კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დარწმუნებული ვარ, ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის შესახებ ცნობები მართალია, მაგრამ იმედგაცრუების გამოხატვა პარლამენტში სჯობს და არა მის გარეთ" - "ევროპის სახალხო პარტიის" სპიკერი
"დარწმუნებული ვარ, ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის შესახებ ცნობები მართალია, მაგრამ იმედგაცრუების გამოხატვა პარლამენტში სჯობს და არა მის გარეთ" - "ევროპის სახალხო პარტიის" სპიკერი

ზო­გა­დად, ეუ­თოს მი­სი­ის დას­კვნას ვე­თან­ხმე­ბი. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ მათ დას­კვნა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლი ცნო­ბე­ბი ამომ­რჩევ­ლის „სა­ვა­რა­უ­დო“ მოს­ყიდ­ვი­სა და მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის მხრი­დან ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი რე­სურ­სე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის შე­სა­ხებ, მარ­თა­ლია, - ამის შე­სა­ხებ "ევ­რო­პის სა­ხალ­ხო პარ­ტი­ის" სპი­კერ­მა სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის სა­კი­თხებ­ში, მა­იკლ გა­ლერ­მა „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ გა­ნუ­ცხა­და.

ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რის თქმით, არ­ჩევ­ნე­ბის დღეს მსგავს პრობ­ლე­მებს წინა ჯერ­ზე თა­ვა­დაც გა­და­ა­წყდა.

„მახ­სოვს, წინა ჯერ­ზე, თუ რო­გორ და­სე­ირ­ნობ­და ეს მო­მა­ბეზ­რე­ბე­ლი ხალ­ხი SUV-ის ტი­პის ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბით სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნე­ბის გარ­შე­მო. მე მათი ფო­ტო­ე­ბი არ­ჩევ­ნე­ბის სა­ღა­მოს იმ­დრო­ინ­დელ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრსაც ვაჩ­ვე­ნე“, - დას­ძი­ნა გა­ლერ­მა.

„ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის“ კი­თხვა­ზე, თუ რო­გორ აფა­სებს ოპო­ზი­ცი­ის მხრი­დან პარ­ლა­მენ­ტის ბო­ი­კოტს, გა­ლე­რი პა­სუ­ხობს, რომ იმედ­გაც­რუ­ე­ბის გა­მო­ხატ­ვა პარ­ლა­მენ­ტში სჯობს და არა მის გა­რეთ.

„ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც არ­ჩე­უ­ლი კან­დი­და­ტე­ბის მხრი­დან პარ­ლა­მენ­ტის ბო­ი­კო­ტი ხდე­ბა, ან უფრო მე­ტიც, მთლი­ა­ნი არ­ჩევ­ნე­ბის ბო­ი­კოტს აქვს ად­გი­ლი - ჩვენ ყო­ველ­თვის ვამ­ჯო­ბი­ნებ­დით, რომ კრი­ტი­კა და იმედ­გაც­რუ­ე­ბა პარ­ლა­მენ­ტის შიგ­ნით და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი­ყო და არა მის გა­რეთ. რო­გო­რი არა­სა­მარ­თლი­ა­ნიც არ უნდა ჩან­დეს სა­არ­ჩევ­ნო გა­რე­მო, უმ­ჯო­ბე­სია, რომ ამის გან­ხილ­ვა პარ­ლა­მენ­ტის შიგ­ნით მოხ­დეს“, - გა­ნა­ცხა­და გა­ლერ­მა.

ამას გარ­და, ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტარ­მა იმე­დი გა­მოთ­ქვა, რომ თუ ამის სა­ჭი­რო­ე­ბა იქ­ნე­ბა, თბი­ლის­ში ევ­რო­კავ­ში­რის დე­ლე­გა­ცია რთულ მო­მენ­ტებ­ში ქვე­ყა­ნა­ში აქ­ტი­უ­რი რო­ლის შეს­რუ­ლე­ბას კვლავ გა­აგ­რძე­ლებს.

