მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქართველებისთვის ჩემი შექმნილი კაბა ძალიან ძვირია..." - აშშ-ში მოღვაწე გურჯაანელი ახალგაზრდა, რომელმაც სერენა უილიამსის საქორწინო სამოსზე იმუშავა
"ქართველებისთვის ჩემი შექმნილი კაბა ძალიან ძვირია..." - აშშ-ში მოღვაწე გურჯაანელი ახალგაზრდა, რომელმაც სერენა უილიამსის საქორწინო სამოსზე იმუშავა

მი­ხე­ილ ბა­ჩუ­კაშ­ვი­ლი გურ­ჯა­ა­ნი­დან პირ­და­პირ ამე­რი­კა­ში აღ­მოჩ­ნდა. გან­სხვა­ვე­ბულ გა­რეგ­ნო­ბას­თან ერ­თად, გან­სხვა­ვე­ბუ­ლი პრო­ფე­სი­ი­თა და გე­მოვ­ნე­ბი­თაც გა­მო­ირ­ჩე­ვა. მი­ხე­ი­ლი ქა­ლე­ბის­თვის ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დღის გა­ლა­მა­ზე­ბა­ზე ზრუ­ნავს - არა მგო­ნია, მისი სა­ო­ცა­რი კა­ბე­ბის ხილ­ვის შემ­დეგ, ვინ­მე გულ­გრი­ლი დარ­ჩეს და ამა თუ იმ კა­ბის მორ­გე­ბა­ზე არ იოც­ნე­ბოს.

მკაც­რი გა­მო­მე­ტყვე­ლე­ბი­სა და იმი­ჯის მიღ­მა, მი­ხე­ი­ლი სა­ოც­რად გულ­წრფე­ლი ადა­მი­ა­ნი აღ­მოჩ­ნდა:

- ამე­რი­კა­ში მხო­ლოდ ქინ­ძის­თა­ვე­ბით და ბევ­რი იმე­დით ჩა­მო­ვე­დი. ინ­გლი­სუ­რი ან­ბა­ნიც არ ვი­ცო­დი, თუმ­ცა დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, რომ ყვე­ლა­ფერს შევ­ძლებ­დი.

- იქ­ნებ ის დღე­ე­ბი გა­იხ­სე­ნოთ, ამ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში პირ­ველ ნა­ბი­ჯებს რომ დგამ­დით...

- გურ­ჯა­ა­ნის სამ­ხატ­ვრო სკო­ლა­ში დავ­დი­ო­დი, სა­ო­ცა­რი პე­და­გო­გი მყავ­და - მაია ლიუ (ჩი­ნე­ლი). გურ­ჯა­ა­ნის­თვის ეს იმ დროს ნამ­დვი­ლად სა­ოც­რე­ბა იყო. მა­ი­ას მოს­კო­ვის სამ­ხატ­ვრო აკა­დე­მია ჰქონ­და დამ­თავ­რე­ბუ­ლი. მან გურ­ჯა­ან­ში სამ­ხატ­ვრო სა­ხე­ლოს­ნო გახ­სნა და აქე­დან და­ი­წყო ჩემი პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯე­ბიც. ვმუ­შა­ობ­დი გო­ბე­ლენ­ზე, ხატმწე­რად, მა­კე­ტებ­ზე. 3 წელ­ში სკო­ლა და­ი­ხუ­რა, მერე იყო სტუ­დენ­ტო­ბა, სტუ­დენ­ტო­ბის მერე კი სამ­სა­ხუ­რის ძებ­ნა და თა­ვის დამ­კვიდ­რე­ბის მცდე­ლო­ბა. იყო ბევ­რი გა­სა­უბ­რე­ბა და იმედ­გაც­რუ­ე­ბაც.

- რო­გო­რი იყო ოჯა­ხის რე­აქ­ცია, რო­დე­საც გა­ი­გეს, რომ ტან­საც­მლის დი­ზა­ი­ნე­რო­ბა გა­და­წყვი­ტეთ? ცო­ტა­თი მი­უ­ღე­ბე­ლია ეს ქარ­თვე­ლი, მით უმე­ტეს - კა­ხე­ლი კა­ცის­თვის.

