კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საქართველოში მაიკ პომპეო ჩადის. ეჭვი არავის უნდა შეეპაროს, რომ მისი ვიზიტისას ნატოს გაფართოების საკითხიც იქნება განხილული" -  რას წერს რუსული გამოცემა პუტინ-ბჟანიას შეხვედრაზე
"საქართველოში მაიკ პომპეო ჩადის. ეჭვი არავის უნდა შეეპაროს, რომ მისი ვიზიტისას ნატოს გაფართოების საკითხიც იქნება განხილული" -  რას წერს რუსული გამოცემა პუტინ-ბჟანიას შეხვედრაზე

რუ­სულ­მა გა­ზეთ­მა "იზ­ვეს­ტი­ამ“ («Известия») გა­მო­აქ­ვეყ­ნა სტა­ტია, რო­მელ­შიც აფხა­ზე­თის ე.წ. პრე­ზი­დენ­ტის, ას­ლან ბჟა­ნი­ა­სა და ვლა­დი­მირ პუ­ტი­ნის შეხ­ვედ­რის ფონ­ზე (12 ნო­ემ­ბერს, სოჭ­ში) რუ­სულ-აფხა­ზუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბის სა­კი­თხე­ბია გან­ხი­ლუ­ლი. პუბ­ლი­კა­ცი­ის სა­თა­უ­რია: "მაშ­ვე­ლი რგო­ლი: რა­ტო­მაა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მოს­კო­ვი­სა და სო­ხუ­მის ურ­თი­ერ­თო­ბა" (ავ­ტო­რი - დი­მიტ­რი ლარუ).

შეხ­ვედ­რა­ზე, რო­გორც ოფი­ცი­ა­ლურ გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი, "პუ­ტინ­მა და ბჟა­ნი­ამ გა­ნი­ხი­ლეს ორ­მხრი­ვი სა­ვაჭ­რო-ეკო­ნო­მი­კუ­რი და კულ­ტუ­რულ-ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბის პერ­სპექ­ტი­ვე­ბი, 2014 წლის 25 ნო­ემ­ბერს გა­ფორ­მე­ბუ­ლი "მო­კავ­ში­რე­ო­ბი­სა და სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რო­ბის შე­სა­ხებ“ შე­თან­ხმე­ბის რე­ა­ლი­ზა­ცი­ი­სა და სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კუ­რი კო­ორ­დი­ნა­ცი­ი­სა და რე­გი­ო­ნა­ლუ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სა­კი­თხე­ბი“.

"კო­რო­ნა­ვირ­სუ­სი ეპო­ქა­ში რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტი ვლა­დი­მირ პუ­ტი­ნი ცოტა ვინ­მეს თუ ხვდე­ბა, მას­თან ვი­ზი­ტე­ბი მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­ზღუ­დუ­ლია. და ამ ფონ­ზე ვლა­დი­მირ პუ­ტინს ხვდე­ბა ას­ლან ბჟა­ნია, რო­მე­ლიც აფხა­ზე­თის პრე­ზი­დენ­ტად აპ­რილ­ში აირ­ჩი­ეს. მოკ­ლედ, ეს ფაქ­ტი შე­იძ­ლე­ბა სენ­სა­ცი­ა­დაც ჩა­ით­ვა­ლოს.

მოს­კოვს კო­რო­ნა­ვირუს­თან და­კავ­ში­რე­ბით მა­ინ­ცდა­მა­ინც იოლი დღე­ე­ბი არ უდ­გას. რთუ­ლი ვი­თა­რე­ბაა აფხა­ზეთ­შიც. რო­გორც ვლა­დი­მირ პუ­ტინ­მა აღ­ნიშ­ნა, გუ­და­უ­თის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში რუსი ექი­მე­ბი მუ­შა­ო­ბენ, რომ­ლებ­მაც რეს­პუბ­ლი­კა­ში 4,8 ათა­სი ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი გა­მო­ავ­ლი­ნეს და მათ მკურ­ნა­ლო­ბენ. თა­ვის მხრივ, ას­ლან ბჟა­ნი­ამ გა­ნა­ცხა­და, რომ აფხა­ზეთს გან­ზრა­ხუ­ლი აქვს სრუ­ლად შე­ას­რუ­ლოს თა­ვი­სი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი რუ­სეთ­თან მი­მარ­თე­ბა­ში. მან ვლა­დი­მირ პუ­ტი­ნი აფხა­ზეთ­ში მი­იწ­ვია.

