საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პირი, რომელიც კოვიდინფიცირებულთა სიაში იყო, უბანზე გამოცხადდა და ხმაც მისცა" - რა დარღვევებზე საუბრობს ზაალ უდუმაშვილი
"პირი, რომელიც კოვიდინფიცირებულთა სიაში იყო, უბანზე გამოცხადდა და ხმაც მისცა" - რა დარღვევებზე საუბრობს ზაალ უდუმაშვილი

აქ­ტი­ვო­ბა კვლავ ძა­ლი­ან მა­ღა­ლია სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნებ­ზე, რაც იმის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი ფაქ­ტია, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბამ და ჩვენ­მა ამომ­რჩე­ველ­მა უკვე გა­მო­უ­ტა­ნა პო­ლი­ტი­კუ­რი გა­ნა­ჩე­ნი „ქარ­თულ ოც­ნე­ბას“, - ამის შე­სა­ხებ „ძალა ერ­თო­ბა­ში­ას” შტაბ­ში „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ წევ­რმა, ზაალ უდუ­მაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და.

მან მო­უ­წო­და ამომ­რჩევ­ლებს, დარ­ჩე­ნილ დრო­ში სა­კუ­თა­რი არ­ჩე­ვა­ნი და­ა­ფიქ­სი­რონ.

“აქ­ტი­ვო­ბა კვლავ ძა­ლი­ან მა­ღა­ლია სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნებ­ზე, რაც იმის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი ფაქ­ტია, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბამ და ჩვენ­მა ამომ­რჩე­ველ­მა უკვე გა­მო­უ­ტა­ნა პო­ლი­ტი­კუ­რი გა­ნა­ჩე­ნი „ქარ­თულ ოც­ნე­ბას“, ახლა მთა­ვა­რია, რომ ეს პრო­ცე­სი მშვი­დად მი­ვიყ­ვა­ნოთ ბო­ლომ­დე. ჯერ კი­დევ არის დრო, 5 სა­ა­თია დარ­ჩე­ნი­ლი სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნე­ბის და­ხურ­ვამ­დე. ასე რომ, ვი­საც ჯერ არ მი­გი­ცი­ათ ხმა, გა­მო­ი­ყე­ნეთ ეს დრო, აუ­ცი­ლებ­ლად მი­დით არ­ჩევ­ნებ­ზე, რად­გან გახ­სოვ­დეთ, რომ დღეს თქვენ გი­ჭი­რავთ ამ ქვეყ­ნის მო­მავ­ლის გა­სა­ღე­ბი ხელ­ში. ეს არის თქვე­ნი ხმა“, - აღ­ნიშ­ნა უდუ­მაშ­ვილ­მა.

ამას­თან, მან ისა­უბ­რა სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცეს­ში შე­საძ­ლო კა­ნონ­დარ­ღვე­ვე­ბის შე­სა­ხებ. „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ წევ­რის თქმით, შტაბ­ში მუდ­მივ რე­ჟიმ­ში შე­დის ინ­ფორ­მა­ცია დარ­ღვე­ვებ­ზე მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო­დან.

"მო­გაწ­ვდით ინ­ფორ­მა­ცი­ას, რო­მე­ლიც ბოლო 1 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­მო­ვი­და. და­ვი­წყოთ ქუ­თა­ი­სით: ეს არის "კა­რუ­სე­ლის" ჩა­ტა­რე­ბის მცდე­ლო­ბე­ბი, მე-12 უბან­ზე აბე­სა­ლომ აბუ­ლა­ძე, პირი, რო­მე­ლიც კო­ვი­დინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა სი­ა­ში იყო, უბან­ზე გა­მო­ცხად­და და ხმაც მის­ცა. ასე­ვე, სო­ფელ ჭან­დარ­ში ამომ­რჩევ­ლებს მარ­კი­რე­ბას არ უკე­თე­ბენ და ისე შე­დი­ან უბ­ნებ­ზე, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ ამომ­რჩე­ველს, რო­მელ­საც მარ­კი­რე­ბა არ აქვს, შე­უძ­ლია, უკვე სხვა უბან­ზე მი­ვი­დეს და იქ მის­ცეს ხმა. ანა­ლო­გი­უ­რი ვი­თა­რე­ბაა რუს­თა­ვის მე-12 უბან­ზე, აქაც არ უკე­თე­ბენ მარ­კი­რე­ბას და შე­სა­ბა­მი­სად, ეს კა­ნონ­დარ­ღვე­ვაა. კრწა­ნი­სის მე-16 უბან­ზე, პირი, რო­მელ­მაც ხმა მის­ცა გა­და­სა­ტან ყუთ­ზე, შემ­დეგ უკვე გა­მო­ცხად­და ჩვე­უ­ლებ­რივ სა­არ­ჩევ­ნო უბან­ში და იქ ჰქონ­და მცდე­ლო­ბა, ხმა მი­ე­ცა; გლ­და­ნის 54-ე უბან­ზე კო­მი­სი­ის წევ­რს გა­და­მა­ლუ­ლი აქვს კონ­ვერ­ტე­ბი და ამის ვი­დე­ო­მა­სა­ლა გვაქვს, რაც შეგ­ვიძ­ლია, გაჩ­ვე­ნოთ.

