პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართული ეკრანებიდან 15 წლის წინ გაუჩინარებული ტელეწამყვანი, რომელიც 2000-იანების თინეიჯერებში პოპულარული იყო - სად და როგორ ცხოვრობს ილია ებიტაშვილი?
ქართული ეკრანებიდან 15 წლის წინ გაუჩინარებული ტელეწამყვანი, რომელიც 2000-იანების თინეიჯერებში პოპულარული იყო - სად და როგორ ცხოვრობს ილია ებიტაშვილი?

ილია ები­ტაშ­ვი­ლი 90-იანი წლე­ბი­სა და 2000-ია­ნე­ბის და­სა­წყის­ში თი­ნე­ი­ჯერ მა­ყუ­რე­ბელ­ში ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლი იყო - მა­სობ­რი­ვად გა­იც­ნეს ტე­ლე­კომ­პა­ნია „მა­ესტროს“ ეთე­რი­დან... მერე სა­დღაც გაქ­რა და აღარ­სად გა­მო­ჩე­ნი­ლა. მი­ზე­ზი კი ისაა, რომ 2006 წელს კი­ევ­ში სტუმ­რად მიწ­ვე­ულს, მო­უ­ლოდ­ნე­ლად სამ­სა­ხუ­რი შეს­თა­ვა­ზეს და იქ დარ­ჩა... მას მერე ლა­მის 15 წელი გა­ვი­და და ის ისევ უკ­რა­ი­ნა­ში ცხოვ­რობს და მუ­შა­ობს... ილია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში შემ­თხვე­ვით აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ, და­ვუ­კავ­შირ­დით და მისი ამ­ბა­ვიც Ambebi.ge-სთვის ექ­სკლუ­ზი­უ­რად ასე შე­იქ­მნა.

- 2006 წელს ერთ-ერთ გა­და­ღე­ბა­ზე ჩემი მო­მა­ვა­ლი მე­უღ­ლე, რე­ჟი­სო­რი ირა პეტ­რი­კეი გა­ვი­ცა­ნი, რო­მე­ლიც კი­ე­ვი­დან თბი­ლის­ში, დო­კუ­მენ­ტუ­რი ფილ­მის გა­და­სა­ღე­ბად იყო ჩა­მო­სუ­ლი. გარ­კვე­უ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა ჩა­მოგ­ვი­ყა­ლიბ­და... სექ­ტემ­ბერ­ში კი­ევ­ში ბრუნ­დე­ბო­და და შე­მომ­თა­ვა­ზა, - ჩვენ­თან სტუმ­რად ხომ არ წა­მოხ­ვა­ლო? 24 წლის ვი­ყა­ვი, სა­ერ­თოდ არა­ფე­რი მა­კა­ვებ­და, არა­ნა­ი­რი პრობ­ლე­მა მქონ­და იმის­თვის, რომ უარი მეთ­ქვა და კი­ევ­ში სი­ა­მოვ­ნე­ბით გავ­ყე­ვი. იმ წუ­თის­თვის წარ­მოდ­გე­ნა არ მქონ­და, ვა­პი­რებ­დი თუ არა იქ დარ­ჩე­ნას. ჩას­ვლი­დან ძა­ლი­ან მალე ირას მე­გობ­რებ­მა, მო­უ­ლოდ­ნე­ლად, ერთ-ერთ შეხ­ვედ­რა­ზე (მე­გობ­რის სახ­ლში, სა­დაც ვიკ­რი­ბე­ბო­დით ხოლ­მე), ტე­ლე­არხ „ეს­ტე­ბე­ზე“ პრო­მო­გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში რე­ჟი­სო­რის ად­გი­ლი შე­მომ­თა­ვა­ზეს - ხომ არ და­ი­წყებ­დი მუ­შა­ო­ბა­სო? წი­ნა­და­დე­ბამ და­მა­ინ­ტე­რე­სა... თბი­ლის­ში მა­ნამ­დე წამ­ყვა­ნი ვი­ყა­ვი, ოპე­რა­ტო­რიც, რე­ჟი­სო­რო­ბა არ მიც­დია, თუმ­ცა მონ­ტა­ჟი ვი­ცო­დი, რად­გა­ნაც დამ­თავ­რე­ბუ­ლი მაქვს ტე­ლე­კი­ნო­რე­ჟი­სუ­რის ფა­კულ­ტე­ტი, პრო­ფე­სი­ით ტე­ლე­კი­ნო­რე­ჟი­სო­რი ვარ. მოკ­ლედ, კი­ევ­ში ის თა­ნამ­დე­ბო­ბა ჩემი პირ­ვე­ლი სამ­სა­ხუ­რი აღ­მოჩ­ნდა, ამი­ტო­მაც შე­მოვ­რჩი აქ.

- რთუ­ლი იყო თა­ვის დამ­კვიდ­რე­ბა?

