კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პარლამენტში არშესვლის შემთხვევაში, პარტიებისთვის დაფინანსების შეწყვეტაზე საუბარი რიტორიკაა.. იქნებ შეაშინონ და პარლამენტში შეათრიონ" - ხუხაშვილი
"პარლამენტში არშესვლის შემთხვევაში, პარტიებისთვის დაფინანსების შეწყვეტაზე საუბარი რიტორიკაა.. იქნებ შეაშინონ და პარლამენტში შეათრიონ" - ხუხაშვილი

პარ­ლა­მენ­ტში არ­შეს­ვლის შემ­თხვე­ვა­ში, პარ­ტი­ე­ბის­თვის სა­ხელ­მწი­ფო და­ფი­ნან­სე­ბის შე­წყვე­ტა­ზე სა­უ­ბა­რი არის პო­ლი­ტი­კუ­რი რი­ტო­რი­კა, რო­მელ­საც ერ­თა­დერ­თი ამო­ცა­ნა აქვს - იქ­ნებ ვი­ღაც შე­ა­ში­ნონ და რო­გორ­მე პარ­ლა­მენ­ტში შე­ათ­რი­ონ, - ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" პო­ლი­ტო­ლოგ­მა გია ხუ­ხაშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და.

ხუ­ხაშ­ვი­ლის შე­ფა­სე­ბით, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ახლა პარ­ტი­ებ­ზე ზე­წო­ლის­თვის სუს­ტი წერ­ტი­ლე­ბის მო­ძებ­ნას ცდი­ლობს, რო­მელ­თა შო­რი­საა ფი­ნან­სუ­რი შე­ზღუდ­ვა. მი­სი­ვე თქმით, შე­იძ­ლე­ბა ასე­ვე ად­გი­ლი გქონ­დეს პი­რი­ქით მოქ­მე­დე­ბებ­საც - მა­გა­ლი­თად, პარ­ტი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის ჩრდი­ლო­ვა­ნი ფუ­ლით და­ინ­ტე­რე­სე­ბას, ასე­ვე ოჯა­ხის წევ­რით შან­ტაჟს და სხვა მე­თო­დე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას.

ხუ­ხაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, ხე­ლი­სუფ­ლე­ბას კარ­გად ეს­მის, რომ ის ქვე­ყა­ნას სტე­რი­ლუ­რად ვერ მარ­თავს, ლე­გი­ტი­მა­ცია არ ექ­ნე­ბა და ადრე თუ გვი­ან, იმ ტი­პის მძი­მე კრი­ზი­სი მოხ­დე­ბა, რაც მათ წა­ლე­კავს.

"გან­ცხა­დე­ბე­ბი სა­ხელ­მწი­ფო და­ფი­ნან­სე­ბის შე­წყვე­ტა­ზე ერ­თა­დერ­თი მიზ­ნით კეთ­დე­ბა - მო­ძებ­ნონ ბერ­კე­ტე­ბი იმი­სა, რომ პარ­ლა­მენ­ტში ვი­ღაც შე­ათ­რი­ონ. მი­ზა­ნი არის, რომ ზოგი აც­დუ­ნონ, ზოგი -შე­ა­ში­ნონ, ზოგს რა­ღა­ცა­ზე მო­ე­ლე­პა­რა­კონ. ერ­თია ის, რაც სა­ჯა­როდ კეთ­დე­ბა და მე­ო­რე, რა მოქ­მე­დე­ბებს ატა­რე­ბენ კუ­ლი­სებ­ში, სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის მეშ­ვე­ო­ბით. ჯერ­ჯე­რო­ბით სუს­ტი და არაფ­რის მომ­ცე­მი მუ­ქა­რე­ბის ამო­ცა­ნა არის ერ­თა­დერ­თი - პარ­ლა­მენ­ტში რო­გორ­მე ვი­ღაც შე­ათ­რი­ონ! კი ამ­ბო­ბენ, რომ ყვე­ლა­ფე­რი წეს­რიგ­შია და 90-წევ­რი­ა­ნი პარ­ლა­მენ­ტი მშვე­ნივ­რად იმუ­შა­ვებს, მაგ­რამ ჩვენ ხომ გვეს­მის, რომ ეს იმის ტოლ­ფა­სია უმაღ­ლეს ლი­გა­ში ფეხ­მო­ტე­ხი­ლი ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი ათა­მა­შო. პარ­ლა­მენ­ტი ამ სა­ხით ლე­გი­ტი­მუ­რი ვერ იქ­ნე­ბა. ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ეს მშვე­ნივ­რად იცის, ამის ეში­ნია და ცდი­ლობს, ასე­თი მე­თო­დე­ბით ვი­ღაც შე­ი­ტყუ­ოს“, - გა­ნუ­ცხა­და “ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ გია ხუ­ხაშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ხე­ლისფლე­ბამ “ყვე­ლა მან­კი­ე­რე­ბა, ყვე­ლა მა­მა­ძაღ­ლო­ბა შე­ით­ვი­სა, რაც უახ­ლე­სი ის­ტო­რი­ის გან­მავ­ლო­ბა­ში დაგ­როვ­და“.

მი­სი­ვე აზ­რით, თუკი ოპო­ზი­ცია მო­ნო­ლი­თუ­რო­ბას შე­ი­ნარ­ჩუ­ნებს და ერთ გზა­ზე სი­ა­რულს გა­ნაგ­რძობს, პარ­ლა­მენ­ტში რო­გორც შეს­ვლის, ასე­ვე არ­შეს­ვლის შემ­თხვე­ვა­ში, პო­ლი­ტი­კუ­რი კრი­ზი­სი და რიგ­გა­რე­შე არ­ჩევ­ნე­ბი გარ­და­უ­ვა­ლი იქ­ნე­ბა.

