სამხედრო
საზოგადოება
სამართალი
სპორტი
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პირადი ოჯახური ტრაგედია, შვილთან დაკავშირებული სკანდალი და ვიზიტები საქართველოში - ვინ არის ამერიკის 46-ე პრეზიდენტი?
პირადი ოჯახური ტრაგედია, შვილთან დაკავშირებული სკანდალი და ვიზიტები საქართველოში - ვინ არის ამერიკის 46-ე პრეზიდენტი?

მთე­ლი მსოფ­ლი­ოს ყუ­რა­დღე­ბა მი­ი­პყრო აშშ-ის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­მა, სა­დაც ერ­თმა­ნეთს დო­ნალდ ტრამ­პი და ჯო ბა­ი­დე­ნი და­უ­პი­რის­პირ­დნენ. არ­ჩევ­ნე­ბი 3 ნო­ემ­ბერს გა­ი­მარ­თა, თუმ­ცა ზო­გი­ერთ შტატ­ში სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნე­ბი სხვა­დას­ხვა დროს და­ი­ხუ­რა. არ­ჩევ­ნე­ბის სა­ბო­ლოო შე­დე­გის დად­გე­ნას რამ­დე­ნი­მე დღე დას­ჭირ­და, რად­გან კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მი­ის გამო, წლე­ვან­დელ არ­ჩევ­ნებ­ზე ფოს­ტის სა­შუ­ა­ლე­ბით ხმა უპ­რე­ცე­დენ­ტოდ ბევ­რმა ადა­მი­ან­მა მის­ცა და სხვა­დას­ხვა შტატს ამ ხმე­ბის დათ­ვლის გან­სხვა­ვე­ბუ­ლი წესი აქვს.

უკვე ცნო­ბი­ლია სა­ბო­ლოო შე­დე­გე­ბი, აშშ-ის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში დე­მოკ­რა­ტე­ბის კან­დი­დატ­მა ჯო ბა­ი­დენ­მა გა­ი­მარ­ჯვა. ყო­ფილ­მა ვიცე-პრე­ზი­დენ­ტმა გა­დამ­წყვე­ტი მნიშ­ვნე­ლო­ბის მქო­ნე შტატ­ში, პენ­სილ­ვა­ნი­ა­ში ხმე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა და­აგ­რო­ვა. მან ამომ­რჩე­ველ­თა კო­ლე­გი­ის 293-ზე მეტი ხმა მი­ი­ღო, რაც გა­მარ­ჯვე­ბის­თვის საკ­მა­რი­სი აღ­მოჩ­ნდა.

ვინ არის ჯო­ზეფ რო­ბი­ნეტ ბა­ი­დე­ნი?

  • ახალ­გაზ­რდო­ბა

ჯო­ზეფ რო­ბი­ნეტ ბა­ი­დენ-უმ­ცრო­სი 1942 წლის 20 ნო­ემ­ბერს, პენ­სილ­ვა­ნი­ა­ში კა­თო­ლი­კე­თა ოჯახ­ში და­ი­ბა­და და 4 და-ძმას შო­რის ყვე­ლა­ზე უფ­რო­სი იყო. რო­გორც ამ­ბო­ბენ, დე­დით ის ირ­ლან­დი­უ­რი წარ­მო­შო­ბი­საა. მა­მის მხრი­დან, მისი დიდი ბა­ბუა კი ბრი­ტა­ნეთ­ში, სა­ს­ექ­სის საგ­რა­ფო­ში და­ი­ბა­და, შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში კი ემიგ­რან­ტად ჩა­ვი­და.

მო­მა­ვალ­მა პო­ლი­ტი­კოს­მა სკო­ლა უილ­მინგტონ­ში და­ას­რუ­ლა, დე­ლა­ვე­რის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში კი ის­ტო­რი­ი­სა და პო­ლი­ტო­ლო­გი­ის გან­ხრით, ბა­კა­ლავ­რის ხა­რის­ხი აიღო. ამის შემ­დეგ და­ას­რუ­ლა იუ­რი­დი­უ­ლი სას­წავ­ლე­ბე­ლიც.

რო­გორც თა­ვად ბა­ი­დე­ნი იხ­სე­ნებს, მას პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და მე­ტყვე­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ის სა­კუ­თა­რი მე­ტყვლე­ბის გა­მო­სას­წო­რებ­ლად სარ­კეს­თან მუ­შა­ობ­და და პო­ე­მებს კი­თხუ­ლობ­და. არ სვამს ალ­კოჰო­ლურ სას­მე­ლებს, ერთხელ გა­ნა­ცხა­და კი­დეც: "ჩემს ოჯახ­ში საკ­მაო რა­ო­დე­ნო­ბის ალ­კოჰო­ლი­კი იყო".

