სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა, რომელმაც 90%-იანი ეფექტურობა აჩვენა - როგორ მოქმედებს და რამდენი დოზის გაკეთებაა საჭირო შედეგიანობისთვის
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა, რომელმაც 90%-იანი ეფექტურობა აჩვენა - როგორ მოქმედებს და რამდენი დოზის გაკეთებაა საჭირო შედეგიანობისთვის

კომ­პა­ნი­ე­ბის Pfizer-ისა და BioNTech-ის გან­ცხა­დე­ბით, მათ მიერ შექ­მნილ ვაქ­ცი­ნა­ზე მიმ­დი­ნა­რე კვლე­ვის წი­ნას­წარ­მა ანა­ლიზ­მა აჩ­ვე­ნა, რომ ვაქ­ცი­ნა კო­ვიდ-19-ით და­ინ­ფი­ცი­რე­ბის­გან ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის 90% -ზე მეტს იცავს, - ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას BBC-ი ავ­რცე­ლებს.

Pfizer-ისა და BioNTech-ის ვაქ­ცი­ნა ექ­სპე­რი­მენ­ტულ მიდ­გო­მა­ზეა და­ფუძ­ნე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც იმუ­ნუ­რი სის­ტე­მის მომ­ზა­დე­ბის მიზ­ნით, ვირუ­სის გე­ნე­ტი­კუ­რი კო­დის ნა­წი­ლის ინექ­ცი­ას გუ­ლის­ხმობს.

კომ­პა­ნი­ე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ ვაქ­ცი­ნა ექვს ქვე­ყა­ნა­ში 43 500 ადა­მი­ან­ზე გა­მოს­ცა­დეს და უსაფრ­თხო­ე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით პრობ­ლე­მე­ბი არ შექ­მნი­ლა.

ვაქ­ცი­ნა­ზე ჩა­ტა­რე­ბულ­მა კვლე­ვამ აჩ­ვე­ნა, რომ კო­ვიდ 19-სგან და­სა­ცა­ვად სა­ჭი­როა ორი დოზა, სამი კვი­რის ინ­ტერ­ვა­ლით. 90%-იანი დაც­ვა კი მე­ო­რე დო­ზის მი­ღე­ბი­დან 7 დღე­ში მი­იღ­წე­ვა. საც­დე­ლი კვლე­ვე­ბი აშშ – ში, გერ­მა­ნი­ა­ში, ბრა­ზი­ლი­ა­ში, არ­გენ­ტი­ნა­ში, სამ­ხრეთ აფ­რი­კა­სა და თურ­ქეთ­ში ჩა­ტარ­და.

Pfizer-ში აცხა­დე­ბენ, რომ მიმ­დი­ნა­რე წლის ბო­ლოს­თვის ვაქ­ცი­ნის 50 მი­ლი­ო­ნი დო­ზის მი­წო­დე­ბა, 2021 წლის ბო­ლოს­თვის კი ამ რა­ო­დე­ნო­ბის 1.3 მი­ლი­არ­დამ­დე გაზ­რდა იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი.

ამას­თან, არ­სე­ბობს ლო­ჯის­ტი­კას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბი, რად­გან ვაქ­ცი­ნის შე­ნახ­ვა ულტრა ცივ სა­ცავ­ში, - 80 C- ზე და­ბალ ტემ­პე­რა­ტუ­რა­ზე უნდა მოხ­დეს.

კომ­პა­ნი­ე­ბი გეგ­მა­ვენ, რომ თა­ვი­ან­თი ვაქ­ცი­ნის გა­მო­ყე­ნე­ბის­თვის სა­ჭი­რო სა­გან­გე­ბო ნე­ბარ­თვის მო­პო­ვე­ბის თხოვ­ნით შე­სა­ბა­მის ორ­გა­ნო­ებს უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში მი­მარ­თონ.

მკითხველის კომენტარები / 17 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ალექს
9

ჰოოო, ის რატომ არ დაწერეთ, რომ ჩვეულებრივ მაცივარში 4 გრადუს ცელსიუსზე 5 დღე ვარგისი რომაა ?!

ნათია9
6

რამდენ ხანში გახდება ეს ვაქცინა ჩვენთვის მისაწვდომი?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა, რომელმაც 90%-იანი ეფექტურობა აჩვენა - როგორ მოქმედებს და რამდენი დოზის გაკეთებაა საჭირო შედეგიანობისთვის

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა, რომელმაც 90%-იანი ეფექტურობა აჩვენა - როგორ მოქმედებს და რამდენი დოზის გაკეთებაა საჭირო შედეგიანობისთვის

კომპანიების Pfizer-ისა და BioNTech-ის განცხადებით, მათ მიერ შექმნილ ვაქცინაზე მიმდინარე კვლევის წინასწარმა ანალიზმა აჩვენა, რომ ვაქცინა კოვიდ-19-ით დაინფიცირებისგან ვაქცინირებული ადამიანების 90% -ზე მეტს იცავს, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

Pfizer-ისა და BioNTech-ის ვაქცინა ექსპერიმენტულ მიდგომაზეა დაფუძნებული, რომელიც იმუნური სისტემის მომზადების მიზნით, ვირუსის გენეტიკური კოდის ნაწილის ინექციას გულისხმობს.

კომპანიები აცხადებენ, რომ ვაქცინა ექვს ქვეყანაში 43 500 ადამიანზე გამოსცადეს და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით პრობლემები არ შექმნილა.

ვაქცინაზე ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ კოვიდ 19-სგან დასაცავად საჭიროა ორი დოზა, სამი კვირის ინტერვალით. 90%-იანი დაცვა კი მეორე დოზის მიღებიდან 7 დღეში მიიღწევა. საცდელი კვლევები აშშ – ში, გერმანიაში, ბრაზილიაში, არგენტინაში, სამხრეთ აფრიკასა და თურქეთში ჩატარდა.

Pfizer-ში აცხადებენ, რომ მიმდინარე წლის ბოლოსთვის ვაქცინის 50 მილიონი დოზის მიწოდება, 2021 წლის ბოლოსთვის კი ამ რაოდენობის 1.3 მილიარდამდე გაზრდა იქნება შესაძლებელი.

ამასთან, არსებობს ლოჯისტიკასთან დაკავშირებული გამოწვევები, რადგან ვაქცინის შენახვა ულტრა ცივ საცავში, - 80 C- ზე დაბალ ტემპერატურაზე უნდა მოხდეს.

კომპანიები გეგმავენ, რომ თავიანთი ვაქცინის გამოყენებისთვის საჭირო საგანგებო ნებართვის მოპოვების თხოვნით შესაბამის ორგანოებს უახლოეს მომავალში მიმართონ.

სომხეთის ოპოზიციის ულტიმატუმი ნიკოლ ფაშინიანს - "ვაძლევთ დროს გადადგომისთვის..."

ერევანში მასშტაბური საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, შეკრებილები სკანდირებენ: "ნიკოლ, მოღალატე!"

სასიყვარულო ურთიერთობა გარდაცვლილი ძმის ქვრივთან და ბავშვი, რომლის მამობასაც არ აღიარებდა - ჯო ბაიდენის ვაჟის სკანდალური ცხოვრების დეტალები