კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულებს ბრალდება წარედგინათ
ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულებს ბრალდება წარედგინათ

პრო­კუ­რა­ტუ­რამ თ.გ.-ს მი­მართ ჯგუ­ფუ­რად გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი იძუ­ლე­ბის, მუ­ქა­რი­სა და ქრთა­მის მი­ცე­მის ფაქ­ტზე, ასე­ვე, საბ­რძო­ლო მა­სა­ლის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო შე­ძე­ნი­სა და შე­ნახ­ვის ფაქ­ტზე და­კა­ვე­ბუ­ლებს - ა.ხ.-ს და ა.კ.-ს ბრალ­დე­ბა წა­რუდ­გი­ნა. ამის შე­სა­ხებ პრო­კუ­რა­ტუ­რა გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს.

მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ 2020 წლის 6 ნო­ემ­ბერს, ქ.თბი­ლის­ში, ა.ხ. და ა.კ. შეხ­ვდნენ ქ.თბი­ლი­სის ის­ნის N5 სა­ოლ­ქო-სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რე თ.გ.-ს და პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტია „ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ სა­ხე­ლით, ქრთა­მის სა­ხით 50 000 აშშ დო­ლა­რის გა­დახ­დის სა­ნაც­ვლოდ, მე­დი­ის თან­დას­წრე­ბით გან­ცხა­დე­ბის გა­კე­თე­ბა შეს­თა­ვა­ზეს, თით­ქოს­და არ­ჩევ­ნე­ბი გა­ყალბ­და, რის შემ­დე­გაც მას დე­მონ­სტრა­ცი­უ­ლად უნდა და­ე­ტო­ვე­ბი­ნა თა­ნამ­დე­ბო­ბა.

"ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი ის­ნის კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რეს უა­რის მი­ღე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შეც­ვლის შემ­დეგ და­პა­ტიმ­რე­ბით და მისი და ოჯა­ხის წევ­რე­ბის ფი­ზი­კუ­რი ან­გა­რიშს­წო­რე­ბით და­ე­მუქრნენ. ასე­ვე, ა.კ.-მ მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ შე­ი­ძი­ნა და 2020 წლის 7 ნო­ემ­ბრის ჩათ­ვლით სა­კუ­თარ სა­ცხოვ­რე­ბელ ბი­ნა­ში ინა­ხავ­და საბ­რძო­ლო მა­სა­ლას, რო­მე­ლიც მისი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ბი­ნის ჩხრე­კის შე­დე­გად იქნა ამო­ღე­ბუ­ლი.

პრო­კუ­რა­ტუ­რამ ა.კ.-ს ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 339-ე მუხ­ლის 1 ნა­წი­ლით, 150-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის „ბ“ ქვე­პუნ­ქტით, 151-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის „ა“ ქვე­პუნ­ქტით და 236-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლით, ხოლო ა.ხ.-ს სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 339-ე მუხ­ლის 1 ნა­წი­ლით, 150-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის „ბ“ ქვე­პუნ­ქტით, 151-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის „ა“ ქვე­პუნ­ქტით 2020 წლის 9 ნო­ემ­ბერს წა­რუდ­გი­ნა.

პრო­კუ­რა­ტუ­რამ ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის­თვის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით, პა­ტიმ­რო­ბის შე­ფარ­დე­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბით თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს უკვე მი­მარ­თა. ასე­ვე, გა­მო­ძი­ე­ბით დგინ­დე­ბა, რომ ბრალ­დე­ბუ­ლებ­მა ანა­ლო­გი­უ­რი შე­თა­ვა­ზე­ბით და მუ­ქა­რით სა­ოლ­ქო სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის სხვა წევ­რებ­საც მი­მარ­თეს. სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

sponsored by ContentRoom
ავტორი:

ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულებს ბრალდება წარედგინათ

ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულებს ბრალდება წარედგინათ

პროკურატურამ თ.გ.-ს მიმართ ჯგუფურად განხორციელებული იძულების, მუქარისა და ქრთამის მიცემის ფაქტზე, ასევე, საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენისა და შენახვის ფაქტზე დაკავებულებს - ა.ხ.-ს და ა.კ.-ს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ პროკურატურა განცხადებას ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 6 ნოემბერს, ქ.თბილისში, ა.ხ. და ა.კ. შეხვდნენ ქ.თბილისის ისნის N5 საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თ.გ.-ს და პოლიტიკური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სახელით, ქრთამის სახით 50 000 აშშ დოლარის გადახდის სანაცვლოდ, მედიის თანდასწრებით განცხადების გაკეთება შესთავაზეს, თითქოსდა არჩევნები გაყალბდა, რის შემდეგაც მას დემონსტრაციულად უნდა დაეტოვებინა თანამდებობა.

"ბრალდებულები ისნის კომისიის თავმჯდომარეს უარის მიღების შემთხვევაში, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დაპატიმრებით და მისი და ოჯახის წევრების ფიზიკური ანგარიშსწორებით დაემუქრნენ. ასევე, ა.კ.-მ მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და 2020 წლის 7 ნოემბრის ჩათვლით საკუთარ საცხოვრებელ ბინაში ინახავდა საბრძოლო მასალას, რომელიც მისი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად იქნა ამოღებული.

პროკურატურამ ა.კ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის 1 ნაწილით, 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით, ხოლო ა.ხ.-ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის 1 ნაწილით, 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით 2020 წლის 9 ნოემბერს წარუდგინა.

პროკურატურამ ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა. ასევე, გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულებმა ანალოგიური შეთავაზებით და მუქარით საოლქო საარჩევნო კომისიის სხვა წევრებსაც მიმართეს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“, - აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

"აქციის მონაწილეებმა ძალადობრივად ​მოარღვიეს ჯებირი და შეეცადნენ უკანონოდ შეჭრას" - ცესკოსთან განვითარებულ მოვლენებზე შსს ვიდეოკადრებს ავრცელებს

ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარის გარდაცვალების საქმეზე აკაკი კობალაძე და აკაკი ხუსკივაძე დააკავეს

ხელისუფლების დამხობის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს - რა განცხადებას ავრცელებს სუს-ი?