1972 წელი ბა­ი­დე­ნის ცხოვ­რე­ბა­ში დიდ ტრა­გი­კულ ამ­ბავს უკავ­შირ­დე­ბა. ავ­ტო­კა­ტას­ტრო­ფა­ში მან მე­უღ­ლე და შვი­ლი ნა­ო­მი და­კარ­გა. მო­მა­ვალ პო­ლი­ტი­კურ ფი­გუ­რას ორი ვაჟი ჰყავ­და აღ­საზ­რდე­ლი, ამი­ტომ ვა­ჟე­ბის აღ­ზრდა მის მთა­ვარ გა­მოწ­ვე­ვად იქცა.

  • ოჯა­ხი

ამე­რი­კის პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­და­ტი ორ­ჯერ და­ქორ­წინ­და, პირ­ველ ქორ­წი­ნე­ბა­ში, რო­მე­ლიც საკ­მა­ოდ ტრა­გი­კუ­ლად დას­რულ­და, მას სამი შვი­ლი ჰყავ­და, თუმ­ცა მე­უღ­ლეს­თან ნე­ლია ჰან­ტერ­თან ერ­თად გო­გო­ნა, ნა­ო­მი ავ­ტო­კა­ტას­ტრო­ფა­ში და­ი­ღუ­პა. ვა­ჟებს: ბიუს და რო­ბერტ ჰან­თერს მთე­ლი ამე­რი­კუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა იც­ნობს. ბიუ, იგი­ვე ჯო­ზეფ რო­ბი­ნეტ "ბიუ" ბა­ი­დენ III პო­ლი­ტი­კო­სი და დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პატ­რი­ის წევ­რი გახ­ლდათ, ასე­ვე იყო შტატ დე­ლა­ვე­რის გენპ­რო­კუ­რო­რი. ის 2015 წელს სიმ­სივ­ნით გარ­და­იც­ვა­ლა. ხოლო რო­ბერტ ჰან­თერ ბა­ი­დე­ნი ცნო­ბი­ლი ბიზ­ნეს­მე­ნია.

ბა­ი­დე­ნი პირ­ველ მე­უღ­ლეს­თან და შვი­ლებ­თან ერ­თად

2020 წლის საპ­რე­ზი­დენ­ტო კამ­პა­ნი­ი­სას სწო­რედ ჰან­თე­რის გამო მო­უ­წია თა­ვის მარ­თლე­ბა ბა­ი­დენს, ის ვა­ჟის გამო კო­რუფ­ცი­ა­შიც და­ა­და­ნა­შა­უ­ლეს. რო­გორც ცნო­ბი­ლია, რო­ბერტ ჰან­თე­რი ცნო­ბი­ლი უკ­რა­ი­ნუ­ლი ენერ­გო კომ­პა­ნი­ის "ბუ­რის­მას" ერთ-ერთი ხელ­მძღვა­ნე­ლი გახ­ლდათ. ამ­ბობ­დნენ, რომ ის იყო გა­რე­უ­ლი 3 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რის გა­თეთ­რე­ბა­ში.

წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ი­სას, დე­ბა­ტებ­ში ჰან­ტე­რის შე­სა­ხებ სა­კუ­თა­რი აზრი ღიად და­ა­ფიქ­სი­რა დო­ნალდ ტრამპმაც:

"ჰან­ტე­რი სამ­ხედ­რო ძა­ლე­ბი­დან გა­მო­აგ­დეს. ის გა­მო­აგ­დეს იმი­ტომ, რომ კო­კა­ინს მო­იხ­მარ­და და მას არ ჰქონ­და სამ­სა­ხუ­რი, სა­ნამ შენ ვიცე-პრე­ზი­დენ­ტი არ გახ­დი. შემ­დეგ მან ქო­ნე­ბა იშო­ვა უკ­რა­ი­ნა­ში, ჩი­ნეთ­ში, მოს­კოვ­ში და სხვა ად­გი­ლებ­ში", - უთხრა ტრამპმა ბა­ი­დენს.

