჰყავს, რომლითაც იყო იქ მისული და ისიც გაყიდული აქვს, ფული აღებული აქვს, ხვალ, კვირას უნდა გადასცეს მყიდველს. იმ მანქანის ფულით გაისტუმრა გარკვეული ვალი, მაგრამ ისევ დარჩა ვალი და ამას განიცდის.

ამბობს, არ მინდა ჩემმა 12 წლის შვილმა გაიაროს იგივე გზა, რა გზაც მე გავიარეო და ამიტომ ითხოვს ამ ონლაინ თამაშების აკრძალვას. ამბობს, მყავს ასევე პენსიონერი დედა, ვხედავ რამდენად მძიმეა ყოველი მისი მისვლა აფთიაქში, რადგან ვერ ავუდივართ წამლების ფასებს და ეს აუცილებელი საჭიროებააო.

ჩვენ ვხედავდით ასევე იმასაც, როდესაც ის მოთხოვნებს აყალიბებდა და ამბობდა ბანკის პროცენტი 7-მდე დავიდესო, რამდენიმე ე.წ. მძევალი ეუბნებოდა ეთქვა, ბევრია და დაეწია 3 პროცენტამდე. ასევე უმრავლესობა ხვდებოდა რომ ე.წ ხელყუმბარა იყო სათამაშო. ეს იყო ერთგვარი პერფორმანსი, რომელსაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მიმართავენ და მან ეს ფორმა აირჩია, მედიის ყურადღება რომ მიეპყრო და თავისი გასაჭირი რომ გაეხმაურებინა. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, თუ რომელიმე მედიას არ აინტერესებს ის თემა გააშუქოს, არ აშუქებს. ამ ხსნის, ანუ 4 საათის განმავლობაში ელოდებოდა მედიის წარმომადგენლებს, რომ მისი მოთხოვნები გაეშუქებინათ. ამბობდა, შეიკრიბონ პარლამენტარები და ყველამ დააფიქსიროს ამ საკითხებზე თავისი აზრიო, ეს იყო მესიჯი მათთვისაც. ამ სამ მთავარ მოთხოვნას ყველა უჭერს მხარს და არ მეგულება ადამიანი რომ არ აწუხებდეს.

- როგოროც ირკვევა, არ ჰქონდა ხელყუმბარაც...

- ეს არ იყო ხელყუმბარა, ეს იყო სანთებელა, რომელიც იყო ოქროსფერი და მან შეღება მუქად მეტი დამაჯერებლობისთვის.

- იმ მიკროსაფინანსოში ვალი აქვს და იმიტომ მივიდა?

- რატომღაც აქ აღმოვჩნდიო, განსაკუთრებული ნიშნით არ აურჩევია.

- საქმის კვალიფიკაციაზე რას იტყვით?

- ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ იარაღის ნაწილი მოეხსნება, ასევე ყაჩაღობა მოეხსნება, რადგან მას არც ერთი თეთრი არ მოუთხოვია. მეტსაც გეტყვით, როდესაც მოლარე გოგონა გამოვიდა სალაროდან, მას სთხოვა სალაროს კარი დაეკეტა, რომ ვინმეს არ ეფიქრა, რომ რაიმე შემხებლობა ფულთან ჰქონდა. აქედან გამომდინარე მას ასევე მოეხსნება ყაჩაღობა და დარჩება უკანონოდ თავისუფლების აღკვეთა, ესეც არის მძიმე მუხლი, მაგრამ ახლა შევხედოთ რას ამბობენ იქ მყოფი ადამიანები. მათ ჩვენებებზეა დამოკიდებული ყველაფერი. ვნახოთ რა დაგვხვდება საქმეში.

- ხომ არ გასაუბრებიხართ მძევლებს?

- მე რომ ვიყავი პოლიციის განყოფილებაში, მაშინ მიმდინარეობდა ამ მძევლების პარალელურ რეჟიმში დაკითხვა. მერწმუნეთ, თითოეული მათგანი აღნიშნავდა, რომ არავის ცუდად არ მოქცევია, პოზიტიურად იქცეოდა.

- სასამართლოში აღმკვეთზე რა პოზიცია გექნებათ, გირაოს მოითხოვთ?

-მასალების აღების შემდგომ მე შევხვდები ლევანს, მინდა მასთან ერთად გავიარო მასალები. ჩვენ წუხელ გამოვიყენეთ დუმილის უფლება, რადგან მძიმე ფსიქოემოციურ მდგომარეობაში იყო და შემდგომ მივცემთ ჩვენებას. შევჯერდებით აღმკვეთის საკითხზეც. ბევრი ადამიანი დაგვიკავშირდა გუშინ, რომლებმაც შემოგვთავაზეს, რომ ისინი მზად იყვნენ შეეგროვებინათ მისთვის გირაოს თანხა, თუკი გირაოზე იქნებოდა საქმე და ასე დახმარებოდნენ ამ ადამიანს. საზოგადოების მხარდაჭერას ვგრძნობთ. აბსოლუტურად უანგაროდ ვიცავ, რადგან დავინახე, რომ ის იყო გულწრფელი და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ მან სრული იურიდიული მომსახურება მიიღოს.

- ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ის იყო მთვრალი, ეს დადასტურდა?

- არ იყო ნასვამი, არც არანაირი ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ არ იყო. პრაქტიკულად თავი გაწირა თავისი მოთხოვნების ხელისუფლებამდე მისატანად. შეიძლება ბევრს ეს გულწრფელობა მოეჩვენა ნასვამობად, მაგრამ ეს არ დადასტურდა. ეს იყო თავგანწირვა მისი მხრიდან, რადგან მისი სიცოცხლე შეიძლებოდა იქ დასრულებულიყო, მაგრამ ის ამისთვის მზად არის. დასრულდეს ამ ქვეყანაში ეს უსამართლობა, თუნდაც მისი სიცოცხლე ამას შეეწიროს. გააზრებული არ ჰქონდა შედეგი და სასჯელი.

დაკარგა სახლი, ახლა რაც მას აქვს, პრაქტიკულად იმის დაკარგვის წინაშეც დგას და მას ჰყავს მოხუცი დედა რომელიც ქუჩაში რჩებოდა, ამ ყველაფერზე ის ძალიან ნერვიულობდა. სამწუხაროდ ჩვენი ხელისუფლება არაფერს აკეთებს თამაშზე დამოკიდებული ადამიანების დასახმარებლად. ყველა ტელევიზიაში საპატიო ადგილი უკავია სათამაშო ბიზნესის რეკლამას, ეს პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოგვარდეს. პირველ რიგში, ონლაინ თამაშები გასაუქმებელია, ეს ერთმნიშვნელოვნად გასაკეთებელია და ამას ერთი ლევან ზურაბაშვილი კი არ უნდა ითხოვდეს, უნდა ითხოვდეს მთელი საქართველო. ყველა, ვისაც გააჩნია სამართლიანი პროტესტი.

"საზოგადოებას მოვუწოდებ, ციხიდან გამომიყვანონ... პატრიარქს ვთხოვ შემხვდეს, გამესაუბროს" - ლევან ზურაბაშვილის წერილი "ინტერპრესნიუსს"

ლევან ზურაბაშვილის ადვოკატი გენერალურ პროკურორთან შეხვედრას ითხოვს

მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, 4 ავტომობილი შეეჯახა ერთმანეთს