სპორტი
კონფლიქტები
საზოგადოება

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 06:11-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 19-19-დან ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"როცა სიმღერა მაქვს შესასრულებელი, შიში მიპყრობს..." - რა სიახლეა მომღერლის ცხოვრებაში, რომლის გაცოცხლებულმა ჰიტმა 2 მილიონამდე ნახვა დააგროვა
"როცა სიმღერა მაქვს შესასრულებელი, შიში მიპყრობს..." - რა სიახლეა მომღერლის ცხოვრებაში, რომლის გაცოცხლებულმა ჰიტმა 2 მილიონამდე ნახვა დააგროვა

ნან­კა გვა­რი (გვა­რიშ­ვი­ლი) მსა­ხი­ო­ბია, თუმ­ცა მა­ყუ­რე­ბელს მუ­სი­კა­ლურ პრო­ექ­ტში "დიდი სცე­ნა", რო­გორც ახალ­ბე­და მომ­ღე­რა­ლი, ისე წა­რუდ­გა. ნან­კამ შე­სარ­ჩევ ტურ­ზე ცნო­ბი­ლი ჰიტი "ისევ შენ" იმ­ღე­რა...

მის ვი­დე­ოს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში 2 მი­ლი­ო­ნამ­დე ნახ­ვა ჰქონ­და, და­დე­ბით­მა შე­ფა­სე­ბებ­მა ნან­კას სტი­მუ­ლი და ბიძ­გი მის­ცა, მუ­სი­კა­ლუ­რი კა­რი­ე­რა და­ე­წყო. პირ­ვე­ლი სე­რი­ო­ზუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გმას Bravo Records-თან ერ­თად შე­უდ­გა და "ისევ შენ" ჩა­წე­რა. არან­ჟი­რე­ბის ავ­ტო­რი ალე­კო ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლია.

შემ­დეგ კი გაჩ­ნდა იდეა, კლი­პი გა­და­ე­ღო, რომ­ლის ტე­ლეპ­რე­ზენ­ტა­ცია უკვე შედ­გა. რო­გორც ნან­კა გვა­რი გვე­უბ­ნე­ბა, გა­და­ღე­ბე­ბი 31 აგ­ვის­ტოს და­ი­წყო, რო­მე­ლიც თბი­ლი­სის ზღვა­სა და რუს­თავ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. რე­ჟი­სო­რი თინა ატა­მია (თინა შა­რა­შე­ნი­ძე), ხოლო კოს­ტუ­მე­ბის მხატ­ვა­რი და დი­ზა­ი­ნე­რი გოლა და­მი­ა­ნი.

კლი­პი თრე­შის ჟანრ­შია გა­და­წყვე­ტი­ლი. ნან­კა ქალღმერ­თის როლ­შია. მისი მთა­ვა­რი გზავ­ნი­ლი ქა­ლუ­რი სო­ლი­და­რო­ბაა. კლიპ­ში ქალღმერ­თიც კი ცალ­მხრი­ვი სიყ­ვა­რუ­ლით იტან­ჯე­ბა და ამ მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მოს­ვლა­ში ეხ­მა­რე­ბი­ან ქალი მცვე­ლე­ბი.

ნან­კა გვა­რი, ამ­ჟა­მად თე­ატ­რში "გლო­ბუ­სი" ახალ სპექ­ტაკლზე მუ­შა­ობს. ის ეგ­ნა­ტე ნი­ნოშ­ვი­ლის მო­თხრო­ბის "პარ­ტა­ხი" მი­ხედ­ვი­თაა, რომ­ლის რე­ჟი­სო­რიც სან­დრო მრევ­ლიშ­ვი­ლია. ნან­კა გვა­რის სას­ცე­ნო სა­ხე­ლია n.e.a.s.y ანუ ნიზი. ეს მისი ბავ­შვო­ბის­დრო­ინ­დე­ლი მეტ­სა­ხე­ლია, რომ­ლის პირ­ვე­ლი ასო Nanka-ს გან­სა­ზღვრავს, ხოლო easy მშვიდ და მარ­ტივ მიდ­გო­მას - ცხოვ­რე­ბის სირ­თუ­ლე­ე­ბის მი­მართ. მისი ხმის გა­გო­ნე­ბი­სას მსმე­ნე­ლი მა­შინ­ვე ხვდე­ბა, რომ გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ხმის ტემ­ბრი აქვს.

