პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ამბავი ქალზე, რომელმაც საკონცენტრაციო ბანაკიდან თავის დაღწევა შეძლო - უილიამ სტაირონის „სოფის არჩევანი“
ამბავი ქალზე, რომელმაც საკონცენტრაციო ბანაკიდან თავის დაღწევა შეძლო - უილიამ სტაირონის „სოფის არჩევანი“

„სო­ფის არ­ჩე­ვა­ნი“ ცნო­ბი­ლი რო­მა­ნია _ ამ­ბა­ვი ქალ­ზე, რო­მელ­მაც მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის დროს, ოს­ვენ­ცი­მის სა­კონ­ცენ­ტრა­ციო ბა­ნა­კი გა­მო­ი­ა­რა და გა­დარ­ჩე­ნა შეძ­ლო. სა­ერ­თოდ, რა ფა­სად ახერ­ხებს ადა­მი­ა­ნი სი­ცო­ცხლის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას, მით უფრო, სიკ­ვდი­ლის ბა­ნაკ­ში? რა ღირს სი­ცო­ცხლე?

წიგ­ნის ავ­ტო­რი უი­ლი­ამ სტა­ი­რო­ნია. ამე­რი­კი­დან ევ­რო­პა­ში გა­და­ბარ­გე­ბულ­მა, 1951 წელს პირ­ვე­ლი რო­მა­ნი Lie Down in Darkness გა­მო­აქ­ვეყ­ნა, ეს ერ­თგვა­რი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი მო­თელ­ვა იყო, რად­გან წლე­ბის შემ­დეგ, 1967-ში, მან და­წე­რა რო­მა­ნი The Confessions of Nat Turner, რომ­ლის გარ­შე­მოც დიდი ხმა­უ­რი ატყდა, ავ­ტო­რი რა­სიზ­მში და­ა­და­ნა­შა­უ­ლეს და ის­ტო­რი­უ­ლი ფაქ­ტე­ბის და­მა­ხინ­ჯე­ბა დას­დეს ბრა­ლად. თუმ­ცა ხმა­ურ­მა პო­პუ­ლა­რო­ბა და პუ­ლი­ცე­რის პრე­მია მო­უ­ტა­ნა მას. არა­ნაკ­ლე­ბი კრი­ტი­კის ქარ­ცე­ცხლში გახ­ვი­ეს სტა­ი­რო­ნი 10 წლის შემ­დეგ, „სო­ფის არ­ჩე­ვა­ნის“ გამო, გან­სა­კუთ­რე­ბით უკ­მა­ყო­ფი­ლო და შე­უ­რა­ცხყო­ფი­ლი ებ­რა­ე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა დარ­ჩა, თუმ­ცა წიგნ­ში მო­თხრო­ბილ­მა მძი­მე ცხოვ­რე­ბი­სე­ულ­მა დრა­მამ, დიდი პო­პუ­ლა­რო­ბა მო­უ­ტა­ნა არა მხო­ლოდ ავ­ტორს, არა­მედ ჰო­ლი­ვუ­დის ახალ­გაზ­რდა მსა­ხი­ობ მე­რილ სტრიპ­საც, რო­მელ­მაც 1987 წელს ეკ­რა­ნი­ზე­ბუ­ლი რო­მა­ნის მთა­ვა­რი გმი­რის გან­სა­ხი­ე­რე­ბის­თვის ოს­კა­რი და­იმ­სა­ხუ­რა.

რო­მა­ნის ერთ-ერთი მთა­ვა­რი გმი­რი, მთხრო­ბე­ლი, სამ­ხრე­თე­ლი ახალ­გაზ­რდაა, სა­ხე­ლად სტინ­გო, რო­მელ­მაც, რო­მა­ნის ავ­ტო­რი­ვით, დი­უ­კის უნი­ვერ­სი­ტე­ტი და­ამ­თავ­რა და მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის და­სას­რულს სხვა­დას­ხვა ბრძო­ლა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბაც მო­ას­წრო. ის ნიუ-იორ­კის ერთ-ერთ გა­მომ­ცემ­ლო­ბა­ში მუ­შა­ობს, მაგ­რამ სხვი­სი ნა­წე­რე­ბის კი­თხვა ბეზ­რდე­ბა და გა­და­წყვეტს თვი­თონ გახ­დეს მწე­რა­ლი. შე­მოქ­მე­დე­ბი­თი გან­წყო­ბის შე­საქ­მნე­ლად სტინ­გო ბრუკ­ლინ­ში გა­და­დის და ქი­რა­ობს სახ­ლს, რო­მელ­შიც პო­ლო­ნე­ლი სოფი ზა­ვის­ტოვ­სკა­ია და მისი ბო­იფ­რენ­დი, ახალ­გაზ­რდა ებ­რა­ე­ლი მეც­ნი­ე­რი ნა­თან ლან­და­უც ცხოვ­რო­ბენ. სოფი და ნა­თა­ნი სტინ­გოს უახ­ლო­ე­სი მე­გობ­რე­ბი ხდე­ბი­ან. მო­მა­ვა­ლი მწე­რა­ლი სულ უფრო მეტს იგებს ახალ­გაზ­რდა ქა­ლის შე­სა­ხებ. სოფი თა­ვად ყვე­ბა, რო­გორ ცხოვ­რობ­და ოკუ­პი­რე­ბულ პო­ლო­ნეთ­ში, რო­გორ ჩა­ვარ­და ტყვედ და მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ებ­რა­ე­ლი არ არის, ოს­ვენ­ცი­მის სა­კონ­ცენ­ტრა­ციო ბა­ნაკ­ში პო­ლო­ნელ ებ­რა­ე­ლებ­თან ერ­თად რო­გორ მოხ­ვდა.

