მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სტიპენდია, ექსკლუზიური ვაკანსიები, გაცვლითი პროგრამები – უპირატესობები, რომლითაც კვების ტექნოლოგიის სტუდენტები სარგებლობენ
სტიპენდია, ექსკლუზიური ვაკანსიები, გაცვლითი პროგრამები – უპირატესობები, რომლითაც კვების ტექნოლოგიის სტუდენტები სარგებლობენ

კვე­ბის ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი უკა­ნას­კნელ პე­რი­ოდ­ში ერთ–ერთი მე­ტად პო­პუ­ლა­რუ­ლი და პრეს­ტი­ჟუ­ლი სას­წავ­ლო პროგ­რა­მა გახ­და. თუ ათწლე­უ­ლე­ბის წინ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით სწავ­ლა სულ რამ­დე­ნი­მე სტუ­დენტს უნ­დო­და, ამ­ჟა­მად, რაც სა­ქარ­თვე­ლო­ში წარ­მო­ე­ბა მეტ–ნაკ­ლე­ბად გაძ­ლი­ერ­და და გან­ვი­თარ­და, კვე­ბის ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის ფა­კულ­ტე­ტის მი­მართ ახალ­გაზ­რდე­ბის და­ინ­ტე­რე­სე­ბაც გა­ი­ზარ­და. სტუ­დენ­ტე­ბი ხში­რად სარ­გებ­ლო­ბენ ისე­თი უპი­რა­ტე­სო­ბე­ბით, რო­გო­რი­ცაა ექ­სკლუ­ზი­უ­რი ვა­კან­სი­ე­ბი ან ექ­სკლუ­ზი­უ­რი სტი­პენ­დია კერ­ძო სექ­ტო­რის მხრი­დან.

რო­გორც აგ­რა­რუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტე­ბის დე­კა­ნი შაკო თა­ვა­ძე გან­მარ­ტავს, მა­ღა­ლი კონ­კურ­სი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ფა­კულ­ტეტ­ზე მხო­ლოდ მა­ღა­ლი შე­დე­გე­ბის მქო­ნე აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბი ხვდე­ბი­ან, ხა­რის­ხი­ა­ნი გა­ნათ­ლე­ბის მი­წო­დე­ბით კი კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლე­ბის ძლი­ერ ნა­კადს იღე­ბენ.

რამ­დე­ნად მა­ღა­ლია სა­ქარ­თვე­ლო­ში კვე­ბის ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის ფა­კულ­ტე­ტით ახალ­გაზ­რდე­ბის და­ინ­ტე­რე­სე­ბა?

ამ პროგ­რა­მის ერთ-ერთი უპი­რა­ტე­სო­ბა სწო­რედ ის მა­ღა­ლი და­ინ­ტე­რე­სე­ბაა ახალ­გაზ­რდა თა­ო­ბე­ბის­გან, რა­საც ჩვენ წარ­მა­ტე­ბით ვა­ხერ­ხებთ, წლე­ბია. ეს პროგ­რა­მა ით­ვლე­ბა ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე მიმ­ზიდ­ველ შე­საძ­ლებ­ლო­ბად წარ­მა­ტე­ბუ­ლი პრო­ფე­სი­უ­ლი კა­რი­ე­რის შე­საქ­მნე­ლად. აგ­რა­რუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის გა­მოც­დი­ლე­ბით, აგ­რა­რუ­ლი მეც­ნი­ე­რე­ბე­ბის სკო­ლა­ში მი­ღე­ბუ­ლი სტუ­დენ­ტე­ბის ნა­კად­ში, სა­სურ­სა­თო პრო­დუქ­ტე­ბის ტექ­ნო­ლო­გი­ის პროგ­რა­მა არის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მა­ღალ-მო­თხოვ­ნა­დი მე­ვე­ნა­ხე­ო­ბა-მეღ­ვი­ნე­ო­ბის პროგ­რა­მას­თან ერ­თად. ის რომ ამ პროგ­რა­მა­ზე ჩვენ ვი­ღებთ მა­ღა­ლი შე­დე­გე­ბის მქო­ნე აბი­ტუ­რი­ენ­ტებს, ეს გავ­ლე­ნას ახ­დენს სა­ბო­ლოო შე­დეგ­ზეც და ხა­რის­ხი­ა­ნი გა­ნათ­ლე­ბის მი­წო­დე­ბით ვი­ღებთ ძა­ლი­ან ძლი­ერ ნა­კადს კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლე­ბის.

