სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემთვის განსაკუთრებით მძიმეა ეს ყველაფერი იმიტომ, რომ მშობელი ვარ... ნიკა ისჯება სამშობლოს სიყვარულის გამო" - მელიას მამა
"ჩემთვის განსაკუთრებით მძიმეა ეს ყველაფერი იმიტომ, რომ მშობელი ვარ... ნიკა ისჯება სამშობლოს სიყვარულის გამო" - მელიას მამა

ჩემ­თვის გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მეა ეს ყვე­ლა­ფე­რი იმი­ტომ, რომ მშო­ბე­ლი ვარ. ნიკა ის­ჯე­ბა სამ­შობ­ლოს სიყ­ვა­რუ­ლის გამო , - ამის შე­სა­ხებ ნიკა მე­ლი­ას მა­მამ, ან­ზორ მე­ლი­ამ სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში გა­ნა­ცხა­და, სა­დაც ნიკა მე­ლი­ას სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი მიმ­დი­ნა­რე­ობს.

ან­ზორ მე­ლი­ას გან­ცხა­დე­ბით, "პა­ტიმ­რო­ბა­ში მყო­ფი ნიკა მე­ლია უფრო სა­ში­ში იქ­ნე­ბა ამ მთავ­რო­ბის­თვის, ვიდ­რე გა­რეთ მყო­ფი".

"“კაცი, რო­მე­ლიც თავ­და­დე­ბუ­ლია სამ­შობ­ლოს­თვის, ქვეყ­ნის­თვის. კაცი, რო­მე­ლიც 5 თვე არ მი­ნა­ხავს და პირ­ვე­ლად ვნა­ხე შტაბ­ში, არ­ჩევ­ნე­ბის დღეს. თქვენც ხე­დავ­დით, თუ რა უპი­რა­ტე­სო­ბით იგებ­და და შემ­დეგ რო­გორ დატ­რი­ალ­და ყვე­ლა­ფე­რი. შე­უძ­ლე­ბე­ლია, რომ მშვი­დად უყუ­რო ამ სი­ტუ­ა­ცი­ას, მით უმე­ტეს, რომ შენი შვი­ლია. ჩემი შვი­ლია და ყო­ველ­თვის ჩემს თავს ვუს­ვამ ხოლ­მე კი­თხვას - რა­ტომ ჩემი შვი­ლი? მაგ­რამ , თუ არა ჩემ­მა შვილ­მა, ვინ უნდა გა­ა­კე­თოს ის ქარ­თუ­ლი საქ­მე, რა­საც ის აკე­თებს? ბავ­შვო­ბი­დან გა­მო­ირ­ჩე­ო­და თა­ვი­სი გულ­წრფე­ლო­ბით, პა­ტი­ოს­ნე­ბით, ვაჟ­კა­ცო­ბით, ტყუ­ი­ლი მან არ იცო­და ბავ­შვო­ბა­ში, ლი­დე­რი იყო. არ უნდა ამ მთავ­რო­ბას ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი, სა­ქარ­თვე­ლოს კი სჭირ­დე­ბა იმი­ტომ, რომ სხვა­ნა­ი­რად და­ვი­ღუ­პე­ბით, ყვე­ლა დარ­გი ის­პო­ბა, ხომ ხე­და­ვენ თვი­თო­ნაც? კო­ბა­ხი­ძემ გა­მო­ი­ა­როს და ნა­ხოს,

რო­გორ სულს ვღა­ფავთ ექი­მე­ბი და კლი­ნი­კე­ბი, რამ­ხე­ლა ფა­სე­ბი აქვს წამ­ლებს, ავად­მყო­ფე­ბი ვერ ყი­დუ­ლო­ბენ და ნიკა არის თურ­მე ტე­რო­რის­ტი...გი­რაო ერთხელ გა­და­ი­ხა­და ნი­კამ, ბინა ჩავ­დეთ და ერთი და იმა­ვე საქ­მე­ზე ორ­ჯერ ხომ არ გა­და­იხ­დის? ამ მთავ­რო­ბის­გან ყვე­ლა­ფერს ცუდს ვე­ლო­დე­ბით და უკვე მზად ვართ მე და ჩემი მე­უღ­ლე იმი­ტომ, რომ ნიკა რომ წა­ვი­და პო­ლი­ტი­კა­ში და დი­ნე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ აირ­ჩია მოძ­რა­ო­ბა, მშო­ბე­ლი რას უნდა ელო­დოს ? ტა­შით ივა­ნიშ­ვი­ლი მა­გას არ და­ა­ჯილ­დო­ვებს. ბევ­რჯერ ჰქონ­დათ მცდე­ლო­ბა გა­და­ე­ბი­რე­ბი­ნათ ნიკა, მაგ­რამ არ გა­მო­უ­ვი­დათ და ახლა უნ­დათ პა­ტიმ­რო­ბა, მაგ­რამ უნდა იცო­დეს, რომ პა­ტიმ­რო­ბა­ში მყო­ფი ნიკა უფრო სა­ში­ში იქ­ნე­ბა ამ მთავ­რო­ბის­თვის, ვიდ­რე გა­რეთ",- გა­ნა­ცხა­და ან­ზორ მე­ლი­ამ.

კი­თხვა­ზე, თუ რა მო­ლო­დი­ნი აქვს მას, ან­ზორ მე­ლი­ამ ასე უპა­სუ­ხა: "და­ი­ჭე­რენ".