- არ იყო რთუ­ლი, მით უფრო, როცა ხარ მხი­ა­რუ­ლი, თა­ვი­სუ­ფა­ლი ადა­მი­ა­ნი და იმ­ყო­ფე­ბი არც ისე შო­რე­ულ ქვე­ყა­ნა­ში, რუ­სუ­ლიც ბავ­შვო­ბი­დან ვი­ცო­დი. ასე რომ, არ გამ­ჭირ­ვე­ბია ხალ­ხთან კონ­ტაქ­ტში შეს­ვლა. თან, უკა­რა­ი­ნე­ლე­ბი თბი­ლი, მხი­ა­რუ­ლი, თა­ვი­სუ­ფა­ლი ხალ­ხია და ერ­თმა­ნეთს იო­ლად გა­ვუ­გეთ. მე და ჩემი უკ­რა­ი­ნე­ლი მე­გობ­რე­ბი ერ­თმა­ნეთს დღემ­დე შე­სა­ნიშ­ნა­ვად ვუ­გებთ. ისე, თა­ვი­დან ცოტა კი მი­ჭირ­და, მა­ინც უცხო ქვე­ყა­ნა, ქა­ლა­ქი, ქუ­ჩე­ბი იყო, არ ვი­ცო­დი, სად რა მდე­ბა­რე­ობ­და, ტრან­სპორ­ტი რო­გორ მოძ­რა­ობ­და, ამ ყვე­ლა­ფერ­ში კი ირა ძა­ლი­ან მეხ­მა­რე­ბო­და, ყო­ველ ჯერ­ზე ვუ­რე­კავ­დი, - ახლა საით წა­ვი­დე? რა ტრან­სპორ­ტში ჩავ­ჯდე? და ა.შ. მაგ­რამ ყვე­ლა­ზე რთუ­ლი მა­ინც ის იყო, როცა იქ დარ­ჩე­ნა გა­დავ­წყვი­ტე და ამის­თვის სა­ბუ­თე­ბის გა­კე­თე­ბა და­ვი­წყე.

- რა­ტომ იყო რთუ­ლი?

- ამ ქვე­ყა­ნა­ში დღემ­დე „კარ­გად გრძნობს" თავს კო­რუფ­ცია. თუ ფული გაქვს, თით­ქმის ყვე­ლაფ­რის ყიდ­ვა შე­გიძ­ლია. იმის გამო, რომ სა­ბუ­თე­ბის გა­კე­თე­ბა პრინ­ცი­პუ­ლად კა­ნო­ნი­ე­რად მინ­დო­და, მაგ­რად ვიწ­ვა­ლე. 2 წელი ვა­კე­თებ­დი, იქ ცხოვ­რე­ბის უფ­ლე­ბის დო­კუ­მენტს, ვიწ­რო კო­რი­დო­რებ­ში რი­გებ­ში ვი­დე­ქი, სა­ში­ნე­ლე­ბა გა­მო­ვი­ა­რე, მაგ­რამ ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად დას­რულ­და.

- ნოს­ტალ­გია არ გა­წუ­ხებ­და?

- პირ­ვე­ლი 2 წელი ნოს­ტალ­გია ძა­ლი­ან მა­წუ­ხებ­და, სე­რი­ო­ზუ­ლი შე­მო­ტე­ვე­ბი მქონ­და, თა­ვი­სი ცრემ­ლე­ბით, დეპ­რე­სი­ე­ბით - ქარ­თულ ფილ­მებს, მუ­სი­კას ვერ ვუს­მენ­დი, მე­ნატ­რე­ბო­და თბი­ლი­სის ქუ­ჩე­ბი, ბუ­ნე­ბა. ნოს­ტალ­გია დღემ­დე მა­წუ­ხებს, მაგ­რამ ისე­თი მძი­მე ფორ­მე­ბით არ მაქვს, თუმ­ცა სა­ქარ­თვე­ლო სულ მე­ნატ­რე­ბა. წე­ლი­წად­ში 2-ჯერ ჩა­მოვ­დი­ვარ. წელს მარ­ტში ვი­ყა­ვით ჩა­მო­სუ­ლე­ბი, - ბავ­შვს 3 მარტს და­ბა­დე­ბის დღე აქვს და თი­კო­შას ეს დღე მანდ აღ­ვუ­ნიშ­ნეთ. სა­ერ­თოდ, ცხოვ­რე­ბა­ში ასე­თი ცვლი­ლე­ბე­ბი რომ ხდე­ბა, მსგავ­სი ემო­ცი­ე­ბი თან ახ­ლავს ხოლ­მე... ძა­ლი­ან რთუ­ლია რა­დი­კა­ლუ­რი ნა­ბი­ჯის გა­დად­გმა, ყვე­ლაფ­რის თა­ვი­დან და­წყე­ბა, მაგ­რამ ამას თუ გა­უ­ძე­ლი და დაძ­ლიე, მერე სა­ინ­ტე­რე­სოა ცხოვ­რე­ბა.

- უკ­რა­ი­ნა­ში რომ არ დარ­ჩე­ნი­ლი­ყა­ვი, სა­ქარ­თვე­ლო­ში პრო­ფე­სი­უ­ლად გან­ვი­თა­რე­ბის შან­სი არ გქონ­და?

