სამართალი
პოლიტიკა

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ელვარდის ცოლ-შვილიც აქციაზე იყო, ტრაგედიამდე ცოტა ხნით ადრე სხვა მიკროავტობუსში გადაუსვამს" - რას ჰყვებიან უმძიმეს ავარიაზე გარდაცვლილთა ახლობლები
"ელვარდის ცოლ-შვილიც აქციაზე იყო, ტრაგედიამდე ცოტა ხნით ადრე სხვა მიკროავტობუსში გადაუსვამს" - რას ჰყვებიან უმძიმეს ავარიაზე გარდაცვლილთა ახლობლები

გორ­თან მომ­ხდა­რი ავ­ტო­ა­ვა­რი­ი­ის მი­ზე­ზებს სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი ად­გე­ნენ. ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა და­წყე­ბუ­ლია და უკვე და­კა­ვე­ბუ­ლია ტრა­ი­ლე­რის თურ­ქი მძღო­ლი, რო­მე­ლიც გა­ჩე­რე­ბულ მიკ­რო­ავ­ტო­ბუსს და­ე­ჯა­ხა და 6 ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე შე­ი­წი­რა, ავა­რი­ის დროს და­შა­ვე­ბუ­ლე­ბი სხვა­დას­ხვა და­ზი­ა­ნე­ბე­ბით კლი­ნი­კებ­ში გა­და­იყ­ვა­ნეს.

შე­გახ­სე­ნებთ, 29 ოქ­ტომ­ბერს, გვი­ან ღა­მით, გორ­თან თბი­ლი­სი­დან ზუგ­დი­დის მი­მარ­თუ­ლე­ბით მოძ­რავ მიკ­რო­ავ­ტო­ბუსს ტრა­ი­ლე­რი შე­ე­ჯა­ხა. გარ­დაც­ვლი­ლია ყო­ფი­ლი ძა­ლო­ვა­ნი, რო­ლანდ ახა­ლა­ი­ას ძმის­შვი­ლი ელ­ვარდ ახა­ლა­ია, ჩხო­რო­წყუ­ში მცხოვ­რე­ბი 26 წლის გოგა ჯა­ლა­ღო­ნია, ყო­ფი­ლი ძა­ლო­ვა­ნი, ჩხო­რო­წყუ­ე­ლი ბა­კურ შენ­გე­ლია, ასე­ვე ყო­ფი­ლი ძა­ლო­ვა­ნი, ვიცე პოლ­კოვ­ნი­ლი სო­ხუ­მი­დან დევ­ნი­ლი ოთარ ჯი­ქია და ზუგ­დი­დე­ლი ბა­ჩა­ნა რო­გა­ვა და ილია (ირაკ­ლი) გა­წე­რე­ლია.

სა­მარ­შრუ­ტო მან­ქა­ნას მარ­თავ­და ბა­ჩა­ნა რო­გა­ვა, რო­მე­ლიც ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა. ის ზუგ­დი­დე­ლია. რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ამ­ბო­ბენ, ბა­ჩა­ნა ახა­ლი და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი იყო.

ბა­ჩა­ნა რო­გა­ვა

ავა­რი­ის დროს გარ­დაც­ვლი­ლი ორი მა­მა­კა­ცი ჩხო­რო­წყუს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მა­ცხოვ­რე­ბე­ლია. ერთ-ერთი ახალ­გაზ­რდა, 26 წლის გოგა ჯა­ლა­ღო­ნი­აა. იგი ჩხო­რო­წყუს სო­ფელ კირ­ცხში, მშობ­ლებ­თან ერ­თად ცხოვ­რობ­და. გოგა თბი­ლის­ში აქ­ცი­ა­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და და თა­ვის "ფე­ის­ბუ­კის" გვერ­დზე აქ­ცი­ი­დან რამ­დე­ნი­მე "ლაივ" ჩარ­თვაც ჰქონ­და. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის თქმით, გოგა ძა­ლი­ან მშრო­მე­ლი ბიჭი იყო, მას ოჯა­ხი არ ჰქონ­და შექ­მნი­ლი. რო­გორც ირ­კვე­ვა, ის ამ მიკ­რო­ავ­ტო­ბუს­ში მის­მა მე­ზო­ბელ­მა ლაშა ჯა­ლა­ღო­ნი­ამ ჩას­ვა. ლაშა ყო­ფი­ლი ძა­ლო­ვა­ნია და ეტყო­ბა მე­გობ­რებ­თან ერ­თად მგზავ­რობ­და.

