სამართალი
პოლიტიკა

21

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
მსოფლიო
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კვიპროსის ელჩი მხოლოდ იმიტომ არ მელაპარაკებოდა, რომ თურქული ყავა შევთავაზე" - ვარშავის საუკეთესო ქართული რესტორნისა და სამი ხალიჩის ამბავი
"კვიპროსის ელჩი მხოლოდ იმიტომ არ მელაპარაკებოდა, რომ თურქული ყავა შევთავაზე" - ვარშავის საუკეთესო ქართული რესტორნისა და სამი ხალიჩის ამბავი

იცო­დით, ხა­ლი­ჩე­ბი ამ­ბებს რომ ჰყვე­ბი­ან? ახ­ლა­ხან ერთი ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ა­ნი გა­ვი­ცა­ნი, სამ­წუ­ხა­როდ, პან­დე­მი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, დის­ტან­ცი­უ­რად - და­ვით თურ­ქეს­ტა­ნიშ­ვი­ლი. აღ­მოჩ­ნდა, იგი ხა­ლი­ჩე­ბის კო­ლექ­ცი­ო­ნე­რო­ბით არის გა­ტა­ცე­ბუ­ლი. თუმ­ცა, რო­გორც მივ­ხვდი, მთლად კლა­სი­კუ­რი გა­გე­ბით კო­ლექ­ცი­ო­ნე­რიც არ არის, მაგ­რამ ხა­ლი­ჩა აშ­კა­რად თი­ლის­მა­სა­ვით აქვს - მის­თვის ბედ­ნი­ე­რე­ბა და წარ­მა­ტე­ბა მო­აქვს. სა­უ­ბარ­ში გა­იხ­სე­ნა, ბავ­შვო­ბა­ში დედა რომ მა­ძი­ნებ­და, მე­უბ­ნე­ბო­და, კედ­ლის­კენ გა­დაბ­რუნ­დიო. კე­დელ­ზე კი ძვე­ლი ლა­მა­ზი ხა­ლი­ჩა ეკი­და. და­ძი­ნე­ბამ­დე ხა­ლი­ჩას თვალს არ ვა­შო­რებ­დი და მის ორ­ნა­მენ­ტებ­ში ათას ამ­ბავს ვკი­თხუ­ლობ­დი, ვთხზავ­დი. დღე­საც, ახალ ხა­ლი­ჩას რომ შე­ვი­ძენ, ერთ სა­ათს მისი ამ­ბის ამო­კი­თხვას ვან­დო­მებ. რა ამ­ბებს მიყ­ვე­ბა? ოო, ფან­ტა­ზი­ის უნა­რი კარ­გი მაქვს და ათას სა­ინ­ტე­რე­სოს ვი­გებ მის­გა­ნო...

მისი ცხოვ­რე­ბის ამ­ბა­ვიც ხა­ლი­ჩე­ბით იწყე­ბა - 3 ლა­მა­ზი ხა­ლი­ჩით, რო­მე­ლიც პო­ლო­ნე­თის­კენ მი­მა­ვალ გზა­ზე წა­იმ­ძღვა­რა და გრძელ­დე­ბა ვარ­შა­ვა­ში მისი ქარ­თუ­ლი რეს­ტორ­ნის, "რუ­სი­კოს“ წარ­მა­ტე­ბე­ბით - და­არ­სე­ბი­დან ერთ წე­ლი­წად­ში, 2016 წელს ვარ­შა­ვის ყო­ველ­წლი­ურ პრეს­ტი­ჟულ პლე­ბის­ცი­ტში - "წლის სა­უ­კე­თე­სო რეს­ტო­რა­ნი”, ტრი­უმ­ფით რომ გა­ი­მარ­ჯვა - ჯერ იმ­ხა­ნად ვარ­შა­ვა­ში არ­სე­ბუ­ლი 3700 რეს­ტორ­ნი­დან ხუ­თე­ულ­ში გა­მო­არ­ჩი­ეს, შემ­დეგ კი კონ­კურ­სის სა­მი­ვე მთა­ვა­რი პრი­ზი წა­მო­ი­ღო. პლე­ბის­ცი­ტის არ­სე­ბო­ბის 12-წლი­ან ის­ტო­რი­ა­ში ქარ­თუ­ლი რეს­ტო­რა­ნი "რუ­სი­კო“ პირ­ვე­ლი და ჯერ­ჯე­რო­ბით უკა­ნას­კნე­ლი რეს­ტო­რა­ნი აღ­მოჩ­ნდა, რო­მელ­მაც ამ­გვარ წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წია. ამ­ჯე­რად ამ­ბებს და­ვით თურ­ქეს­ტა­ნიშ­ვი­ლი გვიყ­ვე­ბა:

- პო­ლო­ნეთ­ში 1998 წელს 3 ხა­ლი­ჩით გა­ვემ­გზავ­რე, იქ სა­ახ­ლობ­ლო მყავ­და. თა­ვი­დან არა­ლე­გა­ლი ვი­ყა­ვი და მათ­თან ვცხოვ­რობ­დი. ხა­ლი­ჩე­ბი კი უნდა გა­მე­ყი­და, რა­ი­მე საქ­მე რომ წა­მო­მე­წყო. მალე ცო­ლიც შე­ვირ­თე, მაგ­რამ მე­უღ­ლე რამ­დე­ნი­მე წე­ლი­წად­ში გარ­და­მეც­ვა­ლა. ახლა მე­ო­რე ოჯა­ხი მყავს - მე­უღ­ლე და ერთი გო­გო­ნა. ყვე­ლა­ფე­რი, რაც შევ­ქმე­ნით, მე, ჩემ­მა მე­უღ­ლე ოლ­გამ და დე­და­ჩემ­მა რუ­სი­კომ და­ვი­წყეთ.

