სამართალი
სამხედრო
მსოფლიო

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლევან გოგიჩაიშვილი: "პლაზმა ერთხელ უკვე ჩავაბარე, ვაპირებ მეორედაც გავიღო" - როგორ კურნავს კოვიდისგან გამოჯანმრთელებულის პლაზმა სხვა ინფიცირებულს?
ლევან გოგიჩაიშვილი: "პლაზმა ერთხელ უკვე ჩავაბარე, ვაპირებ მეორედაც გავიღო" - როგორ კურნავს კოვიდისგან გამოჯანმრთელებულის პლაზმა სხვა ინფიცირებულს?

ცნო­ბი­ლია, რომ აშშ-ის სურ­სა­თი­სა და მე­დი­კა­მენ­ტე­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ კო­ვი­დინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლებ­ში ადა­მი­ა­ნის პლაზ­მის გა­და­უ­დე­ბე­ლი გა­მო­ყე­ნე­ბის ნე­ბარ­თვა გას­ცა და სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში პალზ­მის გა­დას­ხმას აქ­ტი­უ­რად იყე­ნე­ბენ. პლაზ­მით მკურ­ნა­ლო­ბა ერთ-ერთ ეფექ­ტი­ან სა­შუ­ა­ლე­ბად ით­ვლე­ბა. ისიც ცნო­ბი­ლია, რომ ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ რამ­დე­ნი­მე მძი­მე პა­ცი­ენ­ტის შემ­თხვე­ვა­ში სამ­კურ­ნა­ლოდ აღ­ნიშ­ნუ­ლი მე­თო­დი გა­მო­ი­ყე­ნა და პა­ცი­ენ­ტე­ბი გა­მო­ჯან­მრთელ­დნენ. სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის თქმით, ერთი ადა­მი­ა­ნის გა­ღე­ბუ­ლი პლაზ­მა მი­ნი­მუმ ორ პა­ცი­ენტს გა­და­არ­ჩენს, ამი­ტომ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ვინც ინ­ფექ­ცია უკვე და­ა­მარ­ცხა, პლაზ­მა გა­ი­ღოს სხვი­სი სი­ცო­ცხლის გა­და­სარ­ჩე­ნად.

იმ ფონ­ზე, როცა ქვე­ყა­ნა­ში უკი­დუ­რე­სად გარ­თუ­ლე­ბუ­ლია ეპიდ­ვი­თა­რე­ბა, ეპი­დე­მი­ო­ლო­გე­ბი პლაზ­მის დო­ნა­ცი­ის­კენ მო­უ­წო­დე­ბენ გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლებს. ბა­ტო­ნი თენ­გიზ ცერ­ცვა­ძის მო­წო­დე­ბა პლაზ­მის ჩა­ბა­რე­ბა­ზე ლე­ვან გო­გი­ჩა­იშ­ვილ­მა, ჯაბა ჯიშ­კა­რი­ან­მა და გე­დე­ვან ფო­ფხა­ძემ მო­ის­მი­ნეს და ამის შემ­დეგ მე­გობ­რე­ბი ერ­თად მი­ვიდ­ნენ "ჰე­მოპ­ლაზ­მა­ში". ამ დღე­ებ­ში კლი­ნი­კა­ში კი­დევ ელო­დე­ბი­ან სხვა ცნო­ბილ ადა­მი­ა­ნებს.

ლე­ვან გო­გი­ჩა­იშ­ვი­ლი:

- ბა­ტო­ნი თენ­გი­ზი მოგ­ვი­წო­დებ­და იმ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლებ­მაც ვირუ­სი და­ვა­მარ­ცხეთ, პლაზ­მა ჩაგ­ვე­ბა­რე­ბი­ნა. ახლა ბა­ტონ თენ­გიზს აქვს ვირუ­სი და პირ­ველ რიგ­ში მინ­და მალე გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბა ვუ­სურ­ვო. მე, ჯაბა ჯიშ­კა­რი­ა­ნი და გე­დე­ვან ფო­ფხა­ძე ერ­თად მი­ვე­დით "ჰე­მოპ­ლაზ­მა­ში". ამ დღე­ებ­ში მე ისევ აუ­ცი­ლებ­ლად მი­ვალ, გან­მე­ო­რე­ბით რომ ჩა­ვა­ბა­რო.

რო­გორც ვიცი, შე­მიძ­ლია კი­დევ ერთხელ ჩა­ბა­რე­ბა. სამ­წუ­ხა­როდ, არ არის სა­ზო­გა­დო­ე­ბის აქ­ტი­უ­რო­ბა, ამი­ტომ მო­ვუ­წო­დებ ყვე­ლას, ვი­საც გა­და­ტა­ნი­ლი აქვს ვირუ­სი და ჯან­მრთე­ლო­ბა აძ­ლევს იმის სა­შუ­ა­ლე­ბას, რომ პლაზ­მა გა­ი­ღოს, აუ­ცი­ლებ­ლად ჩა­ა­ბა­როს. ვი­ცით ბევ­რი შემ­თხვე­ვაა მძი­მე პა­ცი­ენ­ტე­ბის და ჩვე­ნი გა­ღე­ბუ­ლი პლაზ­მით მათ და­ვეხ­მა­რე­ბით, ვიდ­რე თა­ვად შეძ­ლე­ბენ ან­ტის­ხე­უ­ლე­ბი გა­მო­ი­მუ­შა­ვონ. მე სპე­ცი­ფი­კუ­რი ჯგუ­ფის სის­ხლის მაქვს, მე­ო­რე და­დე­ბი­თი, ჩემი გა­ღე­ბუ­ლი პლაზ­მა მხო­ლოდ ამ ჯგუ­ფის სის­ხლის მქო­ნე ადა­მი­ა­ნებს და­ეხ­მა­რე­ბა, კი­დევ ხელ­მე­ო­რედ გა­ვი­ღებ ხვალ ან ზეგ პლაზ­მას. პრო­ცე­დუ­რა რთუ­ლი არ არის. უბ­რა­ლოდ, იმ დღეს გრძნობ სი­სუს­ტეს, ცოტა დაღ­ლი­ლო­ბას, მე­ო­რე დღეს უკვე კარ­გად ხარ. ბევ­რი ადა­მი­ა­ნია, რო­მელ­მაც უკვე გა­და­ი­ტა­ნა ვირუ­სი, ამი­ტომ ვურ­ჩევ­დი "ჰე­მოპ­ლაზ­მა­ში" მის­ვლა არ და­ი­ზა­რონ. ამით გან­სა­კუთ­რე­ბით იმ ადა­მი­ა­ნებს და­ვეხ­მა­რე­ბით, ვინც შე­ერ­თე­ბუ­ლია აპა­რატ­ზე. თა­ვი­ანთ ჯან­მრთე­ლო­ბას არა­ნა­ირ საფრ­თხეს არ შე­უქ­მნი­ან და სხვას გა­და­არ­ჩე­ნენ.