გოგა ჯა­ლა­ღო­ნია
ასევე დაგაინტერესებთ
11:24 / 30-10-2020

"შემზარა გუშინდელმა ტრაგედიამ..." - მიხეილ სააკაშვილი გორთან მომხდარ ავარიას ეხმაურება

12:01 / 30-10-2020

გორთან მომხდარ ავარიასთან დაკავშირებით, სატვირთო ავტომანქანის მძღოლი, თურქეთის მოქალაქე დააკავეს

12:49 / 30-10-2020

"ტრაილერი უკნიდან დასჯახებია და, დაახლოებით, 150 მეტრზე წაუღია მიკროავტობუსი" - რას ყვებიან გორის ავარიისას დაღუპული ილია გაწერელიას ახლობლები

13:50 / 30-10-2020

ვინ არიან გორთან მომხდარი ავარიისას გარდაცვლილები

21:29 / 30-10-2020

"ყოველთვის შეძრწუნებული ვამჩნევდი იმ დარღვევას, რამაც 6 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა" - რას წერს დეკანოზი თამაზ ლომიძე გორთან მომხდარ ავარიაზე

გარ­დაც­ვლი­ლებს შო­რის არის ჩხო­რო­წყუს სო­ფელ ხა­ბუ­მე­ში მცხოვ­რე­ბი ბა­კურ შენ­გე­ლია, ბა­კუ­რიც ყო­ფი­ლი ძა­ლო­ვა­ნია, თუმ­ცა სის­ტე­მი­დან წლე­ბის წინ წა­მო­ვი­და და ამ­ჟა­მად ფოთ­ში მუ­შა­ობ­და და ოჯახ­თან ერ­თად ფოთ­ში ცხოვ­რობ­და.

"ძა­ლი­ან გან­ვიც­დი მომ­ხდარს. 6 ადა­მი­ა­ნია გარ­დაც­ვლი­ლი, აქე­დან ორი ჩხო­რო­წყუს მა­ცხოვ­რებ­ლე­ბი არი­ან. ბა­კურ შენ­გე­ლი­ას წლე­ბია ვიც­ნობ, ძა­ლი­ან კარ­გი ადა­მი­ა­ნი იყო. ყო­ფი­ლი პო­ლი­ცი­ე­ლია, ფოთ­ში მუ­შა­ობ­და ფი­ზი­კუ­რად. ბა­კუ­რი ძველ მე­გობ­რებ­თან ერ­თად იყო იმ მიკ­რო­ავ­ტო­ბუს­ში. იქ ძი­რი­ა­თად მისი მე­გობ­რე­ბი იყ­ვნენ. ილია გა­წე­რე­ლი­აც კარ­გი ახალ­გაზ­რდა კა­ცია. ზუგ­დი­დის აქ­ცი­ა­ზე რომ ვი­ყა­ვით, მა­შინ ცხო­ნე­ბუ­ლი ბა­ჩუ­კი ჩვენ­თან ერ­თად წა­მო­ვი­და ჩხო­რო­წყუ­დან. დიდი ხა­ნია ჩხო­რო­წყუ­ში არ მი­ნა­ხავს. ზუგ­დიდ­ში ეტყო­ბა ძველ­მა მე­გობ­რებ­მა მო­ი­ლა­პა­რა­კეს, რომ თბი­ლის­ში ერ­თად წა­სუ­ლიყ­ვნენ.