გა­და­მა­ლუ­ლი კონ­ვერ­ტე­ბი ნიშ­ნავს, რომ ამ უბ­ნი­დან გა­მო­სუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი შემ­დეგ ემ­ზა­დე­ბი­ან უკვე „კა­რუ­სე­ლის­თვის“, რათა ამ ცა­რი­ე­ლი სა­არ­ჩევ­ნო ბი­უ­ლე­ტე­ნე­ბით სხვა უბან­ზე მი­ვიდ­ნენ და იქ მის­ცენ ხმა; კი­დევ ერთი ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფაქ­ტია, რომ პო­ლი­ცია პრაქ­ტი­კუ­ლად, პო­ლი­ტი­კურ დაკ­ვე­თებს ას­რუ­ლებს და სა­დაც კი დღეს იყო შე­და­რე­ბით და­ძა­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბა, ფი­ზი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბა და გვერ­დით იდ­გნენ პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი, მათ სა­ერ­თოდ არა­ნა­ი­რი რე­ა­გი­რე­ბა არ მო­უხ­დე­ნი­ათ, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ დამ­კვირ­ვებ­ლე­ბი მი­მარ­თავ­დნენ თხოვ­ნით, რომ ჩა­რე­უ­ლიყ­ვნენ, ან ოქმი შე­ედ­გი­ნათ, ან გა­ეფრ­თხი­ლე­ბი­ნათ ის ადა­მი­ა­ნე­ბი. ისი­ნი სა­ერ­თოდ არ ერე­ოდ­ნენ საქ­მე­ში, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ პო­ლი­ცია პირ­და­პირ ას­რუ­ლებს დღეს „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ პო­ლი­ტი­კურ დაკ­ვე­თას“, - აღ­ნიშ­ნა უდუ­მაშ­ვილ­მა.

ზუგ­დიდ­თან და­კავ­ში­რე­ბით ზაალ უდუ­მაშ­ვილ­მა წარ­მო­ად­გი­ნა ფოტო და აღ­ნიშ­ნა, რომ მას­ზე ასა­ხუ­ლია ირაკ­ლი ცა­ა­ვა, პატ­რუ­ლის თა­ნამ­შრო­მე­ლი, რო­მე­ლიც, მისი თქმით, „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ მხარ­დამ­ჭე­რებს ფორ­მა­ში ჩაც­მუ­ლი დაჰ­ყვე­ბა მე-80 უბან­ზე და ოპო­ზი­ცი­ის ამომ­რჩე­ველს აში­ნებს და ემუქ­რე­ბა.

უდუ­მაშ­ვილ­მა ისა­უბ­რა კი­დევ რამ­დე­ნი­მე შე­საძ­ლო კა­ნონ­დარ­ღვე­ვის შე­სა­ხებ, მა­გა­ლი­თად მარ­ნე­ულ­ში, სო­ფელ თავ­ზა­ქენდში, მე-13 უბან­ში, სა­დაც, უდუ­მაშ­ვი­ლის თქმით, კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რე ან­გა­რიშს აბა­რებს პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლებს, თუ რა ვი­თა­რე­ბაა უბან­ზე და რო­გორ მიმ­დი­ნა­რე­ობს იქ პრო­ცე­სი.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
2020
0

აქეთ გვერდზე ორი მეტრის დისტანციაზე გამოიწიეთ თქვენც არ დაინფიცირდეთ ხომ ხედავთ მსოფლიოში რა ამბავია 

ბესო
0

მაგ ტყუილის მოფიქრებისათვის დიდი დრო დაგჭირდა? 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"პირი, რომელიც კოვიდინფიცირებულთა სიაში იყო, უბანზე გამოცხადდა და ხმაც მისცა" - რა დარღვევებზე საუბრობს ზაალ უდუმაშვილი

"პირი, რომელიც კოვიდინფიცირებულთა სიაში იყო, უბანზე გამოცხადდა და ხმაც მისცა" - რა დარღვევებზე საუბრობს ზაალ უდუმაშვილი

აქტივობა კვლავ ძალიან მაღალია საარჩევნო უბნებზე, რაც იმის დამადასტურებელი ფაქტია, რომ საქართველოს მოსახლეობამ და ჩვენმა ამომრჩეველმა უკვე გამოუტანა პოლიტიკური განაჩენი „ქართულ ოცნებას“, - ამის შესახებ „ძალა ერთობაშიას” შტაბში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.

მან მოუწოდა ამომრჩევლებს, დარჩენილ დროში საკუთარი არჩევანი დააფიქსირონ.