"ბავ­შვო­ბი­დან ვმღე­რი. ყო­ველ­თვის მე­გო­ნა, რომ ეს ჩემი გა­ტა­ცე­ბა იყო, სა­მე­გობ­როს, ნაც­ნო­ბებს არა­ვის ვუ­ჯე­რებ­დი, რომ­ლე­ბიც ჩემს ამ მო­ნა­ცემს სე­რი­ო­ზუ­ლად გა­ნი­ხი­ლავ­დნენ. ერთხელ მა­მა­ჩე­მის უახ­ლო­ეს­მა მე­გო­ბარ­მა ჩვენ­თან სტუმ­რო­ბი­სას, რო­დე­საც ჩემი ღი­ღი­ნი გა­ი­გო­ნა, მი­თხრა, რომ ვო­კა­ლის­თვის აუ­ცი­ლებ­ლად უნდა მი­მე­ხე­და, რომ მე­ცო­სოპ­რა­ნო ვარ და ოპე­რის ვო­კა­ლის მას­წავ­ლე­ბელ­თან დოდო დი­ა­სა­მი­ძეს­თან წა­მიყ­ვა­ნა. ქალ­ბა­ტონ დო­დოს­თან ერ­თად გა­დავ­წყვი­ტეთ, საქ­მეს პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რად, მუ­სი­კა­ლურ გან­ვი­თა­რე­ბას შევ­დგო­მო­დით... მაგ­რამ, რა­ღაც ეტაპ­ზე, ეს ყვე­ლა­ფე­რი მი­ვა­ტო­ვე, ოპე­რა აღარ მო­მინ­და, ჯაზ­ვო­კალ­მა მე­ტად გა­მი­ტა­ცა. მაგ პე­რი­ოდ­ში ჯა­ზის გან­ხრა არ­სად ის­წავ­ლე­ბო­და, თუმ­ცა რო­გორც კი გა­ვი­გე, რომ ნი­ჭი­ერ­თა ათწლედ­ში მისი შეს­წავ­ლა შე­მეძ­ლო, იქ წა­ვე­დი. ცოტა ხანს ვი­ა­რე, მაგ­რამ მერე მა­ინც "თე­ატ­რა­ლურ­ში" ჩა­ვა­ბა­რე.

- ე.ი. მსა­ხი­ო­ბო­ბა აირ­ჩიე. არა­და, კარ­გად მღე­რი....

- კი, მაგ­რამ სცე­ნა­ზე გა­მოს­ვლი­სას, რო­დე­საც სიმ­ღე­რა მაქვს შე­სას­რუ­ლე­ბე­ლი, შიში მი­პყრობს, რომ რამე არ შე­მე­შა­ლოს. თე­ატ­რი კი ის ად­გი­ლია, სა­დაც ასე­თი კომ­პლექ­სი არ მაქვს. მოკ­ლედ, რის დაძ­ლე­ვა­საც მარ­ტი­ვად შევ­ძლებ­დი, იმას მოვ­კი­დე ხელი.

მსა­ხი­ო­ბის პრო­ფე­სი­ას ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში დიდი ად­გი­ლი უჭი­რავს. მი­მაჩ­ნია, რომ ეს პრო­ფე­სია კი­დევ ბევრ პრო­ფე­სი­ას აერ­თი­ა­ნებს, ყველ­ფერ­თან ერ­თად, ფსი­ქო­ლო­გიც უნდა იყო. თი­თო­ე­უ­ლი ადა­მი­ა­ნი თა­ვი­სი ბუ­ნე­ბით ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა, რო­ლის შექ­მნი­სა თუ თა­მა­ში­სას მათ სამ­ყა­რო­ში შეჭ­რა და გარ­და­სახ­ვა გი­წევს. ეს ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო რამ არის, რაც ამ სამ­ყა­რო­ში არ­სე­ბობს.

- პრო­ექ­ტში "დიდი სცე­ნა" რა­ტომ მიხ­ვე­დი?