- ჩემი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ნამ­დვი­ლად არ გა­ხა­რე­ბია მა­მას, წი­ნა­აღ­მდე­გი იყო. უნ­დო­და, ხატ­წე­რას გავ­ყო­ლო­დი ან მა­კე­ტე­ბი მე­კე­თე­ბი­ნა, ან ნე­ბის­მი­ე­რი სხვა რამ, ოღონდ არა ტან­საც­მლის დი­ზა­ი­ნი. ჩემი ოც­ნე­ბე­ბი­სა და მიზ­ნე­ბის­თვის ბევ­რი ვიბ­რძო­ლე.

- თურ­მე ტექ­ნი­კის ერთ-ერთ მა­ღა­ზი­ა­შიც მუ­შა­ობ­დით კონ­სულ­ტან­ტად.

- დიახ. ბევ­რი მცდე­ლო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, თა­ვის დამ­კვიდ­რე­ბა ვერ შევ­ძე­ლი, რო­გორც დი­ზა­ი­ნერ­მა. ჩემი მა­კე­ტე­ბით ბევრ ქარ­თველ დი­ზა­ი­ნერს შევ­ხვდი. მოს­წონ­დათ, ამ­ბობ­დნენ, რომ კარ­გია, მაგ­რამ... ამი­ტომ იძუ­ლე­ბუ­ლი გავ­ხდი, კონ­სულ­ტან­ტად და­მე­წყო მუ­შა­ო­ბა, წარ­მა­ტე­ბით ვარ­თმევ­დი თავს სა­მუ­შა­ოს, ტრე­ნინ­გებ­საც ვა­ტა­რებ­დი ახა­ლი კონ­სულ­ტან­ტე­ბის­თვის. იქი­დან წა­მო­სუ­ლი სახ­ლში მა­კე­ტებს ვა­კე­თებ­დი და შეკ­ვე­თებ­საც ვი­ღებ­დი. ერთ დღეს კი მი­ვი­ღე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ თა­ვის დამ­კვიდ­რე­ბის­თვის კვლავ უნდა და­მე­წყო ბრძო­ლა. წა­მო­ვე­დი სამ­სა­ხუ­რი­დან. იქ აღე­ბუ­ლი ხელ­ფა­სი­თა და ცოტა და­ნა­ზო­გით სახ­ლში და­ვი­წყე კერ­ვა. დავ­დი­ო­დი სა­ვაჭ­რო ცენ­ტრებ­ში და ბაზ­რო­ბებ­ზე თბი­ლის­ში და მე­პატ­რო­ნე­ებს ვთხოვ­დი, ჩა­ე­ბა­რე­ბი­ნათ კა­ბე­ბი და გა­ე­ყი­დათ. მა­შინ ქვე­და­ბო­ლო­ებს, სა­ღა­მოს კა­ბებს ვკე­რავ­დი. და­ნა­ზო­გის გა­კე­თე­ბა მო­ვა­ხერ­ხე და ჩემს მე­გო­ბარ­თან, ანა მე­ყან­წიშ­ვილ­თან ერ­თად მო­დის სახ­ლი "ბი­ზო­ნი" გავ­ხსე­ნი, და­ვი­წყეთ მუ­შა­ო­ბა სა­ღა­მოს და სა­ქორ­წი­ნო კა­ბებ­ზე.

- მერე ეს ყვე­ლა­ფე­რი მი­ა­ტო­ვეთ და ამე­რი­კა­ში წახ­ვე­დით. რა­ტომ?