რა­ტომ რეს­ტო­რა­ნი? სი­მარ­თლე გი­თხრათ, კუ­ლი­ნა­რი­ის ბევ­რი არა­ფე­რი მეს­მო­და, მაგ­რამ... სა­ახ­ლობ­ლოს ძა­ლი­ან გვიყ­ვარ­და ერ­თად ყოფ­ნა, რეს­ტო­რან­ში ხში­რად სტუმ­რო­ბა კი არ­ცთუ იაფი ჯდე­ბო­და. იმ პე­რი­ოდ­ში არას­ტა­ბი­ლუ­რი შე­მო­სა­ვა­ლი მქონ­და, ხან ან­ტიკ­ვა­რი­ა­ტით ვი­ყა­ვი გა­ტა­ცე­ბუ­ლი, ხან სხვა საქ­მე­ებს ვა­კე­თებ­დი, ამი­ტომ ჩვე­ნი თავ­შეყ­რის ად­გი­ლად ჩემი ვარ­შა­ვის სახ­ლი ვაქ­ციე. ეს ტრა­დი­ცია სა­ქარ­თვე­ლო­დან და ჩემი ოჯა­ხი­დან გა­მომ­ყვა. ვარ­შა­ვა­ში ხში­რად ვა­წყობ­დით წვე­უ­ლე­ბებს და ჩემ­თან სხვა­დას­ხვა ეროვ­ნე­ბის ადა­მი­ა­ნე­ბი იკ­რი­ბე­ბოდ­ნენ. მათ რომ გავ­მას­პინ­ძლე­ბო­დი, თა­ვად და­ვი­წყე კერ­ძე­ბის მომ­ზა­დე­ბა. თა­ნაც მინ­დო­და, მათ­თვის ჩემი ქვე­ყა­ნა გა­მეც­ნო და ვი­ფიქ­რე, და­სა­წყი­სის­თვის ქარ­თუ­ლი სამ­ზა­რე­უ­ლო სა­უ­კე­თე­სო ვა­რი­ან­ტი იქ­ნე­ბო­და, აბა, რითი გა­მე­ო­ცე­ბი­ნა? კუ­ლი­ნა­რი­ა­ში არა­ნა­ი­რი გა­მოც­დი­ლე­ბა არ მქონ­და, კვერ­ცხიც კი არ მქონ­და შემ­წვა­რი, რად­გან სა­ქარ­თვე­ლო­ში, ჩემს ოჯახ­ში, დიდი ბე­ბი­ით და­წყე­ბუ­ლი, ისე­თი დი­ა­სახ­ლი­სე­ბი იყ­ვნენ, მე ვინ შე­მიშ­ვებ­და სამ­ზა­რე­უ­ლო­ში?! ამი­ტომ, როცა ვარ­შა­ვა­ში კუ­ლი­ნა­რო­ბა დამ­ჭირ­და, ტე­ლე­ფონ­ზე ვე­კი­დე - თბი­ლის­ში დე­დას ვუ­რე­კავ­დი, ამა თუ იმ კერ­ძის რე­ცეპტს ვე­კი­თხე­ბო­დი და სტუმ­რებს ვუმ­ზა­დებ­დი. რაც მთა­ვა­რია, ჩემი კერ­ძე­ბი ყვე­ლას მოს­წონ­და. ერთხე­ლაც ჩემ­მა იქა­ურ­მა მე­გო­ბარ­მა, საკ­მა­ოდ ცნო­ბილ­მა იუ­რის­ტმა ქალ­მა მთხო­ვა, მსგავ­სი წვე­უ­ლე­ბა თა­ვი­სი კლი­ენ­ტე­ბი­სა და პარტნი­ო­რე­ბის­თვის მის სახ­ლში გა­მე­კე­თე­ბი­ნა. თურ­მე, ამ მე­გო­ბარს წი­ნას­წარ და­ემ­ზა­დე­ბი­ნა ჩემი სა­ვი­ზი­ტო ბა­რა­თე­ბი, ყვე­ლა სტუ­მარს და­უ­რი­გა და გა­აფრ­თხი­ლა, ეს ისე­თი მზა­რე­უ­ლია, შე­გიძ­ლი­ათ წი­ნას­წარ შე­უ­თან­ხმდეთ, სახ­ლში მოვა და სტუმ­რე­ბის­თვის იქვე მო­გიმ­ზა­დებთ გემ­რი­ელ კერ­ძებ­სო. მერე და მერე საკ­მა­ოდ ჩა­ვუღ­რმავ­დი ქარ­თულ სამ­ზა­რე­უ­ლოს და გან­სა­კუთ­რე­ბით რთუ­ლად მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი და იშ­ვი­ა­თი კერ­ძე­ბით და­ვინ­ტე­რეს­დი. ერთხანს ასე, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად ვა­კე­თებ­დი სუფ­რებს. სხვა­თა შო­რის, პირ­ვე­ლი ექ­სპე­რი­მენ­ტი 2010 წელს ჩა­ვა­ტა­რე და ვარ­შა­ვის "სოჰო ფექ­ტო­რი­ზე“ რეს­ტო­რა­ნი გავ­ხსე­ნი. საკ­მა­ოდ კარ­გად მი­დი­ო­და ყვე­ლა­ფე­რი, მაგ­რამ მე­წი­ლე­ებ­მა "გა­და­მაგ­დეს“ და, რომ იტყვი­ან, მშრალ­ზე დამ­ტო­ვეს. ეს კარ­გი ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი გაკ­ვე­თი­ლი იყო ჩემ­თვის, მოკ­ლედ - ჭკუა ვის­წავ­ლე. მას შემ­დეგ სა­რეს­ტორ­ნო საქ­მე­ში პრო­ფი­ლიც შევ­ცვა­ლე და სტი­ლიც, რად­გან ამ­ჯე­რად სრუ­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბა მქონ­და.