შეყ­ვა­რე­ბუ­ლი წყვი­ლი, ერთი შე­ხედ­ვით, ბედ­ნი­ე­რი და უზ­რუნ­ვე­ლია, თუმ­ცა სტინ­გო სულ უფრო ხში­რად შე­ეს­წრე­ბა ხოლ­მე ნა­თა­ნის მო­უ­თო­კავ მრის­ხა­ნე­ბას _ ახალ­გაზ­რდა ებ­რა­ე­ლი მეც­ნი­ე­რი სას­ტი­კად უს­წორ­დე­ბა თა­ვის რჩე­ულს, სცემს მას, „ფა­შის­ტე­ბის მე­ძავს“ უწო­დებს და სახ­ლი­დან გარ­ბის, თუმ­ცა ყო­ველ­თვის ბრუნ­დე­ბა და ცრემ­ლე­ბით სთხოვს ქალს პა­ტი­ე­ბას. ნა­თა­ნი თით­ქოს შე­პყრო­ბი­ლია გერ­მა­ნე­ლებ­ზე და მათ ფა­რულ მო­კავ­ში­რე­ებ­ზე შუ­რის­ძი­ე­ბის წყურ­ვი­ლით. ის სულ უფრო ხში­რად მო­ი­თხოვს სო­ფის­გან პა­სუხს კი­თხვა­ზე, ცო­ცხა­ლი რო­გორ გა­და­ურ­ჩა ყვე­ლა­ზე სას­ტიკ სა­კონ­ცენ­ტრა­ციო ბა­ნაკს მა­შინ, როცა მი­ლი­ო­ნო­ბით ებ­რა­ე­ლი ამო­ი­გუ­და გა­ზის კა­მე­რებ­ში? ეს სა­ი­დუმ­ლოა.

სო­ფის არ­ჩე­ვა­ნი მისი გა­დარ­ჩე­ნის სა­ი­დუმ­ლოა.

რამ გა­და­არ­ჩი­ნა სიკ­ვდილს _ ამას გან­გებ არ ვამ­ბობთ ახლა. დაე, ამ და­ფა­რუ­ლი ამ­ბის გა­ცხა­დე­ბის მოწ­მე მკი­თხვე­ლი თა­ვად გახ­დეს, როცა წიგნს წა­ი­კი­თხავს. ეს წიგ­ნი ხომ მისი არ­ჩე­ვა­ნია.

თა­მარ ჟუ­რუ­ლი, რე­დაქ­ტო­რი

წიგ­ნის შე­ძე­ნა შე­საძ­ლე­ბე­ლია „ბიბ­ლუ­სის“ მა­ღა­ზი­ა­თა ქსელ­ში.

გა­მო­წე­რის შემ­თხვე­ვა­ში, გა­და­დით ბმულ­ზე

ავტორი:

ამბავი ქალზე, რომელმაც საკონცენტრაციო ბანაკიდან თავის დაღწევა შეძლო - უილიამ სტაირონის „სოფის არჩევანი“

ამბავი ქალზე, რომელმაც საკონცენტრაციო ბანაკიდან თავის დაღწევა შეძლო - უილიამ სტაირონის „სოფის არჩევანი“

„სოფის არჩევანი“ ცნობილი რომანია _ ამბავი ქალზე, რომელმაც მეორე მსოფლიო ომის დროს, ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკი გამოიარა და გადარჩენა შეძლო. საერთოდ, რა ფასად ახერხებს ადამიანი სიცოცხლის შენარჩუნებას, მით უფრო, სიკვდილის ბანაკში? რა ღირს სიცოცხლე?