- თით­ქმის ექ­ვსი წე­ლია, ამე­რი­კა­ში გად­მო­ვე­დი სა­ცხოვ­რებ­ლად. არა­ვინ მყავ­და, ვინც რჩე­ვას მომ­ცემ­და. თუ ვინ­მეს რა­მეს ვკი­თხავ­დი, იმა­ზე მე­ტად მირ­თუ­ლებ­და საქ­მეს, ვიდ­რე რე­ა­ლუ­რად იყო. არას­დროს მი­ოც­ნე­ბია ამე­რი­კა­სა და აქ ცხოვ­რე­ბა­ზე, სა­ერ­თოდ მე­ოც­ნე­ბე არ ვარ. უბ­რა­ლოდ, ვი­ზის აღე­ბა ვცა­დე და გა­მო­მი­ვი­და. ჩა­მო­ვე­დი სრუ­ლი­ად მარ­ტო, ყვე­ლა­ფე­რი სა­ქარ­თვე­ლო­დან მქონ­და წა­მო­ღე­ბუ­ლი, ქინ­ძის­თა­ვე­ბიც კი, რომ­ლებ­საც დღემ­დე ვი­ნა­ხავ.

- რთუ­ლი გზა გა­ი­ა­რეთ ემიგ­რა­ცი­ა­ში?

- რა თქმა უნდა, რთუ­ლი იყო, მი­ჭირ­და, მაგ­რამ სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბა­ზე მა­ინც არ მი­ფიქ­რია. ვი­ცო­დი, თუ არ დავ­ნებ­დე­ბო­დი და ვიბ­რძო­ლებ­დი, ყვე­ლა­ფერს შევ­ძლებ­დი. იყო ენის ბა­რი­ე­რიც, მე­გობ­რე­ბის დე­ფი­ცი­ტიც, თუმ­ცა ვუძ­ლებ­დი და ვიბ­რძო­დი.]

- სა­კუ­თა­რი თა­ვის მი­მართ კრი­ტი­კუ­ლი თუ ხართ?

- ზედ­მე­ტად კრი­ტი­კუ­ლიც კი. ყო­ველ­თვის ვაკ­რი­ტი­კებ სა­კუ­თარ თავს, ბოლო დე­ტა­ლე­ბამ­დე ვე­ძი­ე­ბი და ამან ბევრ რა­მე­ში შე­მი­შა­ლა ხელი. ასე­თი რომ არ ვიყო, უფრო მეტს მი­ვაღ­წევ­დი.

- ფიქ­რობთ, რომ წარ­მა­ტე­ბის მწვერ­ვალ­ზე ხართ? ამე­რი­კა­ში ცნო­ბი­ლი სა­დე­დოფ­ლო კა­ბე­ბის დი­ზა­ი­ნე­რი ბრძან­დე­ბით, საკ­მა­ოდ ძვი­რი ღირს თქვე­ნი შექ­მნი­ლი კა­ბე­ბი, ექ­სკლუ­ზივს ითხოვს მა­ღა­ზი­აც.

- მწვერ­ვალ­ზე არ ვარ, ამის­თვის ჯერ კი­დევ ბევ­რი რამ მაქვს გა­სა­კე­თე­ბე­ლი. მინ­და, ევ­რო­პის ქვეყ­ნებ­შიც გა­ვი­დეს ჩემი კა­ბე­ბი და სხვა ბევ­რი ჩა­ნა­ფიქ­რიც მაქვს. თუ ნი­ჭიც გი­წყობს ხელს, სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი ბო­ლომ­დე უნდა გა­მო­ი­ყე­ნო. მსოფ­ლიო აღი­ა­რე­ბა მინ­და, რა­ტო­მაც არა? ამას ამ­ბი­ცი­ა­ში ნუ ჩა­მით­ვლით. უბ­რა­ლოდ, იმა­ზე მეტს ვი­თხოვ სა­კუ­თა­რი თა­ვის­გან, ვიდ­რე დღეს მაქვს...წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
!!!
1

ყველა სურვილის ასრულებას გისურვებ,მიხელ!ვიცნობ მის ოჯახს,დას და მინდა აღვნიშნო,რომ კარგად არზრდილი და ნიჭიერი და-ძმაა.წარმატებები და მალე ჩახუტება მშობლებთან!!!