  • "რუ­სი­კო“ - მსოფ­ლი­ოს ცენ­ტრი

- ჩვე­ნი რეს­ტორ­ნის წარ­მა­ტე­ბა­ში ძა­ლი­ან დიდი წვლი­ლი მი­უ­ძღვის ჩემს მე­უღ­ლეს - ოლ­გას, რო­მე­ლიც გა­ნათ­ლე­ბით ეთ­ნოგ­რა­ფია, მაგ­რამ პი­ა­რი­სა და ტოპ­მე­ნე­ჯე­რის პო­ზი­ცი­ა­ზე მსხვილ კომ­პა­ნი­ებ­თან მუ­შა­ო­ბის დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს, თა­ნაც - აბ­სო­ლუ­ტუ­რი პერ­ფექ­ცი­ო­ნის­ტია. სხვა­თა შო­რის, რეს­ტორ­ნის­თვის დე­და­ჩე­მის სა­ხე­ლის დარ­ქმე­ვაც მისი იდეა იყო, თუმ­ცა ამას ბოლო წუ­თამ­დე ვმა­ლავ­დით - დე­დას სი­ურპრი­ზი მო­ვუ­წყეთ. მე და დე­დას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა გვქონ­და. პრო­ფე­სი­ით გი­ნე­კო­ლო­გი იყო, 22 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩა­ჩა­ვას კლი­ნი­კა­ში მუ­შა­ობ­და, მაგ­რამ ეს ხელს არ უშ­ლი­და, პა­რა­ლე­ლუ­რად, სა­უ­კე­თე­სო დი­ა­სახ­ლი­სიც ყო­ფი­ლი­ყო. მერე, ვარ­შა­ვა­ში რომ წა­ვიყ­ვა­ნე და რეს­ტო­რა­ნიც გავ­ხსე­ნით, მისი შეფ-მზა­რე­უ­ლი გახ­და. რეს­ტორ­ნის­თვის ად­გი­ლი მე აღ­მო­ვა­ჩი­ნე და მერე დე­და­საც ვაჩ­ვე­ნე. იქვე რა­ღაც კა­ფე­ში დავ­სხე­დით, ყავა დავ­ლი­ეთ, დე­დამ სი­გა­რე­ტი გა­ა­ბო­ლა, მი­მო­ი­ხე­და და, - კი, ეს ჩვე­ნი რეს­ტორ­ნის ად­გი­ლი­აო, და­მი­დას­ტუ­რა. ეს იყო ვარ­შა­ვის ის­ტო­რი­უ­ლი ად­გი­ლი და შე­ნო­ბა, რო­მე­ლიც II მსოფ­ლიო ომს სას­წა­უ­ლებ­რი­ვად გა­და­ურ­ჩა. მერე მოვ­ლე­ნე­ბი თით­ქოს ჯა­დოს­ნუ­რად გან­ვი­თარ­და, საკ­მა­ოდ დიდი ტე­რი­ტო­რია შე­ვი­ძი­ნეთ და მალე რეს­ტო­რა­ნიც მო­ვა­წყვეთ. ახლა ერთი სივ­რცე რეს­ტო­რანს უკა­ვია, იქი­დან გა­დი­ხარ სხვა სივ­რცე­ში, სა­ხე­ლად "ღვი­ნო და ხა­ლი­ჩე­ბი“, სა­დაც ღვი­ნო­ებ­თან ერ­თად ლა­მა­ზად გა­წყო­ბი­ლი ჩემი კო­ლექ­ცი­ის ხა­ლი­ჩე­ბი გვაქვს. თუ ვინ­მეს სურ­ვი­ლი უჩ­ნდე­ბა, იმ ხა­ლი­ჩებს ვყი­დით კი­დეც.

სხვა­თა შო­რის, ერთი თვის წინ პირ­ვე­ლი სამი ხა­ლი­ჩი­დან შე­მორ­ჩე­ნი­ლი ბოლო ხა­ლი­ჩაც გავ­ყი­დე. გული კი მე­თა­ნაღ­რე­ბო­და, მაგ­რამ ვი­ფიქ­რე, რად­გან მყიდ­ვე­ლი გა­მო­უჩ­ნდა, მი­ჯაჭ­ვუ­ლო­ბას ხომ ჯო­ბია, გა­ვუშ­ვა და ეგებ ახლა ის ახა­ლი პატ­რო­ნი გა­ა­ბედ­ნი­ე­როს-მეთ­ქი. რაც შე­ე­ხე­ბა რეს­ტორ­ნის ად­გილს, იგი მარ­ტო ის­ტო­რი­უ­ლი კი არა, უნი­კა­ლუ­რი­ცაა - მოქ­ცე­უ­ლი არის ამე­რი­კის, შვე­ი­ცა­რი­ის, კა­ნა­დის, საფ­რან­გე­თის, ყა­ტა­რის, მონ­ტე­ნეგ­როს სა­ელ­ჩო­ე­ბი­სა და პო­ლო­ნე­თის პარ­ლა­მენ­ტის შუ­ა­გულ­ში.

- ანუ მსოფ­ლი­ოს ცენ­ტრში ხართ?

- აბ­სო­ლუ­ტუ­რად! ასეთ გა­რე­მო­ში მოხ­ვედ­რა ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა. დღე არ გავა, რო­მე­ლი­მე მი­ნის­ტრი ან რო­მე­ლი­მე ქვეყ­ნის ელჩი არ მო­ვი­დეს ჩვენ­თან. პირ­ველ რიგ­ში კი, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩოს საჩ­ვე­ნე­ბე­ლი პუნ­ქტი ვართ. ჩვე­ნი ელჩი ილია დარ­ჩი­აშ­ვი­ლი, მისი წი­ნა­მორ­ბე­დე­ბი - ნი­კო­ლოზ ნი­კო­ლო­ზიშ­ვი­ლი და კოტე ქავ­თა­რა­ძე სულ გვსტუმ­რობ­დნენ. რეს­ტო­რან­ში ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო სა­ღა­მო­ებს ვმარ­თავთ ხოლ­მე. პო­ლო­ნეთ­ში ნი­კო­ლო­ზის ელ­ჩო­ბის პე­რი­ოდ­ში ერ­თად ჩა­მო­ვა­ყა­ლი­ბეთ "დიპ­ლო­მა­ტიკ-ჭაჭა-კლა­ბი“ - არ გვინ­დო­და, ძა­ლი­ან ოფი­ცი­ა­ლუ­რი სახე მიგ­ვე­ცა და ასე იმი­ტო­მაც ვუ­წო­დეთ. რეს­ტორ­ნის სივ­რცი­დან სპე­ცი­ა­ლურ ოთახ­ში ხა­ლი­ჩით და­ფა­რუ­ლი კა­რით შე­დი­ხარ, სა­დაც 12 ელჩი იკ­რი­ბე­ბა ხოლ­მე. შეს­ვლის­თა­ნა­ვე ყვე­ლა იხ­სნის ჰალ­სტუხს და დებს კონ­კრე­ტულ ად­გი­ლას, მე­ო­რე დღეს კი თა­ვი­სი ჰალ­სტუ­ხი ყვე­ლას უბ­რუნ­დე­ბა. ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა იქა­უ­რი სა­ღა­მო­ე­ბი და ამ­ბე­ბი, რაც იქ ხდე­ბა. მა­გა­ლი­თად, და­უს­რუ­ლე­ბე­ლია ხოლ­მე სა­ბერ­ძნე­თი­სა და სომ­ხე­თის ელ­ჩე­ბის ტოლ­მის სა­და­უ­რო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი დის­კუ­სი­ე­ბი; ისეც მოხ­და, რომ ერთი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში კვიპ­რო­სის ელჩი მხო­ლოდ იმი­ტომ არ მე­ლა­პა­რა­კე­ბო­და, რომ თურ­ქუ­ლი ყავა შევ­თა­ვა­ზე და ა.შ. ამ არა­ო­ფი­ცი­ა­ლურ სა­ღა­მო­ებ­ზე კარ­გი საქ­მე­ე­ბიც კეთ­დე­ბა - უცხო­ელ ელ­ჩებ­თან სი­ახ­ლო­ვე და მე­გობ­რო­ბა ბევ­რი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და სა­სი­კე­თო საქ­ვეყ­ნო საქ­მის სა­წინ­და­რი გამ­ხდა­რა...

