პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შუშას გათავისუფლების ოპერაცია მსოფლიოს სამხედრო ისტორიაში სპეციალურ ადგილს დაიმკვიდრებს" - ილჰამ ალიევი
"შუშას გათავისუფლების ოპერაცია მსოფლიოს სამხედრო ისტორიაში სპეციალურ ადგილს დაიმკვიდრებს" - ილჰამ ალიევი

ქა­ლაქ შუ­შას ოკუ­პა­ცი­ის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბამ მტერს ჩვე­ნი ძალა, ჩვე­ნი არ­მი­ის გამ­ბე­და­ო­ბა და ჩვე­ნი ჯა­რის­კა­ცე­ბის გმი­რო­ბა აჩ­ვე­ნა, - ამის შე­სა­ხებ აზერ­ბა­ი­ჯა­ნის პრე­ზი­დენ­ტმა ილ­ჰამ ალი­ევ­მა გა­ნა­ცხა­და, რო­მე­ლიც მე­უღ­ლეს­თან, მეჰ­რი­ბან ალი­ე­ვას­თან ერ­თად ფი­ზუ­ლი-შუ­შას გზის მშე­ნებ­ლო­ბის პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას გა­ეც­ნო.

მისი თქმით, შუ­შას გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის ოპე­რა­ცია დიდ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზმს მო­ი­თხოვ­და.

„დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ეს ოპე­რა­ცია მსოფ­ლი­ოს სამ­ხედ­რო ის­ტო­რი­ა­ში სპე­ცი­ა­ლურ ად­გილს და­იმ­კვიდ­რებს. შუ­შას გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა ბრწყინ­ვა­ლე გა­მარ­ჯვე­ბაა, რო­მელ­მაც მტერს უკა­ნას­კნე­ლი დარ­ტყმა მი­ა­ყე­ნა, შემ­თხვე­ვი­თი არ არის, რომ მტერ­მა 10 ნო­ემ­ბერს, ფაქ­ტობ­რი­ვად, კა­პი­ტუ­ლა­ცი­ის აქტს მო­ა­წე­რა ხელი,“ - გა­ნა­ცხა­და ალი­ევ­მა.

მან აზერ­ბა­ი­ჯა­ნელ ხალ­ხს ფი­ზუ­ლი-შუ­შას გზის მშე­ნებ­ლო­ბის და­წყე­ბა მი­უ­ლო­ცა.

„დღეს სა­ძირ­კვე­ლი ეყ­რე­ბა ფი­ზუ­ლი-შუ­შას სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზის მშე­ნებ­ლო­ბას. ამ გზას დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს, ვი­ნა­ი­დან მას ყა­რა­ბა­ღის გვირ­გვინ­თან, ქა­ლაქ შუ­შას­თან მივ­ყა­ვართ. ამას­თან, ეს არის პირ­ვე­ლი პრო­ექ­ტი, რო­მე­ლიც გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბულ მი­წებ­ზე ხორ­ცი­ელ­დე­ბა,“- აღ­ნიშ­ნა ალი­ევ­მა.

ასე­ვე ნა­ხეთ: "შე­საძ­ლე­ბე­ლი რომ ყო­ფი­ლი­ყო შუ­შის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა, შე­ნარ­ჩუნ­დე­ბო­და, ქა­ლა­ქი­დან 300-ზე მეტი გმი­რის ცხე­და­რი გა­მო­ვიყ­ვა­ნეთ, წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ, რა მას­შტა­ბის ბრძო­ლა იყო?" - ნი­კოლ ფა­ში­ნი­ა­ნი თა­ნამ­დე­ბო­ბის და­ტო­ვე­ბას არ აპი­რებს

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
zurabi
2

გინდ ისე თქვი გინდ ასე ამ ეტაპზე აზერები გახარებულები არიან და მალევე აღადგენენ ყველაფერს მაგრამ ასევე გალამაზდა ცხინვალის შემოგარენი განსაკუთრებით თამარაშენი ........ ვნახოთ რა იქნება ფაქტია რუსეთის ჯარი შესულია ყარაბაღში სტეფანაკერტიც სომხებს დარჩათ მე მაქ მშვიდობის დიდი იმედი არ მაქ ვნახოთ რამდენ ხანს გასტანს მყიფე ზავი.

გიორგი
42
შეადარეთ გმირი ალიევი და “გმირი და მიწაზე მხოხავი” მიშა სააკიანი!
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს - დუშეთში, ერთ-ერთ სასტუმროში სავარაუდოდ, მოწყობილი იყო ე.წ. ქოლცენტრი
ავტორი:

"შუშას გათავისუფლების ოპერაცია მსოფლიოს სამხედრო ისტორიაში სპეციალურ ადგილს დაიმკვიდრებს" - ილჰამ ალიევი

"შუშას გათავისუფლების ოპერაცია მსოფლიოს სამხედრო ისტორიაში სპეციალურ ადგილს დაიმკვიდრებს" - ილჰამ ალიევი

ქალაქ შუშას ოკუპაციისგან გათავისუფლებამ მტერს ჩვენი ძალა, ჩვენი არმიის გამბედაობა და ჩვენი ჯარისკაცების გმირობა აჩვენა, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომელიც მეუღლესთან, მეჰრიბან ალიევასთან ერთად ფიზული-შუშას გზის მშენებლობის პროექტის განხორციელებას გაეცნო.

მისი თქმით, შუშას გათავისუფლების ოპერაცია დიდ პროფესიონალიზმს მოითხოვდა.

„დარწმუნებული ვარ, ეს ოპერაცია მსოფლიოს სამხედრო ისტორიაში სპეციალურ ადგილს დაიმკვიდრებს. შუშას გათავისუფლება ბრწყინვალე გამარჯვებაა, რომელმაც მტერს უკანასკნელი დარტყმა მიაყენა, შემთხვევითი არ არის, რომ მტერმა 10 ნოემბერს, ფაქტობრივად, კაპიტულაციის აქტს მოაწერა ხელი,“ - განაცხადა ალიევმა.

მან აზერბაიჯანელ ხალხს ფიზული-შუშას გზის მშენებლობის დაწყება მიულოცა.

„დღეს საძირკველი ეყრება ფიზული-შუშას საავტომობილო გზის მშენებლობას. ამ გზას დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან მას ყარაბაღის გვირგვინთან, ქალაქ შუშასთან მივყავართ. ამასთან, ეს არის პირველი პროექტი, რომელიც გათავისუფლებულ მიწებზე ხორციელდება,“- აღნიშნა ალიევმა.

ასევე ნახეთ: "შესაძლებელი რომ ყოფილიყო შუშის შენარჩუნება, შენარჩუნდებოდა, ქალაქიდან 300-ზე მეტი გმირის ცხედარი გამოვიყვანეთ, წარმოგიდგენიათ, რა მასშტაბის ბრძოლა იყო?" - ნიკოლ ფაშინიანი თანამდებობის დატოვებას არ აპირებს