კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, "ისტორიანის“ ნოემბრის ნომრის მთავარი თემები
ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, "ისტორიანის“ ნოემბრის ნომრის მთავარი თემები

გა­მო­ვი­და ის­ტო­რი­ულ-შე­მეც­ნე­ბი­თი ჟურ­ნა­ლის, “ის­ტო­რი­ა­ნის“ ნო­ემ­ბრის ნო­მე­რი #8 (116), რო­მელ­შიც წა­ი­კი­თხავთ:

  • კავ­კა­სი­ის ის­ტო­რი­ი­დან – უბი­ხე­ბის ბრძო­ლა თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის

XIX სა­უ­კუ­ნის 30-იანი წლე­ბი­დან უბი­ხე­ბი თავ­და­დე­ბით იბ­რძოდ­ნენ სამ­შობ­ლოს და­სა­ცა­ვად, მაგ­რამ უზარ­მა­ზა­რი რუ­სე­თის იმ­პე­რი­ის წი­ნა­აღ­მდეგ ვე­რა­ფერს გახ­დნენ. თა­ვი­სუფ­ლე­ბის და­კარ­გვას მათ ოს­მა­ლეთ­ში ერ­თი­ა­ნად გა­და­სახ­ლე­ბა არ­ჩი­ეს და 1864 წლის მა­ის­ში სა­კუ­თა­რი მიწა-წყა­ლი და­ტო­ვეს. მშობ­ლი­ურ მი­წას მო­წყვე­ტი­ლი მდი­და­რი და გმი­რუ­ლი წარ­სუ­ლის ხალ­ხი შიმ­ში­ლის, ავად­მყო­ფო­ბის, ასი­მი­ლა­ცი­ის მსხვერ­პლი გახ­და და ის­ტო­რი­ის არე­ნი­და­ნაც გაქ­რა. ენით, კულ­ტუ­რი­თა და ყო­ფით უბი­ხე­ბი აფხა­ზებ­სა და ჩერ­ქე­ზებს ენა­თე­სა­ვე­ბოდ­ნენ. ისი­ნი შავი ზღვის ჩრდი­ლო-აღ­მო­სავ­ლეთ სა­ნა­პი­რო­ზე, მდი­ნა­რე­ებს – ხოს­თა­სა და შა­ხეს (სუ­ბაშს) შო­რის ცხოვ­რობ­დნენ. უბი­ხე­თი თე­მე­ბად იყო­ფო­და: სუ­ბა­ში, ხიზე, ვარ­და­ნე, ფსა­ხე, საშე, ხოს­თა (ხა­მი­ში). XIX სა­უ­კუ­ნის პირ­ველ ნა­ხე­ვარ­ში მათი რა­ო­დე­ნო­ბა და­ახ­ლო­ე­ბით 30 ათასს შე­ად­გენ­და. უბიხ­თა ტრა­გე­დია მა­შინ და­ი­წყო, რო­დე­საც რუ­სე­თის იმ­პე­რი­ამ ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­ი­სა და შავი ზღვის სა­ნა­პი­რო ზო­ლის და­პყრო­ბა გა­და­წყვი­ტა. ეს ომი, რო­მე­ლიც რუ­სეთ-კავ­კა­სი­ის ომის (1763-1864) სა­ხე­ლით არის ცნო­ბი­ლი, მთელ სა­უ­კუ­ნეს გაგ­რძელ­და.

1837 წელს იმ­პე­რა­ტორ­მა ნი­კო­ლოზ I-მა ბრძა­ნა, და­ეჩ­ქა­რე­ბი­ნათ ფორ­ტე­ბის მშე­ნებ­ლო­ბა და სარ­დლო­ბას ამო­ცა­ნად შავი ზღვის მთე­ლი სა­ნა­პი­როს და­პყრო­ბა და­უ­სა­ხა. 1838 წელს აპ­რილ­ში რუ­სე­თის ეს­კად­რა უბი­ხეთ­ში მდი­ნა­რე სო­ჭის შე­სარ­თავს მი­ად­გა და დე­სან­ტი გად­მოს­ხა. მთი­ელ­თა სას­ტი­კი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, დე­სან­ტმა სო­ფე­ლი სოჭი და ახ­ლო­მახ­ლო მაღ­ლო­ბე­ბი და­ი­კა­ვა. ყო­ფი­ლი სოფ­ლის ად­გი­ლას, მაღ­ლობ­ზე, სი­მაგ­რე აა­გეს. ივ­ნის­ში რუ­სე­ბის რაზ­მი სი­მაგ­რი­დან გა­მო­ვი­და და მდი­ნა­რე სო­ჭი­სა და მდი­ნა­რე ბზუ­გუს ზემო წელ­ში გა­ა­ნად­გუ­რა უბიხ­თა სოფ­ლე­ბი...

