პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დავით კირკიტაძე: "ჩვენს ქვეყანაში რაც კი არჩევნები ჩატარებულა, მსგავსი გაყალბება არასოდეს მომხდარა"
დავით კირკიტაძე: "ჩვენს ქვეყანაში რაც კი არჩევნები ჩატარებულა, მსგავსი გაყალბება არასოდეს მომხდარა"

ცეს­კოს მო­ნა­ცე­მე­ბით, რუს­თა­ვის მა­ჟო­რი­ტა­რულ ოლ­ქში "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი" სა­ქარ­თვე­ლოს მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტო­ბის კან­დი­და­ტი ნინო ლა­ცა­ბი­ძე ლი­დე­რობს. მე­ო­რე ად­გილ­ზეა "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ კან­დი­და­ტი და­ვით კირ­კი­ტა­ძე. ცნო­ბი­ლია ისიც, რომ ამ ოლ­ქში მო­სა­ლოდ­ნე­ლია მე­ო­რე ტური, თუმ­ცა და­ვით კორ­კი­ტა­ძე მე­ო­რე ტურ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე კა­ტე­გო­რი­ულ უარს ამ­ბობს და ხალ­ხს ქუ­ჩა­ში გა­მოს­ვლის­კენ მო­უ­წო­დებს.

და­ვით კირ­კი­ტა­ძე:

- ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში და რუს­თავ­ში რაც არ­ჩევ­ნე­ბი ჩა­ტა­რე­ბუ­ლა, მსგავ­სი გა­ყალ­ბე­ბა არა­სო­დეს მომ­ხდა­რა. ამას ვერ და­ვარ­ქმევთ არ­ჩევ­ნებს, პირ­და­პირ და­წე­რეს ოქ­მე­ბი, პირ­და­პირ იღებ­დნენ და აუქ­მებ­დნენ ჩემს ბი­უ­ლე­ტე­ნებს. აკე­თებ­დნენ იმას, რაც უნ­დო­დათ.

- თუ ასე იყო, კო­მი­სი­ა­ში ხომ იყ­ვნენ თქვე­ნი წევ­რე­ბი. თქვენ­მა წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა ვერ და­იც­ვეს თქვე­ნი ხმე­ბი?

ასევე დაგაინტერესებთ
13:18 / 02-11-2020

"ერთადერთი ქვეყანა ვართ რეგიონში, სადაც მშვიდობაა და აქ სიტუაციის არევა რუსეთის გარდა არავის აწყობს" - რას წერს გიორგი ზურაბიშვილი

13:31 / 02-11-2020

"ოპოზიციამ პრობლემა უნდა მოძებნოს არა მარტო "ოცნებაში“, არამედ საკუთარ თავშიც" - პარლამენტში არ შესვლამდე რის აწონ-დაწონვას ურჩევს ექსპერტი ოპოზიციას

15:21 / 02-11-2020

არსებობს თუ არა შანსი იმისა, რომ "ქართული ოცნება" უმრავლესობის გარეშე დარჩეს?

09:42 / 03-11-2020

"ხალხში რევოლუციური მუხტი არ ჩანს, ამას ემატება პანდემია და ის, რომ არ იქნება დასავლეთის მხარდაჭერა, გაუგებარია, რის იმედზეა ოპოზიცია?!" - ექსპერტები პოსტსაარჩევნო ვითარებაზე

- კო­მი­სი­ა­ში ხმა­თა უმ­რავ­ლე­სო­ბა "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" აქვს, ეს ყვე­ლამ იცის. ჩვენ გვაქვს იმის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი, რომ ასე უხე­შად აყალ­ბებ­დნენ არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გებს. სა­ჩივ­რე­ბიც და­წე­რი­ლი და შე­ტა­ნი­ლი გვაქვს, მაგ­რამ ამას აზრი აღარ აქვს. იმი­ტომ რომ იგი­ვე ხდე­ბა სა­ოლ­ქო სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ა­ში, იქაც ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი არი­ან და რა­საც უბ­რძა­ნე­ბენ, ისი­ნი იმას აკე­თე­ბენ. ეს არ არის არ­ჩევ­ნე­ბი, ამი­ტომ მე არ ვა­პი­რებ არა­ნა­ი­რად რომ ამ მო­ცე­მუ­ლო­ბას შე­ვე­გუო. უამ­რავ­მა, ათი­ა­თა­სო­ბით ადა­მი­ან­მა და­მი­ჭი­რა ხმა. მინ­და მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო თი­თო­ე­ულს და ვუ­თხრა, რომ ეს ბრძო­ლა არის ბო­ლომ­დე მი­საყ­ვა­ნი.

