პოლიტიკა
სამართალი
საზოგადოება

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პოლიციამ ხელვაჩაურში ქურდობის ფაქტზე 3 პირი დააკავა - მოპარული იყო სამკაული, საფულე და სეიფის გასაღები
პოლიციამ ხელვაჩაურში ქურდობის ფაქტზე 3 პირი დააკავა - მოპარული იყო სამკაული, საფულე და სეიფის გასაღები

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს აჭა­რის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ჯგუ­ფუ­რად ჩა­დე­ნი­ლი ქურ­დო­ბის ბრალ­დე­ბით სამი პირი: 1987 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი, წარ­სულ­ში მრა­ვალ­ჯერ ნა­სა­მარ­თლე­ვი ზ.ს., 1996 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი გ.ნ. და 1995 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი რ.პ. და­ა­კა­ვეს.

რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ შსს-დან აც­ნო­ბეს, და­ნა­შა­უ­ლი 4-დან 7 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

„გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბუ­ლებ­მა მიმ­დი­ნა­რე წლის 25 ოქ­ტომ­ბერს, ღა­მით, ფა­რუ­ლად შე­აღ­წი­ეს ხელ­ვა­ჩა­უ­რის და­სახ­ლე­ბა­ში მდე­ბა­რე ერთ-ერთ სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში, სა­დაც უკა­ნო­ნოდ და­ე­უფლნენ სამ­კა­უ­ლებს, მა­ჯის სა­ათს, სა­ფუ­ლეს და ცე­ცხლგამ­ძლე სე­ი­ფის გა­სა­ღებს. ამავდრო­უ­ლად სა­ცხოვ­რებ­ლის პატ­რონს -1969 წელს და­ბა­დე­ბულ ბ.ხ.-ს, სა­ხის არე­ში და­ზი­ა­ნე­ბა მი­ა­ყე­ნეს და ნა­ქურ­და­ლი ნივ­თე­ბით შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მალ­ნენ.

პო­ლი­ცი­ამ ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი მომ­ხდა­რი­დან მა­ლე­ვე, ცხელ კვალ­ზე და­ა­კა­ვა.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ნა­ქურ­და­ლი ნივ­თე­ბის ნა­წი­ლი ნივთმტკი­ცე­ბის სა­ხით ამო­ი­ღეს.

წი­ნას­წა­რი შე­თან­ხმე­ბით ჯგუ­ფის მიერ ჩა­დე­ნილ ქურ­დო­ბის ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 177-ე მუხ­ლის მე­სა­მე ნა­წი­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს,” - აღ­ნიშ­ნუ­ლია შსს-ის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

gio
0

პოლიციავ თქვენ მაგრა იმუშავეთ და ნორმალური ხალხის მხარდაჭერა ყოველთვის გექნებათ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

პოლიციამ ხელვაჩაურში ქურდობის ფაქტზე 3 პირი დააკავა - მოპარული იყო სამკაული, საფულე და სეიფის გასაღები

პოლიციამ ხელვაჩაურში ქურდობის ფაქტზე 3 პირი დააკავა - მოპარული იყო სამკაული, საფულე და სეიფის გასაღები

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ბრალდებით სამი პირი: 1987 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ზ.ს., 1996 წელს დაბადებული გ.ნ. და 1995 წელს დაბადებული რ.პ. დააკავეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-დან აცნობეს, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 25 ოქტომბერს, ღამით, ფარულად შეაღწიეს ხელვაჩაურის დასახლებაში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში, სადაც უკანონოდ დაეუფლნენ სამკაულებს, მაჯის საათს, საფულეს და ცეცხლგამძლე სეიფის გასაღებს. ამავდროულად საცხოვრებლის პატრონს -1969 წელს დაბადებულ ბ.ხ.-ს, სახის არეში დაზიანება მიაყენეს და ნაქურდალი ნივთებით შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

პოლიციამ ბრალდებულები მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავა.

სამართალდამცველებმა ნაქურდალი ნივთების ნაწილი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ ქურდობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს,” - აღნიშნულია შსს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

რომელი მუხლით გასამართლებულებს შეეხებათ ამნისტია?

დაკავებულია 2 პირი, რომლებიც ვარკეთილში მდებარე ტოტალიზატორში შეიჭრნენ და თანხა გაიტაცეს

"პოლიციამ აღმოაჩინა ბანდიტი..." - ვახტანგ მეგრელიშვილი ავტომობილის მართვის უფლებისა და საშვის არქონის გამო 2 500 ლარით დაჯარიმდა