- შე­იძ­ლე­ბა მქონ­და, მაგ­რამ ისე­თი ტემ­პე­ბით არა, რო­გორც აქ, აქა­უ­რი ტე­ლე­ვი­ზია ქარ­თულ­ზე რამ­დე­ნი­მე ნა­ბი­ჯით წი­ნაა, ასე­ვე კი­ნო­წარ­მო­ე­ბა, სე­რი­ა­ლე­ბის ინ­დუსტრია, რად­გა­ნაც დიდი ქვე­ყა­ნაა, დიდი მას­შტა­ბე­ბია, მეტი ფული აქვთ. როცა ჩა­მო­ვე­დი, ჯერ კი­დევ რუ­სეთ­თან ჰქონ­დათ ურ­თი­ერ­თო­ბა და იმის გამო, რომ უკ­რა­ი­ნა­ში იაფი ღირ­და ფილ­მე­ბის წარ­მო­ე­ბა, ყვე­ლა რუ­სუ­ლი სე­რი­ა­ლი, ფილ­მი უკ­რა­ი­ნა­შია გა­და­ღე­ბუ­ლი. არის უამ­რა­ვი კი­ნო­კომ­პა­ნია, ხა­რის­ხი­ა­ნი და კარ­გი ტექ­ნი­კით, ისე­თი, რაც სა­ქარ­თვე­ლო­ში დღემ­დე არ არ­სე­ბობს. ამი­ტომ, პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და წინსვლის კუ­თხით, ფან­ტას­ტი­კუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ვი­ღე, აქ რომ დავ­რჩი. იმას, რაც ახლა ვიცი და რა გა­მოც­დი­ლე­ბაც და­მიგ­როვ­და, სა­ქარ­თვე­ლო­ში ვერ მო­ვა­ხერ­ხებ­დი და დღემ­დე არ მე­ცო­დი­ნე­ბო­და... აქვე გე­ტყვით, რომ ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, რო­გორც სპე­ცტექ­ნი­კის ოპე­რა­ტორს, ნა­მუ­შე­ვა­რი მაქვს და­ახ­ლო­ე­ბით 60-ზე მეტ ფილმზე, სა­ტე­ლე­ვი­ზიო პრო­ექ­ტებ­ზე (თუკი რამე გა­კე­თე­ბუ­ლა და დღემ­დე კეთ­დე­ბა), დიდ­სა და მას­შტა­ბურს ვგუ­ლის­ხმობ („X ფაქ­ტო­რე­ბი“, „ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბი“, „ტა­ლან­ტე­ბი“, „ვო­ი­სი“, „ხა­ლას­ტი­ა­კი“, „ხა­ლას­ტი­ა­ჩკა“, ბევ­რი, ბევ­რი, დიდი შოუ, კონ­ცერ­ტე­ბი სტა­დი­ო­ნებ­ზე, ევ­რო­ვი­ზია, რეკ­ლა­მე­ბი)... ნა­მუ­შე­ვა­რი მაქვს რეზო გი­გი­ნე­იშ­ვი­ლის ფილმზე - „სიყ­ვა­რუ­ლი აქ­ცენ­ტით“ სა­ქარ­თვე­ლო­ში, სა­დაც ჩა­მო­ტა­ნი­ლი გვქონ­და ჩვე­ნი ტექ­ნი­კა, მაგ პე­რი­ოდ­ში გა­და­ვი­ღეთ ასე­ვე „ინ­ჯოი ჯორ­ჯია“ - სა­ქარ­თვე­ლოს რეკ­ლა­მა ვერ­ტმფრე­ნით. დღეს­დღე­ო­ბით ვმუ­შა­ობ ფირ­მებ­ში, რო­მელ­საც ჰქვია - „კვარ­ტა­ლი 95“ და „ფილ­მო­ტექ­ნი­კი“, რო­მე­ლიც აწარ­მო­ებს ტექ­ნი­კას (ანუ ყვე­ლა­ფე­რი, რაც „დაფ­რი­ნავს“, მან­ქა­ნებ­ზე დგას, „დარ­ბის“, წყალ­ქვეშ მოძ­რა­ობს, ვერ­ტმფრე­ნე­ბი­დან იღებს). 30 წლის ფირ­მაა, აქვს 2 ტექ­ნი­კუ­რი ოს­კა­რი.

- გაგ­ვა­ცა­ნი შენი ოჯა­ხი?

- მყავს მე­უღ­ლე ირა და ბავ­შვი თი­კო­შა, რო­მელ­საც 3 მატრს 5 წელი შე­უს­რულ­დე­ბა. ვცხოვ­რობ ნორ­მა­ლუ­რად. გვაქვს ჩვე­ნი სახ­ლი თა­უ­ნ­ჰა­უ­სი. მა­ნამ­დე კი­ე­ვის ცენ­ტრში ბინა გვქონ­და და მერე ქა­ლა­ქი­დან ცოტა მო­შო­რე­ბით, კერ­ძო და­სახ­ლე­ბა­ში გა­და­ვე­დით. გვაქვს პა­ტა­რა ეზო, ორი სარ­თუ­ლი, ვმუ­შა­ობთ, ვა­მა­ყობთ ჩვე­ნი მიღ­წე­ვე­ბით, ვერ­თო­ბით... ეზო­ში გვაქვს ვარ­დე­ბი, ხე­ე­ბი, რომ­ლებ­საც თვი­თონ ვრგავთ. მაქვს ჩემი გა­კე­თე­ბუ­ლი გა­ზო­ნი, ბავ­შვს ხახ­ვი და­ვა­თე­სი­ნეთ, ამო­ვი­და და ძა­ლი­ან გა­უ­ხარ­და. გვქონ­და კიტ­რის, პო­მიდვ­რის მო­სა­ვა­ლი... თი­კო­შას მი­წას­თან ურ­თი­ე­რო­ბას ვას­წავ­ლით და თვი­თო­ნაც ვირ­თობთ თავს. თან, ასა­კიც მი­ახ­ლოვ­დე­ბა ამის­თვის, რომ ცხოვ­რე­ბის ასეთ რე­ჟიმ­შიც გა­და­ვი­დე. ირა - ფან­ტას­ტი­უ­რი გო­გოა, უნი­ჭი­ე­რე­სი რე­ჟი­სო­რია, მისი დამ­სა­ხუ­რე­ბით აღ­მოვ­ჩნდი აქ და დღემ­დე აქ ვარ. ძი­რი­თა­დად მუ­შა­ობს რეკ­ლა­მა­ზე და სე­რი­ა­ლებ­ზე... თი­კო­შა ულა­მა­ზე­სი, უსაყ­ვა­ლე­სი და ძა­ლი­ან სა­სა­ცი­ლო გო­გოა, ვგიჟ­დე­ბი, ვა­ფა­ნა­ტებ მას­ზე, ჭკუა მე­კე­ტე­ბა, ამ ბავ­შვის გარ­და არა­ფე­რი მა­ინ­ტე­რე­სებს. ვერ ვხვდე­ბი, რა აზრი ჰქონ­და ჩემს ცხოვ­რე­ბას თი­კო­შას და­ბა­დე­ბამ­დე?!.