რუ­სე­თი აფხა­ზე­თის­თვის მთა­ვარ პარტნი­ო­რად რჩე­ბა: მისი ეკო­ნო­მი­კის 70% რუ­სეთ­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი - ეს ვლა­დი­მირ პუ­ტი­ნის სი­ტყვე­ბია. მი­სი­ვე თქმით, აფხა­ზეთ­ში ტუ­რიზ­მის გან­ვი­თა­რე­ბა ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­კი­თხია. რუ­სე­თი­დან აფხა­ზეთ­ში შე­დის საკ­ვე­ბი პრო­დუქ­ტე­ბი, მი­ნე­რა­ლუ­რი მა­სა­ლე­ბი, ნავ­თო­ბპ­რო­დუქ­ტე­ბი, ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი და ქი­მი­უ­რი პრო­დუქ­ცია, მან­ქა­ნე­ბი და სხვა­დას­ხვა მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბი, ხოლო აფხა­ზე­თი­დან რუ­სეთ­ში - ხილ-ბოსტნე­უ­ლი, ღვი­ნის პრო­დუქ­ცია", - ვკი­თხუ­ლობთ სტა­ტი­ა­ში.

ვლა­დი­მირ პუ­ტი­ნი­სა და ას­ლან ბჟა­ნი­ას შეხ­ვედ­რას კო­მენ­ტარს უკე­თებს რუსი ექ­სპერ­ტი აჯარ ქურ­თო­ვი:

"შა­ვი­ზღვის­პი­რა აფხა­ზე­თი, რო­მელ­საც სა­კუ­თა­რი ტუ­რის­ტუ­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რის გა­სა­ვი­თა­რებ­ლად ფი­ნან­სუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი არ აქვს, რუსი ინ­ვეს­ტო­რი­სათ­ვის სა­ინ­ტე­რე­სო ქვე­ყა­ნას წარ­მო­ად­გენს. ეკო­ნო­მი­კუ­რი თა­ნამ­შრომ­ლო­ბი­სათ­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი საკ­მა­ოდ დი­დია. ტუ­რის­ტუ­ლი ბიზ­ნე­სი მხო­ლოდ სას­ტუმ­რო­ე­ბი და პლა­ჟე­ბი არ არის, ეს სატ­რან­სპორ­ტო და აგ­რა­რუ­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბა­საც ნიშ­ნავს“, - აღ­ნიშ­ნავს ექ­სპერ­ტი.

რაც შე­ე­ხე­ბა აფხა­ზე­თის გე­ო­პო­ლი­ტი­კურ მნიშ­ვნე­ლო­ბას, დღე­ი­სათ­ვის სო­ხუ­მი აქ­ტი­ურ სა­ერ­თა­შო­რი­სო მო­თა­მა­შეს არ წარ­მო­ად­გენს, გა­სა­გე­ბი მი­ზე­ზე­ბის გამო, თუმ­ცა მას მჭიდ­რო სამ­ხედ­რო კავ­ში­რე­ბი აქვს რუ­სეთ­თან.