  • ამე­რი­კუ­ლი ტრა­გე­დია – ინ­დი­ელ­თა უკა­ნას­კნე­ლი სის­ხლი­ა­ნი კალო

1890 წელს ლა­კო­ტას ინ­დი­ელ­თა ტო­მის ერთი ჯგუ­ფი, ბე­ლად დიდი ტერ­ფის წი­ნამ­ძღო­ლო­ბით, პრე­რი­ებ­ში უკა­ნას­კნელ გზას და­ად­გა მდი­ნა­რე ვა­უნ­დიდ-ნის­კენ. წი­თელ­კა­ნი­ან მო­სახ­ლე­ო­ბას დიდი გან­საც­დე­ლი ელო­და. დაბ­ლო­ბებ­ში ორი­ო­დე ასე­უ­ლი ბი­ზო­ნი თუ შე­მოხ­ვდათ, და­ნარ­ჩე­ნი თეთრკა­ნი­ა­ნებს გა­ე­წყვი­ტათ. ისი­ნი უკვე მე­ა­თე დღეა მი­დი­ოდ­ნენ და­თოვ­ლილ პრე­რი­ებ­ზე. 300 კა­ცამ­დე – მე­ომ­რე­ბი, ქა­ლე­ბი და ბავ­შვე­ბი. სა­შინ­ლად ყი­ნავ­და. დიდი ტერ­ფი უკვე 63 წლი­სა გამ­ხდა­რი­ყო. რო­დე­საც "დაჭ­რილ მუხლს" მი­უ­ახ­ლოვ­დნენ, თეთრკა­ნი­ან ცხე­ნო­სან­თა რაზ­მე­ბი წა­მო­ე­წივ­ნენ. ფილ­ტვე­ბის ან­თე­ბით გა­წა­მე­ბულ­მა ბე­ლად­მა თეთ­რი დრო­შის აღ­მარ­თვა ბრძა­ნა.

ქა­რა­ვანს კა­ვა­ლე­რის­ტე­ბის ორი რაზ­მი გა­უ­ძღვა წინ, ორიც უკან მიჰ­ყვე­ბო­და. ეს უკა­ნას­კნელ­ნი ორ ქვე­მეხს მი­ათ­რევ­დნენ. სა­ღა­მოს დაბ­ლობ­ში კა­რა­ვი წა­მო­ჭი­მეს. კარ­ვის ახ­ლოს თეთ­რი დრო­შა ფრი­ა­ლებ­და. კა­ვა­ლე­რი­ამ ინ­დი­ე­ლებს ვახ­შმად გა­მომ­ხმა­რი პური და­უ­რი­გა. მე­თა­ურ­მა დი­ლით ინ­დი­ე­ლე­ბის დათ­ვლის გან­კარ­გუ­ლე­ბა გას­ცა, შემ­დეგ ია­რა­ღის ჩა­ბა­რე­ბა უბ­რძა­ნა. მა­მა­კა­ცებ­მა და­ნე­ბი და თო­ფე­ბი ბა­ნა­კის შუ­ა­გუ­ლის­კენ წა­ი­ღეს. თეთრკა­ნი­ა­ნე­ბი ამ­ტკი­ცებ­დნენ, რომ ცოტა ია­რა­ღი ჩა­ბარ­და. და­ი­წყეს ბა­ნა­კის ჩხრე­კა, იპო­ვეს ნა­ჯა­ხე­ბი, და­ნე­ბი, რამ­დე­ნი­მე თოფი. მე­ომ­რე­ბი უკ­მა­ყო­ფი­ლო იყ­ვნენ, რად­გან ნა­დი­რო­ბა იქ არ­სე­ბო­ბის ერ­თა­დერ­თი სა­შუ­ა­ლე­ბა იყო. ამ დროს შა­მან­მა სუ­ლე­ბის ცეკ­ვა და­ი­წყო. თეთ­რი ამე­რი­კე­ლე­ბი შეშ­ფო­თე­ბუ­ლი იყ­ვნენ ინ­დი­ე­ლე­ბის მა­სობ­რი­ვი რე­ლი­გი­უ­რი აღ­ტკი­ნე­ბით... ყრუ მე­ო­მარ შავ კო­ი­ოტს თო­ფის ჩა­ბა­რე­ბა არ სურ­და. ამ­ბობ­და, რომ მას­ში ბევ­რი ფული გა­და­ი­ხა­და, რომ ყურთ აკ­ლია, ბრძა­ნე­ბებს ვერ იგებს. თეთრკა­ნი­ან მებ­რძოლს წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას უწევ­და. ამ ძიძ­გი­ლა­ო­ბა­ში შავი კო­ი­ო­ტის თოფი გა­ვარ­და, რის შემ­დე­გაც ინ­დი­ე­ლე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბა და­ი­წყო....