„ჩვენს დე­ლე­გა­ცი­ას ად­გილ­ზე ძა­ლი­ან პო­ზი­ტი­უ­რი და აქ­ტი­უ­რი როლი ჰქონ­და მნიშ­ვნე­ლო­ვან მო­მენ­ტებ­ში და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ თუ ამის სა­ჭი­რო­ე­ბა და სურ­ვი­ლი იქ­ნე­ბა, ჩვენ ამ როლს კვლავ მო­ვირ­გებთ. იგი­ვე შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას ევ­რო­პარ­ლა­მენტზეც, რო­მელ­საც ინ­ტენ­სი­უ­რი კონ­ტაქ­ტე­ბი აქვს მთელს პარ­ტი­ულ სპექტრში. ვი­მე­დოვ­ნებთ, რომ ჩვე­ნი კო­ლე­გე­ბის ხილ­ვას პი­რის­პირ პან­დე­მი­ის დას­რუ­ლე­ბის შემ­დგომ და­უ­ყოვ­ნებ­ლივ შევ­ძლებთ“, - გა­ნა­ცხა­და გა­ლერ­მა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ერმონია
13

ესეც მე ვარ? თქვენი მამა მარჩენალ სახალხო პარტიას მაინც დაუჯერეთ...

ავტორი:

"დარწმუნებული ვარ, ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის შესახებ ცნობები მართალია, მაგრამ იმედგაცრუების გამოხატვა პარლამენტში სჯობს და არა მის გარეთ" - "ევროპის სახალხო პარტიის" სპიკერი

"დარწმუნებული ვარ, ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის შესახებ ცნობები მართალია, მაგრამ იმედგაცრუების გამოხატვა პარლამენტში სჯობს და არა მის გარეთ" - "ევროპის სახალხო პარტიის" სპიკერი

ზოგადად, ეუთოს მისიის დასკვნას ვეთანხმები. დარწმუნებული ვარ, რომ მათ დასკვნაში აღნიშნული ცნობები ამომრჩევლის „სავარაუდო“ მოსყიდვისა და მმართველი პარტიის მხრიდან ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების შესახებ, მართალია, - ამის შესახებ "ევროპის სახალხო პარტიის" სპიკერმა საგარეო ურთიერთობების საკითხებში, მაიკლ გალერმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

ევროპარლამენტარის თქმით, არჩევნების დღეს მსგავს პრობლემებს წინა ჯერზე თავადაც გადააწყდა.

„მახსოვს, წინა ჯერზე, თუ როგორ დასეირნობდა ეს მომაბეზრებელი ხალხი SUV-ის ტიპის ავტომობილებით საარჩევნო უბნების გარშემო. მე მათი ფოტოები არჩევნების საღამოს იმდროინდელ პრემიერ-მინისტრსაც ვაჩვენე“, - დასძინა გალერმა.

„ინტერპრესნიუსის“ კითხვაზე, თუ როგორ აფასებს ოპოზიციის მხრიდან პარლამენტის ბოიკოტს, გალერი პასუხობს, რომ იმედგაცრუების გამოხატვა პარლამენტში სჯობს და არა მის გარეთ.

„ყველა ქვეყანაში, სადაც არჩეული კანდიდატების მხრიდან პარლამენტის ბოიკოტი ხდება, ან უფრო მეტიც, მთლიანი არჩევნების ბოიკოტს აქვს ადგილი - ჩვენ ყოველთვის ვამჯობინებდით, რომ კრიტიკა და იმედგაცრუება პარლამენტის შიგნით დაფიქსირებულიყო და არა მის გარეთ. როგორი არასამართლიანიც არ უნდა ჩანდეს საარჩევნო გარემო, უმჯობესია, რომ ამის განხილვა პარლამენტის შიგნით მოხდეს“, - განაცხადა გალერმა.

ამას გარდა, ევროპარლამენტარმა იმედი გამოთქვა, რომ თუ ამის საჭიროება იქნება, თბილისში ევროკავშირის დელეგაცია რთულ მომენტებში ქვეყანაში აქტიური როლის შესრულებას კვლავ გააგრძელებს.

„ჩვენს დელეგაციას ადგილზე ძალიან პოზიტიური და აქტიური როლი ჰქონდა მნიშვნელოვან მომენტებში და დარწმუნებული ვარ, რომ თუ ამის საჭიროება და სურვილი იქნება, ჩვენ ამ როლს კვლავ მოვირგებთ. იგივე შეიძლება ითქვას ევროპარლამენტზეც, რომელსაც ინტენსიური კონტაქტები აქვს მთელს პარტიულ სპექტრში. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი კოლეგების ხილვას პირისპირ პანდემიის დასრულების შემდგომ დაუყოვნებლივ შევძლებთ“, - განაცხადა გალერმა.

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

"საარჩევნო ცვლილებები შეუძლია მიიღოს "ოცნების" 90-მა დეპუტატმა, არცერთი ელისაშვილი და ღობეგლეჯიაშვილი დამატებით არ სჭირდება" - ლაგაზიძე

LIVE - ეთერშია გადაცემა "რეზიუმე"