მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საკოორდინაციო საბჭოს სხდომას პრემიერი სახლიდან ჩაერთო (ფოტო)
საკოორდინაციო საბჭოს სხდომას პრემიერი სახლიდან ჩაერთო (ფოტო)

სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბუ­ლი ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა და გა­სუ­ლი 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი გა­ნი­ხი­ლეს უწყე­ბა­თა­შო­რი­სი სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს დღე­ვან­დელ სხდო­მა­ზე, რო­მე­ლიც პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით ვი­დე­ო­კონ­ფე­რენ­ცი­ის ფორ­მა­ტით გა­ი­მარ­თა.

აღი­ნიშ­ნა, რომ დღე­ი­დან სა­ვალ­დე­ბუ­ლო გახ­და პირ­ბა­დის ტა­რე­ბა ღია სივ­რცე­შიც; ასე­ვე რეს­ტორ­ნე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით 22:00 სა­ა­თამ­დე იმუ­შა­ვე­ბენ; ამას­თან, უწყე­ბა­თა­შო­რი­სი სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, თბი­ლი­სის, ქუ­თა­ი­სის, რუს­თა­ვის, თე­ლა­ვის, ზუგ­დი­დის, ზეს­ტა­ფო­ნის, გო­რის, ფო­თის, მარ­ნე­უ­ლი­სა და გარ­დაბ­ნის სკო­ლებ­ში კი 25 ნო­ემ­ბრამ­დე სწავ­ლა დის­ტან­ცი­ურ რე­ჟიმ­ში გაგ­რძელ­დე­ბა. თბი­ლი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი ვი­თა­რე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ხვა­ლი­დან მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი სა­ბავ­შვო ბა­ღე­ბი დრო­ე­ბით და­ი­ხუ­რე­ბა, თუმ­ცა ისე­ვე, რო­გორც მა­ნამ­დე, ბაგა-ბა­ღე­ბის აღ­საზ­რდელ­თა საკ­ვე­ბით უზ­რუნ­ველ­ყო­ფა გაგ­რძელ­დე­ბა. აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არ გავ­რცელ­დე­ბა კერ­ძო სა­ბავ­შვო ბა­ღებ­ზე, ასე­ვე სა­ქარ­თვე­ლოს სხვა ქა­ლა­ქებ­ში მოქ­მედ სა­ბავ­შვო ბა­ღებ­ზე და ისი­ნი ამ ეტაპ­ზე ჩვე­ულ რე­ჟიმ­ში გა­ნაგ­რძო­ბენ მუ­შა­ო­ბას. უწყე­ბა­თა­შო­რი­სი სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს წერ­ტი­ლო­ვა­ნი, ლო­კა­ლუ­რი შე­ზღუდ­ვე­ბის მიდ­გო­მის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, კონ­კრე­ტულ მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტებ­ში ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი ვი­თა­რე­ბის შე­სა­ბა­მი­სად მი­ი­ღებს.

საბ­ჭოს წევ­რებ­მა ისა­უბ­რეს მსოფ­ლი­ო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბის მზარდ დი­ნა­მი­კა­ზე, ასე­ვე კლი­ნი­კებ­ში არ­სე­ბულ მდგო­მა­რე­ო­ბა­სა და პირ­ვე­ლა­დი ჯან­დაც­ვის რგო­ლის მუ­შა­ო­ბა­ზე. აღი­ნიშ­ნა, რომ ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო მუდ­მი­ვად მუ­შა­ობს სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში კლი­ნი­კებ­ში და­მა­ტე­ბით სა­წო­ლე­ბის მო­ბი­ლი­ზე­ბა­ზე. ამას­თან, საბ­ჭოს სხდო­მა­ზე ჯან­დაც­ვის უწყე­ბას და­ე­ვა­ლა, გა­აძ­ლი­ე­როს სა­მე­დი­ცი­ნო კომ­პო­ნენ­ტი კო­ვიდ-სას­ტუმ­რო­ებ­ში, სა­დაც მსუ­ბუ­ქი და უსიმპტო­მო პა­ცი­ენ­ტე­ბი მკურ­ნა­ლო­ბენ. ამას­თან, მსუ­ბუ­ქი პა­ცი­ენ­ტე­ბის მარ­თვის პრო­ცეს­ში, რომ­ლე­ბიც ბი­ნა­ზე მკურ­ნა­ლო­ბას გა­ნაგ­რძო­ბენ, ჩარ­თულ­ნი არი­ან სა­და­ზღვე­ვო კომ­პა­ნი­ე­ბის ოჯა­ხის ექი­მე­ბიც. ასე­ვე ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს „ცენ­ტრა­ლუ­რი ონ­ლა­ინ­კლი­ნი­კა“ რო­მე­ლიც პა­ცი­ენ­ტე­ბის და ასე­ვე, მათ­თან კონ­ტაქ­ტში, თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში მყო­ფი პი­რე­ბის ბი­ნა­ზე სის­ტე­მა­ტურ მო­ნი­ტო­რინგს ახორ­ცი­ე­ლებს, ხოლო მდგო­მა­რე­ო­ბის დამ­ძი­მე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, სა­თა­ნა­დო რე­ა­გი­რე­ბას უზ­რუნ­ველ­ყოფს.