ანა
0

საოცარი სადედოფლო კაბები.ორმაგად სასიხარულო და საამაყოა რომ დიზაინერი ქართველია:)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

"ქართველებისთვის ჩემი შექმნილი კაბა ძალიან ძვირია..." - აშშ-ში მოღვაწე გურჯაანელი ახალგაზრდა, რომელმაც სერენა უილიამსის საქორწინო სამოსზე იმუშავა

"ქართველებისთვის ჩემი შექმნილი კაბა ძალიან ძვირია..." - აშშ-ში მოღვაწე გურჯაანელი ახალგაზრდა, რომელმაც სერენა უილიამსის საქორწინო სამოსზე იმუშავა

მიხეილ ბაჩუკაშვილი გურჯაანიდან პირდაპირ ამერიკაში აღმოჩნდა. განსხვავებულ გარეგნობასთან ერთად, განსხვავებული პროფესიითა და გემოვნებითაც გამოირჩევა. მიხეილი ქალებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დღის გალამაზებაზე ზრუნავს - არა მგონია, მისი საოცარი კაბების ხილვის შემდეგ, ვინმე გულგრილი დარჩეს და ამა თუ იმ კაბის მორგებაზე არ იოცნებოს.

მკაცრი გამომეტყველებისა და იმიჯის მიღმა, მიხეილი საოცრად გულწრფელი ადამიანი აღმოჩნდა:

- ამერიკაში მხოლოდ ქინძისთავებით და ბევრი იმედით ჩამოვედი. ინგლისური ანბანიც არ ვიცოდი, თუმცა დარწმუნებული ვიყავი, რომ ყველაფერს შევძლებდი.

- იქნებ ის დღეები გაიხსენოთ, ამ საქმიანობაში პირველ ნაბიჯებს რომ დგამდით...

- გურჯაანის სამხატვრო სკოლაში დავდიოდი, საოცარი პედაგოგი მყავდა - მაია ლიუ (ჩინელი). გურჯაანისთვის ეს იმ დროს ნამდვილად საოცრება იყო. მაიას მოსკოვის სამხატვრო აკადემია ჰქონდა დამთავრებული. მან გურჯაანში სამხატვრო სახელოსნო გახსნა და აქედან დაიწყო ჩემი პირველი ნაბიჯებიც. ვმუშაობდი გობელენზე, ხატმწერად, მაკეტებზე. 3 წელში სკოლა დაიხურა, მერე იყო სტუდენტობა, სტუდენტობის მერე კი სამსახურის ძებნა და თავის დამკვიდრების მცდელობა. იყო ბევრი გასაუბრება და იმედგაცრუებაც.

- როგორი იყო ოჯახის რეაქცია, როდესაც გაიგეს, რომ ტანსაცმლის დიზაინერობა გადაწყვიტეთ? ცოტათი მიუღებელია ეს ქართველი, მით უმეტეს - კახელი კაცისთვის.

- ჩემი გადაწყვეტილება ნამდვილად არ გახარებია მამას, წინააღმდეგი იყო. უნდოდა, ხატწერას გავყოლოდი ან მაკეტები მეკეთებინა, ან ნებისმიერი სხვა რამ, ოღონდ არა ტანსაცმლის დიზაინი. ჩემი ოცნებებისა და მიზნებისთვის ბევრი ვიბრძოლე.

- თურმე ტექნიკის ერთ-ერთ მაღაზიაშიც მუშაობდით კონსულტანტად.