დე­დას­თან და დე­ი­დას­თან ერ­თად

რეს­ტორ­ნის მომ­სა­ხუ­რე პერ­სო­ნა­ლი ქარ­თვე­ლე­ბი არი­ან. აქ ყვე­ლა გა­დის პა­ტა­რა გა­მოც­დას და ჩვე­ნი ე.წ. რკი­ნის სტან­დარ­ტე­ბით უკვე სტუ­დენ­ტე­ბიც კი გა­მოვ­ზარ­დეთ. "რუ­სი­კოს“ მე­ნიუ მე და დე­დამ შევ­ქმე­ნით. დღემ­დე ასე მწამს და ამ პრინ­ცი­პით ვმუ­შა­ობთ: ქარ­თუ­ლი სამ­ზა­რე­უ­ლოს კლა­სი­კას, რომ იტყვი­ან, ხელი არ უნდა და­ე­დოს, არაფ­რით უნდა შე­იც­ვა­ლოს. მა­გა­ლი­თად, ხინ­კა­ლი არის ხინ­კა­ლი და ხა­ჭა­პუ­რი - ხა­ჭა­პუ­რი, ამი­ტომ მას იმპრო­ვი­ზა­ცი­ე­ბი არ სჭირ­დე­ბა! თუმ­ცა, მა­გა­ლი­თად, რიგ კერ­ძებს, რო­მელ­საც სა­ქარ­თვე­ლო­ში ბევრ მა­რილს ვუშ­ვე­ბით და მწა­რე და ცხა­რე ინ­გრე­დი­ენ­ტე­ბით იკ­მა­ზე­ბა, ვარ­შა­ვა­ში ასე ვერ ვა­კე­თებთ, რად­გან იქ ამ სა­ხით ვერ შე­ჭა­მენ. სა­ქარ­თვე­ლო­დან მხო­ლოდ სუ­ნე­ლე­ბი ჩა­მაქვს, და­ნარ­ჩენ პრო­დუქ­ტებს კი იქვე ვი­ძენთ - კარ­გად შერ­ჩე­უ­ლი და წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­მოც­დი­ლი მომ­წო­დებ­ლე­ბი გვყავს.

"რუ­სი­კოს“ სტუმ­რებს ძა­ლი­ან მოს­წონთ ჩვე­ნი ფხა­ლე­უ­ლო­ბა, ნიგვზი­ა­ნი ბად­რი­ჯა­ნი, მით უფრო, რომ ახლა ვე­გე­ტა­რი­ა­ნე­ლო­ბა ძა­ლი­ან მო­დუ­რი გახ­და, და, რა თქმა უნდა - ხა­ჭა­პუ­რი. ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლია ბატ­კნის ხორ­ცი, თუმ­ცა ღო­რის ხორ­ციც უყ­ვართ და ქათ­მი­საც. ყო­ველ შე­მო­სულ პრო­დუქტს აქამ­დე დედა ამოწ­მებ­და, მაგ­რამ 2019 წელს იგი მო­უ­ლოდ­ნე­ლად გარ­და­იც­ვა­ლა. მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ კი დე­დას საქ­მეს ლა­ლი­კო აკე­თებს, ჩემი დე­ი­და. ჩვენს რეს­ტო­რან­ში ნე­ბის­მი­ე­რი სტუმ­რი­სად­მი ერ­თნა­ი­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა გვაქვს - აქ სტუ­დენ­ტიც, პენ­სი­ო­ნე­რიც, ბიზ­ნეს­მე­ნიც და პო­ლი­ტი­კო­სიც თა­ნას­წო­რია, ყვე­ლას ერ­თნა­ი­რად ვემ­სა­ხუ­რე­ბით. მა­გა­ლი­თად, დე­დას ფე­ნო­მე­ნა­ლუ­რი მეხ­სი­ე­რე­ბა ჰქონ­და და ძა­ლი­ან კო­მუ­ნი­კა­ბე­ლუ­რი იყო. არა­თუ ყვე­ლა სტუ­მა­რი ახ­სოვ­და, არას­დროს ავი­წყდე­ბო­და, ვის რა კერ­ძი მოს­წონ­და, სტუმ­რებ­თან მი­დი­ო­და, გა­მო­ე­ლა­პა­რა­კე­ბო­და ხოლ­მე და ჩვე­ნი რეს­ტორ­ნის სა­ხე­ლის გახ­მა­უ­რე­ბაც სწო­რედ დე­დას გუ­ლის­ხმი­ე­რე­ბას უკავ­შირ­დე­ბა.