- ცნო­ბი­ლია ისიც, რომ მე­ო­რე ტური იქ­ნე­ბა რუს­თავ­ში, არ აპი­რებთ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას?

- გა­მო­რი­ცხუ­ლია ამ სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის პი­რო­ბებ­ში არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ვი­ღო. ნამ­დვი­ლად არ ვა­პი­რებ თვა­ლე­ბის და­ხუჭ­ვას, მი­უ­ხე­და­ვად ამ გა­ყალ­ბე­ბუ­ლი ციფ­რე­ბი­სა და იმ სა­ში­ნე­ლე­ბე­ბი­სა, რაც მათ გა­ა­კე­თეს, ხე­დავთ მა­ინც ვერ მო­ა­ხერ­ხეს ის, რომ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" კან­დი­და­ტი გა­მარ­ჯვე­ბუ­ლად გა­მო­ე­ცხა­დე­ბი­ნათ. ახლა ამათ­თან კი­დევ ერთხელ უთა­ნას­წო­რო ბრძო­ლა­ში შეს­ვლას აზრი არ აქვს, ამი­ტომ არ ვი­ღებ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მე­ო­რე ტურ­ში. ჩვენ, ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბი მზად ვართ წინ და­ვუდ­გეთ გაბ­რა­ზე­ბულ ხალ­ხს, მა­სი­უ­რად უნდა გა­მო­ვი­დეთ ხალ­ხი ქუ­ჩებ­ში. ის ხალ­ხი, ვი­საც სხვა ყვე­ლა­ფერ­თან ერ­თად მო­პა­რეს არ­ჩე­ვა­ნის უფ­ლე­ბა. ამ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ერ­თა­დერ­თი გა­მო­სა­ვა­ლია ქუ­ჩა­ში გა­მოს­ვლა და ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის იძუ­ლე­ბა, რომ შე­იც­ვა­ლოს მთლი­ა­ნად ყველ­გან სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სია, სა­არ­ჩევ­ნო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ე­ბი და ამის შემ­დეგ ჩა­ტარ­დეს ხე­ლა­ხა­ლი პა­ტი­ო­სა­ნი და თა­ვი­სუ­ფა­ლი არ­ჩევ­ნე­ბი.

- მთე­ლი ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში აცხა­დებ­დით, რომ თი­თო­ე­ულ ხმას და­ი­ცავ­დით, ახლა ამ­ბობთ, რომ კო­მი­სი­ებს არ ენ­დო­ბით, მა­ნამ­დე არ იცო­დით, ვინ იყო ამ კო­მი­სი­ებ­ში?

- ხმე­ბის დაც­ვას ახ­ლაც ვცდი­ლობთ, მაგ­რამ სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ე­ბი, სა­უბ­ნო სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ე­ბი, ცე­ეს­კო, მთლი­ა­ნად და­კომ­პლექ­სტე­ბუ­ლია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მიერ, რომ­ლე­ბიც მხო­ლოდ ბა­ტო­ნის და­ვა­ლე­ბე­ბის შემ­სრუ­ლებ­ლე­ბი არი­ან. იქ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბა ხდე­ბა ხმა­თა უმ­რავ­ლე­სო­ბით და ეს ადა­მი­ა­ნე­ბი მოქ­მე­დე­ბენ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის და­ვა­ლე­ბით. ფი­ზი­კუ­რად ხომ ვერ შე­ვუ­ვარ­დე­ბით უბ­ნებ­ზე და ხომ ვერ და­ი­წყებ ხმე­ბის დათ­ვლას. ერ­თა­დერ­თი გა­მო­სა­ვა­ლი არის ქუ­ჩა­ში გა­მოს­ვლა ხალ­ხის და პრო­ტეს­ტი, რომ ვა­ი­ძუ­ლოთ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ჩა­ტარ­დეს ხე­ლა­ხა­ლი არ­ჩევ­ნე­ბი.