- დიახ. ბევრი მცდელობის მიუხედავად, თავის დამკვიდრება ვერ შევძელი, როგორც დიზაინერმა. ჩემი მაკეტებით ბევრ ქართველ დიზაინერს შევხვდი. მოსწონდათ, ამბობდნენ, რომ კარგია, მაგრამ... ამიტომ იძულებული გავხდი, კონსულტანტად დამეწყო მუშაობა, წარმატებით ვართმევდი თავს სამუშაოს, ტრენინგებსაც ვატარებდი ახალი კონსულტანტებისთვის. იქიდან წამოსული სახლში მაკეტებს ვაკეთებდი და შეკვეთებსაც ვიღებდი. ერთ დღეს კი მივიღე გადაწყვეტილება, რომ თავის დამკვიდრებისთვის კვლავ უნდა დამეწყო ბრძოლა. წამოვედი სამსახურიდან. იქ აღებული ხელფასითა და ცოტა დანაზოგით სახლში დავიწყე კერვა. დავდიოდი სავაჭრო ცენტრებში და ბაზრობებზე თბილისში და მეპატრონეებს ვთხოვდი, ჩაებარებინათ კაბები და გაეყიდათ. მაშინ ქვედაბოლოებს, საღამოს კაბებს ვკერავდი. დანაზოგის გაკეთება მოვახერხე და ჩემს მეგობართან, ანა მეყანწიშვილთან ერთად მოდის სახლი "ბიზონი" გავხსენი, დავიწყეთ მუშაობა საღამოს და საქორწინო კაბებზე.

- მერე ეს ყველაფერი მიატოვეთ და ამერიკაში წახვედით. რატომ?

- თითქმის ექვსი წელია, ამერიკაში გადმოვედი საცხოვრებლად. არავინ მყავდა, ვინც რჩევას მომცემდა. თუ ვინმეს რამეს ვკითხავდი, იმაზე მეტად მირთულებდა საქმეს, ვიდრე რეალურად იყო. არასდროს მიოცნებია ამერიკასა და აქ ცხოვრებაზე, საერთოდ მეოცნებე არ ვარ. უბრალოდ, ვიზის აღება ვცადე და გამომივიდა. ჩამოვედი სრულიად მარტო, ყველაფერი საქართველოდან მქონდა წამოღებული, ქინძისთავებიც კი, რომლებსაც დღემდე ვინახავ.

- რთული გზა გაიარეთ ემიგრაციაში?

- რა თქმა უნდა, რთული იყო, მიჭირდა, მაგრამ საქართველოში დაბრუნებაზე მაინც არ მიფიქრია. ვიცოდი, თუ არ დავნებდებოდი და ვიბრძოლებდი, ყველაფერს შევძლებდი. იყო ენის ბარიერიც, მეგობრების დეფიციტიც, თუმცა ვუძლებდი და ვიბრძოდი.]

- საკუთარი თავის მიმართ კრიტიკული თუ ხართ?

- ზედმეტად კრიტიკულიც კი. ყოველთვის ვაკრიტიკებ საკუთარ თავს, ბოლო დეტალებამდე ვეძიები და ამან ბევრ რამეში შემიშალა ხელი. ასეთი რომ არ ვიყო, უფრო მეტს მივაღწევდი.

- ფიქრობთ, რომ წარმატების მწვერვალზე ხართ? ამერიკაში ცნობილი სადედოფლო კაბების დიზაინერი ბრძანდებით, საკმაოდ ძვირი ღირს თქვენი შექმნილი კაბები, ექსკლუზივს ითხოვს მაღაზიაც.

- მწვერვალზე არ ვარ, ამისთვის ჯერ კიდევ ბევრი რამ მაქვს გასაკეთებელი. მინდა, ევროპის ქვეყნებშიც გავიდეს ჩემი კაბები და სხვა ბევრი ჩანაფიქრიც მაქვს. თუ ნიჭიც გიწყობს ხელს, საკუთარი შესაძლებლობები ბოლომდე უნდა გამოიყენო. მსოფლიო აღიარება მინდა, რატომაც არა? ამას ამბიციაში ნუ ჩამითვლით. უბრალოდ, იმაზე მეტს ვითხოვ საკუთარი თავისგან, ვიდრე დღეს მაქვს...წაიკითხეთ სრულად

საქართველოში კორონავირუსის 1 852 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა - როგორ ნაწილდებიან ინფიცირებულები რეგიონების მიხედვით

პრემიერ-მინისტრის დაცვის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა

აჭარის ჯანდაცვის მინისტრს კორონავირუსი დაუდასტურდა