რას გვე­ტყვით სას­წავ­ლო პრო­ცეს­ზე, რა გა­მოწ­ვე­ვე­ბის წი­ნა­შე დგას უნი­ვერ­სი­ტე­ტი და სტუ­დე­ტე­ბი?

გა­მოწ­ვე­ვე­ბი სხვა­დას­ხვა შე­საძ­ლოა იყოს, თუმ­ცა ახლა ყვე­ლა­ზე აქ­ტუ­ა­ლუ­რი, ალ­ბათ, მა­ინც ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი პან­დე­მი­ის რე­ჟი­მია. ეს ვი­თა­რე­ბა ბუ­ნებ­რი­ვია ქმნის შე­ზღუდ­ვებს და გვი­წევს მოკ­ლე დრო­ში ადაპ­ტა­ცია არ­სე­ბულ რე­ა­ლო­ბას­თან. თან ისე რომ სწავ­ლე­ბის ხა­რის­ხი შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ და სტუ­დენ­ტე­ბი არ და­ზა­რალ­დნენ. ამ ვი­თა­რე­ბა­ში სწავ­ლე­ბის თე­ო­რი­უ­ლი ნა­წი­ლი სრუ­ლად ონ­ლა­ინ მიმ­დი­ნა­რე­ობს, მაგ­რამ ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი და პრაქ­ტი­კუ­ლი ნა­წი­ლი, ისე­ვე რო­გორც შუ­ა­ლე­დუ­რი და ფი­ნა­ლუ­რი გა­მოც­დე­ბი უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ტარ­დე­ბა. ჩვენ გა­ვი­ა­რეთ მა­რე­გუ­ლი­რებ­ლის­გან შე­სა­ბა­მი­სი შე­მოწ­მე­ბა და სრუ­ლად ვაკ­მა­ყო­ფი­ლებთ ყვე­ლა სტან­დარტს, რომ ეს პრო­ცე­სი ფი­ზი­კუ­რად ჩა­ტარ­დეს ჩვენ­თან, იმ რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის დაც­ვით, რაც უსაფრ­თხო გა­რე­მოს შექ­მნის და რის­კებს მი­ნი­მუ­მამ­დე და­იყ­ვანს. სტუ­დენ­ტე­ბის ცხრი­ლის კომ­პლექ­სუ­რო­ბი­დან და პრაქ­ტი­კუ­ლი კომ­პო­ნენ­ტის ინ­ტენ­სი­ვო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ნამ­დვი­ლად გა­მოწ­ვე­ვაა ჰიბ­რი­დუ­ლი რე­ჟი­მის ისე წარ­მარ­თვა, რომ არ გაც­დეს არ­ცერ­თი კომ­პო­ნენ­ტი. ჩვენ ეს მო­ვა­ხერ­ხეთ წინა სე­მესტრში და იმე­დი გვაქვს, რომ ამ სე­მესტრშიც დავძლევთ ამ გა­მოწ­ვე­ვას.

რა სა­ხის მხარ­და­ჭე­რას უწევს კერ­ძო სექ­ტო­რი სტუ­დენ­ტებს?

ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია კერ­ძო სექ­ტო­რის მხარ­და­ჭე­რა - ეს ერ­თგვა­რი სიგ­ნა­ლია უნი­ვერ­სი­ტე­ტის­თვი­საც და ახალ­გაზ­რდე­ბის­თვი­საც, რომ მათი პრო­ფე­სია მო­თხოვ­ნა­დია, აქ­ტუ­ა­ლუ­რია და შრო­მის ბა­ზა­რი მზა­დაა მათ­ში ამ ინ­ვეს­ტი­ცი­ის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად. ამის სა­უ­კე­თე­სო მა­გა­ლი­თია „ნი­კო­რას“ სტი­პენ­დია სა­სურ­სა­თო ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის მე­სა­მე და მე­ო­თხე­კურ­სელ­თათ­ვის. ჩვენ ძა­ლი­ან ვა­მა­ყობთ ამ პროგ­რა­მით, რო­მე­ლიც რე­ა­ლუ­რად ყვე­ლა­ზე მო­ტი­ვი­რე­ბულ და აკა­დე­მი­უ­რად გა­მორ­ჩე­ულ სტუ­დენ­ტებს აძ­ლევს და­მა­ტე­ბით სტი­მულს და­ე­უფ­ლონ ამ პრო­ფე­სი­ას. სტი­პენ­დი­ის ფარ­გლებ­ში, 2სტუ­დენ­ტი მე­სა­მე კურ­სი­დან და 2 სტუ­დენ­ტი მე­ო­თხე კურ­სი­დან, რო­მელ­თა აკა­დე­მი­უ­რი შე­დე­გე­ბიც იქ­ნე­ბა ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი, იღებს ყო­ველ­თვი­ურ ფი­ნან­სურ მხარ­და­ჭე­რას. შე­დე­გებს ჩვენ მო­ნი­ტო­რინგს ვუ­კე­თებთ და ყო­ველ­სე­მესტრუ­ლად ხდე­ბა გა­და­ხედ­ვა, ხომ არ შე­იც­ვა­ლა აკა­დე­მი­უ­რი რე­ი­ტინ­გი რო­მე­ლი­მე კურ­სზე.

მო­გეხ­სე­ნე­ბათ სტუ­დენ­ტის­თვის მისი შრო­მის და მო­ტი­ვა­ცი­ის ამ­გვა­რი წა­ხა­ლი­სე­ბა, პირ­და­პი­რი მი­ნიშ­ნე­ბაა რომ ცხოვ­რე­ბა­ში წარ­მა­ტე­ბის მი­საღ­წე­ვად გა­ნათ­ლე­ბა ყვე­ლა­ზე ეფექ­ტუ­რი გზაა და „ნი­კო­რას“ ნამ­დვი­ლად გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მად­ლო­ბა ეკუთ­ვნის. ჩვენს რე­ა­ლო­ბა­ში ასე­თი პროგ­რა­მე­ბი არ არის ხში­რი და ვი­სურ­ვებ­დით, რომ სხვა კომ­პა­ნი­ე­ბიც ნელ-ნელა ჩა­ერ­თონ წარ­მა­ტე­ბუ­ლი სტუ­დენ­ტე­ბის მო­ტი­ვი­რე­ბა­ში.

რამ­დე­ნად ღიაა კერ­ძო სექ­ტო­რი სტუ­დენ­ტებ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბის­თვის და ზო­გა­დად, და­საქ­მე­ბა რამ­დე­ნად პრობ­ლე­მა­ტუ­რი სა­კი­თხია?