- რო­გორ იხ­სე­ნებ სა­ქარ­თვე­ლო­ში გან­ვლილ ცხოვ­რე­ბას, შენს ტე­ლე­კა­რი­ე­რას თუნ­დაც „მა­ესტრო­ში“?

- ეს იყო ჩემი წინა ცხოვ­რე­ბა, ისე ზოგ­ჯერ ვფიქ­რობ იმა­ზე, რომ ის ყვე­ლა­ფე­რი იყო თუ არა, - მოკ­ლედ, იყო და არა, იყო რაა... მაგ­რამ რად­გან შენ გახ­სოვს, ალ­ბათ იყო... იმის მერე უამ­რავ­ჯერ შე­იც­ვა­ლა ჩემი ცხოვ­რე­ბა, სხვა­დას­ხვა ეტა­პი გა­ვი­ა­რე. ხომ ვამ­ბობ, ბავ­შვის და­ბა­დე­ბის შემ­დეგ ახა­ლი პე­რი­ო­დი და­ი­წყო... ტე­ლე­ვი­ზია ჩემ­ში „მა­ესტრო­თი" და­ი­წყო, შემ­დეგ „მე­ცხრე არხზე“ ვი­მუ­შა­ვე, სა­ნამ ივა­ნიშ­ვილ­მა უეც­რად არ და­ხუ­რა. იქ იყო გა­და­ცე­მა „ცხე­ლი ცხრი­ა­ნი“, რომ­ლის წამ­ყვა­ნი გახ­ლდით... „მა­ესტრო­ში“ კი, მისი გახ­სნის დღი­დან ვი­ყა­ვი. პირ­ვე­ლად 1996 წელს მი­ვე­დი „სტუ­დია მა­ესტრო­ში“, ოპე­რა­ტო­რის ასის­ტენ­ტი ვი­ყა­ვი, მერე ოპე­რა­ტო­რი. „მა­ესტრო“ ცალ­კე არ­ხად რომ გა­იხ­სნა, იქ უკვე წამ­ყვა­ნი გავ­ხდი. იმ პე­რი­ოდს ღი­მი­ლით ვიხ­სე­ნებ, რო­გორც ჩემს ბავ­შვურ, მხი­ა­რულ და სა­ინ­ტე­რე­სო თავ­გადსა­ვალს, რო­მელ­მაც გა­მოც­დი­ლე­ბა შემ­ძი­ნა. მა­შინ ყვე­ლა სა­სა­ცი­ლო­ე­ბი და პა­ტა­რე­ბი ვი­ყა­ვით - მეც, სა­ლიც, ნა­ნი­კოც, ნი­კაც, თო­ლო­რა­ი­აც...

- უცხო ქვე­ყა­ნა­ში ცხოვ­რე­ბი­სას ყვე­ლა­ზე რთუ­ლი რა იყო?

- როცა ნა­თე­სა­ვე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში არი­ან, - დედა, პაპა-ბე­ბი­ე­ბი, ძმე­ბი... პა­პა­ჩე­მი (დე­და­ჩე­მი­სა და ნი­კუ­შა ლო­მი­ძის მამა) მა­შინ გარ­და­იც­ვა­ლა, როცა მთელ უკ­რა­ი­ნა­ში დავ­დი­ო­დით, გა­და­ღე­ბე­ბი გვქონ­და. მოკ­ლედ, ყი­რიმ­ში გახ­ლდით, როცა შე­მა­ტყო­ბი­ნეს, რომ ნუგ­ზა­რი აღარ იყო. დაკ­რძა­ლე­ვას ვერ ჩა­მო­ვუს­წა­რი, რომ დავ­მშვი­დო­ბე­ბო­დი... მა­მის მშობ­ლე­ბი რომ გარ­და­იც­ვალ­ნენ, მა­შინ ჩა­მოს­ვლა მო­ვას­წა­რი... ზო­გა­დად კი გული გწყდე­ბა ადა­მი­ანს - აქ რომ ხარ, სულ მუ­შა­ობ, ჩარ­თუ­ლი ხარ, ბავ­შვია, სახლ-კარი - ცხოვ­რე­ბაა ასე­თი და გგო­ნია, ეს ადა­მი­ა­ნე­ბი მუ­დამ ცო­ცხლე­ბი იქ­ნე­ბი­ან, მაგ­რამ ასე არ ხდე­ბა... როცა ისი­ნი აღარ არი­ან, გულ­და­წყვე­ტი­ლი ზი­ხარ და ფიქ­რობ, - ღირ­და, რომ და­ტო­ვე სა­ქარ­თვე­ლო? რამ­დე­ნი დრო და­კარ­გე, არა­და, შე­გეძ­ლო რამ­დე­ნი გე­სა­უბ­რა მათ­თან, სიბ­რძნე მი­გე­ღო, ჩა­ხუ­ტე­ბო­დი, მო­ფე­რე­ბო­დი... ამა­ზე ღრმად რომ იფიქ­რო, შე­იძ­ლე­ბა ჭკუ­ი­დან შე­ი­შა­ლო... ადა­მი­ა­ნე­ბი, ვინც ძა­ლი­ან გიყ­ვარს, მი­ა­ტო­ვე, წახ­ვე­დი და ცხოვ­რე­ბა სხვა­გან და­ი­წყე.