ჯაბა ჯიშ­კა­რი­ა­ნი:

- მეც ბა­ტო­ნი თენ­გიზ ცერ­ცვა­ძის გან­ცხა­დე­ბა მო­ვის­მი­ნე. თქვა, რომ პლაზ­მის გა­დას­ხმა საკ­მა­ოდ ეფექ­ტი­ა­ნია, ამ გზით გარ­კვე­უ­ლი რა­ო­დე­ნო­ბა ავად­მყო­ფე­ბის გა­და­ვარ­ჩი­ნე­თო. ეს ეხე­ბო­და კო­ვი­დინ­ფი­ცი­რე­ბულ მძი­მე პა­ცი­ენ­ტებს. ისიც გან­მარ­ტა, პლაზ­მა შე­ი­ცავს ან­ტის­ხე­უ­ლებს, რო­მე­ლიც და­ა­ვა­დე­ბუ­ლის ორ­გა­ნიზ­მში შე­ყავთ, რომ ვირუ­სის გა­ნე­იტ­რა­ლე­ბა მოხ­დეს. ადა­მი­ა­ნე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბა და სი­ცო­ცხლე შე­უძ­ლი­ათ გა­და­არ­ჩი­ნონ გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლებ­მაო. ამი­ტომ წა­ვე­დით მე, გედი და ლე­ვა­ნი. ჩა­ვა­ბა­რე პლაზ­მა და­ახ­ლო­ე­ბით 700 გრა­მამ­დე, რაც საკ­მა­რი­სია იმის­თვის, რომ რამ­დე­ნი­მე და­ა­ვა­დე­ბულს გა­და­უს­ხან. მო­ვუ­წო­დებ ყვე­ლა ადა­მი­ანს, ვინც უკვე და­ა­მარ­ცხა ეს ვირუ­სი, ჩა­ა­ბა­როს პლაზ­მა და გა­და­არ­ჩი­ნოს სხვე­ბის სი­ცო­ცხლე, რად­გან იცით, ჯერ ვაქ­ცი­ნა არ არის და ერ­თა­დერ­თი ეფექ­ტუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბა პლაზ­მის გა­დას­ხმაა. ამას თა­ნა­მედ­რო­ვე მე­დი­ცი­ნა აქ­ტი­უ­რად იყე­ნებს. ამე­რი­კის ჯან­დაც­ვა­მაც აღი­ა­რა, აქვე ვი­ტყვი, რომ ეს პრო­ცე­დუ­რა უსაფრ­თხოა თქვე­ნი ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის. არც თავ­ბრუს­ხვე­ვა მქო­ნია, არც არა­ფე­რი, მი­ვე­დით, ჩა­ვა­ბა­რეთ და წა­მო­ვე­დით. ვფიქ­რობ, სა­ზო­გა­დო­ე­ბას არ აქვს სა­თა­ნა­დო ინ­ფორ­მა­ცია ამ პრო­ცე­დუ­რა­ზე, თო­რემ, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, იქ რი­გე­ბი დად­გე­ბა. ბევ­რი ადა­მი­ა­ნი მივა პლაზ­მის ჩა­სა­ბა­რებ­ლად. ჩვენ ერს ნამ­დვი­ლად აქვს სო­ლი­და­რო­ბა ერ­თმა­ნე­თის მი­მართ, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ ბევ­რი ადა­მი­ა­ნი მოგ­ვბა­ძავს. ყვე­ლამ სი­კე­თე უნდა ვა­კე­თოთ. პლაზ­მის ჩა­ბა­რე­ბა გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლებს ჯერ­ჯე­რო­ბით მხო­ლოდ თბი­ლის­ში, ვაჟა-ფშა­ვე­ლას გამ­ზირ­ზე, 16 ნო­მერ­ში მდე­ბა­რე "ჰე­მოპ­ლაზ­მას" ცენ­ტრში შე­უძ­ლი­ათ. სწო­რედ ისი­ნი ამა­რა­გე­ბენ ინ­ფექ­ცი­ურ სა­ა­ვად­მყო­ფოს პლაზ­მით. რამ­დე­ნი­მე ათე­ულ­მა გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბულ­მა პლაზ­მა უკვე ჩა­ა­ბა­რა, მაგ­რამ ეს ზღვა­ში წვე­თია. ექი­მე­ბი იმე­დოვ­ნე­ბენ, რომ ბევ­რი გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლი მი­ბა­ძავს ამ ბი­ჭებს.

ექიმ-ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტმა რე­ვაზ მე­ჭურ­ჭლიშ­ვილ­მა გა­ზეთ "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან" სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და:

"ძა­ლი­ან გა­ი­ზარ­და კო­ვიდ ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა და რა­ო­დე­ნო­ბის ზრდას­თან ერ­თად ბევ­რს შე­უძ­ლია უკვე პლაზ­მის გა­ღე­ბა სხვა პა­ცი­ენ­ტე­ბის გა­და­სარ­ჩე­ნად. გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბი­დან გა­სუ­ლი უნდა იყოს მი­ნი­მუმ ორი კვი­რა. ორ­გა­ნიზ­მში მაქ­სი­მა­ლურ რა­ო­დე­ნო­ბას ან­ტის­ხე­უ­ლე­ბი გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბი­დან 28-ე დღეს აღ­წევს, ყვე­ლა­ზე კარ­გი პე­რი­ო­დია ეს, რად­გან მა­ღა­ლია ან­ტის­ხე­უ­ლე­ბი სის­ხლში და შე­სა­ბა­მი­სად, მაგ დროს გვინ­და ჩა­ა­ბა­რონ პლაზ­მა. პლაზ­მა 600 მი­ლი­ლიტ­რი­დან 800 მი­ლი­ლიტ­რამ­დე იღე­ბა ერთ ჩა­ბა­რე­ბა­ზე. თუ ვთქვათ ცუ­დად იგ­რძნო თავი დო­ნორ­მა, ამ შემ­თხვე­ვა­ში პლაზ­მის აღე­ბა არ გაგ­რძელ­დე­ბა. ძა­ლი­ან მალე ხდე­ბა პლაზ­მის აღ­დგე­ნა ორ­გა­ნიზ­მში. გვაქვს კონ­ტაქ­ტი პლაზ­მის ცენ­ტრთან, რო­მელ­საც ჰქვია "ჰე­მოპ­ლაზ­მა". როცა გა­მოჩ­ნდე­ბა დო­ნო­რი, მათ­თან ვა­მი­სა­მარ­თებთ.

