კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რომელი პირბადე უფრო გვიცავს - სამედიცინო თუ ნაჭრის? - ხათუნა ზახაშვილის პასუხი აქტუალურ კითხვაზე
რომელი პირბადე უფრო გვიცავს - სამედიცინო თუ ნაჭრის? - ხათუნა ზახაშვილის პასუხი აქტუალურ კითხვაზე

და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის გა­დამ­დებ და­ა­ვა­დე­ბა­თა ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლის ხა­თუ­ნა ზა­ხაშ­ვი­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ყო­ველ­დღი­უ­რი მოხ­მა­რე­ბის პირ­ბა­დე­ებს შო­რის კო­რო­ნა­ვირუ­სის­გან დაც­ვის­თვის ყვე­ლა­ზე ეფექ­ტი­ა­ნი ორ ან სამ­შრი­ან სა­მე­დი­ცი­ნო პირ­ბა­დეა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის" კი­თხვა­ზე, თუ რო­მე­ლი პირ­ბა­დე უფრო გვი­ცავს - სა­მე­დი­ცი­ნო თუ ნაჭ­რის, ზა­ხაშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ ყვე­ლა­ფე­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლია იმა­ზე, რამ­დე­ნი შრის­გან შედ­გე­ბა პირ­ბა­დე და ამას­თან, ნიღ­ბის მოხ­მა­რე­ბას სხვა პრე­ვენ­ცი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბიც უნდა ახ­ლდეს თან.

"დღე­ის­თვის მეც­ნი­ე­რუ­ლად დამ­ტკი­ცე­ბუ­ლია, რომ ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მოხ­მა­რე­ბის ნიღ­ბებს შო­რის ყვე­ლა­ზე უფრო ეფექ­ტუ­რია სამ­შრი­ა­ნი სა­მე­დი­ცი­ნო ნი­ღა­ბი, შემ­დე­გი ეფექ­ტუ­რო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა ორშრი­ა­ნი სა­მე­დი­ცი­ნო ნი­ღა­ბი, თუმ­ცა გარ­კვე­უ­ლი შე­მა­კა­ვე­ბე­ლი უნა­რი გა­აჩ­ნია ნაჭ­რის მრა­ვალშრი­ან ნიღ­ბებ­საც, მაგ­რამ ყვე­ლა­ფე­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლია იმა­ზე, რამ­დე­ნი შრის­გან შედ­გე­ბა, რაც მეტი შრის­გან შედ­გე­ბა, ალ­ბა­თო­ბა, რომ შე­ა­კა­ვებს ვირუსს, მე­ტია. გვახ­სოვ­დეს, რომ მხო­ლოდ სა­მე­დი­ცი­ნო ნი­ღა­ბი ვერ იქ­ნე­ბა პრე­ვენ­ცი­ის გა­რან­ტი. თან უნდა ახ­ლდეს რამ­დე­ნი­მე სწო­რი ქმე­დე­ბა, ეს არის სწო­რად რის­კის შე­ფა­სე­ბა, სად იმ­ყო­ფე­ბით, ნი­ღა­ბის სწო­რად ტა­რე­ბა, დის­ტან­ცი­ის დაც­ვა და იმ გა­რე­მოს ვენ­ტი­ლა­ცია, სა­დაც იმ­ყო­ფე­ბით“,- გა­ნა­ცხა­და ზა­ხაშ­ვილ­მა.

გარ­და ამი­სა, ხა­თუ­ნა ზა­ხაშ­ვი­ლი გან­მარ­ტავს, რო­გორ უნდა მო­ვიხ­მა­როთ პირ­ბა­დე სწო­რად, რომ მას ვირუ­სის­გან დაც­ვის ეფექ­ტი ჰქონ­დეს. მისი თქმით, სა­მე­დი­ცი­ნო პირ­ბა­დე ერთჯე­რა­დია და გა­რე­ცხვას და ხელ­მე­ო­რედ მოხ­მა­რე­ბას არ ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა,

"დღე­საც ხში­რად ვამ­ჩნევ, რომ ნი­ღა­ბი ზოგს უკე­თია, მაგ­რამ ფორ­მა­ლუ­რად. ყო­ველ­გვარ ეფექტს მოკ­ლე­ბუ­ლია ნი­ღა­ბი, რო­მე­ლიც არას­წო­რა­დაა სა­ხე­ზე მორ­გე­ბუ­ლი, არ იცავს ცხვირს და პირს მთლი­ა­ნად. ყვე­ლა­ფერს თა­ვი­სი წესი აქვს. სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში დამ­კვიდ­რე­ბუ­ლია არას­წო­რი წარ­მოდ­გე­ნა, რომ ჯან­მრთელ ადა­მი­ა­ნებს სა­მე­დი­ცი­ნო ნი­ღა­ბი უნდა ეკე­თოს უკუღ­მა - ანუ ღია ფერი გა­რეთ და მუქი ფერი შიგ­ნით. გახ­სოვ­დეთ, რომ სა­მე­დი­ცი­ნო პირ­ბა­დე, რო­მე­ლიც ორ­ფე­რი­ა­ნია, მუქი ფე­რით გა­რეთ უნდა გე­კე­თოთ, ეს არის წვე­თე­ბის ამ­რეკ­ლი შრე, ხოლო შიდა ფენა არის შემ­წო­ვი, რო­მე­ლიც თქვენ­გან გა­მო­ტყორ­ცილ წვე­თებს შე­ა­კა­ვებს. სა­მე­დი­ცი­ნო ნიღ­ბე­ბი არის ერთჯე­რა­დი და ის არ ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა გა­რე­ცხვას, გა­უ­თო­ვე­ბას და მე­ო­რედ გა­მო­ყე­ნე­ბას. მისი მოხ­მა­რე­ბის ხან­გრძლი­ვო­ბა შე­მო­ი­ფარ­გლე­ბა იმ დრო­ით, სა­ნამ ეს ნი­ღა­ბი არ და­ი­ნეს­ტე­ბა. შე­იძ­ლე­ბა და­ნესტვა დად­გეს ძა­ლი­ან ჩქა­რა ან გა­ხან­გრძლივ­დეს მაქ­სი­მუმ ხუთ სა­ა­თამ­დე“,- გა­ნა­ცხა­და ზა­ხაშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
qeTo
31

აი, ესღა დარჩა ჩვენი მედიცინისაგან: რომელი პირბადე ჯობია!!!!!!!!!!