  • ყინ­წვი­სი

ქა­რე­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, მდი­ნა­რე ძა­მას ხე­ო­ბა­ში, სო­ფელ ყინ­წვი­სი­დან რამ­დე­ნი­მე კი­ლო­მეტრში მდე­ბა­რე­ობს ყინ­წვი­სის მო­ნას­ტე­რი, რომ­ლის მთა­ვა­რი ნა­გე­ბო­ბაა წმინ­და ნი­კო­ლო­ზის ცნო­ბი­ლი ეკ­ლე­სია. მისი მო­ხა­ტუ­ლო­ბა XIII სა­უ­კუ­ნის გა­მორ­ჩე­ულ ნი­მუშს წარ­მო­ად­გენს რო­გორც შეს­რუ­ლე­ბის ოს­ტა­ტო­ბით, ასე­ვე დახ­ვე­წი­ლი კო­ლო­რი­ტით. რო­გორც ის­ტო­რი­უ­ლი წარ­წე­რე­ბი გვამ­ცნობს, ეკ­ლე­სი­ის მო­ხა­ტუ­ლო­ბა შე­უს­რუ­ლე­ბი­ათ XIII სა­უ­კუ­ნის და­სა­წყის­ში თა­მარ მე­ფის პირ­ვე­ლი ვე­ზი­რის, ან­ტონ გლო­ნის­თა­ვის­ძის დაკ­ვე­თით. სამ­ხრეთ კე­დელ­ზე ქვე­და რე­გის­ტრში გა­მო­სა­ხუ­ლია სწო­რედ ტაძ­რის აღ­მა­შე­ნე­ბე­ლი ან­ტონ გლო­ნის­თა­ვის­ძე. მის მარ­ჯვნივ მო­ცე­მუ­ლია სამი წმინ­და მე­ომ­რის ფრონ­ტა­ლუ­რი ფი­გუ­რა, რო­მელ­თა­გან ერთი და­ნამ­დვი­ლე­ბით წმინ­და გი­ორ­გია.

ჩრდი­ლო­ეთ კე­დელ­ზე ქვე­და რე­გის­ტრში ის­ტო­რი­უ­ლი პი­რე­ბი არი­ან წარ­მოდ­გე­ნილ­ნი – გი­ორ­გი III, თა­მარ მეფე და ლაშა-გი­ორ­გი. ჩრდი­ლო­ეთ კე­დელ­ზე ყინ­წვი­სის ცნო­ბი­ლი აღ­დგო­მის ან­გე­ლო­ზის გა­მო­სა­ხუ­ლე­ბა.

