კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არც გაითვალისწინეს ის, რომ არასრულწლოვანები იყვნენ, დარჩენილი ცხოვრება ენგრეოდათ" - შაქარაშვილის საქმეზე მსჯავრდებულის ადვოკატი
"არც გაითვალისწინეს ის, რომ არასრულწლოვანები იყვნენ, დარჩენილი ცხოვრება ენგრეოდათ" - შაქარაშვილის საქმეზე მსჯავრდებულის ადვოკატი

"არც გა­ით­ვა­ლის­წი­ნეს ის, რომ არას­რულ­წლო­ვა­ნე­ბი იყ­ვნენ, დარ­ჩე­ნი­ლი ცხოვ­რე­ბა ენგრე­ო­დათ, ეს იყო შუ­რის­ძი­ე­ბა გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით", - ამის შე­სა­ხებ ფეხ­ბურ­თელ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მე­ზე მსჯავ­რდე­ბუ­ლი გ.მ-ს ად­ვო­კატ­მა როს­ტომ კე­რე­სე­ლი­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან გა­ნა­ცხა­და, რი­თაც გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის საქ­მე­ზე არას­რულ­წლოვ­ნე­ბის­თვის სას­ჯე­ლის სა­ხის და ვა­დე­ბის გან­სა­ზღვრას გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

როს­ტომ კე­რე­სე­ლი­ძის თქმით, მისი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვილს არ იც­ნობ­და, შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე "შემ­თხვე­ვი­თო­ბის წყა­ლო­ბით იყო" .

"მო­სა­მარ­თლეს ერთი პა­ტა­რა ჰუ­მა­ნუ­რო­ბაც კი არ გა­მო­უ­ჩე­ნია, მო­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი გა­მო­ვი­და, მი­თუ­მე­ტეს, არას­რულ­წლო­ვან­თა მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბა ით­ვა­ლის­წი­ნებს, რომ ამ შემ­თხვე­ვა­შიც კი მან ნა­წი­ლი მა­ინც ჩა­უთ­ვა­ლოს ბრალ­დე­ბულს პი­რო­ბით­ში ან მთლი­ა­ნად ჩა­ით­ვა­ლოს და­ნიშ­ნუ­ლი სას­ჯე­ლი პი­რო­ბით­ში. ერთი დღეც კი არ გა­ნუ­სა­ზღვრა ბრალ­დე­ბუ­ლებს და­ნიშ­ნუ­ლი სას­ჯე­ლის პი­რო­ბი­თად მოხ­და­ში.

ეს პირ­და­პირ მი­უ­თი­თებს, რომ ზე­მო­დან სე­რი­ო­ზუ­ლი დაკ­ვე­თა იყო, სა­ვა­რა­უ­დოდ, პრო­კუ­რა­ტუ­რი­დან, ვერ გე­ტყვით კონ­კრე­ტულ პი­რებს, თუმ­ცა, დაკ­ვე­თა რომ შეს­რულ­და ფაქ­ტია, ჩვე­უ­ლებ­რივ ჩხუბ­ზე, რო­მე­ლიც ავ­ტო­ბან­ზე მოხ­და ასე­თი მძი­მე გა­ნა­ჩე­ნი დად­გა. არც გა­ით­ვა­ლის­წი­ნეს ის, რომ არას­რულ­წლოვ­ნე­ბი იყ­ვნენ, დარ­ჩე­ნი­ლი ცხოვ­რე­ბა ენგრე­ო­დათ, ეს იყო შუ­რის­ძი­ე­ბა გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, იმ ბი­ჭე­ბის მი­მართ, ვი­საც შემ­ხებ­ლო­ბა არ ჰქონ­და გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვილ­თან. გ.მ არ იც­ნობ­და, არც და­უ­ნა­ხავს არც შე­ხე­ბია გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვილს, უბ­რა­ლოდ, იქ იყო შემ­თხვე­ვი­თო­ბის წყა­ლო­ბით",-გა­ნა­ცხა­და ად­ვო­კატ­მა.

მი­სი­ვე თქმით, მო­სა­მარ­თლის დღე­ვან­დელ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლო­ში გა­ა­სა­ჩივ­რებს. ასე­ვე არ გა­მო­რი­ცხავს რომ სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­სა­მარ­თლო­საც მი­მარ­თოს.