"ჩემს შვილს, რო­გორც ბევრ სხვას, ნარ­კო­ტი­კე­ბის პრობ­ლე­მა ჰქონ­და. მან ის დაძ­ლია, გა­მო­ას­წო­რა, ამა­ზე იმუ­შა­ვა და მი­სით ვა­მა­ყობ", - უპა­სუ­ხა ბა­ი­დენ­მა ტრამპს.

პირ­ვე­ლი მე­უღ­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ, ბა­ი­დენ­მა ცო­ლად შე­ირ­თო ჯილ ტრე­ი­სი ჯე­ი­კობ­სი, რომ­ლის­გა­ნაც გო­გო­ნა, ეშლი ბა­ი­დე­ნი შე­ე­ძი­ნა. ეშლი სო­ცი­ა­ლუ­რი მუ­შა­კი, აქ­ტი­ვის­ტი, ფი­ლანტრო­პი და ამა­ვე დროს მო­დე­ლი­ე­რია. ის აქ­ტი­უ­რად არის ჩარ­თუ­ლი ქალ­თა უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვა­ში და ახ­ლაც, მა­მის საპ­რე­ზი­დენ­ტო კამ­პა­ნი­ი­სას აქ­ტი­უ­რად მარ­თავ­და შეხ­ვედ­რებს ქალ­ბა­ტო­ნებ­თან, მათ აც­ნობ­და იმ პროგ­რა­მებს, რო­მე­ლიც ბა­ი­დე­ნის გაპ­რე­ზი­დენ­ტე­ბის შემ­დეგ გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა.

  • პო­ლი­ტი­კუ­რი კა­რი­ე­რა

ჯო­ზეფ ბა­ი­დენ­მა პო­ლი­ტი­კურ წარ­მა­ტე­ბას საკ­მა­ოდ ად­რე­ულ ასაკ­ში მი­აღ­წია. ის 30 წლის იყო როცა სე­ნა­ტო­რი გახ­და. ეს კი მი­ნი­მა­ლუ­რი ასა­კია სე­ნა­ტო­რად არ­ჩე­ვი­სას. 1974 წელს ჟურ­ნალ­მა TIME, ის იმ პი­როვ­ნე­ბა­თა რი­ცხვში შე­იყ­ვა­ნა, რომ­ლე­ბიც შექ­მნი­ან ის­ტო­რი­ას.

1987-95 წლებ­ში, ბა­ი­დე­ნი სე­ნატ­ში სა­სა­მარ­თლო კო­მი­ტეტს ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და. 1988 წელს პო­ლი­ტი­კო­სის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა გა­უ­ა­რეს­და, მას თა­ვის ტვი­ნის ანევ­რიზ­მა აღ­მო­უ­ჩი­ნეს და სას­წრა­ფოდ გა­და­იყ­ვა­ნეს სა­ა­ვად­მყო­ფო­ში. ოპე­რა­ცი­ი­დან 7 თვის შემ­დეგ, ბა­ი­დენ­მა ისევ შეძ­ლო სე­ნატ­ში დაბ­რუ­ნე­ბა და საქ­მი­ა­ნო­ბის გაგ­რძე­ლე­ბა.

ბა­ი­დე­ნი საკ­მა­ოდ აქ­ტი­უ­რად იყო ჩარ­თუ­ლი ყა­რა­ბა­ღის კონ­ფლიქ­ტის სა­კი­თხებ­შიც, 1992 წლი­დან ის ამე­რი­კის მხა­რეს წარ­მო­ად­გენ­და და მხა­რი და­უ­ჭი­რა ან­ტი­ა­ზერ­ბა­ი­ჯა­ნულ ჩას­წო­რე­ბას. ფი­ნან­სუ­რი დახ­მა­რე­ბა კი რო­მე­ლიც სომ­ხეთ­მა ამე­რი­კის მხრი­დან მი­ი­ღო, ბა­ი­დე­ნის სა­შუ­ა­ლე­ბით მოხ­და. წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მამუკა
20

უპრეცენდენტოდ ბევრმა ადამიანმა გააგზავნა ფოსტით ბიულეტინი და უპრეცენდენტოდ უმრავლესობა ამ ბიულეტინებისა იყო ბაიდენის მომხრეების და უპრეცენდენტოდ მაინცდამაინც იმ შტატებში მისცეს ხმა ფოსტით სადაც ბაიდენი აგებდა, რა მიამიტები ხართ ვისაც მის გჯერათ

www
22

მთავრობას მიმვმართავ სცენებს რომ დგამენ ეს სატანას ოპოზიცია ანახებენ მსოფლიოს რომ რამდენი ხალხი გამოვიდა მიშას სცენარი ჩვენც გამოვალთ მოგვეცით იმის ნება რომ დავიცვათ ჩვენი ხმები იმდენი გამოვალთ ამ ნაცისტურ ოპოზიციას დავანახებთ როგორ ხახა მშრალი დარჩებიან 

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

პირადი ოჯახური ტრაგედია, შვილთან დაკავშირებული სკანდალი და ვიზიტები საქართველოში - ვინ არის ამერიკის 46-ე პრეზიდენტი?