და­სავ­ლეთ კე­დელ­ზე გა­მო­სა­ხულ წმინ­და დე­და­თა ნა­ხე­ვარ­ფი­გუ­რე­ბის რიგ­ში, კედ­ლის ცენ­ტრში მო­თავ­სე­ბულ ფი­გუ­რას აი­გი­ვე­ბენ წმინ­და ნი­ნოს გა­მო­სა­ხუ­ლე­ბას­თან, რაც ერთ-ერთი გა­მორ­ჩე­უ­ლი შემ­თხვე­ვაა. სა­რეს­ტავ­რა­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბი­სას მეც­ნი­ე­რე­ბის ყუ­რა­დღე­ბა მი­იქ­ცია ფი­გუ­რამ, რო­მე­ლიც გან­სხვავ­დე­ბო­და წმინ­და დე­დე­ბის სხვა ფი­გუ­რე­ბის­გან, რად­გან მას ცალ ხელ­ში ჯვა­რი უკა­ვია, მე­ო­რე­ში კი წიგ­ნი. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ წიგ­ნით წმინ­და დე­დებს არ გა­მო­სა­ხავ­დნენ, ვა­რა­უ­დი და­დას­ტურ­და ულტრა­ი­ის­ფე­რი გა­ნა­თე­ბით კვლე­ვის შემ­დეგ, რო­დე­საც გა­მოჩ­ნდა წარ­წე­რა “წი ნინო გნ....თლლი” – წმინ­და ნინო გან­მა­ნათ­ლე­ბე­ლი.

ტაძ­რის მო­ხა­ტუ­ლო­ბა­ში დიდი ად­გი­ლი ეთ­მო­ბა დე­კო­რა­ტი­ულ ელე­მენ­ტებს. ფო­ნის­თვის გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლია მო­ცის­ფრო-მო­ლურ­ჯო ტონი, შა­რა­ვან­დე­ბის­თვის კი ოქრო, რაც გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ზე­ი­მო გან­წყო­ბი­ლე­ბას ქმნის.

გარ­და ამი­სა, ნო­მერ­ში წა­ი­კი­თხავთ:

  • მოკ­ლე ამ­ბე­ბი. უძ­ვე­ლე­სი ოქ­როს ნივ­თე­ბი ევ­რო­პა­ში
  • მსოფ­ლი­ოს უმაღ­ლე­სი ნა­გე­ბო­ბე­ბი. და­უმ­თავ­რე­ბე­ლი რე­კორდსმე­ნი – ბო­ვეს ტაძ­რის ნავი ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლია მსოფ­ლი­ო­ში
  • ბაგ­რა­ტო­ვან­ნი. რო­გო­რი თა­ნა­მიმ­დევ­რო­ბით გა­ნა­გებ­დნენ ბაგ­რა­ტი­ო­ნე­ბი ქარ­თლის სა­მე­ფოს / ქარ­თლის ბაგ­რა­ტო­ვან მმარ­თველ­თა ქრო­ნო­ლო­გი­უ­რი რი­გის და­ზუს­ტე­ბის­თვის XVI-XVIII სს. (და­სას­რუ­ლი)
  • ორე­ნო­ვა­ნი კა­ტა­ლო­გე­ბი: “ბრი­ტა­ნუ­ლი წყა­რო­ე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს შე­სა­ხებ” და “და­დი­ა­ნე­ბის სა­სახ­ლე­ე­ბის სა­გან­ძუ­რი” – ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე­ში, Gოოგ­ლე-ის სა­შუ­ა­ლე­ბით, ზუგ­დი­დის მუ­ზე­უმ­ში და­ცუ­ლი უნი­კა­ლუ­რი სა­გან­ძუ­რის ნახ­ვას სა­ქარ­თვე­ლოს უცხო­ე­ლი მე­გობ­რე­ბიც შეძ­ლე­ბენ...
  • უცხო­ე­თის მი­წა­ზე. გი­ორ­გი აფხა­ზი – იტა­ლი­უ­რი თე­ატ­რა­ლუ­რი მხატ­ვრო­ბის ვარ­სკვლა­ვი
  • გა­მო­სა­თხო­ვა­რი. ზუ­რაბ თვა­ლჭ­რე­ლი­ძე – არ­ქე­ო­ლო­გი და მა­მუ­ლიშ­ვი­ლი / და­ვით­გა­რე­ჯის “მე­სა­მე­დი მად­ლი იე­რუ­სა­ლი­მი­საი”...
  • ახა­ლი ამ­ბე­ბი. წიგ­ნი “ჩემი საბ­ჭო­თა წარ­სუ­ლი”
  • საბ­ჭო­თა წარ­სუ­ლი­დან. “სა­მა­რად­ჟა­მო” ერ­თო­ბის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად... – რო­გორ მომ­ზად­და და აღი­ნიშ­ნა სა­ქარ­თვე­ლო­ში გე­ორ­გი­ევ­სკის ტრაქ­ტა­ტის 200 წლის­თა­ვი
  • პერ­სო­ნა. სა­ლო­მე ან­დრო­ნი­კაშ­ვი­ლი – “ვერ­ცხლის სა­უ­კუ­ნის” ლე­გენ­და
  • მო­ნარ­ქე­ბი. საფ­რან­გე­თის მეფე ლუი XIV (გაგ­რძე­ლე­ბა)
  • სა­დაზ­ვერ­ვო თა­მა­შე­ბი. “მო­კა­ლით სტა­ლი­ნი!” (და­სას­რუ­ლი)