ახა­ლი გახ­სნი­ლე­ბი ვი­ყა­ვით, რეს­ტო­რან­ში მო­ხუ­ცი ბებო შე­მო­ვი­და. დე­დამ შე­ნიშ­ნა, რომ ძა­ლი­ან ფერ­მკრთა­ლი იყო და გა­მო­ე­ლა­პა­რა­კა, ცუ­დად ხომ არ ხარ­თო? ცოტა ხანს და­ვის­ვე­ნე­ბო, უთხრა ბე­ბომ. დედა მო­რი­დე­ბით ჩა­ე­კი­თხა, ხომ არ გში­ა­თო და ბე­ბომ იუ­ა­რა. დე­დამ მა­ინც მო­იხ­მო მიმ­ტა­ნი და ბე­ბოს ჩა­ქა­ფუ­ლი­თა და ცხე­ლი ხა­ჭა­პუ­რით გა­უ­მას­პინ­ძლდა. იმ დღის შემ­დეგ ბებო ხში­რად მო­დი­ო­და და ჩვენც მალე რეს­ტო­რან­თან რი­გე­ბი დაგ­ვიდ­გა, თურ­მე, ბე­ბოს და­პუ­რე­ბის ამ­ბავს პო­ლო­ნე­ლი ქალი შეს­წრე­ბია, ფო­ტო­ე­ბი გა­და­უ­ღია და სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში აუტვირ­თავს ტექ­სტით, პა­ტა­რა რეს­ტო­რან­ში რო­გორ და­ა­პუ­რეს ბებო და რო­გორ წყდე­ბა გული, ეს პო­ლო­ნურ რეს­ტო­რან­ში რომ არ ხდე­ბო­და, მად­ლო­ბა "რუ­სი­კო­სო“.

ასე­თი იყო დედა, ასე­თი უშუ­ა­ლო­ბით და­ა­მახ­სოვ­რა ყვე­ლას თავი, ყვე­ლამ შე­იყ­ვა­რა და ყვე­ლას და­აკ­ლდა.

სა­რეს­ტორ­ნო საქ­მის პა­რა­ლე­ლუ­რად, აღ­მო­ვა­ჩი­ნე, რომ დი­ზა­ი­ნით ვინ­ტე­რეს­დე­ბო­დი. ამი­ტომ სა­ქარ­თვე­ლო­ში მეღ­ვი­ნე­ო­ბა რომ წა­მო­ვი­წყე, ჩემს სო­ფელ კი­სის­ხევ­ში სა­ო­ჯა­ხო მა­რა­ნი "ელიზ­ბა­რიც“ სა­კუ­თა­რი დი­ზა­ი­ნით მო­ვა­წყე. ვე­ნა­ხე­ბის გა­შე­ნე­ბა ამ ეტაპ­ზე გა­და­ვი­ფიქ­რეთ და სა­ფე­რა­ვის ჯი­შის ყუ­რძენს ვყი­დუ­ლობთ, ვწუ­რავთ და ქვევ­რებ­ში ვა­ყე­ნებთ. წელს მწვა­ნეც დავ­წუ­რეთ და ვნა­ხოთ, რა გა­მოგ­ვი­ვა. მეღ­ვი­ნე­ო­ბა­შიც კლა­სი­კის მომ­ხრე ვარ, თა­ვად ამ კუ­თხით არ მაქვს გა­ნათ­ლე­ბა, მაგ­რამ მახ­სოვს, პა­პა­ჩე­მი რა­საც აკე­თებ­და. პა­პას თბი­ლის­ში, ვაჩ­ნა­ძის ქუ­ჩა­ზე პა­ტა­რა სა­ჭაშ­ნი­კეც ჰქონ­და. მის­გან ვიცი, მანდ ტრამ­ვაი უხ­ვევ­და და სა­ჭაშ­ნი­კი­დან გა­სუ­ლი გა­ლა­კტი­ონ ტა­ბი­ძე იქვე, ტრამ­ვა­ი­ში რომ ჯდე­ბო­და, პაპა ელო­დე­ბო­და, მე­ო­რედ რო­დის და­არ­ტყამ­და წრეს ტრამ­ვაი, რომ და­ე­ნა­ხა, გა­ლა­კტი­ონს ხომ არ ჩა­ე­ძი­ნაო. ყო­ველ­თვის დიდი და გულ­ღია ოჯა­ხი გვქონ­და და ჩვენ­თან ღვი­ნოც ბევ­რი კეთ­დე­ბო­და. 2018 წელს ჩვენ­მა პირ­ვე­ლად და­წუ­რულ­მა და ჩა­მოს­ხმულ­მა ღვი­ნომ ღვი­ნის სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მო­ფე­ნა "ენო­ექ­სპო­ზე“, კრა­კოვ­ში ბრინ­ჯა­ოს მე­და­ლიც კი მი­ი­ღო.

ახლა პან­დე­მი­ის გამო ვარ­შა­ვის რეს­ტო­რა­ნი დრო­ე­ბით დავ­კე­ტეთ და ყვე­ლა­ნი სა­ქარ­თვე­ლო­ში ვართ, თუმ­ცა მარ­ნის მი­სა­ხე­დად დრო გა­მოგ­ვიჩ­ნდა, თუმ­ცა უკან რომ დავ­ბრუნ­დე­ბით, კი­დევ სხვა ხა­ზის გან­ვი­თა­რე­ბას ვგეგ­მავთ - ნა­ხე­ვარ­ფაბ­რი­კა­ტე­ბის ბიზ­ნეს­საც და­ვი­წყებთ. ვარ­შა­ვი­დან სხვა­დას­ხვა ქსე­ლის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი გვი­რე­კა­ვენ და მზად არი­ან სა­თა­ნამ­შრომ­ლოდ.

ავ­ტო­რი: ირმა ხარ­ში­ლა­ძე

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიორგი ვარშავიდან
0

დათო ვიზიარებ შენს მწუხარებას რუსიკოს გარდაცვალების გამო, ნათელში ამყოფოს მისი სული უფალმა. შენ კი ჩემო დათო სულ წინ სვლას გისურვებ შენი ოჯახის და ჩვენი ქვეყნი საკეთილდღეოდ. რასაც მიაღწიე ყველაფერი შენი შრომით და წვალებით. ღმერთი შენსკენ ძმობილო !

ნანკა
0

მიყვარს წარმატებული და ნიჭიერი ხალხი, რამდენი შრომა ჩადეს სანამ ამ ყველაფერს მიაღწევდნენ, სულ ბედნიერ ფეხზე გეკეთებინოთ ყველაფერი ახალი!!!!