"ბუ­ნებ­რი­ვია, მოს­კოვ­თან სა­მო­კავ­ში­რეო ურ­თი­ერ­თო­ბა, სა­ქარ­თვე­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე პო­ლი­ტი­კუ­რი ტურ­ბუ­ლენ­ტო­ბის ფონ­ზე, აფხა­ზე­თის­თვის ძალ­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია“, - ამ­ბობს დსთ-ის ინ­სტი­ტუ­ტის თა­ნამ­შრო­მე­ლი, პო­ლი­ტო­ლო­გი ვლა­დი­მირ ევ­სე­ე­ვი, - აფხა­ზეთს რუ­სე­თი­სათ­ვის რა­ი­მე დიდი დახ­მა­რე­ბის გა­წე­ვა არ შე­უძ­ლია, მაგ­რამ მის ტე­რი­ტო­რი­ას დიდი გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს, სა­ქარ­თვე­ლოს ნა­ტო­ში სწრაფ­ვას­თან გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით. თუ სა­ქარ­თვე­ლო ნა­ტო­ში გა­წევ­რი­ან­დე­ბა, მა­შინ სა­მო­მავ­ლოდ მის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მძლავ­რი სამ­ხედ­რო ინფრას­ტრუქ­ტუ­რა გაჩ­ნდე­ბა. სხვა­თა შო­რის, სა­ქარ­თვე­ლო­ში 17 ნო­ემ­ბერს, აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვა­ნი მაიკ პომ­პეო ჩა­დის და ეჭვი არა­ვის უნდა შე­ე­პა­როს იმა­ში, რომ მისი შეხ­ვედ­რის დროს სა­ქარ­თვე­ლოს ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას­თან სამ­ხედ­რო ბლო­კის გა­ფარ­თო­ე­ბის სა­კი­თხიც იქ­ნე­ბა გან­ხი­ლუ­ლი. ამი­ერ­კავ­კა­სი­ა­ში ნა­ტოს ბა­ზე­ბის გა­ჩე­ნას კი რუ­სე­თი თა­ვი­სი ყოფ­ნის გაძ­ლი­ე­რე­ბით უპა­სუ­ხებს. ამ­ჯა­მად აფხა­ზეთ­ში რუ­სე­თის მე-7 სამ­ხედ­რო ბა­ზაა დის­ლო­ცი­რე­ბუ­ლი (გუ­და­უ­თა­ში)".

ექ­სპერ­ტის თქმით, რუ­სეთს, აუ­ცი­ლებ­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, შე­უძ­ლია აფხა­ზეთ­ში თა­ვი­სი დაჯ­გუ­ფე­ბა სწრა­ფად გა­აძ­ლი­ე­როს. მოქ­მე­დებს სოჭი-სო­ხუ­მის რკი­ნიგ­ზა, რომ­ლის მეშ­ვე­ო­ბი­თაც მძი­მე სამ­ხედ­რო ტექ­ნი­კის გა­დას­რო­ლა ოპე­რა­ტი­უ­ლად გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა. "თუმ­ცა მთა­ვა­რი ამო­ცა­ნა მა­ინც რუ­სეთ-აფხა­ზე­თის სამ­ხედ­რო ძა­ლე­ბის ოპე­რა­ტი­ულ ურ­თი­ერ­თშე­თავ­სე­ბა­ში მდგო­მა­რე­ობს, აუ­ცი­ლე­ბე­ლია რე­გუ­ლა­რუ­ლად ტარ­დე­ბო­დეს ერ­თობ­ლი­ვი სწავ­ლე­ბე­ბი, რათა აფხა­ზი კო­ლე­გე­ბი სამ­ხედ­რო ცოდ­ნას უკეთ და­ე­უფ­ლონ“, - ას­კვნის ექ­სპერ­ტი. წყა­რო

სი­მონ კი­ლა­ძე

მკითხველის კომენტარები / 42 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მაკა
131

საქართველოს ხელისუფლებას უნდა ესმოდეს, რომ "ნატო"-ს ბაზების განლაგება ჩვენს ტერიტორიაზე ნიშნავს, რომ აფხაზეთსა და სამაჩაბლოს სამუდამოდ უნდა დავემშვიდობოთ! ამიტომ პომპეოს ვიზიტისას მაქსიმალურად უნდა დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ინტერესები და არა ამერიკის და "ნატოსი"! ქვეყნის ტერიტორიების დაბრუნებისა და გაერთიანების გარეშე არავითარი უცხო ქვეყნის ბაზების განლაგებაზე არ უნდა დავთანხმდეთ, თორემ პასუხისმგებლობა ამ გადაწყვეტილებაზე ხელისუფლებას ეკისრება და ქვეყნის დანაწევრება და დაყოფა არავის ეპატიება!