სხვა ცენ­ტრე­ბი ჯერ­ჯე­რო­ბით არც არის. რო­დე­საც შე­მო­ვა პა­ცი­ენ­ტი, თუ არის უკვე მძი­მე, ან ვხე­დავთ რომ დი­ნა­მი­კა­ში მძიმ­დე­ბა მისი მდგო­მა­რე­ო­ბა და ჯერ­ჯე­რო­ბით არ არის გა­სუ­ლი და­ინ­ფი­ცი­რე­ბი­დან გარ­კვე­უ­ლი ვადა, მა­გა­ლი­თად, მე­ხუ­თე, მეშ­ვი­დე დღემ­დე, ჩვენ შეგ­ვიძ­ლია გა­მო­ვი­ყე­ნოთ პლაზ­მა. არის შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც ორი კვი­რა, ან მე­ტია გა­სუ­ლი პი­რის ინ­ფი­ცი­რე­ბი­დან და მერე გვთხო­ვენ ოჯა­ხის წევ­რე­ბი, ან სხვა კლი­ნი­კის ექი­მე­ბი იქ­ნებ პლაზ­მა გა­და­ვას­ხა­თო, მაგ­რამ ამ დროს ჩვენ ხელ-ფეხი შეკ­რუ­ლი გვაქვს, რად­გან ამ დროს უკვე ვირუ­სი აღარ არის წამ­ყვა­ნი პა­ცი­ენ­ტის და­ა­ვა­დე­ბა­ში და შე­სა­ბა­მი­სად ვირუს­თან ბრძო­ლას აზრი აღარ აქვს. ამი­ტომ და­სა­წყის­ში­ვე, რო­დე­საც პა­ცი­ენ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბა მძიმ­დე­ბა, ან უკვე მძი­მეა, პლაზ­მას აქვს ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი ეფექ­ტი. ასეთ დროს აუ­ცი­ლე­ბე­ლია დო­ნო­რის და ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტის სის­ხლის ჯგუ­ფი ემ­თხვე­ო­დეს ერ­თმა­ნეთს, ესეც გვი­ჭირს, შე­სა­ბა­მი­სად, ნე­ბის­მი­ერ პა­ცი­ენტს პლაზ­მას ვერ გა­და­ვუს­ხამთ. კარ­გი იქ­ნე­ბა თუ გა­აქ­ტი­ურ­დე­ბი­ან გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლე­ბი და ჩა­ა­ბა­რე­ბენ პლაზ­მას".

კომ­პა­ნია "ჰე­მოპ­ლაზ­მის" დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი თე­მურ აზი­კუ­რი:

- ვფიქ­რობ დიდი აქ­ტი­უ­რო­ბა იმი­ტომ არ არის, რომ მა­სობ­რი­ვად მო­სახ­ლე­ო­ბას არ აქვს ინ­ფორ­მა­ცია, თუ რა სი­კე­თე შე­უძ­ლია მო­ი­ტა­ნოს პლაზ­მის ჩა­ბა­რე­ბამ. არა­და ეს არის ერთ-ერთი სამ­კურ­ნა­ლო ეფექ­ტუ­რი, საკ­მა­ოდ აპ­რო­ბი­რე­ბუ­ლი მე­თო­დი. პლაზ­მის აღე­ბა საკ­მა­ოდ დახ­ვე­წი­ლი თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბით ხდე­ბა. დო­ნო­რო­ბა ზო­გა­დად კე­თილ ნე­ბა­ზეა დამ­ყა­რე­ბუ­ლი, ვე­რა­ვის აი­ძუ­ლებ. მარ­ტში, რო­დე­საც გა­მო­ცხად­და პან­დე­მია, ბა­ტონ თენ­გიზ ცერ­ცვა­ძეს­თან ერ­თად დავ­სა­ხეთ გეგ­მა. ჩვენ, რო­გორც და­მამ­ზა­დებ­ლებ­მა და მათ რო­გორც პრაქ­ტი­კა­ში გა­მომ­ყე­ნებ­ლებ­მა. მთე­ლი მსოფ­ლიო იუ­წყე­ბო­და ჯერ კი­დევ მა­შინ, რომ პლაზ­მას ჰქონ­და შე­დე­გი. ჩვენ­თან კლი­ნი­ცის­ტე­ბის­გან რე­კო­მენ­დი­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი მო­დი­ოდ­ნენ და მა­შინ და­ახ­ლო­ე­ბით 10 ადა­მი­ან­მა ჩა­ა­ბა­რა პლაზ­მა. ის და­მუ­შავ­და სრუ­ლი წე­სე­ბის დაც­ვით, რო­გორც მოგ­ვი­წო­დებ­და აშშ-ის სურ­სა­თი­სა და მე­დი­კა­მენ­ტე­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცია და პლაზ­მე­ბი გა­და­ე­ცა კლი­ნი­კურ ჯგუფს გა­მო­ყე­ნე­ბის­თვის. ბა­ტონ­მა თენ­გიზ­მა და მის­მა ჯგუფ­მა ეს გა­მო­ი­ყე­ნა და იყო კარ­გი შე­დე­გი. 2 შემ­თხვე­ვა­ზე ამ­ბობ­დნენ, ზე­მოქ­მე­დე­ბა არ მო­ახ­დი­ნაო.

- ვის შე­უძ­ლია პლაზ­მის ჩა­ბა­რე­ბა?

- დო­ნო­რო­ბა რო­გორც სის­ხლის, ასე­ვე პლაზ­მის, ნე­ბა­დარ­თუ­ლია 18 წლის ასა­კი­დან თუ ადა­მი­ა­ნი არის პრაქ­ტი­კუ­ლად ჯან­მრთე­ლი. პრაქ­ტი­კუ­ლად ჯან­მრთე­ლად ით­ვლე­ბა ყვე­ლა, ვი­საც არ აქვს ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბა: ღვიძ­ლის, თირკმე­ლე­ბის, გულ­სის­ხლძარ­ღვთა, დი­ა­ბე­ტი და ა.შ. ასე­ვე არ უნდა ჰქონ­დეს სის­ხლის გა­დამ­დე­ბი და­ა­ვა­დე­ბე­ბი: ბე და ცე ჰე­პა­ტი­ტე­ბი, შიდსი, სი­ფი­ლი­სი. ერთი სი­ტყვით, ვირუ­სუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი და თუ არ ჩა­უ­ტა­რე­ბია ბოლო 6 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში რა­ი­მე ინ­ვა­ზი­უ­რი მა­ნი­პუ­ლა­ცია, მა­გა­ლი­თად, სტო­მა­ტო­ლო­გი­უ­რი, არ გა­უ­კე­თე­ბია ტატუ და აშ. ბოლო ორი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში არ ყო­ფი­ლა სხვა ვირუ­სუ­ლი ინ­ფექ­ცი­ით და­ა­ვა­დე­ბუ­ლი, ანუ გა­ჯან­სა­ღე­ბუ­ლია.