პირადი ოჯახური ტრაგედია, შვილთან დაკავშირებული სკანდალი და ვიზიტები საქართველოში - ვინ არის ამერიკის 46-ე პრეზიდენტი?

მთელი მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებმა, სადაც ერთმანეთს დონალდ ტრამპი და ჯო ბაიდენი დაუპირისპირდნენ. არჩევნები 3 ნოემბერს გაიმართა, თუმცა ზოგიერთ შტატში საარჩევნო უბნები სხვადასხვა დროს დაიხურა. არჩევნების საბოლოო შედეგის დადგენას რამდენიმე დღე დასჭირდა, რადგან კორონავირუსის პანდემიის გამო, წლევანდელ არჩევნებზე ფოსტის საშუალებით ხმა უპრეცედენტოდ ბევრმა ადამიანმა მისცა და სხვადასხვა შტატს ამ ხმების დათვლის განსხვავებული წესი აქვს.

უკვე ცნობილია საბოლოო შედეგები, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატების კანდიდატმა ჯო ბაიდენმა გაიმარჯვა. ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე შტატში, პენსილვანიაში ხმების უმრავლესობა დააგროვა. მან ამომრჩეველთა კოლეგიის 293-ზე მეტი ხმა მიიღო, რაც გამარჯვებისთვის საკმარისი აღმოჩნდა.

ვინ არის ჯოზეფ რობინეტ ბაიდენი?

  • ახალგაზრდობა

ჯოზეფ რობინეტ ბაიდენ-უმცროსი 1942 წლის 20 ნოემბერს, პენსილვანიაში კათოლიკეთა ოჯახში დაიბადა და 4 და-ძმას შორის ყველაზე უფროსი იყო. როგორც ამბობენ, დედით ის ირლანდიური წარმოშობისაა. მამის მხრიდან, მისი დიდი ბაბუა კი ბრიტანეთში, სასექსის საგრაფოში დაიბადა, შეერთებულ შტატებში კი ემიგრანტად ჩავიდა.

მომავალმა პოლიტიკოსმა სკოლა უილმინგტონში დაასრულა, დელავერის უნივერსიტეტში კი ისტორიისა და პოლიტოლოგიის განხრით, ბაკალავრის ხარისხი აიღო. ამის შემდეგ დაასრულა იურიდიული სასწავლებელიც.

როგორც თავად ბაიდენი იხსენებს, მას პრობლემები ჰქონდა მეტყველებასთან დაკავშირებით. ის საკუთარი მეტყვლების გამოსასწორებლად სარკესთან მუშაობდა და პოემებს კითხულობდა. არ სვამს ალკოჰოლურ სასმელებს, ერთხელ განაცხადა კიდეც: "ჩემს ოჯახში საკმაო რაოდენობის ალკოჰოლიკი იყო".

1972 წელი ბაიდენის ცხოვრებაში დიდ ტრაგიკულ ამბავს უკავშირდება. ავტოკატასტროფაში მან მეუღლე და შვილი ნაომი დაკარგა. მომავალ პოლიტიკურ ფიგურას ორი ვაჟი ჰყავდა აღსაზრდელი, ამიტომ ვაჟების აღზრდა მის მთავარ გამოწვევად იქცა.

  • ოჯახი

ამერიკის პრეზიდენტობის კანდიდატი ორჯერ დაქორწინდა, პირველ ქორწინებაში, რომელიც საკმაოდ ტრაგიკულად დასრულდა, მას სამი შვილი ჰყავდა, თუმცა მეუღლესთან ნელია ჰანტერთან ერთად გოგონა, ნაომი ავტოკატასტროფაში დაიღუპა. ვაჟებს: ბიუს და რობერტ ჰანთერს მთელი ამერიკული საზოგადოება იცნობს. ბიუ, იგივე ჯოზეფ რობინეტ "ბიუ" ბაიდენ III პოლიტიკოსი და დემოკრატიული პატრიის წევრი გახლდათ, ასევე იყო შტატ დელავერის გენპროკურორი. ის 2015 წელს სიმსივნით გარდაიცვალა. ხოლო რობერტ ჰანთერ ბაიდენი ცნობილი ბიზნესმენია.