ეს სფე­რო და მი­მარ­თუ­ლე­ბა საკ­მა­ოდ ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლია კერ­ძო სექ­ტორ­შიც იმის­თვის, რომ ახალ­გაზ­რდა და პერ­სპექ­ტი­უ­ლი კად­რე­ბის მო­ზიდ­ვით იყოს აქ­ტი­უ­რად და­კა­ვე­ბუ­ლი. ჩვენს ბა­ზარ­ზე მოქ­მე­დი სა­წარ­მო­ე­ბი, რო­გორც მცი­რე ისე მსხვი­ლი, რე­გუ­ლა­რუ­ლად სა­ჭი­რო­ე­ბენ „ახალ სის­ხლს“, რაც კარ­გი შე­საძ­ლებ­ლო­ბაა ჩვენ­თვის. აგ­რა­რუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის რე­პუ­ტა­ცია საკ­მა­ოდ მა­ღა­ლია სა­სურ­სა­თო ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის მომ­ზა­დე­ბის საქ­მე­ში, რაც ბუ­ნებ­რი­ვია გვეხ­მა­რე­ბა და­საქ­მე­ბის ოფისს დამ­საქ­მებ­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ში. ჩვე­ნი­ვე ინ­ცი­ა­ტი­ვით, უნი­ვერ­სი­ტე­ტი მას­პინ­ძლობს ხოლ­მე და­საქ­მე­ბის ფო­რუ­მებს, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც ად­გილ­ზე მო­დი­ან სხვა­დას­ხვა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი და აქვე ატა­რე­ბენ გა­სა­უბ­რე­ბებს სტუ­დენ­ტე­ბი­სა და კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლე­ბის­თვის. ამ რე­ჟი­მის გარ­და, ჩვე­ნი და­საქ­მე­ბის ოფი­სი ყო­ველ­დღი­უ­რად იღებს ვა­კან­სი­ებს, რომ­ლებ­საც ავ­რცე­ლებს შე­სა­ბა­მის სტუ­დენ­ტებ­თან თუ კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლებ­თან. ხში­რა­დეს ვა­კან­სი­ე­ბი ექ­სკლუ­ზი­უ­რია.

სტუ­დენ­ტე­ბის­თვის თუ ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს რა­ი­მე სა­ხის გაც­ვლი­თი პროგ­რა­მე­ბი? კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ამაღ­ლე­ბის რა შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი აქვთ მათ?

უნი­ვერ­სი­ტე­ტი სთა­ვა­ზობს სხვა­დას­ხვა გაც­ვლით პროგ­რა­მას სტუ­დენ­ტებს, რო­გორც გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის, ისე კვლე­ვის თუ სტა­ჟი­რე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის მიზ­ნით. ამ მხრივ ჩვენს სტუ­დენ­ტებს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი და­ინ­ტე­რე­სე­ბა აქვთ და­სავ­ლეთ ევ­რო­პის (გერ­მა­ნია, საფ­რან­გე­თი, იტა­ლია) რე­გი­ონ­ში, რომ­ლის სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო პროგ­რა­მებს დიდი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და კვლე­ვი­თი გა­მოც­დი­ლე­ბა აქვთ, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი და­ინ­ტე­რე­სე­ბა აქვთ ჩვენს სტუ­დენ­ტებ­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

სტიპენდია, ექსკლუზიური ვაკანსიები, გაცვლითი პროგრამები – უპირატესობები, რომლითაც კვების ტექნოლოგიის სტუდენტები სარგებლობენ

სტიპენდია, ექსკლუზიური ვაკანსიები, გაცვლითი პროგრამები – უპირატესობები, რომლითაც კვების ტექნოლოგიის სტუდენტები სარგებლობენ

კვების ტექნოლოგიები უკანასკნელ პერიოდში ერთ–ერთი მეტად პოპულარული და პრესტიჟული სასწავლო პროგრამა გახდა. თუ ათწლეულების წინ ამ მიმართულებით სწავლა სულ რამდენიმე სტუდენტს უნდოდა, ამჟამად, რაც საქართველოში წარმოება მეტ–ნაკლებად გაძლიერდა და განვითარდა, კვების ტექნოლოგიების ფაკულტეტის მიმართ ახალგაზრდების დაინტერესებაც გაიზარდა. სტუდენტები ხშირად სარგებლობენ ისეთი უპირატესობებით, როგორიცაა ექსკლუზიური ვაკანსიები ან ექსკლუზიური სტიპენდია კერძო სექტორის მხრიდან.

როგორც აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტების დეკანი შაკო თავაძე განმარტავს, მაღალი კონკურსიდან გამომდინარე ფაკულტეტზე მხოლოდ მაღალი შედეგების მქონე აბიტურიენტები ხვდებიან, ხარისხიანი განათლების მიწოდებით კი კურსდამთავრებულების ძლიერ ნაკადს იღებენ.