კო­ვიდ­გა­და­ტა­ნილ პა­ცი­ენტს სრუ­ლად გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბი­დან 2 კვი­რის შემ­დეგ შე­უძ­ლია გახ­დეს ნე­ბა­ყოფ­ლო­ბი­თი დო­ნო­რი და ჩა­ა­ბა­როს თა­ვი­სი იმუ­ნი­ზი­რე­ბუ­ლი პლაზ­მა სხვა და­ა­ვა­დე­ბუ­ლის გა­და­სარ­ჩე­ნად. გა­მოკ­ვლე­უ­ლი იქ­ნე­ბა დო­ნო­რის სის­ხლის ჯგუ­ფი, რე­ზუ­სი, გა­მოკ­ვლე­უ­ლი იქ­ნე­ბა ის ინ­ფექ­ცი­ებ­ზე, ჰე­მოგ­ლო­ბი­ნი, ჰე­მა­ტოკ­ლი­ტი, ყვე­ლა ის მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბი, რაც პირ­ველ რიგ­ში აუ­ცი­ლე­ბე­ლია დო­ნო­რის ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის, რომ მის­თვის არ იყოს მავ­ნე­ბე­ლი. დო­ნორს ასე­ვე შე­უძ­ლია ჩა­ი­ტა­როს რამ­დე­ნი­მე თვის გან­მავ­ლო­ბა­ში, 2 კვი­რა გა­მოშ­ვე­ბით ანა­ლო­გი­უ­რი პრო­ცე­დუ­რე­ბი. რად­გან ეს ვირუ­სი ახა­ლი და­ა­ვა­დე­ბაა, მი­დის შეს­წავ­ლა და დგინ­დე­ბა ის მა­ნე­იტ­რა­ლი­ზე­ბე­ლი ან­ტის­ხე­უ­ლე­ბი, რო­მელ­საც ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მი გა­მო­ი­მუ­შა­ვებს თუ რო­გორ მუ­შავ­დე­ბა ორ­გა­ნიზ­მში. კვლე­ვებ­მა აჩ­ვე­ნა, რომ ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი არ გა­მო­ი­მუ­შა­ვებს ერ­თნა­ი­რად, არი­ან ე.წ. სუ­პერ დო­ნო­რე­ბი, რომ­ლებ­საც აქვთ ძა­ლი­ან მა­ღა­ლი კონ­ცენ­ტრა­ცი­ით ეს ან­ტის­ხე­უ­ლე­ბი. გვყავ­და ასე­თი დო­ნო­რიც, რო­მელ­საც ძა­ლი­ან დიდი რა­ო­დე­ნო­ბით ან­ტის­ხე­უ­ლი ჰქონ­და და მისი პლაზ­მა გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლია.

ვირუს­გა­და­ტა­ნი­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბის პლაზ­მის დამ­ზა­დე­ბის შემ­თხვე­ვა­ში დო­ნა­ცი­ის შემ­დეგ კი­დევ ვახ­დენთ მის შეს­წავ­ლას არ­სე­ბუ­ლი ვირუ­სის გა­მა­ნე­იტ­რა­ლე­ბე­ლი ან­ტის­ხე­უ­ლე­ბის კონ­ცენ­ტრა­ცი­ის შე­სა­ხებ და მხო­ლოდ ამის შემ­დეგ ვაძ­ლევთ პრაქ­ტი­კუ­ლი გა­მო­ყე­ნე­ბის რე­კო­მენ­და­ცი­ას კლი­ნი­ცის­ტებს.

უკვე არ­სე­ბულ­მა გა­მოც­დი­ლე­ბამ აჩ­ვე­ნა, რომ მა­მა­კა­ცე­ბი, 35 წლი­დან 65 წლამ­დე გა­ცი­ლე­ბით მა­ღა­ლი კონ­ცენ­ტრა­ცი­ის ან­ტის­ხე­უ­ლებს შე­ი­ცა­ვენ, ვიდ­რე ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცე­ბი და ქალ­ბა­ტო­ნე­ბი, თუმ­ცა ასე რა­ტომ ხდე­ბა, ჯერ არა­ვინ იცის. 18 დან 65 წლამ­დეა დო­ნო­რის ასა­კი. ქალ­ბა­ტო­ნე­ბი არ უნდა იყ­ვნენ 50კგ-ზე გამ­ხდა­რი და მა­მა­კა­ცე­ბი 60 კი­ლოგ­რამ­ზე გამ­ხდრე­ბი. ზედა ზღვა­რი თუ რა­ღაც პა­თო­ლო­გი­უ­რი სიმ­სუქ­ნე არ აქვს, არ არ­სე­ბობს.

- რამ­დენ ხან­ში აღიდ­გენს დო­ნო­რის ორ­გა­ნიზ­მი გა­ღე­ბულ პლაზ­მას?

- რო­დე­საც ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მი გრძნობს, რომ აკ­ლდე­ბა ან­ტის­ხე­უ­ლე­ბი, მა­შინ­ვე იწყე­ბა კონ­პენ­სა­ტო­რუ­ლად მისი წარ­მო­ე­ბა სის­ხლმბად ორ­გა­ნო­ებ­ში და რო­გორც სი­თხით, ასე­ვე მისი ან­ტის­ხე­უ­ლე­ბის, ანუ ცი­ლო­ვა­ნი კომ­პო­ნენ­ტის შემ­ცვე­ლო­ბით 48 სა­ათ­ში სრუ­ლად ხდე­ბა აღ­დგე­ნა ამ შე­მად­გენ­ლო­ბის. რაც შე­ე­ხე­ბა თვი­თონ სი­თხეს, ჩვენ 600 დან 700 მი­ლი­ლიტ­რამ­დე სი­თხეს, ფი­ზი­ო­ლო­გი­უ­რი ხსნა­რის და ან­ტი­კუ­ა­კუ­ლო­გან­ტის სა­ხით მა­შინ­ვე პრო­ცე­დუ­რის დროს უკან ვუბ­რუ­ნებთ ორ­გა­ნიზმს. ასე რომ, ეს პრო­ცე­დუ­რა უსაფრ­თხოა.

- პლაზ­მის მა­რა­გე­ბი არის დღეს?

- რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლი მო­ვი­და ბოლო დროს. მაგ­რამ ეს ზღვა­ში წვე­თია, ვი­სურ­ვებ­დით მეტ აქ­ტი­ვო­ბას. როცა სჭირ­დე­ბათ პლაზ­მა, ჯგუ­ფე­ბი და რე­ზუ­სე­ბი ყო­ველ­თვის არ ემ­თხვე­ვა, ამი­ტომ ვამ­ბობ, უნდა იყოს მა­რა­გე­ბი. 4 სის­ხლის ჯგუ­ფი, 4 რე­ზუ­სი 8 ვა­რი­ა­ცი­აა ამის და რო­დე­საც გაქვს მა­ცი­ვარ­ში შე­ნა­ხუ­ლი მხო­ლოდ 5 დო­ნო­რის სის­ხლი, ის ბუ­ნებ­რი­ვია იმ მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბას ვერ ასა­ხავს. ამი­ტომ ეს უნდა იყოს გა­ცი­ლე­ბით ბევ­რი დამ­ზა­დე­ბუ­ლი, რომ ყვე­ლა­ნა­ი­რი მო­თხოვ­ნა დაკ­მა­ყო­ფილ­დეს. მი­თუ­მე­ტეს, იმ ფონ­ზე, როცა ასე მძვინ­ვა­რებს და­ა­ვა­დე­ბა.

მა­გა­ლი­თად, ბრი­ტა­ნეთ­ში გა­ი­ცა გან­კარ­გუ­ლე­ბა რომ გა­კეთ­დეს 14 ახა­ლი პლაზ­მა­ცენ­ტრი და მო­ემ­ზა­დონ ზამ­თრის­თვის. ამის­თვის იქ მა­სობ­რი­ვი მო­ბი­ლი­ზა­ცი­აა გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი, აბა­რე­ბენ პლაზ­მას ადა­მი­ა­ნე­ბი...

გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბულ პა­ცი­ენ­ტებს მო­ვუ­წო­დებთ, მობ­რძან­დნენ ვაჟა-ფშა­ვე­ლას 16 ნო­მერ­ში, ყო­ფი­ლი მშე­ნებ­ლო­ბის სა­მი­ნის­ტროს შე­ნო­ბის პირ­ველ სარ­თულ­ზე, "ჰე­მოპ­ლაზ­მას" ცენ­ტრში და გა­ი­ღონ პლაზ­მა, გა­და­არ­ჩი­ნონ სხვე­ბის სი­ცო­ცხლე. თუ იქნა დიდი მო­მარ­თვი­ა­ნო­ბა, ჩვენ მზად ვართ შა­ბათ-კვი­რა­საც მო­ვემ­სა­ხუ­როთ ადა­მი­ა­ნებს და შეგ­ვიძ­ლია სხვა­დას­ხვა ლო­კა­ცი­ა­ზე, მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო მო­ვიც­ვათ.

- რამ­დე­ნი ხანი ინა­ხე­ბა ეს პლაზ­მა?

- სა­ერ­თა­შო­რი­სო ნორ­მე­ბით გამ­ზა­დე­ბის­თა­ნა­ვე გა­ი­ყი­ნე­ბა მი­ნუს 30 გრა­დუ­სამ­დე და შე­ნახ­ვა შეგ­ვიძ­ლია 3 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში. ჩვენ ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს ბა­ზა­ზე შექ­მნილ კლი­ნი­კურ ჯგუფს ვაწ­ვდით ამ პლაზ­მას, მაგ­რამ, რო­გორც ვიცი, გა­მო­ი­ყე­ნეს გორ­შიც, ერთ სხვა კლი­ნი­კა­შიც და შე­დე­გი­ა­ნი იყო. რაც ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ალ­ბათ მო­იც­ლის სა­მი­ნის­ტროც ამის­თვის, რომ პრო­ტო­კოლ­ში შე­ი­ტა­ნონ, გა­ჯან­სა­ღე­ბუ­ლი დო­ნო­რის პლაზ­მის გა­მო­ყე­ნე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, გა­ფარ­თო­ე­ბუ­ლი ფორ­მით, სხვა ექი­მებ­საც მი­ე­ცეთ. ამ ვი­თა­რე­ბა­ში კი მა­რა­გე­ბი იქ­ნე­ბა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი. რო­დე­საც პა­ცი­ენ­ტი მძიმ­დე­ბა და ხვდე­ბა სტა­ცი­ო­ნარ­ში, არის პროგ­რე­სი­რე­ბა და­ა­ვა­დე­ბის, რე­კო­მენ­დი­რე­ბუ­ლია პირ­ვე­ლი­ვე 48 სა­ათ­ში პლაზ­მის გა­მო­ყე­ნე­ბა, ეს არის ორ­გა­ნიზ­მის დახ­მა­რე­ბა გამ­ზა­დე­ბუ­ლი ან­ტის­ხე­უ­ლე­ბით, მა­ნამ, ვიდ­რე ეს ორ­გა­ნიზ­მი მო­ას­წრებს სა­კუ­თა­რი ან­ტის­ხე­უ­ლე­ბის გა­მო­მუ­შა­ვე­ბას. არის ყვე­ლა­ზე ეფექ­ტუ­რი, ამი­ტომ უნდა იყოს ისე­თი რა­ო­დე­ნო­ბით, ექი­მებ­საც გა­ბე­დუ­ლად შე­ეძ­ლოთ პლაზ­მის გა­მო­ყე­ნე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
123
1

მადლიანი საქმეა !

დაააა
0

მე პირადად მოვალ. ჯერ 10 დღე მომიწევს ლოდინი. ამაზე მეტ კარგის გაკეთება რა შეგვიძლია ხალხო. ვინც გადავიტანეთ ეს ვირუსი, ყველა მივიდეთ!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

ლევან გოგიჩაიშვილი: "პლაზმა ერთხელ უკვე ჩავაბარე, ვაპირებ მეორედაც გავიღო" - როგორ კურნავს კოვიდისგან გამოჯანმრთელებულის პლაზმა სხვა ინფიცირებულს?

ლევან გოგიჩაიშვილი: "პლაზმა ერთხელ უკვე ჩავაბარე, ვაპირებ მეორედაც გავიღო" - როგორ კურნავს კოვიდისგან გამოჯანმრთელებულის პლაზმა სხვა ინფიცირებულს?