- ნიკა ლო­მი­ძე ახ­სე­ნე, ის შენი ბი­ძაა, დე­დის ძმა, რა როლი აქვს მას შენს ცხოვ­რე­ბა­ში?

- ჩვენ სამი ძმა ვართ - მე, ირაკ­ლი და რატი. 12 წლის ვი­ყა­ვი, მამა რომ გარ­და­იც­ვა­ლა. მკა­ფი­ოდ მახ­სოვს ის დღე - მე და ირაკ­ლის ერთ ოთახ­ში გვე­ძი­ნა, სა­დაც შე­მო­ვიდ­ნენ - ნი­კუ­შა, ნი­კუ­შას მამა, ნუგ­ზა­რი პაპა (მა­მა­ჩემ­საც ნუგ­ზა­რი ერ­ქვა), ორი­ვე ტი­რო­და და გვი­თხრეს, რომ მა­მაჩ­ვე­ნი აღარ იყო... იმის შემ­დეგ ნიკა იყო ერ­თა­დერ­თი მა­მა­კა­ცი, ვის­გა­ნაც ძმე­ბი მა­გა­ლითს ვი­ღებ­დით. რაც უფრო დიდ წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წევ­და, მით უფრო იწევ­და ჩემ­თვის ზე­მოთ „პლან­კა“ და ასეა მთე­ლი ცხოვ­რე­ბა... მამა არ გვყავ­და, მაგ­რამ გვყავ­და ნი­კუ­შა, თუ რამე გვი­ჭირ­და, მას­თან მივ­დი­ო­დით, სულ გვერ­დში გვედ­გა. მისი მად­ლო­ბე­ლი ვიქ­ნე­ბი სულ, უდი­დე­სი სამ­სა­ხუ­რი გაგ­ვი­წია, ნი­კუ­შა ლო­მი­ძე არის კაცი, ვინც სამი ძმა გაგვზარ­და. ჩვე­ნი უფ­რო­სი ძმა­ცაა და მა­მაც. მისი წყა­ლო­ბით ბევრ კარგ რა­მეს ვე­ზი­ა­რე. ნიკა რომ არა, ტე­ლე­ვი­ზი­ა­შიც ვერ მოვხდე­ბო­დი.

- სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბას აპი­რებ?

- მე­თხუტ­მე­ტე წე­ლია, აქ ვარ. სულ ეს კი­თხვა მა­წუ­ხებს - ვა­პი­რებ სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბას? ერთხელ ვცა­დე კი­დეც, - სამი თვე ვი­ცხოვ­რე, მე­ო­რედ კი­დევ რა­ღაც პე­რი­ო­დი დავ­რჩი, მაგ­რამ რა­ღაც­ნა­ი­რად ვერ აე­წყო ჩემი სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბა. არ ვიცი, ვა­პი­რებ, თუ არა... არ არ­სე­ბობს ჩემ­თვის მხო­ლოდ ერთი ქვე­ყა­ნა, - სა­ქარ­თვე­ლო­ში რომ ვარ, უკ­რა­ი­ნის ნოს­ტალ­გია მაქვს, უკ­რა­ი­ნა­ში - სა­ქარ­თვე­ლო­სი. ჩემი გან­ვლი­ლი წლე­ბის ფონ­ზე ერთი სამ­შობ­ლო ვერ მექ­ნე­ბა და მხო­ლოდ ერთ ქვე­ყა­ნა­ში ვერ ვი­ცხოვ­რებ. ამი­ტომ მაქვს ორი სამ­შობ­ლო... სა­ერ­თოდ რა აზრი აქვს, ერთ ად­გი­ლას ცხოვ­რე­ბას? დე­და­მი­წა პა­ტა­რაა და უნდა ვი­მოძ­რა­ოთ ყველ­გან. მე არც ქარ­თვე­ლი ვარ და არც უკ­რა­ი­ნე­ლი - უბ­რა­ლოდ, დე­და­მი­წე­ლი ვარ...

მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გია
0

მახსოვს ილია, ერთხელ სკანდალშიც გაეხვა ვიღაც პოლიციელს ეჩხუბა მგონი და განაიარაღა.

ჯიმშერა
0

ძალიან კარგი მამა ყავდათ ბიჭებს ადრე გარდაეცვალათ მართლა ნიკამ გაზარდა პაოაც მაგარი ყავდათ ..მარა ფული მწყდება დუშეთს რომ არ ახსენებს არადა დუშელები ხართ ბაზალელები.. რატომ ფიტყდებათ დუშეთის ხსენება არ ვიცი ..ისე ღმერთმა ხელი მოგიმართოს ჩემო ბავშობის მეგობარო...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

ქართული ეკრანებიდან 15 წლის წინ გაუჩინარებული ტელეწამყვანი, რომელიც 2000-იანების თინეიჯერებში პოპულარული იყო - სად და როგორ ცხოვრობს ილია ებიტაშვილი?

ქართული ეკრანებიდან 15 წლის წინ გაუჩინარებული ტელეწამყვანი, რომელიც 2000-იანების თინეიჯერებში პოპულარული იყო - სად და როგორ ცხოვრობს ილია ებიტაშვილი?