ცნო­ბის­თვის, გე­ნე­რა­ლურ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ერთ-ერთი ლი­დე­რის, ნიკა მე­ლი­ას­თვის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის შეც­ვლას­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს დღეს მი­მარ­თა. შე­გახ­სე­ნებთ იმა­საც, რომ ნიკა მე­ლი­ას 20 ივ­ნი­სის საქ­მე­ზე აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით 30 000-ლა­რი­ა­ნი გი­რაო ჰქონ­და შე­ფარ­დე­ბუ­ლი. ასე­ვე, სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, მას ელექტრო­ნუ­ლი სა­მა­ჯუ­რი ეკე­თა, თუმ­ცა „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა, პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ და­მაგ­რე­ბუ­ლი ელექტრო­ნუ­ლი სა­მა­ჯუ­რი 1-ელ ნო­ემ­ბერს, სა­ჯა­როდ, რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე მიმ­დი­ნა­რე საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ა­ზე მო­იხ­სნა.

მკითხველის კომენტარები / 34 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
cicikore
134

nika magari xar 

ილკარი
58

საკუთარი თავი უყვარს მაგას, სამშობლო კი არა...

ავტორი:

"ჩემთვის განსაკუთრებით მძიმეა ეს ყველაფერი იმიტომ, რომ მშობელი ვარ... ნიკა ისჯება სამშობლოს სიყვარულის გამო" - მელიას მამა

"ჩემთვის განსაკუთრებით მძიმეა ეს ყველაფერი იმიტომ, რომ მშობელი ვარ... ნიკა ისჯება სამშობლოს სიყვარულის გამო" - მელიას მამა

ჩემთვის განსაკუთრებით მძიმეა ეს ყველაფერი იმიტომ, რომ მშობელი ვარ. ნიკა ისჯება სამშობლოს სიყვარულის გამო , - ამის შესახებ ნიკა მელიას მამამ, ანზორ მელიამ საქალაქო სასამართლოში განაცხადა, სადაც ნიკა მელიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

ანზორ მელიას განცხადებით, "პატიმრობაში მყოფი ნიკა მელია უფრო საშიში იქნება ამ მთავრობისთვის, ვიდრე გარეთ მყოფი".

"“კაცი, რომელიც თავდადებულია სამშობლოსთვის, ქვეყნისთვის. კაცი, რომელიც 5 თვე არ მინახავს და პირველად ვნახე შტაბში, არჩევნების დღეს. თქვენც ხედავდით, თუ რა უპირატესობით იგებდა და შემდეგ როგორ დატრიალდა ყველაფერი. შეუძლებელია, რომ მშვიდად უყურო ამ სიტუაციას, მით უმეტეს, რომ შენი შვილია. ჩემი შვილია და ყოველთვის ჩემს თავს ვუსვამ ხოლმე კითხვას - რატომ ჩემი შვილი? მაგრამ , თუ არა ჩემმა შვილმა, ვინ უნდა გააკეთოს ის ქართული საქმე, რასაც ის აკეთებს? ბავშვობიდან გამოირჩეოდა თავისი გულწრფელობით, პატიოსნებით, ვაჟკაცობით, ტყუილი მან არ იცოდა ბავშვობაში, ლიდერი იყო. არ უნდა ამ მთავრობას ასეთი ადამიანები, საქართველოს კი სჭირდება იმიტომ, რომ სხვანაირად დავიღუპებით, ყველა დარგი ისპობა, ხომ ხედავენ თვითონაც? კობახიძემ გამოიაროს და ნახოს,

როგორ სულს ვღაფავთ ექიმები და კლინიკები, რამხელა ფასები აქვს წამლებს, ავადმყოფები ვერ ყიდულობენ და ნიკა არის თურმე ტერორისტი...გირაო ერთხელ გადაიხადა ნიკამ, ბინა ჩავდეთ და ერთი და იმავე საქმეზე ორჯერ ხომ არ გადაიხდის? ამ მთავრობისგან ყველაფერს ცუდს ველოდებით და უკვე მზად ვართ მე და ჩემი მეუღლე იმიტომ, რომ ნიკა რომ წავიდა პოლიტიკაში და დინების საწინააღმდეგოდ აირჩია მოძრაობა, მშობელი რას უნდა ელოდოს ? ტაშით ივანიშვილი მაგას არ დააჯილდოვებს. ბევრჯერ ჰქონდათ მცდელობა გადაებირებინათ ნიკა, მაგრამ არ გამოუვიდათ და ახლა უნდათ პატიმრობა, მაგრამ უნდა იცოდეს, რომ პატიმრობაში მყოფი ნიკა უფრო საშიში იქნება ამ მთავრობისთვის, ვიდრე გარეთ",- განაცხადა ანზორ მელიამ.

კითხვაზე, თუ რა მოლოდინი აქვს მას, ანზორ მელიამ ასე უპასუხა: "დაიჭერენ".

ცნობისთვის, გენერალურმა პროკურატურამ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლასთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლოს დღეს მიმართა. შეგახსენებთ იმასაც, რომ ნიკა მელიას 20 ივნისის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული. ასევე, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მას ელექტრონული სამაჯური ეკეთა, თუმცა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პროკურატურის მიერ დამაგრებული ელექტრონული სამაჯური 1-ელ ნოემბერს, საჯაროდ, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მოიხსნა.

კორონავირუსის 133 ახალი შემთხვევა და 12 გარდაცვლილი - ბოლო 24 საათში ქვეყანაში 10 678 ტესტი ჩატარდა

"იმედი გვაქვს, ზაფხულისთვის გეგმას არა მხოლოდ დავეწევით, არამედ გავასწრებთ" - პაატა იმნაძე ვაქცინაციაზე

"რატომ მომატყუა ბიძინამ 2012 წელს ასე მწარედ? კინაღამ დავკალით ერთმანეთი მე და ნიკამ... ამას არ ვაპატიებ" - ანზორ მელია