ცნობილია, რომ აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ კოვიდინფიცირებულებში ადამიანის პლაზმის გადაუდებელი გამოყენების ნებართვა გასცა და სხვადასხვა ქვეყანაში პალზმის გადასხმას აქტიურად იყენებენ. პლაზმით მკურნალობა ერთ-ერთ ეფექტიან საშუალებად ითვლება. ისიც ცნობილია, რომ ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელობამ რამდენიმე მძიმე პაციენტის შემთხვევაში სამკურნალოდ აღნიშნული მეთოდი გამოიყენა და პაციენტები გამოჯანმრთელდნენ. სპეციალისტების თქმით, ერთი ადამიანის გაღებული პლაზმა მინიმუმ ორ პაციენტს გადაარჩენს, ამიტომ მნიშვნელოვანია, ვინც ინფექცია უკვე დაამარცხა, პლაზმა გაიღოს სხვისი სიცოცხლის გადასარჩენად.

იმ ფონზე, როცა ქვეყანაში უკიდურესად გართულებულია ეპიდვითარება, ეპიდემიოლოგები პლაზმის დონაციისკენ მოუწოდებენ გამოჯანმრთელებულებს. ბატონი თენგიზ ცერცვაძის მოწოდება პლაზმის ჩაბარებაზე ლევან გოგიჩაიშვილმა, ჯაბა ჯიშკარიანმა და გედევან ფოფხაძემ მოისმინეს და ამის შემდეგ მეგობრები ერთად მივიდნენ "ჰემოპლაზმაში". ამ დღეებში კლინიკაში კიდევ ელოდებიან სხვა ცნობილ ადამიანებს.

ლევან გოგიჩაიშვილი:

- ბატონი თენგიზი მოგვიწოდებდა იმ ადამიანებს, რომლებმაც ვირუსი დავამარცხეთ, პლაზმა ჩაგვებარებინა. ახლა ბატონ თენგიზს აქვს ვირუსი და პირველ რიგში მინდა მალე გამოჯანმრთელება ვუსურვო. მე, ჯაბა ჯიშკარიანი და გედევან ფოფხაძე ერთად მივედით "ჰემოპლაზმაში". ამ დღეებში მე ისევ აუცილებლად მივალ, განმეორებით რომ ჩავაბარო.

როგორც ვიცი, შემიძლია კიდევ ერთხელ ჩაბარება. სამწუხაროდ, არ არის საზოგადოების აქტიურობა, ამიტომ მოვუწოდებ ყველას, ვისაც გადატანილი აქვს ვირუსი და ჯანმრთელობა აძლევს იმის საშუალებას, რომ პლაზმა გაიღოს, აუცილებლად ჩააბაროს. ვიცით ბევრი შემთხვევაა მძიმე პაციენტების და ჩვენი გაღებული პლაზმით მათ დავეხმარებით, ვიდრე თავად შეძლებენ ანტისხეულები გამოიმუშავონ. მე სპეციფიკური ჯგუფის სისხლის მაქვს, მეორე დადებითი, ჩემი გაღებული პლაზმა მხოლოდ ამ ჯგუფის სისხლის მქონე ადამიანებს დაეხმარება, კიდევ ხელმეორედ გავიღებ ხვალ ან ზეგ პლაზმას. პროცედურა რთული არ არის. უბრალოდ, იმ დღეს გრძნობ სისუსტეს, ცოტა დაღლილობას, მეორე დღეს უკვე კარგად ხარ. ბევრი ადამიანია, რომელმაც უკვე გადაიტანა ვირუსი, ამიტომ ვურჩევდი "ჰემოპლაზმაში" მისვლა არ დაიზარონ. ამით განსაკუთრებით იმ ადამიანებს დავეხმარებით, ვინც შეერთებულია აპარატზე. თავიანთ ჯანმრთელობას არანაირ საფრთხეს არ შეუქმნიან და სხვას გადაარჩენენ.

ჯაბა ჯიშკარიანი:

- მეც ბატონი თენგიზ ცერცვაძის განცხადება მოვისმინე. თქვა, რომ პლაზმის გადასხმა საკმაოდ ეფექტიანია, ამ გზით გარკვეული რაოდენობა ავადმყოფების გადავარჩინეთო. ეს ეხებოდა კოვიდინფიცირებულ მძიმე პაციენტებს. ისიც განმარტა, პლაზმა შეიცავს ანტისხეულებს, რომელიც დაავადებულის ორგანიზმში შეყავთ, რომ ვირუსის განეიტრალება მოხდეს. ადამიანების ჯანმრთელობა და სიცოცხლე შეუძლიათ გადაარჩინონ გამოჯანმრთელებულებმაო. ამიტომ წავედით მე, გედი და ლევანი. ჩავაბარე პლაზმა დაახლოებით 700 გრამამდე, რაც საკმარისია იმისთვის, რომ რამდენიმე დაავადებულს გადაუსხან. მოვუწოდებ ყველა ადამიანს, ვინც უკვე დაამარცხა ეს ვირუსი, ჩააბაროს პლაზმა და გადაარჩინოს სხვების სიცოცხლე, რადგან იცით, ჯერ ვაქცინა არ არის და ერთადერთი ეფექტური საშუალება პლაზმის გადასხმაა. ამას თანამედროვე მედიცინა აქტიურად იყენებს. ამერიკის ჯანდაცვამაც აღიარა, აქვე ვიტყვი, რომ ეს პროცედურა უსაფრთხოა თქვენი ჯანმრთელობისთვის. არც თავბრუსხვევა მქონია, არც არაფერი, მივედით, ჩავაბარეთ და წამოვედით. ვფიქრობ, საზოგადოებას არ აქვს სათანადო ინფორმაცია ამ პროცედურაზე, თორემ, დარწმუნებული ვარ, იქ რიგები დადგება. ბევრი ადამიანი მივა პლაზმის ჩასაბარებლად. ჩვენ ერს ნამდვილად აქვს სოლიდარობა ერთმანეთის მიმართ, დარწმუნებული ვარ ბევრი ადამიანი მოგვბაძავს. ყველამ სიკეთე უნდა ვაკეთოთ. პლაზმის ჩაბარება გამოჯანმრთელებულებს ჯერჯერობით მხოლოდ თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, 16 ნომერში მდებარე "ჰემოპლაზმას" ცენტრში შეუძლიათ. სწორედ ისინი ამარაგებენ ინფექციურ საავადმყოფოს პლაზმით. რამდენიმე ათეულმა გამოჯანმრთელებულმა პლაზმა უკვე ჩააბარა, მაგრამ ეს ზღვაში წვეთია. ექიმები იმედოვნებენ, რომ ბევრი გამოჯანმრთელებული მიბაძავს ამ ბიჭებს.