სე­ნაკ­ში, სო­ფელ ნო­სირ­თან ვი­ყა­ვით კო­ლო­ნე­ბი გა­ჩე­რე­ბუ­ლი და იმ დი­ლით ვე­ლა­პა­რა­კე ბა­კურს. არც ის ვი­ცო­დი, რომ გოგა ჯა­ლა­ღო­ნია ზუგ­დი­დის მარ­შუტ­კა­ში იყო გა­და­სუ­ლი. ლაშა ჯა­ლა­ღო­ნია ყო­ფი­ლი ძა­ლო­ვა­ნია და ეტყო­ბა იმას­თან გა­და­ვი­და. მე­ზობ­ლე­ბი და ნა­თე­სა­ვე­ბი არი­ან. ადა­მი­ა­ნად არ ვარ­გი­ვარ, ისე ვარ გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი ამ ტრა­გე­დი­ის გამო. ბა­კუ­რი შენ­გე­ლი­ას ბავ­შვო­ბი­დან ვიც­ნობ, წე­სი­ე­რი, პარ­ტი­ო­სა­ნი ადა­მი­ა­ნი იყო. რო­გორც ვიცი, მძი­მეა ლაშა ჯა­ლა­ღო­ნი­ას ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა. ის თბი­ლის­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. მეც მყავ­და რა­ი­ო­ნი­დან ჩვე­ნი მხარ­და­ჭე­რე­ბი წა­მოყ­ვა­ნი­ლი და იმათ მან­ქა­ნას მოვ­ყვე­ბო­დი. ზეს­ტა­ფონ­ში ვი­ყა­ვით ეს სა­ში­ნე­ლი ამ­ბა­ვი რომ გა­ვი­გეთ. ვი­ზი­ა­რებ ამ ოჯა­ხე­ბის ტკი­ვილს, ეს მთე­ლი ერის ტრა­გე­დი­აა. იმე­დია, და­შა­ვე­ბუ­ლე­ბის გა­დარ­ჩე­ნა მოხ­დე­ბა. ჩვე­ნი სოფ­ლის მა­ცხოვ­რე­ბე­ლი ლაშა ჯა­ლა­ღო­ნი­ას მდგო­მა­რე­ო­ბა უკი­დუ­რე­სად მძი­მეა", - გა­ნა­ცხა­და ჩხო­რო­წყუს "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წარ­მო­მად­გე­ნელ­მა რა­მაზ გუ­ლუ­ამ.

უკვე ცნო­ბი­ლია, რომ გარ­დაც­ვლი­ლებს შო­რის არის რო­ლანდ ახა­ლა­ი­ას ძმის­შვი­ლი, ელ­ვარდ ახა­ლა­ია. მისი ოჯა­ხი ხო­ბის რა­ი­ო­ნის სო­ფელ სა­ჯი­ჯა­ო­ში ცხოვ­რობს. ელ­ვარ­დი თურ­მე უცხო­ეთ­ში იყო და სა­გან­გე­ბოდ ჩა­მო­ვი­და სა­არ­ჩევ­ნოდ სა­ქარ­თვე­ლო­ში.

ია ჯიშ­კა­რი­ა­ნი, ხო­ბის "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წარ­მო­მად­გე­ნე­ლი:

- ელ­ვარდ ახა­ლა­ია სო­ფელ სა­ჯი­ჯა­ო­დან არის, ბა­ტო­ნი რო­ლან­დის ძმის­შვი­ლია. უზ­მო­მოდ წე­სი­ე­რი, ქვეყ­ნის პატ­რი­ო­ტი ადა­მი­ა­ნი. ჩემი თა­ნა­გუნ­დე­ლი და მე­გო­ბა­რი. გული მტკი­ვა და სული მეწ­ვის, სი­ტყვე­ბი არ მყოფ­ნის რომ ეს არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი და სა­ა­მა­ყო პი­როვ­ნე­ბა ცო­ცხა­ლი აღარ არის. სამი შვი­ლის მა­მაა. ელ­ვარ­დი ძა­ლო­ვან სტრუქ­ტუ­რებ­ში მუ­შა­ობ­და 2012 წლამ­დე, შემ­დეგ თვი­თონ წა­მო­ვი­და სის­ტე­მი­დან. იმ­დე­ნად წე­სი­ე­რი ადა­მი­ა­ნი იყო, მის წი­ნა­აღ­მდეგ საქ­მეს ვერ აღ­ძრავ­დნენ...წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

მთა­ვარ ფო­ტო­ზე: ირაკ­ლი გა­წე­რე­ლია, ელ­ვარდ ახა­ლა­ია, გოგა ჯა­ლა­ღო­ნია და ბა­ჩა­ნა რო­გა­ვა

მკითხველის კომენტარები / 17 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
!!!
91

ყოფილმა ძალოვანებმა დამაფიქრა და გამახსენა ნაცემი და გალახული სახურავებზე შეყრილი გვამები და გავქვავდი.