რამდენად მაღალია საქართველოში კვების ტექნოლოგიების ფაკულტეტით ახალგაზრდების დაინტერესება?

ამ პროგრამის ერთ-ერთი უპირატესობა სწორედ ის მაღალი დაინტერესებაა ახალგაზრდა თაობებისგან, რასაც ჩვენ წარმატებით ვახერხებთ, წლებია. ეს პროგრამა ითვლება ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ შესაძლებლობად წარმატებული პროფესიული კარიერის შესაქმნელად. აგრარული უნივერსიტეტის გამოცდილებით, აგრარული მეცნიერებების სკოლაში მიღებული სტუდენტების ნაკადში, სასურსათო პროდუქტების ტექნოლოგიის პროგრამა არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალ-მოთხოვნადი მევენახეობა-მეღვინეობის პროგრამასთან ერთად. ის რომ ამ პროგრამაზე ჩვენ ვიღებთ მაღალი შედეგების მქონე აბიტურიენტებს, ეს გავლენას ახდენს საბოლოო შედეგზეც და ხარისხიანი განათლების მიწოდებით ვიღებთ ძალიან ძლიერ ნაკადს კურსდამთავრებულების.

რას გვეტყვით სასწავლო პროცესზე, რა გამოწვევების წინაშე დგას უნივერსიტეტი და სტუდეტები?

გამოწვევები სხვადასხვა შესაძლოა იყოს, თუმცა ახლა ყველაზე აქტუალური, ალბათ, მაინც ქვეყანაში არსებული პანდემიის რეჟიმია. ეს ვითარება ბუნებრივია ქმნის შეზღუდვებს და გვიწევს მოკლე დროში ადაპტაცია არსებულ რეალობასთან. თან ისე რომ სწავლების ხარისხი შევინარჩუნოთ და სტუდენტები არ დაზარალდნენ. ამ ვითარებაში სწავლების თეორიული ნაწილი სრულად ონლაინ მიმდინარეობს, მაგრამ ლაბორატორიული და პრაქტიკული ნაწილი, ისევე როგორც შუალედური და ფინალური გამოცდები უნივერსიტეტში ტარდება. ჩვენ გავიარეთ მარეგულირებლისგან შესაბამისი შემოწმება და სრულად ვაკმაყოფილებთ ყველა სტანდარტს, რომ ეს პროცესი ფიზიკურად ჩატარდეს ჩვენთან, იმ რეკომენდაციების დაცვით, რაც უსაფრთხო გარემოს შექმნის და რისკებს მინიმუმამდე დაიყვანს. სტუდენტების ცხრილის კომპლექსურობიდან და პრაქტიკული კომპონენტის ინტენსივობიდან გამომდინარე, ნამდვილად გამოწვევაა ჰიბრიდული რეჟიმის ისე წარმართვა, რომ არ გაცდეს არცერთი კომპონენტი. ჩვენ ეს მოვახერხეთ წინა სემესტრში და იმედი გვაქვს, რომ ამ სემესტრშიც დავძლევთ ამ გამოწვევას.

რა სახის მხარდაჭერას უწევს კერძო სექტორი სტუდენტებს?

ძალიან მნიშვნელოვანია კერძო სექტორის მხარდაჭერა - ეს ერთგვარი სიგნალია უნივერსიტეტისთვისაც და ახალგაზრდებისთვისაც, რომ მათი პროფესია მოთხოვნადია, აქტუალურია და შრომის ბაზარი მზადაა მათში ამ ინვესტიციის განსახორციელებლად. ამის საუკეთესო მაგალითია „ნიკორას“ სტიპენდია სასურსათო ტექნოლოგიების მესამე და მეოთხეკურსელთათვის. ჩვენ ძალიან ვამაყობთ ამ პროგრამით, რომელიც რეალურად ყველაზე მოტივირებულ და აკადემიურად გამორჩეულ სტუდენტებს აძლევს დამატებით სტიმულს დაეუფლონ ამ პროფესიას. სტიპენდიის ფარგლებში, 2სტუდენტი მესამე კურსიდან და 2 სტუდენტი მეოთხე კურსიდან, რომელთა აკადემიური შედეგებიც იქნება ყველაზე მაღალი, იღებს ყოველთვიურ ფინანსურ მხარდაჭერას. შედეგებს ჩვენ მონიტორინგს ვუკეთებთ და ყოველსემესტრულად ხდება გადახედვა, ხომ არ შეიცვალა აკადემიური რეიტინგი რომელიმე კურსზე.