კახა
24

რომელი ტერიტორიები ქალბატონო რომელიც უკვე დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარა და ელოდებიან როდის შეუერთდებიან რიგით სუბიექტებად? დაგიბრუნებს დაელოდე

ავტორი:

"საქართველოში მაიკ პომპეო ჩადის. ეჭვი არავის უნდა შეეპაროს, რომ მისი ვიზიტისას ნატოს გაფართოების საკითხიც იქნება განხილული" -  რას წერს რუსული გამოცემა პუტინ-ბჟანიას შეხვედრაზე

"საქართველოში მაიკ პომპეო ჩადის. ეჭვი არავის უნდა შეეპაროს, რომ მისი ვიზიტისას ნატოს გაფართოების საკითხიც იქნება განხილული" -  რას წერს რუსული გამოცემა პუტინ-ბჟანიას შეხვედრაზე

რუსულმა გაზეთმა "იზვესტიამ“ («Известия») გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის, ასლან ბჟანიასა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრის ფონზე (12 ნოემბერს, სოჭში) რუსულ-აფხაზური ურთიერთობის საკითხებია განხილული. პუბლიკაციის სათაურია: "მაშველი რგოლი: რატომაა მნიშვნელოვანი მოსკოვისა და სოხუმის ურთიერთობა" (ავტორი - დიმიტრი ლარუ).

შეხვედრაზე, როგორც ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი, "პუტინმა და ბჟანიამ განიხილეს ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურულ-ჰუმანიტარული ურთიერთობის პერსპექტივები, 2014 წლის 25 ნოემბერს გაფორმებული "მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ“ შეთანხმების რეალიზაციისა და საგარეო პოლიტიკური კოორდინაციისა და რეგიონალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხები“.

"კორონავირსუსი ეპოქაში რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ცოტა ვინმეს თუ ხვდება, მასთან ვიზიტები მაქსიმალურად შეზღუდულია. და ამ ფონზე ვლადიმირ პუტინს ხვდება ასლან ბჟანია, რომელიც აფხაზეთის პრეზიდენტად აპრილში აირჩიეს. მოკლედ, ეს ფაქტი შეიძლება სენსაციადაც ჩაითვალოს.

მოსკოვს კორონავირუსთან დაკავშირებით მაინცდამაინც იოლი დღეები არ უდგას. რთული ვითარებაა აფხაზეთშიც. როგორც ვლადიმირ პუტინმა აღნიშნა, გუდაუთის საავადმყოფოში რუსი ექიმები მუშაობენ, რომლებმაც რესპუბლიკაში 4,8 ათასი ინფიცირებული გამოავლინეს და მათ მკურნალობენ. თავის მხრივ, ასლან ბჟანიამ განაცხადა, რომ აფხაზეთს განზრახული აქვს სრულად შეასრულოს თავისი ვალდებულებები რუსეთთან მიმართებაში. მან ვლადიმირ პუტინი აფხაზეთში მიიწვია.

რუსეთი აფხაზეთისთვის მთავარ პარტნიორად რჩება: მისი ეკონომიკის 70% რუსეთთანაა დაკავშირებული - ეს ვლადიმირ პუტინის სიტყვებია. მისივე თქმით, აფხაზეთში ტურიზმის განვითარება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია. რუსეთიდან აფხაზეთში შედის საკვები პროდუქტები, მინერალური მასალები, ნავთობპროდუქტები, ფარმაცევტული და ქიმიური პროდუქცია, მანქანები და სხვადასხვა მოწყობილობები, ხოლო აფხაზეთიდან რუსეთში - ხილ-ბოსტნეული, ღვინის პროდუქცია", - ვკითხულობთ სტატიაში.