ექიმ-ინფექციონისტმა რევაზ მეჭურჭლიშვილმა გაზეთ "კვირის პალიტრასთან" საუბრისას განაცხადა:

"ძალიან გაიზარდა კოვიდ ინფიცირებულთა რაოდენობა და რაოდენობის ზრდასთან ერთად ბევრს შეუძლია უკვე პლაზმის გაღება სხვა პაციენტების გადასარჩენად. გამოჯანმრთელებიდან გასული უნდა იყოს მინიმუმ ორი კვირა. ორგანიზმში მაქსიმალურ რაოდენობას ანტისხეულები გამოჯანმრთელებიდან 28-ე დღეს აღწევს, ყველაზე კარგი პერიოდია ეს, რადგან მაღალია ანტისხეულები სისხლში და შესაბამისად, მაგ დროს გვინდა ჩააბარონ პლაზმა. პლაზმა 600 მილილიტრიდან 800 მილილიტრამდე იღება ერთ ჩაბარებაზე. თუ ვთქვათ ცუდად იგრძნო თავი დონორმა, ამ შემთხვევაში პლაზმის აღება არ გაგრძელდება. ძალიან მალე ხდება პლაზმის აღდგენა ორგანიზმში. გვაქვს კონტაქტი პლაზმის ცენტრთან, რომელსაც ჰქვია "ჰემოპლაზმა". როცა გამოჩნდება დონორი, მათთან ვამისამართებთ.

სხვა ცენტრები ჯერჯერობით არც არის. როდესაც შემოვა პაციენტი, თუ არის უკვე მძიმე, ან ვხედავთ რომ დინამიკაში მძიმდება მისი მდგომარეობა და ჯერჯერობით არ არის გასული დაინფიცირებიდან გარკვეული ვადა, მაგალითად, მეხუთე, მეშვიდე დღემდე, ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ პლაზმა. არის შემთხვევები, როდესაც ორი კვირა, ან მეტია გასული პირის ინფიცირებიდან და მერე გვთხოვენ ოჯახის წევრები, ან სხვა კლინიკის ექიმები იქნებ პლაზმა გადავასხათო, მაგრამ ამ დროს ჩვენ ხელ-ფეხი შეკრული გვაქვს, რადგან ამ დროს უკვე ვირუსი აღარ არის წამყვანი პაციენტის დაავადებაში და შესაბამისად ვირუსთან ბრძოლას აზრი აღარ აქვს. ამიტომ დასაწყისშივე, როდესაც პაციენტის მდგომარეობა მძიმდება, ან უკვე მძიმეა, პლაზმას აქვს ყველაზე მაღალი ეფექტი. ასეთ დროს აუცილებელია დონორის და ინფიცირებული პაციენტის სისხლის ჯგუფი ემთხვეოდეს ერთმანეთს, ესეც გვიჭირს, შესაბამისად, ნებისმიერ პაციენტს პლაზმას ვერ გადავუსხამთ. კარგი იქნება თუ გააქტიურდებიან გამოჯანმრთელებულები და ჩააბარებენ პლაზმას".

კომპანია "ჰემოპლაზმის" დამფუძნებელი თემურ აზიკური:

- ვფიქრობ დიდი აქტიურობა იმიტომ არ არის, რომ მასობრივად მოსახლეობას არ აქვს ინფორმაცია, თუ რა სიკეთე შეუძლია მოიტანოს პლაზმის ჩაბარებამ. არადა ეს არის ერთ-ერთი სამკურნალო ეფექტური, საკმაოდ აპრობირებული მეთოდი. პლაზმის აღება საკმაოდ დახვეწილი თანამედროვე ტექნოლოგიებით ხდება. დონორობა ზოგადად კეთილ ნებაზეა დამყარებული, ვერავის აიძულებ. მარტში, როდესაც გამოცხადდა პანდემია, ბატონ თენგიზ ცერცვაძესთან ერთად დავსახეთ გეგმა. ჩვენ, როგორც დამამზადებლებმა და მათ როგორც პრაქტიკაში გამომყენებლებმა. მთელი მსოფლიო იუწყებოდა ჯერ კიდევ მაშინ, რომ პლაზმას ჰქონდა შედეგი. ჩვენთან კლინიცისტებისგან რეკომენდირებული ადამიანები მოდიოდნენ და მაშინ დაახლოებით 10 ადამიანმა ჩააბარა პლაზმა. ის დამუშავდა სრული წესების დაცვით, როგორც მოგვიწოდებდა აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაცია და პლაზმები გადაეცა კლინიკურ ჯგუფს გამოყენებისთვის. ბატონმა თენგიზმა და მისმა ჯგუფმა ეს გამოიყენა და იყო კარგი შედეგი. 2 შემთხვევაზე ამბობდნენ, ზემოქმედება არ მოახდინაო.

- ვის შეუძლია პლაზმის ჩაბარება?

- დონორობა როგორც სისხლის, ასევე პლაზმის, ნებადართულია 18 წლის ასაკიდან თუ ადამიანი არის პრაქტიკულად ჯანმრთელი. პრაქტიკულად ჯანმრთელად ითვლება ყველა, ვისაც არ აქვს ქრონიკული დაავადება: ღვიძლის, თირკმელების, გულსისხლძარღვთა, დიაბეტი და ა.შ. ასევე არ უნდა ჰქონდეს სისხლის გადამდები დაავადებები: ბე და ცე ჰეპატიტები, შიდსი, სიფილისი. ერთი სიტყვით, ვირუსული დაავადებები და თუ არ ჩაუტარებია ბოლო 6 თვის განმავლობაში რაიმე ინვაზიური მანიპულაცია, მაგალითად, სტომატოლოგიური, არ გაუკეთებია ტატუ და აშ. ბოლო ორი კვირის განმავლობაში არ ყოფილა სხვა ვირუსული ინფექციით დაავადებული, ანუ გაჯანსაღებულია.

კოვიდგადატანილ პაციენტს სრულად გამოჯანმრთელებიდან 2 კვირის შემდეგ შეუძლია გახდეს ნებაყოფლობითი დონორი და ჩააბაროს თავისი იმუნიზირებული პლაზმა სხვა დაავადებულის გადასარჩენად. გამოკვლეული იქნება დონორის სისხლის ჯგუფი, რეზუსი, გამოკვლეული იქნება ის ინფექციებზე, ჰემოგლობინი, ჰემატოკლიტი, ყველა ის მახასიათებლები, რაც პირველ რიგში აუცილებელია დონორის ჯანმრთელობისთვის, რომ მისთვის არ იყოს მავნებელი. დონორს ასევე შეუძლია ჩაიტაროს რამდენიმე თვის განმავლობაში, 2 კვირა გამოშვებით ანალოგიური პროცედურები. რადგან ეს ვირუსი ახალი დაავადებაა, მიდის შესწავლა და დგინდება ის მანეიტრალიზებელი ანტისხეულები, რომელსაც ადამიანის ორგანიზმი გამოიმუშავებს თუ როგორ მუშავდება ორგანიზმში. კვლევებმა აჩვენა, რომ ყველა ადამიანი არ გამოიმუშავებს ერთნაირად, არიან ე.წ. სუპერ დონორები, რომლებსაც აქვთ ძალიან მაღალი კონცენტრაციით ეს ანტისხეულები. გვყავდა ასეთი დონორიც, რომელსაც ძალიან დიდი რაოდენობით ანტისხეული ჰქონდა და მისი პლაზმა გამოყენებულია.