ჩემს ოლ­ქში 3000-ზე მეტი ჩემი მხარ­დამ­ჭე­რი ბი­უ­ლე­ტე­ნია უკა­ნო­ნოდ გა­უქ­მე­ბუ­ლი.

- თქვე­ნი კონ­კუ­რენ­ტი "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" კან­დი­და­ტი ნინო ლა­ცა­ბი­ძეა, რას იტყვით მას­ზე? რო­გორც გვი­თხრეს, ის თქვე­ნი მე­უღ­ლის დე­ი­დაშ­ვი­ლია, მას­თან ნა­თე­სა­ურ კავ­შირს ადას­ტუ­რებთ?

- ჩემი კონ­კუ­რენ­ტი ნინო ლა­ცა­ბი­ძე კი არა, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი და მისი ხე­ლი­სუფ­ლე­ბაა. და­ნარ­ჩენს დრო გვაჩ­ვე­ნებს. ყვე­ლა ადა­მი­ა­ნის შე­ფა­სე­ბას და პერ­სო­ნის შე­ფა­სე­ბას მო­ახ­დენს დრო.

- მას­თან ნა­თე­სა­ურ კავ­შირს ადას­ტუ­რებთ?

- ეს არის ტყუ­ი­ლი და სი­სუ­ლე­ლე.

მკითხველის კომენტარები / 49 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
GeoTbilisi
6

ვაი შენ პატრონს

antistepleri
5

ტიპიიი რაა ნაგლია :)))

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

დავით კირკიტაძე: "ჩვენს ქვეყანაში რაც კი არჩევნები ჩატარებულა, მსგავსი გაყალბება არასოდეს მომხდარა"

დავით კირკიტაძე: "ჩვენს ქვეყანაში რაც კი არჩევნები ჩატარებულა, მსგავსი გაყალბება არასოდეს მომხდარა"

ცესკოს მონაცემებით, რუსთავის მაჟორიტარულ ოლქში "ქართული ოცნება-დემოკრატიული" საქართველოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნინო ლაცაბიძე ლიდერობს. მეორე ადგილზეა "ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი დავით კირკიტაძე. ცნობილია ისიც, რომ ამ ოლქში მოსალოდნელია მეორე ტური, თუმცა დავით კორკიტაძე მეორე ტურში მონაწილეობაზე კატეგორიულ უარს ამბობს და ხალხს ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდებს.

დავით კირკიტაძე:

- ჩვენს ქვეყანაში და რუსთავში რაც არჩევნები ჩატარებულა, მსგავსი გაყალბება არასოდეს მომხდარა. ამას ვერ დავარქმევთ არჩევნებს, პირდაპირ დაწერეს ოქმები, პირდაპირ იღებდნენ და აუქმებდნენ ჩემს ბიულეტენებს. აკეთებდნენ იმას, რაც უნდოდათ.

- თუ ასე იყო, კომისიაში ხომ იყვნენ თქვენი წევრები. თქვენმა წარმომადგენლებმა ვერ დაიცვეს თქვენი ხმები?