ვლადიმირ პუტინისა და ასლან ბჟანიას შეხვედრას კომენტარს უკეთებს რუსი ექსპერტი აჯარ ქურთოვი:

"შავიზღვისპირა აფხაზეთი, რომელსაც საკუთარი ტურისტული ინფრასტრუქტურის გასავითარებლად ფინანსური საშუალებები არ აქვს, რუსი ინვესტორისათვის საინტერესო ქვეყანას წარმოადგენს. ეკონომიკური თანამშრომლობისათვის შესაძლებლობები საკმაოდ დიდია. ტურისტული ბიზნესი მხოლოდ სასტუმროები და პლაჟები არ არის, ეს სატრანსპორტო და აგრარული ინფრასტრუქტურის განვითარებასაც ნიშნავს“, - აღნიშნავს ექსპერტი.

რაც შეეხება აფხაზეთის გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას, დღეისათვის სოხუმი აქტიურ საერთაშორისო მოთამაშეს არ წარმოადგენს, გასაგები მიზეზების გამო, თუმცა მას მჭიდრო სამხედრო კავშირები აქვს რუსეთთან.

"ბუნებრივია, მოსკოვთან სამოკავშირეო ურთიერთობა, საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური ტურბულენტობის ფონზე, აფხაზეთისთვის ძალზე მნიშვნელოვანია“, - ამბობს დსთ-ის ინსტიტუტის თანამშრომელი, პოლიტოლოგი ვლადიმირ ევსეევი, - აფხაზეთს რუსეთისათვის რაიმე დიდი დახმარების გაწევა არ შეუძლია, მაგრამ მის ტერიტორიას დიდი გეოპოლიტიკური მნიშვნელობა აქვს, საქართველოს ნატოში სწრაფვასთან გათვალისწინებით. თუ საქართველო ნატოში გაწევრიანდება, მაშინ სამომავლოდ მის ტერიტორიაზე მძლავრი სამხედრო ინფრასტრუქტურა გაჩნდება. სხვათა შორის, საქართველოში 17 ნოემბერს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ჩადის და ეჭვი არავის უნდა შეეპაროს იმაში, რომ მისი შეხვედრის დროს საქართველოს ხელმძღვანელობასთან სამხედრო ბლოკის გაფართოების საკითხიც იქნება განხილული. ამიერკავკასიაში ნატოს ბაზების გაჩენას კი რუსეთი თავისი ყოფნის გაძლიერებით უპასუხებს. ამჯამად აფხაზეთში რუსეთის მე-7 სამხედრო ბაზაა დისლოცირებული (გუდაუთაში)".

ექსპერტის თქმით, რუსეთს, აუცილებლობის შემთხვევაში, შეუძლია აფხაზეთში თავისი დაჯგუფება სწრაფად გააძლიეროს. მოქმედებს სოჭი-სოხუმის რკინიგზა, რომლის მეშვეობითაც მძიმე სამხედრო ტექნიკის გადასროლა ოპერატიულად განხორციელდება. "თუმცა მთავარი ამოცანა მაინც რუსეთ-აფხაზეთის სამხედრო ძალების ოპერატიულ ურთიერთშეთავსებაში მდგომარეობს, აუცილებელია რეგულარულად ტარდებოდეს ერთობლივი სწავლებები, რათა აფხაზი კოლეგები სამხედრო ცოდნას უკეთ დაეუფლონ“, - ასკვნის ექსპერტი. წყარო

სიმონ კილაძე

"შეხვედრა ქართულ რესტორანში შედგა" - აფხაზეთის "პრეზიდენტის" გასაიდუმლოებული ვიზიტი რუსეთში ავტორიტეტულ ქართველ ბიზნესმენებთან და გამოხმაურებები სოხუმიდან

"აქამდე მეგონა, მხოლოდ აფხაზეთში ვაბოლებდით ვიღაცეებს" - ოჩამჩირელი ქალის თაღლითური სქემა და ბინის გარეშე დარჩენილი რუსი მილიარდერი

"სანქციები საკმარისი არ არის, რუსეთთან "წითელი ხაზები“ უნდა გავავლოთ" - ემანუელ მაკრონი