ავტორი:

"კვიპროსის ელჩი მხოლოდ იმიტომ არ მელაპარაკებოდა, რომ თურქული ყავა შევთავაზე" - ვარშავის საუკეთესო ქართული რესტორნისა და სამი ხალიჩის ამბავი

"კვიპროსის ელჩი მხოლოდ იმიტომ არ მელაპარაკებოდა, რომ თურქული ყავა შევთავაზე" - ვარშავის საუკეთესო ქართული რესტორნისა და სამი ხალიჩის ამბავი

იცოდით, ხალიჩები ამბებს რომ ჰყვებიან? ახლახან ერთი ძალიან საინტერესო ადამიანი გავიცანი, სამწუხაროდ, პანდემიიდან გამომდინარე, დისტანციურად - დავით თურქესტანიშვილი. აღმოჩნდა, იგი ხალიჩების კოლექციონერობით არის გატაცებული. თუმცა, როგორც მივხვდი, მთლად კლასიკური გაგებით კოლექციონერიც არ არის, მაგრამ ხალიჩა აშკარად თილისმასავით აქვს - მისთვის ბედნიერება და წარმატება მოაქვს. საუბარში გაიხსენა, ბავშვობაში დედა რომ მაძინებდა, მეუბნებოდა, კედლისკენ გადაბრუნდიო. კედელზე კი ძველი ლამაზი ხალიჩა ეკიდა. დაძინებამდე ხალიჩას თვალს არ ვაშორებდი და მის ორნამენტებში ათას ამბავს ვკითხულობდი, ვთხზავდი. დღესაც, ახალ ხალიჩას რომ შევიძენ, ერთ საათს მისი ამბის ამოკითხვას ვანდომებ. რა ამბებს მიყვება? ოო, ფანტაზიის უნარი კარგი მაქვს და ათას საინტერესოს ვიგებ მისგანო...

მისი ცხოვრების ამბავიც ხალიჩებით იწყება - 3 ლამაზი ხალიჩით, რომელიც პოლონეთისკენ მიმავალ გზაზე წაიმძღვარა და გრძელდება ვარშავაში მისი ქართული რესტორნის, "რუსიკოს“ წარმატებებით - დაარსებიდან ერთ წელიწადში, 2016 წელს ვარშავის ყოველწლიურ პრესტიჟულ პლებისციტში - "წლის საუკეთესო რესტორანი”, ტრიუმფით რომ გაიმარჯვა - ჯერ იმხანად ვარშავაში არსებული 3700 რესტორნიდან ხუთეულში გამოარჩიეს, შემდეგ კი კონკურსის სამივე მთავარი პრიზი წამოიღო. პლებისციტის არსებობის 12-წლიან ისტორიაში ქართული რესტორანი "რუსიკო“ პირველი და ჯერჯერობით უკანასკნელი რესტორანი აღმოჩნდა, რომელმაც ამგვარ წარმატებას მიაღწია. ამჯერად ამბებს დავით თურქესტანიშვილი გვიყვება:

- პოლონეთში 1998 წელს 3 ხალიჩით გავემგზავრე, იქ საახლობლო მყავდა. თავიდან არალეგალი ვიყავი და მათთან ვცხოვრობდი. ხალიჩები კი უნდა გამეყიდა, რაიმე საქმე რომ წამომეწყო. მალე ცოლიც შევირთე, მაგრამ მეუღლე რამდენიმე წელიწადში გარდამეცვალა. ახლა მეორე ოჯახი მყავს - მეუღლე და ერთი გოგონა. ყველაფერი, რაც შევქმენით, მე, ჩემმა მეუღლე ოლგამ და დედაჩემმა რუსიკომ დავიწყეთ.

რატომ რესტორანი? სიმართლე გითხრათ, კულინარიის ბევრი არაფერი მესმოდა, მაგრამ... საახლობლოს ძალიან გვიყვარდა ერთად ყოფნა, რესტორანში ხშირად სტუმრობა კი არცთუ იაფი ჯდებოდა. იმ პერიოდში არასტაბილური შემოსავალი მქონდა, ხან ანტიკვარიატით ვიყავი გატაცებული, ხან სხვა საქმეებს ვაკეთებდი, ამიტომ ჩვენი თავშეყრის ადგილად ჩემი ვარშავის სახლი ვაქციე. ეს ტრადიცია საქართველოდან და ჩემი ოჯახიდან გამომყვა. ვარშავაში ხშირად ვაწყობდით წვეულებებს და ჩემთან სხვადასხვა ეროვნების ადამიანები იკრიბებოდნენ. მათ რომ გავმასპინძლებოდი, თავად დავიწყე კერძების მომზადება. თანაც მინდოდა, მათთვის ჩემი ქვეყანა გამეცნო და ვიფიქრე, დასაწყისისთვის ქართული სამზარეულო საუკეთესო ვარიანტი იქნებოდა, აბა, რითი გამეოცებინა? კულინარიაში არანაირი გამოცდილება არ მქონდა, კვერცხიც კი არ მქონდა შემწვარი, რადგან საქართველოში, ჩემს ოჯახში, დიდი ბებიით დაწყებული, ისეთი დიასახლისები იყვნენ, მე ვინ შემიშვებდა სამზარეულოში?! ამიტომ, როცა ვარშავაში კულინარობა დამჭირდა, ტელეფონზე ვეკიდე - თბილისში დედას ვურეკავდი, ამა თუ იმ კერძის რეცეპტს ვეკითხებოდი და სტუმრებს ვუმზადებდი. რაც მთავარია, ჩემი კერძები ყველას მოსწონდა. ერთხელაც ჩემმა იქაურმა მეგობარმა, საკმაოდ ცნობილმა იურისტმა ქალმა მთხოვა, მსგავსი წვეულება თავისი კლიენტებისა და პარტნიორებისთვის მის სახლში გამეკეთებინა. თურმე, ამ მეგობარს წინასწარ დაემზადებინა ჩემი სავიზიტო ბარათები, ყველა სტუმარს დაურიგა და გააფრთხილა, ეს ისეთი მზარეულია, შეგიძლიათ წინასწარ შეუთანხმდეთ, სახლში მოვა და სტუმრებისთვის იქვე მოგიმზადებთ გემრიელ კერძებსო. მერე და მერე საკმაოდ ჩავუღრმავდი ქართულ სამზარეულოს და განსაკუთრებით რთულად მოსამზადებელი და იშვიათი კერძებით დავინტერესდი. ერთხანს ასე, ინდივიდუალურად ვაკეთებდი სუფრებს. სხვათა შორის, პირველი ექსპერიმენტი 2010 წელს ჩავატარე და ვარშავის "სოჰო ფექტორიზე“ რესტორანი გავხსენი. საკმაოდ კარგად მიდიოდა ყველაფერი, მაგრამ მეწილეებმა "გადამაგდეს“ და, რომ იტყვიან, მშრალზე დამტოვეს. ეს კარგი ცხოვრებისეული გაკვეთილი იყო ჩემთვის, მოკლედ - ჭკუა ვისწავლე. მას შემდეგ სარესტორნო საქმეში პროფილიც შევცვალე და სტილიც, რადგან ამჯერად სრული თავისუფლება მქონდა.