- ვო­კა­ლუ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით სცე­ნა­ზე გას­ვლის კომ­პლექ­სი რომ და­მეძ­ლია. "ისევ შენ" შე­ვას­რუ­ლე, რო­მე­ლიც ჩემი ინ­ტერპრე­ტა­ცი­ით იყო გა­კე­თე­ბუ­ლი, თუმ­ცა და­ძა­ბუ­ლო­ბას, ში­შებს მა­ინც ვერ ავ­ცდი. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ჟი­უ­რის მო­ვე­წო­ნე, ალ­ბათ იმი­ტომ, რომ სიმ­ღე­რა გუ­ლი­დან მო­დი­ო­და. ისიც და­ი­ნა­ხეს, რომ მარ­თლაც მქონ­და ვო­კა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი და მხარ­და­ჭე­რა მჭირ­დე­ბო­და იმის­თვის, რომ ეს მო­ნა­ცე­მი მე­ტად გაღ­ვი­ვე­ბუ­ლი­ყო. დიდი მუხ­ტი მომ­ცეს იმის­თვის, რომ მო­მა­ვალ­ში მუ­სი­კის კე­თე­ბა და მისი გა­სა­ჯა­რო­ე­ბა შევ­ძლო. მე­ო­რე ტურ­ში გა­და­ვე­დი, ჩემ­ზე დიდ იმე­დებს ამ­ყა­რებ­დნენ, მაგ­რამ შეც­დო­მე­ბის დაშ­ვე­ბის შიში ასე მარ­ტი­ვად ვერ დავძლიე. ამ­დე­ნად ჩემი მცდე­ლო­ბა წა­რუ­მა­ტებ­ლად დამ­თავ­რდა, რად­გა­ნაც პრო­ექ­ტის და­ტო­ვე­ბა მო­მიხ­და.

- თუმ­ცა ამის შემ­დეგ უკვე კლი­პიც გა­და­ი­ღე და მომ­ღერ­ლის კა­რი­ე­რის­თვის ემ­ზა­დე­ბი...

- სიმ­ღე­რას, რო­მე­ლიც დიდი სცე­ნის­თვის მო­ვამ­ზა­დე და რო­მე­ლიც ვი­დე­ოს სა­ხით მა­შინ­ვე გავ­რცელ­და, დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა, რა­საც მარ­თლა ვერ ვი­ჯე­რებ­დი. ამან სტი­მუ­ლი და შან­სი მომ­ცა, რომ მისი სრუ­ლი ვერ­სია მემ­ღე­რა. მერე მე და ალე­კო ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლი მივ­ხვდით, რომ ეს შან­სი უნდა გა­მოგ­ვე­ყე­ნე­ბი­ნა, ჩემი პრო­დუქ­ტით უნდა წარვმდგა­რი­ყა­ვი მა­ყუ­რებ­ლის წი­ნა­შე. მოკ­ლედ, სიმ­ღე­რამ გა­ა­მარ­თლა და კარ­გი გა­მოგ­ვი­ვი­და. ამან კი უკვე კლი­პის გა­და­ღე­ბის იდეა მოგ­ვა­წო­და..

- ეს სიმ­ღე­რა სა­უ­კუ­ნეს ით­ვლის, ბევრ მომ­ღე­რალს აქვს ნამ­ღე­რი. შენ რა ემო­ცია ჩადე მას­ში და რი­თია სხვე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი?

- კი, "ისევ შე­ნის" ბევ­რი ინ­ტერპრე­ტა­ცია მაქვს მოს­მე­ნი­ლი და ახლა უკვე 21-ე სა­უ­კუ­ნე­ში რა­ღაც­ნა­ი­რად უნდა გა­ცო­ცხლე­ბუ­ლი­ყო, ახა­ლი ვერ­სია უნდა შექ­მნი­ლი­ყო. ამის­თვის ალე­კო ბერ­ძე­ნიშ­ვილ­მა ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თა, მაგ­რამ იმ­დე­ნად ძლი­ე­რი მუხ­ტის მქო­ნეა, ისე სავ­სეა ნამ­დვი­ლი და ძლი­ე­რი გრძნო­ბით, ემო­ცი­ით, რომ შემ­სრუ­ლე­ბე­ლიც არ შემ­ხვედ­რია, უე­მო­ცი­ოდ ემ­ღე­როს. ამი­ტომ, რაც არ უნდა მო­ინ­დო­მო, ამ ხაზს სხვა­გან ვერ წა­იყ­ვან. მგო­ნია, რომ ეს მი­სია შე­ვას­რუ­ლე და სიმ­ღე­რა არ გა­ვა­ფუ­ჭე.

- ნან­კა, ისე­თი გვა­რი გაქვს - "გვა­რიშ­ვი­ლი" რომ იტყვი­ან ხოლ­მე, "კა­იგ­ვა­რიშ­ვი­ლი­აო". აქე­დან ფსევ­დო­ნი­მიც შე­გიქ­მნია. მოგ­ვი­ყე­ვი ამა­ზე...