ავტორი:

ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, "ისტორიანის“ ნოემბრის ნომრის მთავარი თემები

ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, "ისტორიანის“ ნოემბრის ნომრის მთავარი თემები

გამოვიდა ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, “ისტორიანის“ ნოემბრის ნომერი #8 (116), რომელშიც წაიკითხავთ:

  • კავკასიის ისტორიიდან – უბიხების ბრძოლა თავისუფლებისთვის

XIX საუკუნის 30-იანი წლებიდან უბიხები თავდადებით იბრძოდნენ სამშობლოს დასაცავად, მაგრამ უზარმაზარი რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ ვერაფერს გახდნენ. თავისუფლების დაკარგვას მათ ოსმალეთში ერთიანად გადასახლება არჩიეს და 1864 წლის მაისში საკუთარი მიწა-წყალი დატოვეს. მშობლიურ მიწას მოწყვეტილი მდიდარი და გმირული წარსულის ხალხი შიმშილის, ავადმყოფობის, ასიმილაციის მსხვერპლი გახდა და ისტორიის არენიდანაც გაქრა. ენით, კულტურითა და ყოფით უბიხები აფხაზებსა და ჩერქეზებს ენათესავებოდნენ. ისინი შავი ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროზე, მდინარეებს – ხოსთასა და შახეს (სუბაშს) შორის ცხოვრობდნენ. უბიხეთი თემებად იყოფოდა: სუბაში, ხიზე, ვარდანე, ფსახე, საშე, ხოსთა (ხამიში). XIX საუკუნის პირველ ნახევარში მათი რაოდენობა დაახლოებით 30 ათასს შეადგენდა. უბიხთა ტრაგედია მაშინ დაიწყო, როდესაც რუსეთის იმპერიამ ჩრდილოეთ კავკასიისა და შავი ზღვის სანაპირო ზოლის დაპყრობა გადაწყვიტა. ეს ომი, რომელიც რუსეთ-კავკასიის ომის (1763-1864) სახელით არის ცნობილი, მთელ საუკუნეს გაგრძელდა.

1837 წელს იმპერატორმა ნიკოლოზ I-მა ბრძანა, დაეჩქარებინათ ფორტების მშენებლობა და სარდლობას ამოცანად შავი ზღვის მთელი სანაპიროს დაპყრობა დაუსახა. 1838 წელს აპრილში რუსეთის ესკადრა უბიხეთში მდინარე სოჭის შესართავს მიადგა და დესანტი გადმოსხა. მთიელთა სასტიკი წინააღმდეგობის მიუხედავად, დესანტმა სოფელი სოჭი და ახლომახლო მაღლობები დაიკავა. ყოფილი სოფლის ადგილას, მაღლობზე, სიმაგრე ააგეს. ივნისში რუსების რაზმი სიმაგრიდან გამოვიდა და მდინარე სოჭისა და მდინარე ბზუგუს ზემო წელში გაანადგურა უბიხთა სოფლები...