გუჯა
13

ტრაგედია მოხდა, ვუსამძიმრებ ყველას ოჯახს. რაც რუსებმა ხოცეს ხალხი არანაკლები ხოცეს თურქმა მძღოლებმა. სახელმწიფომ უნდა დაამატოს ავტობანს ახალი ზოლო ტრაილერებისთვის და სატვირთოებისათვის, დღევანდელ მოთხოვნებბს უკვე ვერ პასუხობს ეს ავტობანი, თუმცა ესეც ბოლომდე აშენებული არცაა... უმკაცრესი სასჯელი მკვლელს

ავტორი:

"ელვარდის ცოლ-შვილიც აქციაზე იყო, ტრაგედიამდე ცოტა ხნით ადრე სხვა მიკროავტობუსში გადაუსვამს" - რას ჰყვებიან უმძიმეს ავარიაზე გარდაცვლილთა ახლობლები

"ელვარდის ცოლ-შვილიც აქციაზე იყო, ტრაგედიამდე ცოტა ხნით ადრე სხვა მიკროავტობუსში გადაუსვამს" - რას ჰყვებიან უმძიმეს ავარიაზე გარდაცვლილთა ახლობლები

გორთან მომხდარი ავტოავარიიის მიზეზებს სამართალდამცავები ადგენენ. ფაქტზე გამოძიება დაწყებულია და უკვე დაკავებულია ტრაილერის თურქი მძღოლი, რომელიც გაჩერებულ მიკროავტობუსს დაეჯახა და 6 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ავარიის დროს დაშავებულები სხვადასხვა დაზიანებებით კლინიკებში გადაიყვანეს.

შეგახსენებთ, 29 ოქტომბერს, გვიან ღამით, გორთან თბილისიდან ზუგდიდის მიმართულებით მოძრავ მიკროავტობუსს ტრაილერი შეეჯახა. გარდაცვლილია ყოფილი ძალოვანი, როლანდ ახალაიას ძმისშვილი ელვარდ ახალაია, ჩხოროწყუში მცხოვრები 26 წლის გოგა ჯალაღონია, ყოფილი ძალოვანი, ჩხოროწყუელი ბაკურ შენგელია, ასევე ყოფილი ძალოვანი, ვიცე პოლკოვნილი სოხუმიდან დევნილი ოთარ ჯიქია და ზუგდიდელი ბაჩანა როგავა და ილია (ირაკლი) გაწერელია.

სამარშრუტო მანქანას მართავდა ბაჩანა როგავა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. ის ზუგდიდელია. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ბაჩანა ახალი დაქორწინებული იყო.

ბაჩანა როგავა

ავარიის დროს გარდაცვლილი ორი მამაკაცი ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მაცხოვრებელია. ერთ-ერთი ახალგაზრდა, 26 წლის გოგა ჯალაღონიაა. იგი ჩხოროწყუს სოფელ კირცხში, მშობლებთან ერთად ცხოვრობდა. გოგა თბილისში აქციაზე იმყოფებოდა და თავის "ფეისბუკის" გვერდზე აქციიდან რამდენიმე "ლაივ" ჩართვაც ჰქონდა. ადგილობრივების თქმით, გოგა ძალიან მშრომელი ბიჭი იყო, მას ოჯახი არ ჰქონდა შექმნილი. როგორც ირკვევა, ის ამ მიკროავტობუსში მისმა მეზობელმა ლაშა ჯალაღონიამ ჩასვა. ლაშა ყოფილი ძალოვანია და ეტყობა მეგობრებთან ერთად მგზავრობდა.

გოგა ჯალაღონია

გარდაცვლილებს შორის არის ჩხოროწყუს სოფელ ხაბუმეში მცხოვრები ბაკურ შენგელია, ბაკურიც ყოფილი ძალოვანია, თუმცა სისტემიდან წლების წინ წამოვიდა და ამჟამად ფოთში მუშაობდა და ოჯახთან ერთად ფოთში ცხოვრობდა.