ამას­თან, “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი მდივ­ნის ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის გან­ცხა­დე­ბით, თუ პარ­ტია მან­და­ტებ­ზე უარს ამ­ბობს, მან სა­ხელ­მწი­ფოს­გან პარ­ტი­ის და­ფი­ნან­სე­ბაც არ უნდა მი­ი­ღოს. რო­გორც კო­ბა­ხი­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, კარ­გი იქ­ნე­ბა ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით კა­ნონ­მდებ­ლო­ბა­ში ცვლი­ლე­ბის შე­ტა­ნა.

მკითხველის კომენტარები / 28 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გლეხი
20

აუ, ეს ტიპი იმენნა ბოროტი მანტიორია! ადამიანი - ღვარძლი და ბოღმა!

nacebo
13

თქვენთან რომ ვიმუშაო და მერე ერთ დღეს გამოგიცხადოთ არ ვივილი სამსახურში მარა ხელფასი მაინც მიხადეთო რას იზამთ?

ავტორი:

"პარლამენტში არშესვლის შემთხვევაში, პარტიებისთვის დაფინანსების შეწყვეტაზე საუბარი რიტორიკაა.. იქნებ შეაშინონ და პარლამენტში შეათრიონ" - ხუხაშვილი

"პარლამენტში არშესვლის შემთხვევაში, პარტიებისთვის დაფინანსების შეწყვეტაზე საუბარი რიტორიკაა.. იქნებ შეაშინონ და პარლამენტში შეათრიონ" - ხუხაშვილი

პარლამენტში არშესვლის შემთხვევაში, პარტიებისთვის სახელმწიფო დაფინანსების შეწყვეტაზე საუბარი არის პოლიტიკური რიტორიკა, რომელსაც ერთადერთი ამოცანა აქვს - იქნებ ვიღაც შეაშინონ და როგორმე პარლამენტში შეათრიონ, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა განუცხადა.

ხუხაშვილის შეფასებით, ხელისუფლება ახლა პარტიებზე ზეწოლისთვის სუსტი წერტილების მოძებნას ცდილობს, რომელთა შორისაა ფინანსური შეზღუდვა. მისივე თქმით, შეიძლება ასევე ადგილი გქონდეს პირიქით მოქმედებებსაც - მაგალითად, პარტიის წარმომადგენლების ჩრდილოვანი ფულით დაინტერესებას, ასევე ოჯახის წევრით შანტაჟს და სხვა მეთოდების გამოყენებას.

ხუხაშვილის განცხადებით, ხელისუფლებას კარგად ესმის, რომ ის ქვეყანას სტერილურად ვერ მართავს, ლეგიტიმაცია არ ექნება და ადრე თუ გვიან, იმ ტიპის მძიმე კრიზისი მოხდება, რაც მათ წალეკავს.

"განცხადებები სახელმწიფო დაფინანსების შეწყვეტაზე ერთადერთი მიზნით კეთდება - მოძებნონ ბერკეტები იმისა, რომ პარლამენტში ვიღაც შეათრიონ. მიზანი არის, რომ ზოგი აცდუნონ, ზოგი -შეაშინონ, ზოგს რაღაცაზე მოელეპარაკონ. ერთია ის, რაც საჯაროდ კეთდება და მეორე, რა მოქმედებებს ატარებენ კულისებში, სპეცსამსახურების მეშვეობით. ჯერჯერობით სუსტი და არაფრის მომცემი მუქარების ამოცანა არის ერთადერთი - პარლამენტში როგორმე ვიღაც შეათრიონ! კი ამბობენ, რომ ყველაფერი წესრიგშია და 90-წევრიანი პარლამენტი მშვენივრად იმუშავებს, მაგრამ ჩვენ ხომ გვესმის, რომ ეს იმის ტოლფასია უმაღლეს ლიგაში ფეხმოტეხილი ფეხბურთელები ათამაშო. პარლამენტი ამ სახით ლეგიტიმური ვერ იქნება. ხელისუფლებამ ეს მშვენივრად იცის, ამის ეშინია და ცდილობს, ასეთი მეთოდებით ვიღაც შეიტყუოს“, - განუცხადა “ინტერპრესნიუსს“ გია ხუხაშვილმა.

მისივე თქმით, "ქართული ოცნების" ხელისფლებამ “ყველა მანკიერება, ყველა მამაძაღლობა შეითვისა, რაც უახლესი ისტორიის განმავლობაში დაგროვდა“.

მისივე აზრით, თუკი ოპოზიცია მონოლითურობას შეინარჩუნებს და ერთ გზაზე სიარულს განაგრძობს, პარლამენტში როგორც შესვლის, ასევე არშესვლის შემთხვევაში, პოლიტიკური კრიზისი და რიგგარეშე არჩევნები გარდაუვალი იქნება.

ამასთან, “ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებით, თუ პარტია მანდატებზე უარს ამბობს, მან სახელმწიფოსგან პარტიის დაფინანსებაც არ უნდა მიიღოს. როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, კარგი იქნება ამასთან დაკავშირებით კანონმდებლობაში ცვლილების შეტანა.

"ანაქრონული "ბელადის" კონცეფციიდან თანამედროვე "ლიდერების" კონცეფციაზე გადასვლა" - ხუხაშვილი მელიას ენმ-ს თავმჯდომარედ არჩევაზე

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია გახდება

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"