ილია ებიტაშვილი 90-იანი წლებისა და 2000-იანების დასაწყისში თინეიჯერ მაყურებელში ძალიან პოპულარული იყო - მასობრივად გაიცნეს ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერიდან... მერე სადღაც გაქრა და აღარსად გამოჩენილა. მიზეზი კი ისაა, რომ 2006 წელს კიევში სტუმრად მიწვეულს, მოულოდნელად სამსახური შესთავაზეს და იქ დარჩა... მას მერე ლამის 15 წელი გავიდა და ის ისევ უკრაინაში ცხოვრობს და მუშაობს... ილია სოციალურ ქსელში შემთხვევით აღმოვაჩინეთ, დავუკავშირდით და მისი ამბავიც Ambebi.ge-სთვის ექსკლუზიურად ასე შეიქმნა.

- 2006 წელს ერთ-ერთ გადაღებაზე ჩემი მომავალი მეუღლე, რეჟისორი ირა პეტრიკეი გავიცანი, რომელიც კიევიდან თბილისში, დოკუმენტური ფილმის გადასაღებად იყო ჩამოსული. გარკვეული ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა... სექტემბერში კიევში ბრუნდებოდა და შემომთავაზა, - ჩვენთან სტუმრად ხომ არ წამოხვალო? 24 წლის ვიყავი, საერთოდ არაფერი მაკავებდა, არანაირი პრობლემა მქონდა იმისთვის, რომ უარი მეთქვა და კიევში სიამოვნებით გავყევი. იმ წუთისთვის წარმოდგენა არ მქონდა, ვაპირებდი თუ არა იქ დარჩენას. ჩასვლიდან ძალიან მალე ირას მეგობრებმა, მოულოდნელად, ერთ-ერთ შეხვედრაზე (მეგობრის სახლში, სადაც ვიკრიბებოდით ხოლმე), ტელეარხ „ესტებეზე“ პრომოგანყოფილებაში რეჟისორის ადგილი შემომთავაზეს - ხომ არ დაიწყებდი მუშაობასო? წინადადებამ დამაინტერესა... თბილისში მანამდე წამყვანი ვიყავი, ოპერატორიც, რეჟისორობა არ მიცდია, თუმცა მონტაჟი ვიცოდი, რადგანაც დამთავრებული მაქვს ტელეკინორეჟისურის ფაკულტეტი, პროფესიით ტელეკინორეჟისორი ვარ. მოკლედ, კიევში ის თანამდებობა ჩემი პირველი სამსახური აღმოჩნდა, ამიტომაც შემოვრჩი აქ.

- რთული იყო თავის დამკვიდრება?

- არ იყო რთული, მით უფრო, როცა ხარ მხიარული, თავისუფალი ადამიანი და იმყოფები არც ისე შორეულ ქვეყანაში, რუსულიც ბავშვობიდან ვიცოდი. ასე რომ, არ გამჭირვებია ხალხთან კონტაქტში შესვლა. თან, უკარაინელები თბილი, მხიარული, თავისუფალი ხალხია და ერთმანეთს იოლად გავუგეთ. მე და ჩემი უკრაინელი მეგობრები ერთმანეთს დღემდე შესანიშნავად ვუგებთ. ისე, თავიდან ცოტა კი მიჭირდა, მაინც უცხო ქვეყანა, ქალაქი, ქუჩები იყო, არ ვიცოდი, სად რა მდებარეობდა, ტრანსპორტი როგორ მოძრაობდა, ამ ყველაფერში კი ირა ძალიან მეხმარებოდა, ყოველ ჯერზე ვურეკავდი, - ახლა საით წავიდე? რა ტრანსპორტში ჩავჯდე? და ა.შ. მაგრამ ყველაზე რთული მაინც ის იყო, როცა იქ დარჩენა გადავწყვიტე და ამისთვის საბუთების გაკეთება დავიწყე.

- რატომ იყო რთული?

- ამ ქვეყანაში დღემდე „კარგად გრძნობს'' თავს კორუფცია. თუ ფული გაქვს, თითქმის ყველაფრის ყიდვა შეგიძლია. იმის გამო, რომ საბუთების გაკეთება პრინციპულად კანონიერად მინდოდა, მაგრად ვიწვალე. 2 წელი ვაკეთებდი, იქ ცხოვრების უფლების დოკუმენტს, ვიწრო კორიდორებში რიგებში ვიდექი, საშინელება გამოვიარე, მაგრამ ყველაფერი კარგად დასრულდა.

- ნოსტალგია არ გაწუხებდა?

- პირველი 2 წელი ნოსტალგია ძალიან მაწუხებდა, სერიოზული შემოტევები მქონდა, თავისი ცრემლებით, დეპრესიებით - ქართულ ფილმებს, მუსიკას ვერ ვუსმენდი, მენატრებოდა თბილისის ქუჩები, ბუნება. ნოსტალგია დღემდე მაწუხებს, მაგრამ ისეთი მძიმე ფორმებით არ მაქვს, თუმცა საქართველო სულ მენატრება. წელიწადში 2-ჯერ ჩამოვდივარ. წელს მარტში ვიყავით ჩამოსულები, - ბავშვს 3 მარტს დაბადების დღე აქვს და თიკოშას ეს დღე მანდ აღვუნიშნეთ. საერთოდ, ცხოვრებაში ასეთი ცვლილებები რომ ხდება, მსგავსი ემოციები თან ახლავს ხოლმე... ძალიან რთულია რადიკალური ნაბიჯის გადადგმა, ყველაფრის თავიდან დაწყება, მაგრამ ამას თუ გაუძელი და დაძლიე, მერე საინტერესოა ცხოვრება.

