მსოფლიო
პოლიტიკა

22

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 04:51-ზე, მთვარე მშვილდოსანშია კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ ხორციან კერძებს. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საარჩევნო უბნებთან დიდი რიგებია, ამომრჩევლებს პირბადეები უკეთიათ" - რას წერს Reuters საქართველოში მიმდინარე არჩევნებზე
"საარჩევნო უბნებთან დიდი რიგებია, ამომრჩევლებს პირბადეები უკეთიათ" - რას წერს Reuters საქართველოში მიმდინარე არჩევნებზე

სა­ქარ­თვე­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებს Reuters-ი ეხ­მი­ა­ნე­ბა. სა­ა­გენ­ტო წერს, რომ გა­მო­კი­თხვე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბის თა­ნახ­მად, არ­ჩევ­ნებ­ში ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მიერ და­ფუძ­ნე­ბუ­ლი პარ­ტია, „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ ლი­დე­რობს, თუმ­ცა გა­ურ­კვე­ვე­ლია, შეძ­ლებს თუ არა ის ერ­თპარ­ტი­უ­ლი მთავ­რო­ბის შე­საქ­მნე­ლად სა­ჭი­რო 40% –ზე მეტი ხმე­ბის მო­პო­ვე­ბას.

„გა­მო­კი­თხვე­ბის თა­ნახ­მად, 150-კა­ცი­ან პარ­ლა­მენ­ტში 30 მა­ჟო­რი­ტა­რუ­ლი ად­გი­ლის გა­ნა­წი­ლე­ბამ შე­იძ­ლე­ბა გა­დამ­წყვე­ტი როლი შე­ას­რუ­ლოს და მო­მა­ვალ პარ­ლა­მენ­ტში უფრო მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი ხმე­ბის წარ­მოდ­გე­ნა უზ­რუნ­ველ­ყოს. ეს ად­გი­ლე­ბი ივ­სე­ბა სა­არ­ჩევ­ნო ოლ­ქებ­ში ცალ­კე­უ­ლი კან­დი­და­ტე­ბის­თვის ხმის მი­ცე­მის გზით პარ­ტი­უ­ლი სი­ე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, რომ­ლე­ბიც დარ­ჩე­ნი­ლი 120 ად­გი­ლის­თვის გა­მო­ი­ყე­ნე­ბა“, - წერს Reuters-ი.

სა­ა­გენ­ტო ხაზს უს­ვამს, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ეკო­ნო­მი­კის არას­წო­რად მარ­თვა­ში, შერ­ჩე­ვით სა­მარ­თალ­სა და დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სტან­დარ­ტე­ბის არა­სა­თა­ნა­დოდ დაც­ვა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს.

„ბევ­რი ქარ­თვე­ლი ქვეყ­ნის მთავ­რო­ბას ეკო­ნო­მი­კის არას­წო­რად მარ­თვა­ში, შერ­ჩე­ვით სა­მარ­თალ­ში, სუს­ტი სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კის წარ­მო­ე­ბა­სა და დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სტან­დარ­ტე­ბის კუ­თხით ჩა­მორ­ჩე­ნი­ლო­ბა­ში, მათ შო­რის საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბის სას­ტიკ დარ­ბე­ვა­ში, ადა­ნა­შა­უ­ლებს. კრი­ტი­კო­სე­ბი ივა­ნიშ­ვილს, რო­მელ­საც მთავ­რო­ბა­ში არა­ნა­ი­რი თა­ნამ­დე­ბო­ბა არ უკა­ვია, ქვეყ­ნის კუ­ლი­სე­ბი­დან მარ­თვა­ში ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ,“- წერს Reuters-ი.

სა­ა­გენ­ტოს სტა­ტი­ა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ რო­გორც მთავ­რო­ბას, ისე ოპო­ზი­ცი­ას სურს, სა­ქარ­თვე­ლო ევ­რო­კავ­შირ­სა და ნა­ტო­ში გა­წევ­რი­ან­დეს, მაგ­რამ ამ ნა­ბიჯს მოს­კო­ვი­დან წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა შეხ­ვდე­ბა. „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა რუ­სეთ­თან მჭიდ­რო კავ­ში­რე­ბის დამ­ყა­რე­ბის მი­მართ კე­თილ­გან­წყო­ბი­ლია“,- წერს Reuters-ი.