- რე­ა­ლუ­რად და­დეშ­ქე­ლი­ა­ნე­ბი ვართ, საბ­ჭო­თა პე­რი­ოდ­ში თა­ვა­დე­ბი გვა­რებს რომ იკე­თებ­დნენ, თავი რომ გა­და­ერ­ჩი­ნათ, ჩვენს წი­ნაპ­რებს და­დეშ­ქე­ლი­ა­ნი გვა­რიშ­ვი­ლად გა­და­უ­კე­თე­ბი­ათ და ესაა მისი ის­ტო­რი­აც.

ფსევ­დო­ნი­მი კი ასე შე­იქ­მნა, ხში­რად მე­კი­თხე­ბოდ­ნენ - შენი გვა­რი გვა­რია? ამი­ტომ, ავ­დე­ქი და შე­ვა­მოკ­ლე. რაც შე­ე­ხე­ბა სას­ცე­ნო სა­ხელს „ნიზი“-ს. აქ „ნ“ ნან­კას ნიშ­ნავს, და­ნარ­ჩე­ნი „მარ­ტივს“, თუმ­ცა ნან­კა მარ­ტი­ვი არ არის, რთუ­ლი ხა­სი­ა­თი მაქვს, მაგ­რამ ცხოვ­რე­ბი­სე­ულ სირ­თუ­ლე­ებს მარ­ტი­ვად ვუ­ყუ­რებ.

- რო­გო­რია შენი სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბი?

- ალე­კო ბერ­ძე­ნიშ­ვილ­თან ვაგ­რძე­ლებ მუ­შა­ო­ბას. ბა­ტონ ზაზა შენ­გე­ლი­ას უნდა, რომ ახალ პრო­ექ­ტად მაქ­ცი­ოს. ძა­ლი­ან გვინ­და, რომ ერ­თად გარ­კვე­უ­ლი შე­დე­გი დავ­დოთ - ჩემი სი­ტყვა ვთქვა. ამის თავი და თავი კი ალე­კო ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლია. ასე რომ, ყვე­ლას მად­ლო­ბა...

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გოგა
19

უნიჭიერესი და მომხიბლავი ახალგაზრდაა. ფიანდაზი მას. 

შაკო
0

ნამდვილად ეფექტური და მომხიბლავი გოგოა, მაგრამ მისი ვოკალით ვერ მოვიხიბლე, ეს შესრულებაც არ მომეწონა დიდად, წარმატებები!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

"როცა სიმღერა მაქვს შესასრულებელი, შიში მიპყრობს..." - რა სიახლეა მომღერლის ცხოვრებაში, რომლის გაცოცხლებულმა ჰიტმა 2 მილიონამდე ნახვა დააგროვა

"როცა სიმღერა მაქვს შესასრულებელი, შიში მიპყრობს..." - რა სიახლეა მომღერლის ცხოვრებაში, რომლის გაცოცხლებულმა ჰიტმა 2 მილიონამდე ნახვა დააგროვა

ნანკა გვარი (გვარიშვილი) მსახიობია, თუმცა მაყურებელს მუსიკალურ პროექტში "დიდი სცენა", როგორც ახალბედა მომღერალი, ისე წარუდგა. ნანკამ შესარჩევ ტურზე ცნობილი ჰიტი "ისევ შენ" იმღერა...

მის ვიდეოს სოციალურ ქსელში 2 მილიონამდე ნახვა ჰქონდა, დადებითმა შეფასებებმა ნანკას სტიმული და ბიძგი მისცა, მუსიკალური კარიერა დაეწყო. პირველი სერიოზული ნაბიჯების გადადგმას Bravo Records-თან ერთად შეუდგა და "ისევ შენ" ჩაწერა. არანჟირების ავტორი ალეკო ბერძენიშვილია.

შემდეგ კი გაჩნდა იდეა, კლიპი გადაეღო, რომლის ტელეპრეზენტაცია უკვე შედგა. როგორც ნანკა გვარი გვეუბნება, გადაღებები 31 აგვისტოს დაიწყო, რომელიც თბილისის ზღვასა და რუსთავში მიმდინარეობდა. რეჟისორი თინა ატამია (თინა შარაშენიძე), ხოლო კოსტუმების მხატვარი და დიზაინერი გოლა დამიანი.