დღე­ვან­დე­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბის 46 817 ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლად და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვა გა­მოვ­ლინ­და, სა­ი­და­ნაც 31 170 პირი გა­მო­ჯან­მრთელ­და. გარ­დაც­ვლი­ლია 381 ადა­მი­ა­ნი.

ამ ეტაპ­ზე კა­რან­ტინ­ში იმ­ყო­ფე­ბა 3004 ადა­მი­ა­ნი, კო­ვიდ-სას­ტუმ­რო­ებ­ში - 2 428 მო­ქა­ლა­ქე, ხოლო სტა­ცი­ო­ნარ­ში, მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ - 4 355 პირი.

პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით მოქ­მე­დი უწყე­ბა­თა­შო­რი­სი სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს მუ­შა­ო­ბა­ში აქ­ტი­უ­რად მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტი, თავ­მჯდო­მა­რე არ­ჩილ თა­ლაკ­ვა­ძის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით და პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცია.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კიდევ-ბაქი-ბუქობ ?
12

თვალის-ჩინს-გაუფრთხილდი !

მალე-მოგაკითხავთ !

გახარია-თვავლთხარია !
14

გარეწრების-ბაირაღებს-აფრიალებ-კიდევ ?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

საკოორდინაციო საბჭოს სხდომას პრემიერი სახლიდან ჩაერთო (ფოტო)

საკოორდინაციო საბჭოს სხდომას პრემიერი სახლიდან ჩაერთო (ფოტო)

საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა და გასული 24 საათის განმავლობაში განხორციელებული ღონისძიებები განიხილეს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით ვიდეოკონფერენციის ფორმატით გაიმართა.

აღინიშნა, რომ დღეიდან სავალდებულო გახდა პირბადის ტარება ღია სივრცეშიც; ასევე რესტორნები საქართველოს მასშტაბით 22:00 საათამდე იმუშავებენ; ამასთან, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, თბილისის, ქუთაისის, რუსთავის, თელავის, ზუგდიდის, ზესტაფონის, გორის, ფოთის, მარნეულისა და გარდაბნის სკოლებში კი 25 ნოემბრამდე სწავლა დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება. თბილისის მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებით, ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, ხვალიდან მუნიციპალური საბავშვო ბაღები დროებით დაიხურება, თუმცა ისევე, როგორც მანამდე, ბაგა-ბაღების აღსაზრდელთა საკვებით უზრუნველყოფა გაგრძელდება. აღნიშნული გადაწყვეტილება არ გავრცელდება კერძო საბავშვო ბაღებზე, ასევე საქართველოს სხვა ქალაქებში მოქმედ საბავშვო ბაღებზე და ისინი ამ ეტაპზე ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ მუშაობას. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო გადაწყვეტილებებს წერტილოვანი, ლოკალური შეზღუდვების მიდგომის გათვალისწინებით, კონკრეტულ მუნიციპალიტეტებში ეპიდემიოლოგიური ვითარების შესაბამისად მიიღებს.

საბჭოს წევრებმა ისაუბრეს მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის მზარდ დინამიკაზე, ასევე კლინიკებში არსებულ მდგომარეობასა და პირველადი ჯანდაცვის რგოლის მუშაობაზე. აღინიშნა, რომ ჯანდაცვის სამინისტრო მუდმივად მუშაობს საჭიროების შემთხვევაში კლინიკებში დამატებით საწოლების მობილიზებაზე. ამასთან, საბჭოს სხდომაზე ჯანდაცვის უწყებას დაევალა, გააძლიეროს სამედიცინო კომპონენტი კოვიდ-სასტუმროებში, სადაც მსუბუქი და უსიმპტომო პაციენტები მკურნალობენ. ამასთან, მსუბუქი პაციენტების მართვის პროცესში, რომლებიც ბინაზე მკურნალობას განაგრძობენ, ჩართულნი არიან სადაზღვევო კომპანიების ოჯახის ექიმებიც. ასევე ფუნქციონირებს „ცენტრალური ონლაინკლინიკა“ რომელიც პაციენტების და ასევე, მათთან კონტაქტში, თვითიზოლაციაში მყოფი პირების ბინაზე სისტემატურ მონიტორინგს ახორციელებს, ხოლო მდგომარეობის დამძიმების შემთხვევაში, სათანადო რეაგირებას უზრუნველყოფს.

დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 46 817 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 31 170 პირი გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია 381 ადამიანი.

ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 3004 ადამიანი, კოვიდ-სასტუმროებში - 2 428 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 4 355 პირი.

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტი, თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძის ხელმძღვანელობით და პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

ეთანხმებით თუ არა რიგგარეშე არჩევნების ჩატარების იდეას? - რა შედეგები აჩვენა IPN.GE და AMBEBI.GE-ს გამოკითხვამ

"ნებისმიერ კანონს მიღმა ქმედებაზე უმკაცრესი რეაგირება იქნება, ვერც ერთი რევოლუციური, ნანატრი სცენარები, ვერ განვითარდება" - თორნიკე რიჟვაძე

ისნის საოლქო კომისიასთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სიტუაცია დაიძაბა, სამართალდამცავებმა რამდენიმე პირი დააკავეს