Reuters-ი სა­კუ­თარ კო­რეს­პონ­დენ­ტებ­ზე დაყ­რდნო­ბით იუ­წყე­ბა, რომ თბი­ლი­სის ცენ­ტრა­ლუ­რი ნა­წი­ლის სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნებ­თან დიდი რი­გე­ბი დგას და ამომ­რჩევ­ლებს პირ­ბა­დე­ე­ბი უკე­თი­ათ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

"საარჩევნო უბნებთან დიდი რიგებია, ამომრჩევლებს პირბადეები უკეთიათ" - რას წერს Reuters საქართველოში მიმდინარე არჩევნებზე

"საარჩევნო უბნებთან დიდი რიგებია, ამომრჩევლებს პირბადეები უკეთიათ" - რას წერს Reuters საქართველოში მიმდინარე არჩევნებზე

საქართველოში მიმდინარე საპარლამენტო არჩევნებს Reuters-ი ეხმიანება. სააგენტო წერს, რომ გამოკითხვების უმრავლესობის თანახმად, არჩევნებში ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული პარტია, „ქართული ოცნება“ ლიდერობს, თუმცა გაურკვეველია, შეძლებს თუ არა ის ერთპარტიული მთავრობის შესაქმნელად საჭირო 40% –ზე მეტი ხმების მოპოვებას.

„გამოკითხვების თანახმად, 150-კაციან პარლამენტში 30 მაჟორიტარული ადგილის განაწილებამ შეიძლება გადამწყვეტი როლი შეასრულოს და მომავალ პარლამენტში უფრო მრავალფეროვანი ხმების წარმოდგენა უზრუნველყოს. ეს ადგილები ივსება საარჩევნო ოლქებში ცალკეული კანდიდატებისთვის ხმის მიცემის გზით პარტიული სიებისგან განსხვავებით, რომლებიც დარჩენილი 120 ადგილისთვის გამოიყენება“, - წერს Reuters-ი.

სააგენტო ხაზს უსვამს, რომ საზოგადოების ნაწილი ხელისუფლებას ეკონომიკის არასწორად მართვაში, შერჩევით სამართალსა და დემოკრატიული სტანდარტების არასათანადოდ დაცვაში ადანაშაულებს.

„ბევრი ქართველი ქვეყნის მთავრობას ეკონომიკის არასწორად მართვაში, შერჩევით სამართალში, სუსტი საგარეო პოლიტიკის წარმოებასა და დემოკრატიული სტანდარტების კუთხით ჩამორჩენილობაში, მათ შორის საპროტესტო აქციების სასტიკ დარბევაში, ადანაშაულებს. კრიტიკოსები ივანიშვილს, რომელსაც მთავრობაში არანაირი თანამდებობა არ უკავია, ქვეყნის კულისებიდან მართვაში ადანაშაულებენ,“- წერს Reuters-ი.

სააგენტოს სტატიაში აღნიშნულია, რომ როგორც მთავრობას, ისე ოპოზიციას სურს, საქართველო ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანდეს, მაგრამ ამ ნაბიჯს მოსკოვიდან წინააღმდეგობა შეხვდება. „ქართული ოცნება რუსეთთან მჭიდრო კავშირების დამყარების მიმართ კეთილგანწყობილია“,- წერს Reuters-ი.

Reuters-ი საკუთარ კორესპონდენტებზე დაყრდნობით იუწყება, რომ თბილისის ცენტრალური ნაწილის საარჩევნო უბნებთან დიდი რიგები დგას და ამომრჩევლებს პირბადეები უკეთიათ.

სომხეთში აცხადებენ, რომ აზერბაიჯანმა თეთრი ფოსფორის საბრძოლო მასალა გამოიყენა - ვითარება ყარაბაღში, სადაც ომი კვლავ გრძელდება

ფოტოები თურქეთიდან, სადაც მიწისძვრამ ათობით სახლი დაანგრია - დაღუპულთა რაოდენობა 26-მდე გაიზარდა

მიწისძვრის შედეგად იზმირში კორპუსი ჩამოიშალა - უმძიმეს კადრებს თურქეთში საქართველოს ელჩი ავრცელებს