"ძალიან განვიცდი მომხდარს. 6 ადამიანია გარდაცვლილი, აქედან ორი ჩხოროწყუს მაცხოვრებლები არიან. ბაკურ შენგელიას წლებია ვიცნობ, ძალიან კარგი ადამიანი იყო. ყოფილი პოლიციელია, ფოთში მუშაობდა ფიზიკურად. ბაკური ძველ მეგობრებთან ერთად იყო იმ მიკროავტობუსში. იქ ძირიათად მისი მეგობრები იყვნენ. ილია გაწერელიაც კარგი ახალგაზრდა კაცია. ზუგდიდის აქციაზე რომ ვიყავით, მაშინ ცხონებული ბაჩუკი ჩვენთან ერთად წამოვიდა ჩხოროწყუდან. დიდი ხანია ჩხოროწყუში არ მინახავს. ზუგდიდში ეტყობა ძველმა მეგობრებმა მოილაპარაკეს, რომ თბილისში ერთად წასულიყვნენ.

სენაკში, სოფელ ნოსირთან ვიყავით კოლონები გაჩერებული და იმ დილით ველაპარაკე ბაკურს. არც ის ვიცოდი, რომ გოგა ჯალაღონია ზუგდიდის მარშუტკაში იყო გადასული. ლაშა ჯალაღონია ყოფილი ძალოვანია და ეტყობა იმასთან გადავიდა. მეზობლები და ნათესავები არიან. ადამიანად არ ვარგივარ, ისე ვარ განადგურებული ამ ტრაგედიის გამო. ბაკური შენგელიას ბავშვობიდან ვიცნობ, წესიერი, პარტიოსანი ადამიანი იყო. როგორც ვიცი, მძიმეა ლაშა ჯალაღონიას ჯანმრთელობის მდგომარეობა. ის თბილისში გადაიყვანეს. მეც მყავდა რაიონიდან ჩვენი მხარდაჭერები წამოყვანილი და იმათ მანქანას მოვყვებოდი. ზესტაფონში ვიყავით ეს საშინელი ამბავი რომ გავიგეთ. ვიზიარებ ამ ოჯახების ტკივილს, ეს მთელი ერის ტრაგედიაა. იმედია, დაშავებულების გადარჩენა მოხდება. ჩვენი სოფლის მაცხოვრებელი ლაშა ჯალაღონიას მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა", - განაცხადა ჩხოროწყუს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა რამაზ გულუამ.

უკვე ცნობილია, რომ გარდაცვლილებს შორის არის როლანდ ახალაიას ძმისშვილი, ელვარდ ახალაია. მისი ოჯახი ხობის რაიონის სოფელ საჯიჯაოში ცხოვრობს. ელვარდი თურმე უცხოეთში იყო და საგანგებოდ ჩამოვიდა საარჩევნოდ საქართველოში.

ია ჯიშკარიანი, ხობის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი:

- ელვარდ ახალაია სოფელ საჯიჯაოდან არის, ბატონი როლანდის ძმისშვილია. უზმომოდ წესიერი, ქვეყნის პატრიოტი ადამიანი. ჩემი თანაგუნდელი და მეგობარი. გული მტკივა და სული მეწვის, სიტყვები არ მყოფნის რომ ეს არაჩვეულებრივი და საამაყო პიროვნება ცოცხალი აღარ არის. სამი შვილის მამაა. ელვარდი ძალოვან სტრუქტურებში მუშაობდა 2012 წლამდე, შემდეგ თვითონ წამოვიდა სისტემიდან. იმდენად წესიერი ადამიანი იყო, მის წინააღმდეგ საქმეს ვერ აღძრავდნენ...წაიკითხეთ სრულად

მთავარ ფოტოზე: ირაკლი გაწერელია, ელვარდ ახალაია, გოგა ჯალაღონია და ბაჩანა როგავა

"სუნთქვა უჭირს, ისე მძიმედაა, ვერ საუბრობს... სასუნთქი აპარატის ქირის ფულს მეგობრები უგოვებენ" - Covid 19-ით ინფიცირებული 2 შვილის დედა დახმარებას ითხოვს

"ნოემბერში თავადაც დაინფიცირდა. რთულად იყო, მაგრამ საავადმყოფოში კოვიდინფიცირებულებთან იყო, - პაციენტებს ვერ ვუღალატებო" - რას წერენ 28 წლის ქართველ ექიმზე

"ბახმარომდე მისასვლელ გზაზე მოძრაობა აკრძალულია, დაემორჩილეთ აკრძალვას" - გზების დეპარტამენტი დამსვენებლებს აფრთხილებს