  • "რუსიკო“ - მსოფლიოს ცენტრი

- ჩვენი რესტორნის წარმატებაში ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ჩემს მეუღლეს - ოლგას, რომელიც განათლებით ეთნოგრაფია, მაგრამ პიარისა და ტოპმენეჯერის პოზიციაზე მსხვილ კომპანიებთან მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს, თანაც - აბსოლუტური პერფექციონისტია. სხვათა შორის, რესტორნისთვის დედაჩემის სახელის დარქმევაც მისი იდეა იყო, თუმცა ამას ბოლო წუთამდე ვმალავდით - დედას სიურპრიზი მოვუწყეთ. მე და დედას განსაკუთრებული ურთიერთობა გვქონდა. პროფესიით გინეკოლოგი იყო, 22 წლის განმავლობაში ჩაჩავას კლინიკაში მუშაობდა, მაგრამ ეს ხელს არ უშლიდა, პარალელურად, საუკეთესო დიასახლისიც ყოფილიყო. მერე, ვარშავაში რომ წავიყვანე და რესტორანიც გავხსენით, მისი შეფ-მზარეული გახდა. რესტორნისთვის ადგილი მე აღმოვაჩინე და მერე დედასაც ვაჩვენე. იქვე რაღაც კაფეში დავსხედით, ყავა დავლიეთ, დედამ სიგარეტი გააბოლა, მიმოიხედა და, - კი, ეს ჩვენი რესტორნის ადგილიაო, დამიდასტურა. ეს იყო ვარშავის ისტორიული ადგილი და შენობა, რომელიც II მსოფლიო ომს სასწაულებრივად გადაურჩა. მერე მოვლენები თითქოს ჯადოსნურად განვითარდა, საკმაოდ დიდი ტერიტორია შევიძინეთ და მალე რესტორანიც მოვაწყვეთ. ახლა ერთი სივრცე რესტორანს უკავია, იქიდან გადიხარ სხვა სივრცეში, სახელად "ღვინო და ხალიჩები“, სადაც ღვინოებთან ერთად ლამაზად გაწყობილი ჩემი კოლექციის ხალიჩები გვაქვს. თუ ვინმეს სურვილი უჩნდება, იმ ხალიჩებს ვყიდით კიდეც.

სხვათა შორის, ერთი თვის წინ პირველი სამი ხალიჩიდან შემორჩენილი ბოლო ხალიჩაც გავყიდე. გული კი მეთანაღრებოდა, მაგრამ ვიფიქრე, რადგან მყიდველი გამოუჩნდა, მიჯაჭვულობას ხომ ჯობია, გავუშვა და ეგებ ახლა ის ახალი პატრონი გააბედნიეროს-მეთქი. რაც შეეხება რესტორნის ადგილს, იგი მარტო ისტორიული კი არა, უნიკალურიცაა - მოქცეული არის ამერიკის, შვეიცარიის, კანადის, საფრანგეთის, ყატარის, მონტენეგროს საელჩოებისა და პოლონეთის პარლამენტის შუაგულში.

- ანუ მსოფლიოს ცენტრში ხართ?

- აბსოლუტურად! ასეთ გარემოში მოხვედრა ძალიან საინტერესოა. დღე არ გავა, რომელიმე მინისტრი ან რომელიმე ქვეყნის ელჩი არ მოვიდეს ჩვენთან. პირველ რიგში კი, საქართველოს საელჩოს საჩვენებელი პუნქტი ვართ. ჩვენი ელჩი ილია დარჩიაშვილი, მისი წინამორბედები - ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილი და კოტე ქავთარაძე სულ გვსტუმრობდნენ. რესტორანში ძალიან საინტერესო საღამოებს ვმართავთ ხოლმე. პოლონეთში ნიკოლოზის ელჩობის პერიოდში ერთად ჩამოვაყალიბეთ "დიპლომატიკ-ჭაჭა-კლაბი“ - არ გვინდოდა, ძალიან ოფიციალური სახე მიგვეცა და ასე იმიტომაც ვუწოდეთ. რესტორნის სივრციდან სპეციალურ ოთახში ხალიჩით დაფარული კარით შედიხარ, სადაც 12 ელჩი იკრიბება ხოლმე. შესვლისთანავე ყველა იხსნის ჰალსტუხს და დებს კონკრეტულ ადგილას, მეორე დღეს კი თავისი ჰალსტუხი ყველას უბრუნდება. ძალიან საინტერესოა იქაური საღამოები და ამბები, რაც იქ ხდება. მაგალითად, დაუსრულებელია ხოლმე საბერძნეთისა და სომხეთის ელჩების ტოლმის სადაურობასთან დაკავშირებული დისკუსიები; ისეც მოხდა, რომ ერთი კვირის განმავლობაში კვიპროსის ელჩი მხოლოდ იმიტომ არ მელაპარაკებოდა, რომ თურქული ყავა შევთავაზე და ა.შ. ამ არაოფიციალურ საღამოებზე კარგი საქმეებიც კეთდება - უცხოელ ელჩებთან სიახლოვე და მეგობრობა ბევრი მნიშვნელოვანი და სასიკეთო საქვეყნო საქმის საწინდარი გამხდარა...

დედასთან და დეიდასთან ერთად

რესტორნის მომსახურე პერსონალი ქართველები არიან. აქ ყველა გადის პატარა გამოცდას და ჩვენი ე.წ. რკინის სტანდარტებით უკვე სტუდენტებიც კი გამოვზარდეთ. "რუსიკოს“ მენიუ მე და დედამ შევქმენით. დღემდე ასე მწამს და ამ პრინციპით ვმუშაობთ: ქართული სამზარეულოს კლასიკას, რომ იტყვიან, ხელი არ უნდა დაედოს, არაფრით უნდა შეიცვალოს. მაგალითად, ხინკალი არის ხინკალი და ხაჭაპური - ხაჭაპური, ამიტომ მას იმპროვიზაციები არ სჭირდება! თუმცა, მაგალითად, რიგ კერძებს, რომელსაც საქართველოში ბევრ მარილს ვუშვებით და მწარე და ცხარე ინგრედიენტებით იკმაზება, ვარშავაში ასე ვერ ვაკეთებთ, რადგან იქ ამ სახით ვერ შეჭამენ. საქართველოდან მხოლოდ სუნელები ჩამაქვს, დანარჩენ პროდუქტებს კი იქვე ვიძენთ - კარგად შერჩეული და წლების განმავლობაში გამოცდილი მომწოდებლები გვყავს.