  • ამერიკული ტრაგედია – ინდიელთა უკანასკნელი სისხლიანი კალო

1890 წელს ლაკოტას ინდიელთა ტომის ერთი ჯგუფი, ბელად დიდი ტერფის წინამძღოლობით, პრერიებში უკანასკნელ გზას დაადგა მდინარე ვაუნდიდ-ნისკენ. წითელკანიან მოსახლეობას დიდი განსაცდელი ელოდა. დაბლობებში ორიოდე ასეული ბიზონი თუ შემოხვდათ, დანარჩენი თეთრკანიანებს გაეწყვიტათ. ისინი უკვე მეათე დღეა მიდიოდნენ დათოვლილ პრერიებზე. 300 კაცამდე – მეომრები, ქალები და ბავშვები. საშინლად ყინავდა. დიდი ტერფი უკვე 63 წლისა გამხდარიყო. როდესაც "დაჭრილ მუხლს" მიუახლოვდნენ, თეთრკანიან ცხენოსანთა რაზმები წამოეწივნენ. ფილტვების ანთებით გაწამებულმა ბელადმა თეთრი დროშის აღმართვა ბრძანა.

ქარავანს კავალერისტების ორი რაზმი გაუძღვა წინ, ორიც უკან მიჰყვებოდა. ეს უკანასკნელნი ორ ქვემეხს მიათრევდნენ. საღამოს დაბლობში კარავი წამოჭიმეს. კარვის ახლოს თეთრი დროშა ფრიალებდა. კავალერიამ ინდიელებს ვახშმად გამომხმარი პური დაურიგა. მეთაურმა დილით ინდიელების დათვლის განკარგულება გასცა, შემდეგ იარაღის ჩაბარება უბრძანა. მამაკაცებმა დანები და თოფები ბანაკის შუაგულისკენ წაიღეს. თეთრკანიანები ამტკიცებდნენ, რომ ცოტა იარაღი ჩაბარდა. დაიწყეს ბანაკის ჩხრეკა, იპოვეს ნაჯახები, დანები, რამდენიმე თოფი. მეომრები უკმაყოფილო იყვნენ, რადგან ნადირობა იქ არსებობის ერთადერთი საშუალება იყო. ამ დროს შამანმა სულების ცეკვა დაიწყო. თეთრი ამერიკელები შეშფოთებული იყვნენ ინდიელების მასობრივი რელიგიური აღტკინებით... ყრუ მეომარ შავ კოიოტს თოფის ჩაბარება არ სურდა. ამბობდა, რომ მასში ბევრი ფული გადაიხადა, რომ ყურთ აკლია, ბრძანებებს ვერ იგებს. თეთრკანიან მებრძოლს წინააღმდეგობას უწევდა. ამ ძიძგილაობაში შავი კოიოტის თოფი გავარდა, რის შემდეგაც ინდიელების განადგურება დაიწყო....

  • ყინწვისი

ქარელის მუნიციპალიტეტში, მდინარე ძამას ხეობაში, სოფელ ყინწვისიდან რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს ყინწვისის მონასტერი, რომლის მთავარი ნაგებობაა წმინდა ნიკოლოზის ცნობილი ეკლესია. მისი მოხატულობა XIII საუკუნის გამორჩეულ ნიმუშს წარმოადგენს როგორც შესრულების ოსტატობით, ასევე დახვეწილი კოლორიტით. როგორც ისტორიული წარწერები გვამცნობს, ეკლესიის მოხატულობა შეუსრულებიათ XIII საუკუნის დასაწყისში თამარ მეფის პირველი ვეზირის, ანტონ გლონისთავისძის დაკვეთით. სამხრეთ კედელზე ქვედა რეგისტრში გამოსახულია სწორედ ტაძრის აღმაშენებელი ანტონ გლონისთავისძე. მის მარჯვნივ მოცემულია სამი წმინდა მეომრის ფრონტალური ფიგურა, რომელთაგან ერთი დანამდვილებით წმინდა გიორგია.