კლიპი თრეშის ჟანრშია გადაწყვეტილი. ნანკა ქალღმერთის როლშია. მისი მთავარი გზავნილი ქალური სოლიდარობაა. კლიპში ქალღმერთიც კი ცალმხრივი სიყვარულით იტანჯება და ამ მდგომარეობიდან გამოსვლაში ეხმარებიან ქალი მცველები.

ნანკა გვარი, ამჟამად თეატრში "გლობუსი" ახალ სპექტაკლზე მუშაობს. ის ეგნატე ნინოშვილის მოთხრობის "პარტახი" მიხედვითაა, რომლის რეჟისორიც სანდრო მრევლიშვილია. ნანკა გვარის სასცენო სახელია n.e.a.s.y ანუ ნიზი. ეს მისი ბავშვობისდროინდელი მეტსახელია, რომლის პირველი ასო Nanka-ს განსაზღვრავს, ხოლო easy მშვიდ და მარტივ მიდგომას - ცხოვრების სირთულეების მიმართ. მისი ხმის გაგონებისას მსმენელი მაშინვე ხვდება, რომ განსხვავებული ხმის ტემბრი აქვს.

"ბავშვობიდან ვმღერი. ყოველთვის მეგონა, რომ ეს ჩემი გატაცება იყო, სამეგობროს, ნაცნობებს არავის ვუჯერებდი, რომლებიც ჩემს ამ მონაცემს სერიოზულად განიხილავდნენ. ერთხელ მამაჩემის უახლოესმა მეგობარმა ჩვენთან სტუმრობისას, როდესაც ჩემი ღიღინი გაიგონა, მითხრა, რომ ვოკალისთვის აუცილებლად უნდა მიმეხედა, რომ მეცოსოპრანო ვარ და ოპერის ვოკალის მასწავლებელთან დოდო დიასამიძესთან წამიყვანა. ქალბატონ დოდოსთან ერთად გადავწყვიტეთ, საქმეს პროფესიონალურად, მუსიკალურ განვითარებას შევდგომოდით... მაგრამ, რაღაც ეტაპზე, ეს ყველაფერი მივატოვე, ოპერა აღარ მომინდა, ჯაზვოკალმა მეტად გამიტაცა. მაგ პერიოდში ჯაზის განხრა არსად ისწავლებოდა, თუმცა როგორც კი გავიგე, რომ ნიჭიერთა ათწლედში მისი შესწავლა შემეძლო, იქ წავედი. ცოტა ხანს ვიარე, მაგრამ მერე მაინც "თეატრალურში" ჩავაბარე.

- ე.ი. მსახიობობა აირჩიე. არადა, კარგად მღერი....

- კი, მაგრამ სცენაზე გამოსვლისას, როდესაც სიმღერა მაქვს შესასრულებელი, შიში მიპყრობს, რომ რამე არ შემეშალოს. თეატრი კი ის ადგილია, სადაც ასეთი კომპლექსი არ მაქვს. მოკლედ, რის დაძლევასაც მარტივად შევძლებდი, იმას მოვკიდე ხელი.

მსახიობის პროფესიას ჩემს ცხოვრებაში დიდი ადგილი უჭირავს. მიმაჩნია, რომ ეს პროფესია კიდევ ბევრ პროფესიას აერთიანებს, ყველფერთან ერთად, ფსიქოლოგიც უნდა იყო. თითოეული ადამიანი თავისი ბუნებით ძალიან საინტერესოა, როლის შექმნისა თუ თამაშისას მათ სამყაროში შეჭრა და გარდასახვა გიწევს. ეს ყველაზე საინტერესო რამ არის, რაც ამ სამყაროში არსებობს.

- პროექტში "დიდი სცენა" რატომ მიხვედი?

- ვოკალური მიმართულებით სცენაზე გასვლის კომპლექსი რომ დამეძლია. "ისევ შენ" შევასრულე, რომელიც ჩემი ინტერპრეტაციით იყო გაკეთებული, თუმცა დაძაბულობას, შიშებს მაინც ვერ ავცდი. მიუხედავად ამისა, ჟიურის მოვეწონე, ალბათ იმიტომ, რომ სიმღერა გულიდან მოდიოდა. ისიც დაინახეს, რომ მართლაც მქონდა ვოკალური მონაცემები და მხარდაჭერა მჭირდებოდა იმისთვის, რომ ეს მონაცემი მეტად გაღვივებულიყო. დიდი მუხტი მომცეს იმისთვის, რომ მომავალში მუსიკის კეთება და მისი გასაჯაროება შევძლო. მეორე ტურში გადავედი, ჩემზე დიდ იმედებს ამყარებდნენ, მაგრამ შეცდომების დაშვების შიში ასე მარტივად ვერ დავძლიე. ამდენად ჩემი მცდელობა წარუმატებლად დამთავრდა, რადგანაც პროექტის დატოვება მომიხდა.

