აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი და პრეზიდენტობის კანდიდატი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მან არჩევნებში გაიმარჯვა, თუმცა არჩევნების გაყალბება მოხდა.
„ჩვენ ვემზადებოდით ამ არჩევნების მოსაგებად. გულწრფელად რომ ვთქვათ, ამ არჩევნებში გავიმარჯვეთ. მილიონობით ადამიანმა მოგვცა ხმა. უცებ კი ყველაფერი გაუქმდა. ეს არის ამერიკელი ხალხის მოტყუება, ეს არის ჩვენი ქვეყნისთვის დაბრკოლების შექმნა,“ - განაცხადა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში სიტყვით გამოსვლისას.
მისივე თქმით, აპირებს, რომ უზენაეს სასამართლოს მიმართოს.
ცნობისათვის, 2020 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების ხმის დათვლის პროცესი არ დასრულებულა და მილიონობით ხმა ჯერ კიდევ დასათვლელია. Reuters-ის ინფორმაციით, ამომრჩეველთა კოლეგიის ხმების მიხედვით, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ამ ეტაპზე ჯო ბაიდენი ლიდერობს. მას კოლეგიაში 220 ხმა აქვს, მოქმედ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს, კი - 213.
ტრამპი კიდევ 100 ხმამდე მიიღებს, ბაიდენი 5 -7 მეტს არა , ისე რომ 270 -ს ტრამპი კაი 40-თ გაასწრებს და ისევ პრეზიდენტია !
ამერიკელებო ისწავლეთ საქართველოსგან როგორ უნდა ჩაატაროთ არჩევნები სამართლიანად და გაყალბების გარეშე! გადაუხადეთ ბატონ ბიძინას მილიარდი დოლარი და გასწავლით!