სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"იძულებულები ვიქნებით გარკვეული ღონისძებები მივიღოთ" - პრემიერის თქმით, მიმდინარე აქციები ვირუსის გავრცელების მექანიზმია
"იძულებულები ვიქნებით გარკვეული ღონისძებები მივიღოთ" - პრემიერის თქმით, მიმდინარე აქციები ვირუსის გავრცელების მექანიზმია

ჩვენ იძუ­ლე­ბუ­ლე­ბი ვიქ­ნე­ბით გარ­კვე­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი მი­ვი­ღოთ, თუმ­ცა არა გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბის შე­ზღუდ­ვის ნა­წილ­ში, არა­მედ ჩვენ გა­ვაგ­რძე­ლებთ წერ­ტი­ლო­ვან შე­ზღუდ­ვებს იმის­თვის, რომ შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად მო­ბი­ლო­ბა და­ვაგ­დოთ, - ამის შე­სა­ხებ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ე­ბი ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის მე­ქა­ნიზ­მია.

"სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო გუნ­დი გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბას არას­დროს არ შე­ზღუ­დავს, ჩვენ ეს არ გვჭირ­დე­ბა, თუმ­ცა, ფაქ­ტია, რომ მსგავ­სი აქ­ცი­ე­ბი არა რის­კის შემ­ცვე­ლი, არა­მედ ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის მე­ქა­ნიზ­მია - ეს ფაქ­ტია, ეს არ არის ჩვე­ნი გა­მო­გო­ნე­ბა ან ჩვე­ნი შე­ფა­სე­ბა. ეს არის ეპი­დე­მი­ო­ლო­გე­ბის შე­ფა­სე­ბა და ჩვენ ყო­ველ­დღი­უ­რად ვხე­დავთ, რო­გორ ითარ­გმნე­ბა ეს ყვე­ლა­ფე­რი ინ­ფი­ცი­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის ზრდა­ში. რა თქმა უნდა, აქ პირ­და­პი­რი კავ­ში­რია და ჩვენ იძუ­ლე­ბუ­ლე­ბი ვიქ­ნე­ბით გარ­კვე­უ­ლი ღო­ნის­ძე­ბე­ბი მი­ვი­ღოთ, თუმ­ცა არა გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბის შე­ზღუდ­ვის ნა­წილ­ში, არა­მედ ჩვენ გა­ვაგ­რძე­ლებთ წერ­ტი­ლო­ვან შე­ზღუდ­ვებს იმის­თვის, რომ შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად მო­ბი­ლო­ბა და­ვაგ­დოთ. ჩვენ უნდა გვეს­მო­დეს, რომ დღეს ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა მოქ­მე­დებს რამ­დე­ნი­მე გა­მოწ­ვე­ვის პი­რო­ბებ­ში, ეს არის პან­დე­მია - კო­ვი­დის გავ­რცე­ლე­ბა გლო­ბა­ლუ­რად და ჩვენ­თან ქვე­ყა­ნა­შიც, ეს არის ეკო­ნო­მი­კუ­რი კრი­ზი­სი, ეს არის პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სი და ჩვენ არ­ცერთ მი­მარ­თუ­ლე­ბა­ზე არ გვაქვს დათ­მო­ბის არა­ნა­ი­რი რე­სურ­სი და შე­საძ­ლებ­ლო­ბა და ჩვენ ამას არ ვა­პი­რებთ“, - გა­ნა­ცხა­და გა­ხა­რი­ამ.

მი­სი­ვე თქმით, ყვე­ლას შე­უძ­ლია აღას­რუ­ლოს თა­ვი­სი გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბის უფ­ლე­ბა ისე, რომ და­იც­ვას წე­სე­ბი.

"ჩვენ ძა­ლი­ან კარ­გად გვეს­მის, რას ნიშ­ნავს ქვეყ­ნის დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის­თვის გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბა და ის პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სი, რო­მე­ლიც ქუ­ჩა­ში მი­დის, თუმ­ცა ეს ვერ იქ­ნე­ბა და ეს არ იქ­ნე­ბა ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბის ხარ­ჯზე, ეს ვერ იქ­ნე­ბა და არ იქ­ნე­ბა ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კის დან­გრე­ვის ხარ­ჯზე. მე არ ვამ­ბობ ყვე­ლა­ზე, სამ­წუ­ხა­როდ, ზოგ შემ­თვე­ვა­ში, ზო­გი­ერ­თი დესტრუქ­ცი­უ­ლი პო­ლი­ტი­კო­სის თავ­ში უკვე აქ­ცია, რო­გორც ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბა და ეკო­ნო­მი­კურ კრი­ზის­ში შეს­ვლა, ასეთ სა­ხეს იღებს. არ­სე­ბობს წი­თე­ლი ხა­ზე­ბი. ჩვენ­თვის ეს წი­თე­ლი ხა­ზე­ბი არის ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბა, ჩვე­ნი ეკო­ნო­მი­კა, ჩვე­ნი პო­ლი­ცია, ჩვე­ნი ჯარი. იქ, სა­დაც სა­ხელ­მწი­ფოს ხელ­ყო­ფას და დან­გრე­ვას ან ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბას შე­ე­ხე­ბა სა­კი­თხი, რა თქმა უნდა, სა­ხელ­მწი­ფო არას­დროს უკან არ და­ი­ხევს, ჩვენ ვიქ­ნე­ბით ეფექ­ტუ­რე­ბი და სწრა­ფე­ბი იმის­თვის, რომ მსგავ­სი შემ­თხვე­ვე­ბი აღვკვე­თოთ. ეს არ ეხე­ბა გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბას, ხაზ­გას­მით აღ­ვნიშ­ნავ, ყვე­ლას შე­უძ­ლია აღას­რუ­ლოს თა­ვი­სი უფ­ლე­ბა გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბის ისე, რომ და­იც­ვას წე­სე­ბი“, - გა­ნა­ცხა­და პრე­მი­ერ­მა ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმე­დის“ ეთერ­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