- უკრაინაში რომ არ დარჩენილიყავი, საქართველოში პროფესიულად განვითარების შანსი არ გქონდა?

- შეიძლება მქონდა, მაგრამ ისეთი ტემპებით არა, როგორც აქ, აქაური ტელევიზია ქართულზე რამდენიმე ნაბიჯით წინაა, ასევე კინოწარმოება, სერიალების ინდუსტრია, რადგანაც დიდი ქვეყანაა, დიდი მასშტაბებია, მეტი ფული აქვთ. როცა ჩამოვედი, ჯერ კიდევ რუსეთთან ჰქონდათ ურთიერთობა და იმის გამო, რომ უკრაინაში იაფი ღირდა ფილმების წარმოება, ყველა რუსული სერიალი, ფილმი უკრაინაშია გადაღებული. არის უამრავი კინოკომპანია, ხარისხიანი და კარგი ტექნიკით, ისეთი, რაც საქართველოში დღემდე არ არსებობს. ამიტომ, პროფესიული განვითარებისა და წინსვლის კუთხით, ფანტასტიკური გადაწყვეტილება მივიღე, აქ რომ დავრჩი. იმას, რაც ახლა ვიცი და რა გამოცდილებაც დამიგროვდა, საქართველოში ვერ მოვახერხებდი და დღემდე არ მეცოდინებოდა... აქვე გეტყვით, რომ ამ წლების განმავლობაში, როგორც სპეცტექნიკის ოპერატორს, ნამუშევარი მაქვს დაახლოებით 60-ზე მეტ ფილმზე, სატელევიზიო პროექტებზე (თუკი რამე გაკეთებულა და დღემდე კეთდება), დიდსა და მასშტაბურს ვგულისხმობ („X ფაქტორები“, „ცეკვავენ ვარსკვლავები“, „ტალანტები“, „ვოისი“, „ხალასტიაკი“, „ხალასტიაჩკა“, ბევრი, ბევრი, დიდი შოუ, კონცერტები სტადიონებზე, ევროვიზია, რეკლამები)... ნამუშევარი მაქვს რეზო გიგინეიშვილის ფილმზე - „სიყვარული აქცენტით“ საქართველოში, სადაც ჩამოტანილი გვქონდა ჩვენი ტექნიკა, მაგ პერიოდში გადავიღეთ ასევე „ინჯოი ჯორჯია“ - საქართველოს რეკლამა ვერტმფრენით. დღესდღეობით ვმუშაობ ფირმებში, რომელსაც ჰქვია - „კვარტალი 95“ და „ფილმოტექნიკი“, რომელიც აწარმოებს ტექნიკას (ანუ ყველაფერი, რაც „დაფრინავს“, მანქანებზე დგას, „დარბის“, წყალქვეშ მოძრაობს, ვერტმფრენებიდან იღებს). 30 წლის ფირმაა, აქვს 2 ტექნიკური ოსკარი.

- გაგვაცანი შენი ოჯახი?

- მყავს მეუღლე ირა და ბავშვი თიკოშა, რომელსაც 3 მატრს 5 წელი შეუსრულდება. ვცხოვრობ ნორმალურად. გვაქვს ჩვენი სახლი თაუნჰაუსი. მანამდე კიევის ცენტრში ბინა გვქონდა და მერე ქალაქიდან ცოტა მოშორებით, კერძო დასახლებაში გადავედით. გვაქვს პატარა ეზო, ორი სართული, ვმუშაობთ, ვამაყობთ ჩვენი მიღწევებით, ვერთობით... ეზოში გვაქვს ვარდები, ხეები, რომლებსაც თვითონ ვრგავთ. მაქვს ჩემი გაკეთებული გაზონი, ბავშვს ხახვი დავათესინეთ, ამოვიდა და ძალიან გაუხარდა. გვქონდა კიტრის, პომიდვრის მოსავალი... თიკოშას მიწასთან ურთიერობას ვასწავლით და თვითონაც ვირთობთ თავს. თან, ასაკიც მიახლოვდება ამისთვის, რომ ცხოვრების ასეთ რეჟიმშიც გადავიდე. ირა - ფანტასტიური გოგოა, უნიჭიერესი რეჟისორია, მისი დამსახურებით აღმოვჩნდი აქ და დღემდე აქ ვარ. ძირითადად მუშაობს რეკლამაზე და სერიალებზე... თიკოშა ულამაზესი, უსაყვალესი და ძალიან სასაცილო გოგოა, ვგიჟდები, ვაფანატებ მასზე, ჭკუა მეკეტება, ამ ბავშვის გარდა არაფერი მაინტერესებს. ვერ ვხვდები, რა აზრი ჰქონდა ჩემს ცხოვრებას თიკოშას დაბადებამდე?!.

- როგორ იხსენებ საქართველოში განვლილ ცხოვრებას, შენს ტელეკარიერას თუნდაც „მაესტროში“?