ვირუსგადატანილი პაციენტების პლაზმის დამზადების შემთხვევაში დონაციის შემდეგ კიდევ ვახდენთ მის შესწავლას არსებული ვირუსის გამანეიტრალებელი ანტისხეულების კონცენტრაციის შესახებ და მხოლოდ ამის შემდეგ ვაძლევთ პრაქტიკული გამოყენების რეკომენდაციას კლინიცისტებს.

უკვე არსებულმა გამოცდილებამ აჩვენა, რომ მამაკაცები, 35 წლიდან 65 წლამდე გაცილებით მაღალი კონცენტრაციის ანტისხეულებს შეიცავენ, ვიდრე ახალგაზრდა მამაკაცები და ქალბატონები, თუმცა ასე რატომ ხდება, ჯერ არავინ იცის. 18 დან 65 წლამდეა დონორის ასაკი. ქალბატონები არ უნდა იყვნენ 50კგ-ზე გამხდარი და მამაკაცები 60 კილოგრამზე გამხდრები. ზედა ზღვარი თუ რაღაც პათოლოგიური სიმსუქნე არ აქვს, არ არსებობს.

- რამდენ ხანში აღიდგენს დონორის ორგანიზმი გაღებულ პლაზმას?

- როდესაც ადამიანის ორგანიზმი გრძნობს, რომ აკლდება ანტისხეულები, მაშინვე იწყება კონპენსატორულად მისი წარმოება სისხლმბად ორგანოებში და როგორც სითხით, ასევე მისი ანტისხეულების, ანუ ცილოვანი კომპონენტის შემცველობით 48 საათში სრულად ხდება აღდგენა ამ შემადგენლობის. რაც შეეხება თვითონ სითხეს, ჩვენ 600 დან 700 მილილიტრამდე სითხეს, ფიზიოლოგიური ხსნარის და ანტიკუაკულოგანტის სახით მაშინვე პროცედურის დროს უკან ვუბრუნებთ ორგანიზმს. ასე რომ, ეს პროცედურა უსაფრთხოა.

- პლაზმის მარაგები არის დღეს?

- რამდენიმე ათეული გამოჯანმრთელებული მოვიდა ბოლო დროს. მაგრამ ეს ზღვაში წვეთია, ვისურვებდით მეტ აქტივობას. როცა სჭირდებათ პლაზმა, ჯგუფები და რეზუსები ყოველთვის არ ემთხვევა, ამიტომ ვამბობ, უნდა იყოს მარაგები. 4 სისხლის ჯგუფი, 4 რეზუსი 8 ვარიაციაა ამის და როდესაც გაქვს მაცივარში შენახული მხოლოდ 5 დონორის სისხლი, ის ბუნებრივია იმ მრავალფეროვნებას ვერ ასახავს. ამიტომ ეს უნდა იყოს გაცილებით ბევრი დამზადებული, რომ ყველანაირი მოთხოვნა დაკმაყოფილდეს. მითუმეტეს, იმ ფონზე, როცა ასე მძვინვარებს დაავადება.

მაგალითად, ბრიტანეთში გაიცა განკარგულება რომ გაკეთდეს 14 ახალი პლაზმაცენტრი და მოემზადონ ზამთრისთვის. ამისთვის იქ მასობრივი მობილიზაციაა გამოცხადებული, აბარებენ პლაზმას ადამიანები...

გამოჯანმრთელებულ პაციენტებს მოვუწოდებთ, მობრძანდნენ ვაჟა-ფშაველას 16 ნომერში, ყოფილი მშენებლობის სამინისტროს შენობის პირველ სართულზე, "ჰემოპლაზმას" ცენტრში და გაიღონ პლაზმა, გადაარჩინონ სხვების სიცოცხლე. თუ იქნა დიდი მომართვიანობა, ჩვენ მზად ვართ შაბათ-კვირასაც მოვემსახუროთ ადამიანებს და შეგვიძლია სხვადასხვა ლოკაციაზე, მთელი საქართველო მოვიცვათ.

- რამდენი ხანი ინახება ეს პლაზმა?

- საერთაშორისო ნორმებით გამზადებისთანავე გაიყინება მინუს 30 გრადუსამდე და შენახვა შეგვიძლია 3 წლის განმავლობაში. ჩვენ ინფექციური საავადმყოფოს ბაზაზე შექმნილ კლინიკურ ჯგუფს ვაწვდით ამ პლაზმას, მაგრამ, როგორც ვიცი, გამოიყენეს გორშიც, ერთ სხვა კლინიკაშიც და შედეგიანი იყო. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ალბათ მოიცლის სამინისტროც ამისთვის, რომ პროტოკოლში შეიტანონ, გაჯანსაღებული დონორის პლაზმის გამოყენების შესაძლებლობა, გაფართოებული ფორმით, სხვა ექიმებსაც მიეცეთ. ამ ვითარებაში კი მარაგები იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. როდესაც პაციენტი მძიმდება და ხვდება სტაციონარში, არის პროგრესირება დაავადების, რეკომენდირებულია პირველივე 48 საათში პლაზმის გამოყენება, ეს არის ორგანიზმის დახმარება გამზადებული ანტისხეულებით, მანამ, ვიდრე ეს ორგანიზმი მოასწრებს საკუთარი ანტისხეულების გამომუშავებას. არის ყველაზე ეფექტური, ამიტომ უნდა იყოს ისეთი რაოდენობით, ექიმებსაც გაბედულად შეეძლოთ პლაზმის გამოყენება.

"ჩინური ვაქცინა ჯერჯერობით არაფერ საიმედოს არ გვეუბნება, გარდა ფასისა და შენახვის პირობებისა" - ვახტანგ კალოიანი

იტალიაში მოხუცთა პირად ასისტენტად მომუშავე ქართველები, შეიძლება ვაქცინაციის პირველი ტალღისას აცრან

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1857 ახალი შემთხვევაა, გამოჯანმრთელდა 993 - ბოლო დღე-ღამის მონაცემები რეგიონების მიხედვით