"იძულებულები ვიქნებით გარკვეული ღონისძებები მივიღოთ" - პრემიერის თქმით, მიმდინარე აქციები ვირუსის გავრცელების მექანიზმია

"იძულებულები ვიქნებით გარკვეული ღონისძებები მივიღოთ" - პრემიერის თქმით, მიმდინარე აქციები ვირუსის გავრცელების მექანიზმია

ჩვენ იძულებულები ვიქნებით გარკვეული ღონისძიებები მივიღოთ, თუმცა არა გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის ნაწილში, არამედ ჩვენ გავაგრძელებთ წერტილოვან შეზღუდვებს იმისთვის, რომ შეძლებისდაგვარად მობილობა დავაგდოთ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

მისი თქმით, მიმდინარე აქციები ვირუსის გავრცელების მექანიზმია.

"სახელისუფლებო გუნდი გამოხატვის თავისუფლებას არასდროს არ შეზღუდავს, ჩვენ ეს არ გვჭირდება, თუმცა, ფაქტია, რომ მსგავსი აქციები არა რისკის შემცველი, არამედ ვირუსის გავრცელების მექანიზმია - ეს ფაქტია, ეს არ არის ჩვენი გამოგონება ან ჩვენი შეფასება. ეს არის ეპიდემიოლოგების შეფასება და ჩვენ ყოველდღიურად ვხედავთ, როგორ ითარგმნება ეს ყველაფერი ინფიცირების რაოდენობის ზრდაში. რა თქმა უნდა, აქ პირდაპირი კავშირია და ჩვენ იძულებულები ვიქნებით გარკვეული ღონისძებები მივიღოთ, თუმცა არა გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის ნაწილში, არამედ ჩვენ გავაგრძელებთ წერტილოვან შეზღუდვებს იმისთვის, რომ შეძლებისდაგვარად მობილობა დავაგდოთ. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ დღეს ჩვენი ქვეყანა მოქმედებს რამდენიმე გამოწვევის პირობებში, ეს არის პანდემია - კოვიდის გავრცელება გლობალურად და ჩვენთან ქვეყანაშიც, ეს არის ეკონომიკური კრიზისი, ეს არის პოლიტიკური პროცესი და ჩვენ არცერთ მიმართულებაზე არ გვაქვს დათმობის არანაირი რესურსი და შესაძლებლობა და ჩვენ ამას არ ვაპირებთ“, - განაცხადა გახარიამ.

მისივე თქმით, ყველას შეუძლია აღასრულოს თავისი გამოხატვის თავისუფლების უფლება ისე, რომ დაიცვას წესები.

"ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რას ნიშნავს ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის გამოხატვის თავისუფლება და ის პოლიტიკური პროცესი, რომელიც ქუჩაში მიდის, თუმცა ეს ვერ იქნება და ეს არ იქნება ადამიანის ჯანმრთელობის ხარჯზე, ეს ვერ იქნება და არ იქნება ქვეყნის ეკონომიკის დანგრევის ხარჯზე. მე არ ვამბობ ყველაზე, სამწუხაროდ, ზოგ შემთვევაში, ზოგიერთი დესტრუქციული პოლიტიკოსის თავში უკვე აქცია, როგორც ვირუსის გავრცელება და ეკონომიკურ კრიზისში შესვლა, ასეთ სახეს იღებს. არსებობს წითელი ხაზები. ჩვენთვის ეს წითელი ხაზები არის ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა, ჩვენი ეკონომიკა, ჩვენი პოლიცია, ჩვენი ჯარი. იქ, სადაც სახელმწიფოს ხელყოფას და დანგრევას ან ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობას შეეხება საკითხი, რა თქმა უნდა, სახელმწიფო არასდროს უკან არ დაიხევს, ჩვენ ვიქნებით ეფექტურები და სწრაფები იმისთვის, რომ მსგავსი შემთხვევები აღვკვეთოთ. ეს არ ეხება გამოხატვის თავისუფლებას, ხაზგასმით აღვნიშნავ, ყველას შეუძლია აღასრულოს თავისი უფლება გამოხატვის თავისუფლების ისე, რომ დაიცვას წესები“, - განაცხადა პრემიერმა ტელეკომპანია "იმედის“ ეთერში.

obozrevatel.com აუდიოჩანაწერს ავრცელებს, სადაც მათი ინფორმაციით, ზვიად კუპრავას საუბარია ასახული

"კახა კალაძეს ფეხებში უფრო მეტი ტვინი აქვს, ვიდრე ალეკო ელისაშვილს თავში" - ბექა დავითულიანი

"კრიმინალმა თამარ ჟვანიამ უნდა იცოდეს, რომ სამართალი პურს აუცილებლად ჭამს" - ანა დოლიძემ საქალაქო სასამართლოსთან შოთის პური მიიტანა