"რუსიკოს“ სტუმრებს ძალიან მოსწონთ ჩვენი ფხალეულობა, ნიგვზიანი ბადრიჯანი, მით უფრო, რომ ახლა ვეგეტარიანელობა ძალიან მოდური გახდა, და, რა თქმა უნდა - ხაჭაპური. ძალიან პოპულარულია ბატკნის ხორცი, თუმცა ღორის ხორციც უყვართ და ქათმისაც. ყოველ შემოსულ პროდუქტს აქამდე დედა ამოწმებდა, მაგრამ 2019 წელს იგი მოულოდნელად გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების შემდეგ კი დედას საქმეს ლალიკო აკეთებს, ჩემი დეიდა. ჩვენს რესტორანში ნებისმიერი სტუმრისადმი ერთნაირი დამოკიდებულება გვაქვს - აქ სტუდენტიც, პენსიონერიც, ბიზნესმენიც და პოლიტიკოსიც თანასწორია, ყველას ერთნაირად ვემსახურებით. მაგალითად, დედას ფენომენალური მეხსიერება ჰქონდა და ძალიან კომუნიკაბელური იყო. არათუ ყველა სტუმარი ახსოვდა, არასდროს ავიწყდებოდა, ვის რა კერძი მოსწონდა, სტუმრებთან მიდიოდა, გამოელაპარაკებოდა ხოლმე და ჩვენი რესტორნის სახელის გახმაურებაც სწორედ დედას გულისხმიერებას უკავშირდება.

ახალი გახსნილები ვიყავით, რესტორანში მოხუცი ბებო შემოვიდა. დედამ შენიშნა, რომ ძალიან ფერმკრთალი იყო და გამოელაპარაკა, ცუდად ხომ არ ხართო? ცოტა ხანს დავისვენებო, უთხრა ბებომ. დედა მორიდებით ჩაეკითხა, ხომ არ გშიათო და ბებომ იუარა. დედამ მაინც მოიხმო მიმტანი და ბებოს ჩაქაფულითა და ცხელი ხაჭაპურით გაუმასპინძლდა. იმ დღის შემდეგ ბებო ხშირად მოდიოდა და ჩვენც მალე რესტორანთან რიგები დაგვიდგა, თურმე, ბებოს დაპურების ამბავს პოლონელი ქალი შესწრებია, ფოტოები გადაუღია და სოციალურ ქსელში აუტვირთავს ტექსტით, პატარა რესტორანში როგორ დააპურეს ბებო და როგორ წყდება გული, ეს პოლონურ რესტორანში რომ არ ხდებოდა, მადლობა "რუსიკოსო“.

ასეთი იყო დედა, ასეთი უშუალობით დაამახსოვრა ყველას თავი, ყველამ შეიყვარა და ყველას დააკლდა.

სარესტორნო საქმის პარალელურად, აღმოვაჩინე, რომ დიზაინით ვინტერესდებოდი. ამიტომ საქართველოში მეღვინეობა რომ წამოვიწყე, ჩემს სოფელ კისისხევში საოჯახო მარანი "ელიზბარიც“ საკუთარი დიზაინით მოვაწყე. ვენახების გაშენება ამ ეტაპზე გადავიფიქრეთ და საფერავის ჯიშის ყურძენს ვყიდულობთ, ვწურავთ და ქვევრებში ვაყენებთ. წელს მწვანეც დავწურეთ და ვნახოთ, რა გამოგვივა. მეღვინეობაშიც კლასიკის მომხრე ვარ, თავად ამ კუთხით არ მაქვს განათლება, მაგრამ მახსოვს, პაპაჩემი რასაც აკეთებდა. პაპას თბილისში, ვაჩნაძის ქუჩაზე პატარა საჭაშნიკეც ჰქონდა. მისგან ვიცი, მანდ ტრამვაი უხვევდა და საჭაშნიკიდან გასული გალაკტიონ ტაბიძე იქვე, ტრამვაიში რომ ჯდებოდა, პაპა ელოდებოდა, მეორედ როდის დაარტყამდა წრეს ტრამვაი, რომ დაენახა, გალაკტიონს ხომ არ ჩაეძინაო. ყოველთვის დიდი და გულღია ოჯახი გვქონდა და ჩვენთან ღვინოც ბევრი კეთდებოდა. 2018 წელს ჩვენმა პირველად დაწურულმა და ჩამოსხმულმა ღვინომ ღვინის საერთაშორისო გამოფენა "ენოექსპოზე“, კრაკოვში ბრინჯაოს მედალიც კი მიიღო.

ახლა პანდემიის გამო ვარშავის რესტორანი დროებით დავკეტეთ და ყველანი საქართველოში ვართ, თუმცა მარნის მისახედად დრო გამოგვიჩნდა, თუმცა უკან რომ დავბრუნდებით, კიდევ სხვა ხაზის განვითარებას ვგეგმავთ - ნახევარფაბრიკატების ბიზნესსაც დავიწყებთ. ვარშავიდან სხვადასხვა ქსელის წარმომადგენლები გვირეკავენ და მზად არიან სათანამშრომლოდ.

ავტორი: ირმა ხარშილაძე

"თეატრალურზე" ჩაბარების სურვილი არ მქონდა, სულ მსახიობი ხომ არ ვიქნებოდი?!" - როგორ ცხოვრობს ეკრანს მიღმა "ჯეკო", სტუდენტის სტატუსითა და შეცვლილი იმიჯით

"მე არ გამიგია, ჩვენს ქვეყანაში ვიღაცა იმ დოზით შიმშილობდეს, რომ იმუნიტეტი დაუქვეითდეს" - თენგიზ ცერცვაძე

შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით ჯაფარიძის პარტია 24 იანვარს მასშტაბური აქციას გეგმავს - "თუ არ გამოვლენ, დარჩებიან გამომწყვდეულები"