წიგნის ავტორი უილიამ სტაირონია. ამერიკიდან ევროპაში გადაბარგებულმა, 1951 წელს პირველი რომანი Lie Down in Darkness გამოაქვეყნა, ეს ერთგვარი შემოქმედებითი მოთელვა იყო, რადგან წლების შემდეგ, 1967-ში, მან დაწერა რომანი The Confessions of Nat Turner, რომლის გარშემოც დიდი ხმაური ატყდა, ავტორი რასიზმში დაადანაშაულეს და ისტორიული ფაქტების დამახინჯება დასდეს ბრალად. თუმცა ხმაურმა პოპულარობა და პულიცერის პრემია მოუტანა მას. არანაკლები კრიტიკის ქარცეცხლში გახვიეს სტაირონი 10 წლის შემდეგ, „სოფის არჩევანის“ გამო, განსაკუთრებით უკმაყოფილო და შეურაცხყოფილი ებრაელი საზოგადოება დარჩა, თუმცა წიგნში მოთხრობილმა მძიმე ცხოვრებისეულმა დრამამ, დიდი პოპულარობა მოუტანა არა მხოლოდ ავტორს, არამედ ჰოლივუდის ახალგაზრდა მსახიობ მერილ სტრიპსაც, რომელმაც 1987 წელს ეკრანიზებული რომანის მთავარი გმირის განსახიერებისთვის ოსკარი დაიმსახურა.

რომანის ერთ-ერთი მთავარი გმირი, მთხრობელი, სამხრეთელი ახალგაზრდაა, სახელად სტინგო, რომელმაც, რომანის ავტორივით, დიუკის უნივერსიტეტი დაამთავრა და მეორე მსოფლიო ომის დასასრულს სხვადასხვა ბრძოლაში მონაწილეობაც მოასწრო. ის ნიუ-იორკის ერთ-ერთ გამომცემლობაში მუშაობს, მაგრამ სხვისი ნაწერების კითხვა ბეზრდება და გადაწყვეტს თვითონ გახდეს მწერალი. შემოქმედებითი განწყობის შესაქმნელად სტინგო ბრუკლინში გადადის და ქირაობს სახლს, რომელშიც პოლონელი სოფი ზავისტოვსკაია და მისი ბოიფრენდი, ახალგაზრდა ებრაელი მეცნიერი ნათან ლანდაუც ცხოვრობენ. სოფი და ნათანი სტინგოს უახლოესი მეგობრები ხდებიან. მომავალი მწერალი სულ უფრო მეტს იგებს ახალგაზრდა ქალის შესახებ. სოფი თავად ყვება, როგორ ცხოვრობდა ოკუპირებულ პოლონეთში, როგორ ჩავარდა ტყვედ და მიუხედავად იმისა, რომ ებრაელი არ არის, ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკში პოლონელ ებრაელებთან ერთად როგორ მოხვდა.

შეყვარებული წყვილი, ერთი შეხედვით, ბედნიერი და უზრუნველია, თუმცა სტინგო სულ უფრო ხშირად შეესწრება ხოლმე ნათანის მოუთოკავ მრისხანებას _ ახალგაზრდა ებრაელი მეცნიერი სასტიკად უსწორდება თავის რჩეულს, სცემს მას, „ფაშისტების მეძავს“ უწოდებს და სახლიდან გარბის, თუმცა ყოველთვის ბრუნდება და ცრემლებით სთხოვს ქალს პატიებას. ნათანი თითქოს შეპყრობილია გერმანელებზე და მათ ფარულ მოკავშირეებზე შურისძიების წყურვილით. ის სულ უფრო ხშირად მოითხოვს სოფისგან პასუხს კითხვაზე, ცოცხალი როგორ გადაურჩა ყველაზე სასტიკ საკონცენტრაციო ბანაკს მაშინ, როცა მილიონობით ებრაელი ამოიგუდა გაზის კამერებში? ეს საიდუმლოა.

სოფის არჩევანი მისი გადარჩენის საიდუმლოა.

რამ გადაარჩინა სიკვდილს _ ამას განგებ არ ვამბობთ ახლა. დაე, ამ დაფარული ამბის გაცხადების მოწმე მკითხველი თავად გახდეს, როცა წიგნს წაიკითხავს. ეს წიგნი ხომ მისი არჩევანია.

თამარ ჟურული, რედაქტორი

წიგნის შეძენა შესაძლებელია „ბიბლუსის“ მაღაზიათა ქსელში.

გამოწერის შემთხვევაში, გადადით ბმულზე

ბრუნავს თუ არა მოდა და როგორ გავიგოთ ყველაფერი ტანსაცმლის შესახებ?

ქართველების ისტორია საქართველოს საზღვრებს მიღმა - რას შევიტყობთ გიორგი კალანდიას წიგნიდან

2 ნოემბრიდან გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად „დიდი ვიზუალური ენციკლოპედიის“ მეორე ტომი გამოვიდა