“აქტივობა კვლავ ძალიან მაღალია საარჩევნო უბნებზე, რაც იმის დამადასტურებელი ფაქტია, რომ საქართველოს მოსახლეობამ და ჩვენმა ამომრჩეველმა უკვე გამოუტანა პოლიტიკური განაჩენი „ქართულ ოცნებას“, ახლა მთავარია, რომ ეს პროცესი მშვიდად მივიყვანოთ ბოლომდე. ჯერ კიდევ არის დრო, 5 საათია დარჩენილი საარჩევნო უბნების დახურვამდე. ასე რომ, ვისაც ჯერ არ მიგიციათ ხმა, გამოიყენეთ ეს დრო, აუცილებლად მიდით არჩევნებზე, რადგან გახსოვდეთ, რომ დღეს თქვენ გიჭირავთ ამ ქვეყნის მომავლის გასაღები ხელში. ეს არის თქვენი ხმა“, - აღნიშნა უდუმაშვილმა.

ამასთან, მან ისაუბრა საარჩევნო პროცესში შესაძლო კანონდარღვევების შესახებ. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის თქმით, შტაბში მუდმივ რეჟიმში შედის ინფორმაცია დარღვევებზე მთელი საქართველოდან.

"მოგაწვდით ინფორმაციას, რომელიც ბოლო 1 საათის განმავლობაში შემოვიდა. დავიწყოთ ქუთაისით: ეს არის "კარუსელის" ჩატარების მცდელობები, მე-12 უბანზე აბესალომ აბულაძე, პირი, რომელიც კოვიდინფიცირებულთა სიაში იყო, უბანზე გამოცხადდა და ხმაც მისცა. ასევე, სოფელ ჭანდარში ამომრჩევლებს მარკირებას არ უკეთებენ და ისე შედიან უბნებზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ამომრჩეველს, რომელსაც მარკირება არ აქვს, შეუძლია, უკვე სხვა უბანზე მივიდეს და იქ მისცეს ხმა. ანალოგიური ვითარებაა რუსთავის მე-12 უბანზე, აქაც არ უკეთებენ მარკირებას და შესაბამისად, ეს კანონდარღვევაა. კრწანისის მე-16 უბანზე, პირი, რომელმაც ხმა მისცა გადასატან ყუთზე, შემდეგ უკვე გამოცხადდა ჩვეულებრივ საარჩევნო უბანში და იქ ჰქონდა მცდელობა, ხმა მიეცა; გლდანის 54-ე უბანზე კომისიის წევრს გადამალული აქვს კონვერტები და ამის ვიდეომასალა გვაქვს, რაც შეგვიძლია, გაჩვენოთ.

გადამალული კონვერტები ნიშნავს, რომ ამ უბნიდან გამოსული ადამიანები შემდეგ ემზადებიან უკვე „კარუსელისთვის“, რათა ამ ცარიელი საარჩევნო ბიულეტენებით სხვა უბანზე მივიდნენ და იქ მისცენ ხმა; კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ პოლიცია პრაქტიკულად, პოლიტიკურ დაკვეთებს ასრულებს და სადაც კი დღეს იყო შედარებით დაძაბული ვითარება, ფიზიკური დაპირისპირება და გვერდით იდგნენ პოლიციელები, მათ საერთოდ არანაირი რეაგირება არ მოუხდენიათ, მიუხედავად იმისა, რომ დამკვირვებლები მიმართავდნენ თხოვნით, რომ ჩარეულიყვნენ, ან ოქმი შეედგინათ, ან გაეფრთხილებინათ ის ადამიანები. ისინი საერთოდ არ ერეოდნენ საქმეში, რაც იმას ნიშნავს, რომ პოლიცია პირდაპირ ასრულებს დღეს „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ დაკვეთას“, - აღნიშნა უდუმაშვილმა.

ზუგდიდთან დაკავშირებით ზაალ უდუმაშვილმა წარმოადგინა ფოტო და აღნიშნა, რომ მასზე ასახულია ირაკლი ცაავა, პატრულის თანამშრომელი, რომელიც, მისი თქმით, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს ფორმაში ჩაცმული დაჰყვება მე-80 უბანზე და ოპოზიციის ამომრჩეველს აშინებს და ემუქრება.

უდუმაშვილმა ისაუბრა კიდევ რამდენიმე შესაძლო კანონდარღვევის შესახებ, მაგალითად მარნეულში, სოფელ თავზაქენდში, მე-13 უბანში, სადაც, უდუმაშვილის თქმით, კომისიის თავმჯდომარე ანგარიშს აბარებს პოლიციის თანამშრომლებს, თუ რა ვითარებაა უბანზე და როგორ მიმდინარეობს იქ პროცესი.

"არ ვიცი, "ჭყიპინების“ იმედზე თუ არიან "ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები, პირწმინდად აგებენ არჩევნებს" - მამუკა მდინარაძე

"საკუთარი ოპერატორი კამერას რომ გაგარტყამს, ეს არ არის დასისხლიანებული ჟურნალისტი" - ირაკლი კობახიძე გლდანის დაპირისპირებაზე

15:00 საათისთვის ამომრჩევლის აქტივობა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 36.45% იყო - ცესკო ახალ მონაცემებს აქვეყნებს