- ეს იყო ჩემი წინა ცხოვრება, ისე ზოგჯერ ვფიქრობ იმაზე, რომ ის ყველაფერი იყო თუ არა, - მოკლედ, იყო და არა, იყო რაა... მაგრამ რადგან შენ გახსოვს, ალბათ იყო... იმის მერე უამრავჯერ შეიცვალა ჩემი ცხოვრება, სხვადასხვა ეტაპი გავიარე. ხომ ვამბობ, ბავშვის დაბადების შემდეგ ახალი პერიოდი დაიწყო... ტელევიზია ჩემში „მაესტროთი" დაიწყო, შემდეგ „მეცხრე არხზე“ ვიმუშავე, სანამ ივანიშვილმა უეცრად არ დახურა. იქ იყო გადაცემა „ცხელი ცხრიანი“, რომლის წამყვანი გახლდით... „მაესტროში“ კი, მისი გახსნის დღიდან ვიყავი. პირველად 1996 წელს მივედი „სტუდია მაესტროში“, ოპერატორის ასისტენტი ვიყავი, მერე ოპერატორი. „მაესტრო“ ცალკე არხად რომ გაიხსნა, იქ უკვე წამყვანი გავხდი. იმ პერიოდს ღიმილით ვიხსენებ, როგორც ჩემს ბავშვურ, მხიარულ და საინტერესო თავგადსავალს, რომელმაც გამოცდილება შემძინა. მაშინ ყველა სასაცილოები და პატარები ვიყავით - მეც, სალიც, ნანიკოც, ნიკაც, თოლორაიაც...

- უცხო ქვეყანაში ცხოვრებისას ყველაზე რთული რა იყო?

- როცა ნათესავები საქართველოში არიან, - დედა, პაპა-ბებიები, ძმები... პაპაჩემი (დედაჩემისა და ნიკუშა ლომიძის მამა) მაშინ გარდაიცვალა, როცა მთელ უკრაინაში დავდიოდით, გადაღებები გვქონდა. მოკლედ, ყირიმში გახლდით, როცა შემატყობინეს, რომ ნუგზარი აღარ იყო. დაკრძალევას ვერ ჩამოვუსწარი, რომ დავმშვიდობებოდი... მამის მშობლები რომ გარდაიცვალნენ, მაშინ ჩამოსვლა მოვასწარი... ზოგადად კი გული გწყდება ადამიანს - აქ რომ ხარ, სულ მუშაობ, ჩართული ხარ, ბავშვია, სახლ-კარი - ცხოვრებაა ასეთი და გგონია, ეს ადამიანები მუდამ ცოცხლები იქნებიან, მაგრამ ასე არ ხდება... როცა ისინი აღარ არიან, გულდაწყვეტილი ზიხარ და ფიქრობ, - ღირდა, რომ დატოვე საქართველო? რამდენი დრო დაკარგე, არადა, შეგეძლო რამდენი გესაუბრა მათთან, სიბრძნე მიგეღო, ჩახუტებოდი, მოფერებოდი... ამაზე ღრმად რომ იფიქრო, შეიძლება ჭკუიდან შეიშალო... ადამიანები, ვინც ძალიან გიყვარს, მიატოვე, წახვედი და ცხოვრება სხვაგან დაიწყე.

- ნიკა ლომიძე ახსენე, ის შენი ბიძაა, დედის ძმა, რა როლი აქვს მას შენს ცხოვრებაში?

- ჩვენ სამი ძმა ვართ - მე, ირაკლი და რატი. 12 წლის ვიყავი, მამა რომ გარდაიცვალა. მკაფიოდ მახსოვს ის დღე - მე და ირაკლის ერთ ოთახში გვეძინა, სადაც შემოვიდნენ - ნიკუშა, ნიკუშას მამა, ნუგზარი პაპა (მამაჩემსაც ნუგზარი ერქვა), ორივე ტიროდა და გვითხრეს, რომ მამაჩვენი აღარ იყო... იმის შემდეგ ნიკა იყო ერთადერთი მამაკაცი, ვისგანაც ძმები მაგალითს ვიღებდით. რაც უფრო დიდ წარმატებას მიაღწევდა, მით უფრო იწევდა ჩემთვის ზემოთ „პლანკა“ და ასეა მთელი ცხოვრება... მამა არ გვყავდა, მაგრამ გვყავდა ნიკუშა, თუ რამე გვიჭირდა, მასთან მივდიოდით, სულ გვერდში გვედგა. მისი მადლობელი ვიქნები სულ, უდიდესი სამსახური გაგვიწია, ნიკუშა ლომიძე არის კაცი, ვინც სამი ძმა გაგვზარდა. ჩვენი უფროსი ძმაცაა და მამაც. მისი წყალობით ბევრ კარგ რამეს ვეზიარე. ნიკა რომ არა, ტელევიზიაშიც ვერ მოვხდებოდი.

- საქართველოში დაბრუნებას აპირებ?

- მეთხუტმეტე წელია, აქ ვარ. სულ ეს კითხვა მაწუხებს - ვაპირებ საქართველოში დაბრუნებას? ერთხელ ვცადე კიდეც, - სამი თვე ვიცხოვრე, მეორედ კიდევ რაღაც პერიოდი დავრჩი, მაგრამ რაღაცნაირად ვერ აეწყო ჩემი საქართველოში დაბრუნება. არ ვიცი, ვაპირებ, თუ არა... არ არსებობს ჩემთვის მხოლოდ ერთი ქვეყანა, - საქართველოში რომ ვარ, უკრაინის ნოსტალგია მაქვს, უკრაინაში - საქართველოსი. ჩემი განვლილი წლების ფონზე ერთი სამშობლო ვერ მექნება და მხოლოდ ერთ ქვეყანაში ვერ ვიცხოვრებ. ამიტომ მაქვს ორი სამშობლო... საერთოდ რა აზრი აქვს, ერთ ადგილას ცხოვრებას? დედამიწა პატარაა და უნდა ვიმოძრაოთ ყველგან. მე არც ქართველი ვარ და არც უკრაინელი - უბრალოდ, დედამიწელი ვარ...