ჩრდილოეთ კედელზე ქვედა რეგისტრში ისტორიული პირები არიან წარმოდგენილნი – გიორგი III, თამარ მეფე და ლაშა-გიორგი. ჩრდილოეთ კედელზე ყინწვისის ცნობილი აღდგომის ანგელოზის გამოსახულება.

დასავლეთ კედელზე გამოსახულ წმინდა დედათა ნახევარფიგურების რიგში, კედლის ცენტრში მოთავსებულ ფიგურას აიგივებენ წმინდა ნინოს გამოსახულებასთან, რაც ერთ-ერთი გამორჩეული შემთხვევაა. სარესტავრაციო სამუშაოებისას მეცნიერების ყურადღება მიიქცია ფიგურამ, რომელიც განსხვავდებოდა წმინდა დედების სხვა ფიგურებისგან, რადგან მას ცალ ხელში ჯვარი უკავია, მეორეში კი წიგნი. აღსანიშნავია, რომ წიგნით წმინდა დედებს არ გამოსახავდნენ, ვარაუდი დადასტურდა ულტრაიისფერი განათებით კვლევის შემდეგ, როდესაც გამოჩნდა წარწერა “წი ნინო გნ....თლლი” – წმინდა ნინო განმანათლებელი.

ტაძრის მოხატულობაში დიდი ადგილი ეთმობა დეკორატიულ ელემენტებს. ფონისთვის გამოყენებულია მოცისფრო-მოლურჯო ტონი, შარავანდებისთვის კი ოქრო, რაც განსაკუთრებით საზეიმო განწყობილებას ქმნის.

გარდა ამისა, ნომერში წაიკითხავთ:

  • მოკლე ამბები. უძველესი ოქროს ნივთები ევროპაში
  • მსოფლიოს უმაღლესი ნაგებობები. დაუმთავრებელი რეკორდსმენი – ბოვეს ტაძრის ნავი ყველაზე მაღალია მსოფლიოში
  • ბაგრატოვანნი. როგორი თანამიმდევრობით განაგებდნენ ბაგრატიონები ქართლის სამეფოს / ქართლის ბაგრატოვან მმართველთა ქრონოლოგიური რიგის დაზუსტებისთვის XVI-XVIII სს. (დასასრული)
  • ორენოვანი კატალოგები: “ბრიტანული წყაროები საქართველოს შესახებ” და “დადიანების სასახლეების საგანძური” – ინტერნეტსივრცეში, Gოოგლე-ის საშუალებით, ზუგდიდის მუზეუმში დაცული უნიკალური საგანძურის ნახვას საქართველოს უცხოელი მეგობრებიც შეძლებენ...
  • უცხოეთის მიწაზე. გიორგი აფხაზი – იტალიური თეატრალური მხატვრობის ვარსკვლავი
  • გამოსათხოვარი. ზურაბ თვალჭრელიძე – არქეოლოგი და მამულიშვილი / დავითგარეჯის “მესამედი მადლი იერუსალიმისაი”...
  • ახალი ამბები. წიგნი “ჩემი საბჭოთა წარსული”
  • საბჭოთა წარსულიდან. “სამარადჟამო” ერთობის აღსანიშნავად... – როგორ მომზადდა და აღინიშნა საქართველოში გეორგიევსკის ტრაქტატის 200 წლისთავი
  • პერსონა. სალომე ანდრონიკაშვილი – “ვერცხლის საუკუნის” ლეგენდა
  • მონარქები. საფრანგეთის მეფე ლუი XIV (გაგრძელება)
  • სადაზვერვო თამაშები. “მოკალით სტალინი!” (დასასრული)

იცნობთ პროდუქტებს თქვენს სამზარეულოში? – სად ნახავთ ყველა საჭირო ინფორმაციას, საკვებისა და სამზარეულოს შესახებ

როგორ იწერებოდა კონსტანტინე გამსახურდიას ნაწარმოებები

29 ოქტომბრიდან ჟურნალ "გზასთან" ერთად მკითხველი მარკუს ზუზაკის "წიგნის ქურდს" მიიღებს