საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აშშ-ის ახლად არჩეულ პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და ახლად არჩეულ ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს. ამის შესახებ გიორგი გახარია სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ოფიციალურ გვერდზე წერს.
„ქართველი ხალხის სახელით გამარჯვებას ვულოცავ ამერიკის შეერთებული შტატების ახლად არჩეულ პრეზიდენტს და საქართველოს დიდი ხნის მეგობარ ჯო ბაიდენსა და ახლად არჩეულ ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს. მოუთმენლად ველით აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომ გაძლიერებას“, - აცხადებს გიორგი გახარია.
ჯო ბაიდებს და კამალა ჰარისს გამარჯვებას ულოცავს ასევე საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.
„საქართველოს, კავკასიასა და მსოფლიოს სჭირდება თავისუფალი, ძლიერი და დემოკრატიული ამერიკა. მოუთმენლად ველი თქვენთან მუშაობას, რათა ჩვენი ორი ქვეყნის თანამშრომლობა და კავშირები კიდევ უფრო გავამყაროთ და გავაღრმაოთ“, - წერს სალომე ზურაბიშვილი.
პრეზიდენტი ასევე ულოცავს კამალა ჰარისს და წარმატებებებს უსურვებს.
2009 წლიდან ბატონი ბაიდენი გახდა ამერიკის ბიცე პრეზიდენტი 2012 წელს მეორედ აირჩიეს ამ პოსტზე მან დიდი როლი შეასრულა 2012 წელს საქართველოში ხელისუფლების მშვიდობიან გადაბარებაში ივანიშვილის მთავრობას მან შეუწყო ხელი მშვიდობიანად აეღო ხელში მმართველობა ასე რომ მან კარგად იცის საქართველო და მგონი ოცნებას გაუმართლა კიდეც
ბაიდენმა რაღაცები იცის, მაგრამ შენ რომ სასვენი ნიშანი რა არის რომ არ იცი და "სიბრძნეს" აფრქვევ?