სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უელსის ნაკრების მთავარი მწვრთნელი და "მანჩესტერ იუნაიტედის“ ლეგენდა, რაიან გიგზი მეგობარ ქალზე ძალადობის გამო დააკავეს
უელსის ნაკრების მთავარი მწვრთნელი და "მანჩესტერ იუნაიტედის“ ლეგენდა, რაიან გიგზი მეგობარ ქალზე ძალადობის გამო დააკავეს

ვე­ტე­რა­ნი უელ­სე­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი, რა­ი­ან გიგ­ზი, რო­მე­ლიც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში "მან­ჩეს­ტერ იუ­ნა­ი­ტე­დის“ ღირ­სე­ბას იცავ­და, ახლა კი უელ­სის სა­ფეხ­ბურ­თო ნაკ­რე­ბის მთა­ვა­რი მწვრთნე­ლია, და­ა­კა­ვეს. ამის შე­სა­ხებ "ინ­დე­ფენ­დენ­თი“ წერს.

გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, და­კა­ვე­ბის მი­ზე­ზი მე­გო­ბარ ქალ­ზე ძა­ლა­დო­ბაა. 46 წლის გიგ­ზი პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში მას შემ­დეგ გა­და­იყ­ვა­ნეს, რაც სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი სახ­ლში გიგ­ზის მე­გო­ბარ­მა ქალ­მა, ქეით გრე­ვილ­მა თა­ვად გა­მო­ი­ძა­ხა.

პო­ლი­ცი­ა­ში აცხა­დე­ბენ, რომ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში შე­ტყო­ბი­ნე­ბა 1-ელ ნო­ემ­ბერს, სა­ღა­მოს 10:00 სა­ათ­ზე შე­ვი­და. მა­თი­ვე ცნო­ბით, 30 წელს გა­და­ცი­ლე­ბულ­მა ქალ­მა ძა­ლა­დო­ბის შე­დე­გად ტრავ­მე­ბი მი­ი­ღო, თუმ­ცა ექი­მის დახ­მა­რე­ბა არ დას­ჭირ­ვე­ბია.

გიგ­ზი გი­რა­ოს სა­ნაც­ვლოდ უკვე გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ გიგ­ზი გა­მო­ირ­ჩე­ვა პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის სკან­და­ლე­ბით და ის არა­ერ­თხელ გამ­ხდა­რა მე­დი­ა­ში გან­ხილ­ვის სა­გა­ნი. 2018 წელს პრე­სა­ში წერ­დნენ, რომ გიგ­ზი თა­ვის ცოლს სა­კუ­თა­რი ძმის ცოლ­თან ღა­ლა­ტობ­და.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სტალინი
4

თავის ცოლს კი არ ღალატობდა, ძმას ღალატობდა. 

Dato
7

კაცი რომ საკუთარი ძმის ცოლთან ამას იკადრებს, არაკაცია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს - დუშეთში, ერთ-ერთ სასტუმროში სავარაუდოდ, მოწყობილი იყო ე.წ. ქოლცენტრი
ავტორი:

უელსის ნაკრების მთავარი მწვრთნელი და "მანჩესტერ იუნაიტედის“ ლეგენდა, რაიან გიგზი მეგობარ ქალზე ძალადობის გამო დააკავეს

უელსის ნაკრების მთავარი მწვრთნელი და "მანჩესტერ იუნაიტედის“ ლეგენდა, რაიან გიგზი მეგობარ ქალზე ძალადობის გამო დააკავეს

ვეტერანი უელსელი ფეხბურთელი, რაიან გიგზი, რომელიც წლების განმავლობაში "მანჩესტერ იუნაიტედის“ ღირსებას იცავდა, ახლა კი უელსის საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელია, დააკავეს. ამის შესახებ "ინდეფენდენთი“ წერს.

გამოცემის ცნობით, დაკავების მიზეზი მეგობარ ქალზე ძალადობაა. 46 წლის გიგზი პოლიციის განყოფილებაში მას შემდეგ გადაიყვანეს, რაც სამართალდამცველები სახლში გიგზის მეგობარმა ქალმა, ქეით გრევილმა თავად გამოიძახა.

პოლიციაში აცხადებენ, რომ განყოფილებაში შეტყობინება 1-ელ ნოემბერს, საღამოს 10:00 საათზე შევიდა. მათივე ცნობით, 30 წელს გადაცილებულმა ქალმა ძალადობის შედეგად ტრავმები მიიღო, თუმცა ექიმის დახმარება არ დასჭირვებია.

გიგზი გირაოს სანაცვლოდ უკვე გაათავისუფლეს.

აღსანიშნავია, რომ გიგზი გამოირჩევა პირადი ცხოვრების სკანდალებით და ის არაერთხელ გამხდარა მედიაში განხილვის საგანი. 2018 წელს პრესაში წერდნენ, რომ გიგზი თავის ცოლს საკუთარი ძმის ცოლთან ღალატობდა.

კორონავირუსის გავრცელების გამო, დანიაში 17 მილიონი წაულას განადგურებას გეგმავენ - "მათში ვირუსმა მუტაცია განიცადა"

ამომრჩეველთა კოლეგიის ხმების მიხედვით, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ამ ეტაპზე ჯო ბაიდენი ლიდერობს

წინასწარი შედეგებით, ტექსასში დონალდ ტრამპი ლიდერობს, არიზონაში - ჯო ბაიდენი - განახლებული ინფორმაცია