- თუმცა ამის შემდეგ უკვე კლიპიც გადაიღე და მომღერლის კარიერისთვის ემზადები...

- სიმღერას, რომელიც დიდი სცენისთვის მოვამზადე და რომელიც ვიდეოს სახით მაშინვე გავრცელდა, დიდი გამოხმაურება მოჰყვა, რასაც მართლა ვერ ვიჯერებდი. ამან სტიმული და შანსი მომცა, რომ მისი სრული ვერსია მემღერა. მერე მე და ალეკო ბერძენიშვილი მივხვდით, რომ ეს შანსი უნდა გამოგვეყენებინა, ჩემი პროდუქტით უნდა წარვმდგარიყავი მაყურებლის წინაშე. მოკლედ, სიმღერამ გაამართლა და კარგი გამოგვივიდა. ამან კი უკვე კლიპის გადაღების იდეა მოგვაწოდა..

- ეს სიმღერა საუკუნეს ითვლის, ბევრ მომღერალს აქვს ნამღერი. შენ რა ემოცია ჩადე მასში და რითია სხვებისგან განსხვავებული?

- კი, "ისევ შენის" ბევრი ინტერპრეტაცია მაქვს მოსმენილი და ახლა უკვე 21-ე საუკუნეში რაღაცნაირად უნდა გაცოცხლებულიყო, ახალი ვერსია უნდა შექმნილიყო. ამისთვის ალეკო ბერძენიშვილმა ყველაფერი გააკეთა, მაგრამ იმდენად ძლიერი მუხტის მქონეა, ისე სავსეა ნამდვილი და ძლიერი გრძნობით, ემოციით, რომ შემსრულებელიც არ შემხვედრია, უემოციოდ ემღეროს. ამიტომ, რაც არ უნდა მოინდომო, ამ ხაზს სხვაგან ვერ წაიყვან. მგონია, რომ ეს მისია შევასრულე და სიმღერა არ გავაფუჭე.

- ნანკა, ისეთი გვარი გაქვს - "გვარიშვილი" რომ იტყვიან ხოლმე, "კაიგვარიშვილიაო". აქედან ფსევდონიმიც შეგიქმნია. მოგვიყევი ამაზე...

- რეალურად დადეშქელიანები ვართ, საბჭოთა პერიოდში თავადები გვარებს რომ იკეთებდნენ, თავი რომ გადაერჩინათ, ჩვენს წინაპრებს დადეშქელიანი გვარიშვილად გადაუკეთებიათ და ესაა მისი ისტორიაც.

ფსევდონიმი კი ასე შეიქმნა, ხშირად მეკითხებოდნენ - შენი გვარი გვარია? ამიტომ, ავდექი და შევამოკლე. რაც შეეხება სასცენო სახელს „ნიზი“-ს. აქ „ნ“ ნანკას ნიშნავს, დანარჩენი „მარტივს“, თუმცა ნანკა მარტივი არ არის, რთული ხასიათი მაქვს, მაგრამ ცხოვრებისეულ სირთულეებს მარტივად ვუყურებ.

- როგორია შენი სამომავლო გეგმები?

- ალეკო ბერძენიშვილთან ვაგრძელებ მუშაობას. ბატონ ზაზა შენგელიას უნდა, რომ ახალ პროექტად მაქციოს. ძალიან გვინდა, რომ ერთად გარკვეული შედეგი დავდოთ - ჩემი სიტყვა ვთქვა. ამის თავი და თავი კი ალეკო ბერძენიშვილია. ასე რომ, ყველას მადლობა...

ქართველი მსახიობი იტალიურ ფილმში ავგუსტუსის როლს შეასრულებს - ვინ არის ლუკა ჩიქოვანი, რომელსაც კინოში უკვე არაერთი წარმატება აქვს (ფოტოები)

ორსული ქეთა თოფურიას პირველი ფოტო, რომელიც თაყვანისმცემელმა დუბაიში ჩუმად გადაუღო - ბავშვის სქესი ცნობილია

"თავქარიანის" რეალური ცხოვრება, პირადი დეტალები და სტუმრობა საქართველოში - "რეიანი" NBA-ის კალათბურთელზეა შეყვარებული (ფოტოები)