ბაიდენი პირველ მეუღლესთან და შვილებთან ერთად

2020 წლის საპრეზიდენტო კამპანიისას სწორედ ჰანთერის გამო მოუწია თავის მართლება ბაიდენს, ის ვაჟის გამო კორუფციაშიც დაადანაშაულეს. როგორც ცნობილია, რობერტ ჰანთერი ცნობილი უკრაინული ენერგო კომპანიის "ბურისმას" ერთ-ერთი ხელმძღვანელი გახლდათ. ამბობდნენ, რომ ის იყო გარეული 3 მილიონი დოლარის გათეთრებაში.

წინასაარჩევნო კამპანიისას, დებატებში ჰანტერის შესახებ საკუთარი აზრი ღიად დააფიქსირა დონალდ ტრამპმაც:

"ჰანტერი სამხედრო ძალებიდან გამოაგდეს. ის გამოაგდეს იმიტომ, რომ კოკაინს მოიხმარდა და მას არ ჰქონდა სამსახური, სანამ შენ ვიცე-პრეზიდენტი არ გახდი. შემდეგ მან ქონება იშოვა უკრაინაში, ჩინეთში, მოსკოვში და სხვა ადგილებში", - უთხრა ტრამპმა ბაიდენს.

"ჩემს შვილს, როგორც ბევრ სხვას, ნარკოტიკების პრობლემა ჰქონდა. მან ის დაძლია, გამოასწორა, ამაზე იმუშავა და მისით ვამაყობ", - უპასუხა ბაიდენმა ტრამპს.

პირველი მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, ბაიდენმა ცოლად შეირთო ჯილ ტრეისი ჯეიკობსი, რომლისგანაც გოგონა, ეშლი ბაიდენი შეეძინა. ეშლი სოციალური მუშაკი, აქტივისტი, ფილანტროპი და ამავე დროს მოდელიერია. ის აქტიურად არის ჩართული ქალთა უფლებების დაცვაში და ახლაც, მამის საპრეზიდენტო კამპანიისას აქტიურად მართავდა შეხვედრებს ქალბატონებთან, მათ აცნობდა იმ პროგრამებს, რომელიც ბაიდენის გაპრეზიდენტების შემდეგ განხორციელდება.

  • პოლიტიკური კარიერა

ჯოზეფ ბაიდენმა პოლიტიკურ წარმატებას საკმაოდ ადრეულ ასაკში მიაღწია. ის 30 წლის იყო როცა სენატორი გახდა. ეს კი მინიმალური ასაკია სენატორად არჩევისას. 1974 წელს ჟურნალმა TIME, ის იმ პიროვნებათა რიცხვში შეიყვანა, რომლებიც შექმნიან ისტორიას.

1987-95 წლებში, ბაიდენი სენატში სასამართლო კომიტეტს ხელმძღვანელობდა. 1988 წელს პოლიტიკოსის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, მას თავის ტვინის ანევრიზმა აღმოუჩინეს და სასწრაფოდ გადაიყვანეს საავადმყოფოში. ოპერაციიდან 7 თვის შემდეგ, ბაიდენმა ისევ შეძლო სენატში დაბრუნება და საქმიანობის გაგრძელება.

ბაიდენი საკმაოდ აქტიურად იყო ჩართული ყარაბაღის კონფლიქტის საკითხებშიც, 1992 წლიდან ის ამერიკის მხარეს წარმოადგენდა და მხარი დაუჭირა ანტიაზერბაიჯანულ ჩასწორებას. ფინანსური დახმარება კი რომელიც სომხეთმა ამერიკის მხრიდან მიიღო, ბაიდენის საშუალებით მოხდა. წაიკითხეთ სრულად

"რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერების ხელმოწერილ განცხადებაში თურქი სამშვიდობოების ყარაბაღში განლაგებაზე საუბარი არ არის" - დმიტრი პესკოვი

ნიკოლ ფაშინიანის ინფორმაციით, დემონსტრანტებმა მისი რეზიდენცია გაძარცვეს - "მოიპარეს საათი, სუნამო, მართვის მოწმობა..."

მსოფლიოს ქვეყნების ლიდერები, რომლებსაც ჯო ბაიდენისთვის აშშ-ის პრეზიდენტობა ჯერ არ მიულოციათ - ვინ და რატომ აჭიანურებს მილოცვას