მოგეხსენებათ სტუდენტისთვის მისი შრომის და მოტივაციის ამგვარი წახალისება, პირდაპირი მინიშნებაა რომ ცხოვრებაში წარმატების მისაღწევად განათლება ყველაზე ეფექტური გზაა და „ნიკორას“ ნამდვილად განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის. ჩვენს რეალობაში ასეთი პროგრამები არ არის ხშირი და ვისურვებდით, რომ სხვა კომპანიებიც ნელ-ნელა ჩაერთონ წარმატებული სტუდენტების მოტივირებაში.

რამდენად ღიაა კერძო სექტორი სტუდენტებთან თანამშრომლობისთვის და ზოგადად, დასაქმება რამდენად პრობლემატური საკითხია?

ეს სფერო და მიმართულება საკმაოდ ჩამოყალიბებულია კერძო სექტორშიც იმისთვის, რომ ახალგაზრდა და პერსპექტიული კადრების მოზიდვით იყოს აქტიურად დაკავებული. ჩვენს ბაზარზე მოქმედი საწარმოები, როგორც მცირე ისე მსხვილი, რეგულარულად საჭიროებენ „ახალ სისხლს“, რაც კარგი შესაძლებლობაა ჩვენთვის. აგრარული უნივერსიტეტის რეპუტაცია საკმაოდ მაღალია სასურსათო ტექნოლოგიების სპეციალისტების მომზადების საქმეში, რაც ბუნებრივია გვეხმარება დასაქმების ოფისს დამსაქმებლებთან ურთიერთობაში. ჩვენივე ინციატივით, უნივერსიტეტი მასპინძლობს ხოლმე დასაქმების ფორუმებს, რომლის ფარგლებშიც ადგილზე მოდიან სხვადასხვა ორგანიზაციები და აქვე ატარებენ გასაუბრებებს სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის. ამ რეჟიმის გარდა, ჩვენი დასაქმების ოფისი ყოველდღიურად იღებს ვაკანსიებს, რომლებსაც ავრცელებს შესაბამის სტუდენტებთან თუ კურსდამთავრებულებთან. ხშირადეს ვაკანსიები ექსკლუზიურია.

სტუდენტებისთვის თუ ფუნქციონირებს რაიმე სახის გაცვლითი პროგრამები? კვალიფიკაციის ამაღლების რა შესაძლებლობები აქვთ მათ?

უნივერსიტეტი სთავაზობს სხვადასხვა გაცვლით პროგრამას სტუდენტებს, როგორც განათლების მიღების, ისე კვლევის თუ სტაჟირების განხორციელების მიზნით. ამ მხრივ ჩვენს სტუდენტებს განსაკუთრებული დაინტერესება აქვთ დასავლეთ ევროპის (გერმანია, საფრანგეთი, იტალია) რეგიონში, რომლის საუნივერსიტეტო პროგრამებს დიდი საგანმანათლებლო და კვლევითი გამოცდილება აქვთ, განსაკუთრებული დაინტერესება აქვთ ჩვენს სტუდენტებში.

რა შემთხვევაში შეიძლება დაკარგოთ ნაჩუქარი უძრავი ქონება ან სხვა ნივთი – ადვოკატი ანა გორდეზიანი ჩუქებასთან დაკავშირებულ საინტერესო დეტალებზე

„ნიკორა“ დაცული შეფუთვით წარმოდგენილი პროდუქციის ასორტიმენტს ზრდის

ჰიუნდაის დიზაინი გამარჯვებულია - DMI Design Value Awards 2020 დიზაინისთვის „Sensuous Sportiness“