- კომისიაში ხმათა უმრავლესობა "ქართულ ოცნებას" აქვს, ეს ყველამ იცის. ჩვენ გვაქვს იმის მტკიცებულებები, რომ ასე უხეშად აყალბებდნენ არჩევნების შედეგებს. საჩივრებიც დაწერილი და შეტანილი გვაქვს, მაგრამ ამას აზრი აღარ აქვს. იმიტომ რომ იგივე ხდება საოლქო საარჩევნო კომისიაში, იქაც ქართული ოცნების წარმომადგენლები არიან და რასაც უბრძანებენ, ისინი იმას აკეთებენ. ეს არ არის არჩევნები, ამიტომ მე არ ვაპირებ არანაირად რომ ამ მოცემულობას შევეგუო. უამრავმა, ათიათასობით ადამიანმა დამიჭირა ხმა. მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულს და ვუთხრა, რომ ეს ბრძოლა არის ბოლომდე მისაყვანი.

- ცნობილია ისიც, რომ მეორე ტური იქნება რუსთავში, არ აპირებთ მონაწილეობას?

- გამორიცხულია ამ საარჩევნო კომისიის პირობებში არჩევნებში მონაწილეობა მივიღო. ნამდვილად არ ვაპირებ თვალების დახუჭვას, მიუხედავად ამ გაყალბებული ციფრებისა და იმ საშინელებებისა, რაც მათ გააკეთეს, ხედავთ მაინც ვერ მოახერხეს ის, რომ "ქართული ოცნების" კანდიდატი გამარჯვებულად გამოეცხადებინათ. ახლა ამათთან კიდევ ერთხელ უთანასწორო ბრძოლაში შესვლას აზრი არ აქვს, ამიტომ არ ვიღებ მონაწილეობას მეორე ტურში. ჩვენ, ოპოზიციური პარტიები მზად ვართ წინ დავუდგეთ გაბრაზებულ ხალხს, მასიურად უნდა გამოვიდეთ ხალხი ქუჩებში. ის ხალხი, ვისაც სხვა ყველაფერთან ერთად მოპარეს არჩევანის უფლება. ამ სიტუაციაში ერთადერთი გამოსავალია ქუჩაში გამოსვლა და ამ ხელისუფლების იძულება, რომ შეიცვალოს მთლიანად ყველგან საარჩევნო კომისია, საარჩევნო ადმინისტრაციები და ამის შემდეგ ჩატარდეს ხელახალი პატიოსანი და თავისუფალი არჩევნები.

- მთელი ამ ხნის განმავლობაში აცხადებდით, რომ თითოეულ ხმას დაიცავდით, ახლა ამბობთ, რომ კომისიებს არ ენდობით, მანამდე არ იცოდით, ვინ იყო ამ კომისიებში?

- ხმების დაცვას ახლაც ვცდილობთ, მაგრამ საარჩევნო კომისიები, საუბნო საარჩევნო კომისიები, ცეესკო, მთლიანად დაკომპლექსტებულია "ქართული ოცნების" მიერ, რომლებიც მხოლოდ ბატონის დავალებების შემსრულებლები არიან. იქ გადაწყვეტილებების მიღება ხდება ხმათა უმრავლესობით და ეს ადამიანები მოქმედებენ ბიძინა ივანიშვილის დავალებით. ფიზიკურად ხომ ვერ შევუვარდებით უბნებზე და ხომ ვერ დაიწყებ ხმების დათვლას. ერთადერთი გამოსავალი არის ქუჩაში გამოსვლა ხალხის და პროტესტი, რომ ვაიძულოთ ხელისუფლება ჩატარდეს ხელახალი არჩევნები.

ჩემს ოლქში 3000-ზე მეტი ჩემი მხარდამჭერი ბიულეტენია უკანონოდ გაუქმებული.

- თქვენი კონკურენტი "ქართული ოცნების" კანდიდატი ნინო ლაცაბიძეა, რას იტყვით მასზე? როგორც გვითხრეს, ის თქვენი მეუღლის დეიდაშვილია, მასთან ნათესაურ კავშირს ადასტურებთ?

- ჩემი კონკურენტი ნინო ლაცაბიძე კი არა, ბიძინა ივანიშვილი და მისი ხელისუფლებაა. დანარჩენს დრო გვაჩვენებს. ყველა ადამიანის შეფასებას და პერსონის შეფასებას მოახდენს დრო.

- მასთან ნათესაურ კავშირს ადასტურებთ?

- ეს არის ტყუილი და სისულელე.