ვარგუს
19

და სად იყიდება ეს სამშრიანი პირბადეები? და ხომ შეიზლებოდა ამ სამშრიანი პირბადეების გამოშვება. ახალ სად ვიყიდოთ ეს მანიც თქვით 

sponsored by ContentRoom
ავტორი:

რომელი პირბადე უფრო გვიცავს - სამედიცინო თუ ნაჭრის? - ხათუნა ზახაშვილის პასუხი აქტუალურ კითხვაზე

რომელი პირბადე უფრო გვიცავს - სამედიცინო თუ ნაჭრის? - ხათუნა ზახაშვილის პასუხი აქტუალურ კითხვაზე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა ცენტრის ხელმძღვანელის ხათუნა ზახაშვილის ინფორმაციით, ყოველდღიური მოხმარების პირბადეებს შორის კორონავირუსისგან დაცვისთვის ყველაზე ეფექტიანი ორ ან სამშრიან სამედიცინო პირბადეა.

"ინტერპრესნიუსის" კითხვაზე, თუ რომელი პირბადე უფრო გვიცავს - სამედიცინო თუ ნაჭრის, ზახაშვილი ამბობს, რომ ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რამდენი შრისგან შედგება პირბადე და ამასთან, ნიღბის მოხმარებას სხვა პრევენციული ღონისძიებებიც უნდა ახლდეს თან.

"დღეისთვის მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ ჩვეულებრივი მოხმარების ნიღბებს შორის ყველაზე უფრო ეფექტურია სამშრიანი სამედიცინო ნიღაბი, შემდეგი ეფექტურობით გამოირჩევა ორშრიანი სამედიცინო ნიღაბი, თუმცა გარკვეული შემაკავებელი უნარი გააჩნია ნაჭრის მრავალშრიან ნიღბებსაც, მაგრამ ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რამდენი შრისგან შედგება, რაც მეტი შრისგან შედგება, ალბათობა, რომ შეაკავებს ვირუსს, მეტია. გვახსოვდეს, რომ მხოლოდ სამედიცინო ნიღაბი ვერ იქნება პრევენციის გარანტი. თან უნდა ახლდეს რამდენიმე სწორი ქმედება, ეს არის სწორად რისკის შეფასება, სად იმყოფებით, ნიღაბის სწორად ტარება, დისტანციის დაცვა და იმ გარემოს ვენტილაცია, სადაც იმყოფებით“,- განაცხადა ზახაშვილმა.

გარდა ამისა, ხათუნა ზახაშვილი განმარტავს, როგორ უნდა მოვიხმაროთ პირბადე სწორად, რომ მას ვირუსისგან დაცვის ეფექტი ჰქონდეს. მისი თქმით, სამედიცინო პირბადე ერთჯერადია და გარეცხვას და ხელმეორედ მოხმარებას არ ექვემდებარება,

"დღესაც ხშირად ვამჩნევ, რომ ნიღაბი ზოგს უკეთია, მაგრამ ფორმალურად. ყოველგვარ ეფექტს მოკლებულია ნიღაბი, რომელიც არასწორადაა სახეზე მორგებული, არ იცავს ცხვირს და პირს მთლიანად. ყველაფერს თავისი წესი აქვს. საზოგადოებაში დამკვიდრებულია არასწორი წარმოდგენა, რომ ჯანმრთელ ადამიანებს სამედიცინო ნიღაბი უნდა ეკეთოს უკუღმა - ანუ ღია ფერი გარეთ და მუქი ფერი შიგნით. გახსოვდეთ, რომ სამედიცინო პირბადე, რომელიც ორფერიანია, მუქი ფერით გარეთ უნდა გეკეთოთ, ეს არის წვეთების ამრეკლი შრე, ხოლო შიდა ფენა არის შემწოვი, რომელიც თქვენგან გამოტყორცილ წვეთებს შეაკავებს. სამედიცინო ნიღბები არის ერთჯერადი და ის არ ექვემდებარება გარეცხვას, გაუთოვებას და მეორედ გამოყენებას. მისი მოხმარების ხანგრძლივობა შემოიფარგლება იმ დროით, სანამ ეს ნიღაბი არ დაინესტება. შეიძლება დანესტვა დადგეს ძალიან ჩქარა ან გახანგრძლივდეს მაქსიმუმ ხუთ საათამდე“,- განაცხადა ზახაშვილმა.

"იშვიათია ადამიანი, რომ ასე უყვარდეს საზოგადოებას..." - ილია მეორე თემურ წიკლაურის გარდაცვალებასთან დაკავშირებით წერილს ავრცელებს

ხვალიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება - მოსალოდნელია წვიმა და ძლიერი ქარი

"კვლევაშია ერთი შემთხვევა, სადაც შესაძლებელია, იყოს რეინფიცირება, დანარჩენი შემთხვევების შედეგები უარყოფითია" - ამირან გამყრელიძე