ცნო­ბის­თვის, გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის საქ­მე­ზე მსჯავ­რდე­ბულ სამ არას­რულ­წლო­ვანს ხუთი წლი­თა და სამი თვით, ორ არას­რულ­წლო­ვანს ექ­ვსი წლი­თა და ცხრა თვით, კი­დევ ერთს კი სამი წლი­თა და ცხრა თვით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­ე­სა­ჯა. კერ­ძოდ, 5 წლით და სამი თვის ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა გა­ნე­სა­ზღვრათ ლ.შ.-ს, ნ.ც-ს, გ.მ.-ს. 6 წლი­თა და ცხრა თვის ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა შე­უ­ფარ­და ა.ქ- სა და ზ.ხ-ს. 3 წლი­თა და ცხრა თვით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა გა­ნე­სა­ზღვრა ნ.ქ.-ს.​

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თბილისელი
0

ახალგაზრდა მოკლეს და სასამართლომ მცირე წლეები მისცა და კიდევ ნეტავ რას ითხოვთ? გაენთავისუფლებინა?

გია
1

როგორ გითხრა.. შენი შვილი წარმოიდგინე საწყალი ბიჭის ადგილზე და ისე გადმოაფრქვიე შენი ბრძნული აზრები..

ავტორი:

"არც გაითვალისწინეს ის, რომ არასრულწლოვანები იყვნენ, დარჩენილი ცხოვრება ენგრეოდათ" - შაქარაშვილის საქმეზე მსჯავრდებულის ადვოკატი

"არც გაითვალისწინეს ის, რომ არასრულწლოვანები იყვნენ, დარჩენილი ცხოვრება ენგრეოდათ" - შაქარაშვილის საქმეზე მსჯავრდებულის ადვოკატი

"არც გაითვალისწინეს ის, რომ არასრულწლოვანები იყვნენ, დარჩენილი ცხოვრება ენგრეოდათ, ეს იყო შურისძიება გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით", - ამის შესახებ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე მსჯავრდებული გ.მ-ს ადვოკატმა როსტომ კერესელიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გიორგი შაქარაშვილის საქმეზე არასრულწლოვნებისთვის სასჯელის სახის და ვადების განსაზღვრას გამოეხმაურა.

როსტომ კერესელიძის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი გიორგი შაქარაშვილს არ იცნობდა, შემთხვევის ადგილზე "შემთხვევითობის წყალობით იყო" .

"მოსამართლეს ერთი პატარა ჰუმანურობაც კი არ გამოუჩენია, მოუხედავად იმისა, რომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოვიდა, მითუმეტეს, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება ითვალისწინებს, რომ ამ შემთხვევაშიც კი მან ნაწილი მაინც ჩაუთვალოს ბრალდებულს პირობითში ან მთლიანად ჩაითვალოს დანიშნული სასჯელი პირობითში. ერთი დღეც კი არ განუსაზღვრა ბრალდებულებს დანიშნული სასჯელის პირობითად მოხდაში.

ეს პირდაპირ მიუთითებს, რომ ზემოდან სერიოზული დაკვეთა იყო, სავარაუდოდ, პროკურატურიდან, ვერ გეტყვით კონკრეტულ პირებს, თუმცა, დაკვეთა რომ შესრულდა ფაქტია, ჩვეულებრივ ჩხუბზე, რომელიც ავტობანზე მოხდა ასეთი მძიმე განაჩენი დადგა. არც გაითვალისწინეს ის, რომ არასრულწლოვნები იყვნენ, დარჩენილი ცხოვრება ენგრეოდათ, ეს იყო შურისძიება გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, იმ ბიჭების მიმართ, ვისაც შემხებლობა არ ჰქონდა გიორგი შაქარაშვილთან. გ.მ არ იცნობდა, არც დაუნახავს არც შეხებია გიორგი შაქარაშვილს, უბრალოდ, იქ იყო შემთხვევითობის წყალობით",-განაცხადა ადვოკატმა.

მისივე თქმით, მოსამართლის დღევანდელ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. ასევე არ გამორიცხავს რომ საერთაშორისო სასამართლოსაც მიმართოს.

ცნობისთვის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე მსჯავრდებულ სამ არასრულწლოვანს ხუთი წლითა და სამი თვით, ორ არასრულწლოვანს ექვსი წლითა და ცხრა თვით, კიდევ ერთს კი სამი წლითა და ცხრა თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. კერძოდ, 5 წლით და სამი თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ ლ.შ.-ს, ნ.ც-ს, გ.მ.-ს. 6 წლითა და ცხრა თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა ა.ქ- სა და ზ.ხ-ს. 3 წლითა და ცხრა თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა ნ.ქ.-ს.​

შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ 3 პირს პატიმრობა გირაოთი შეეცვალათ

კომისიური ექსპერტიზის დასკვნით, გამოირიცხა, რომ გიორგი შაქარაშვილმა დაზიანებები წყალში ჩავარდნის შემდეგ მიიღო - პროკურატურა

"დაჭრილი მიშო რომ მიჰყავდათ, გიორგის მამისთვის ბანკის ბარათები მიუცია: ფული გამოიყენე, ძმა გადამირჩინეო" - რას ყვებიან ძმის მკვლელობაში ბრალდებულზე ადვოკატი და ნათესავი