საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
არაოფიციალური ინფორმაციით, ავჭალაში მოკლული მამაკაცი ე.წ. ციხის ბუნტის ერთ-ერთი ორგანიზატორი ვალერიან ნემსიწვერიძეა
არაოფიციალური ინფორმაციით, ავჭალაში მოკლული მამაკაცი ე.წ. ციხის ბუნტის ერთ-ერთი ორგანიზატორი ვალერიან ნემსიწვერიძეა

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ამ ეტაპ­ზე არ აკე­თებს კო­მენ­ტარს, არის თუ არა ავ­ჭა­ლა­ში მოკ­ლუ­ლი ვა­ლე­რი­ან ნემ­სიწ­ვე­რი­ძე ე.წ. ცი­ხის ბუნ­ტის ერთ-ერთი ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი. ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით შე­კი­თხვა უწყე­ბის წარ­მო­მად­გე­ნელს, კახა მუ­რა­დაშ­ვილს და­უს­ვეს, რო­მე­ლიც ავ­ჭა­ლა­ში, შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და, თუმ­ცა მისი თქმით, შსს აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით კო­მენ­ტარს მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ა­კე­თებს.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მა­მა­კა­ცი, რო­მე­ლიც ავ­ჭა­ლა­ში, სა­კუ­თარ ავ­ტო­მან­ქა­ნა­ში ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან ჩა­ცხრი­ლეს, ე.წ. ცი­ხის ბუნ­ტის ერთ-ერთი ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი ვა­ლე­რი­ან ნემ­სიწ­ვე­რი­ძეა.

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ცნო­ბით, ის 2013 წელს, ამ­ნის­ტი­ის სა­ფუძ­ველ­ზე გა­თა­ვი­სუფ­ლდა. გარ­და ამი­სა, მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ნემ­სიწ­ვე­რი­ძეს წარ­სულ­ში 2004-2008 წლის მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტის დე­პუ­ტა­ტის კახა გი­უ­აშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბის და­გეგ­მვას ედა­ვე­ბოდ­ნენ, რო­მე­ლიც საქ­მის ფი­გუ­რანტ და­ვით მინ­და­ძეს უნდა შე­ეს­რუ­ლე­ბი­ნა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით და­ვით მინ­და­ძემ და ვა­ლე­რი­ან ნემ­სიწ­ვე­რი­ძემ სა­ქარ­თვე­ლოს სტრას­ბურ­გში უჩივ­ლეს და სა­ხელ­მწი­ფოს საქ­მე მო­უ­გეს.

მოკ­ლუ­ლი მა­მა­კა­ცის ცხე­და­რი უკვე ექ­სპერ­ტი­ზის ეროვ­ნულ ბი­უ­რო­ში გა­და­ას­ვე­ნეს. შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე რჩე­ბი­ან სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი და ექ­სპერტ-კრი­მი­ნა­ლის­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­გა­მო­ძი­ე­ბო სა­მუ­შა­ო­ებს ატა­რე­ბენ.

ცნო­ბის­თვის, ავ­ჭა­ლა­ში, მა­მა­კა­ცი მან­ქა­ნა­ში გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს. რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ შსს-ში გა­ნუ­ცხა­დეს, გა­მო­ძი­ე­ბა ორი- 236-ე მუხ­ლის მე­სა­მე და მე­ო­თხე ნა­წი­ლით, ასე­ვე 108-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა-ტა­რე­ბას და გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს.

00:00 / 00:00
ავტორი:

არაოფიციალური ინფორმაციით, ავჭალაში მოკლული მამაკაცი ე.წ. ციხის ბუნტის ერთ-ერთი ორგანიზატორი ვალერიან ნემსიწვერიძეა

არაოფიციალური ინფორმაციით, ავჭალაში მოკლული მამაკაცი ე.წ. ციხის ბუნტის ერთ-ერთი ორგანიზატორი ვალერიან ნემსიწვერიძეა

შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ ეტაპზე არ აკეთებს კომენტარს, არის თუ არა ავჭალაში მოკლული ვალერიან ნემსიწვერიძე ე.წ. ციხის ბუნტის ერთ-ერთი ორგანიზატორი. ჟურნალისტებმა გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით შეკითხვა უწყების წარმომადგენელს, კახა მურადაშვილს დაუსვეს, რომელიც ავჭალაში, შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა, თუმცა მისი თქმით, შსს აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარს მოგვიანებით გააკეთებს.

შეგახსენებთ, რომ არაოფიციალური ინფორმაციით, მამაკაცი, რომელიც ავჭალაში, საკუთარ ავტომანქანაში ცეცხლსასროლი იარაღიდან ჩაცხრილეს, ე.წ. ციხის ბუნტის ერთ-ერთი ორგანიზატორი ვალერიან ნემსიწვერიძეა.

გავრცელებული ცნობით, ის 2013 წელს, ამნისტიის საფუძველზე გათავისუფლდა. გარდა ამისა, მედიის ინფორმაციით, ნემსიწვერიძეს წარსულში 2004-2008 წლის მოწვევის პარლამენტის დეპუტატის კახა გიუაშვილის მკვლელობის დაგეგმვას ედავებოდნენ, რომელიც საქმის ფიგურანტ დავით მინდაძეს უნდა შეესრულებინა. მოგვიანებით დავით მინდაძემ და ვალერიან ნემსიწვერიძემ საქართველოს სტრასბურგში უჩივლეს და სახელმწიფოს საქმე მოუგეს.

მოკლული მამაკაცის ცხედარი უკვე ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაასვენეს. შემთხვევის ადგილზე რჩებიან სამართალდამცავები და ექსპერტ-კრიმინალისტები, რომლებიც საგამოძიებო სამუშაოებს ატარებენ.

ცნობისთვის, ავჭალაში, მამაკაცი მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, გამოძიება ორი- 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილით, ასევე 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას და განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

"ეჭვი მეპარება შურისძიებაზე - არანაირ ციხის ბუნტში არ იღებდა მონაწილეობას" - ავჭალაში მოკლული ვალერიან ნემსიწვერიძის ოჯახის ადვოკატი

"პირი, ვისაც ავჭალაში ესროლეს, გაჩერებულ ავტომანქანაში იმყოფებოდა" - რას ყვება შსს-ს წარმომადგენელი

"დაახლოებით, ხუთჯერ გაისროლეს" - რას ყვება თვითმხილველი ავჭალაში მომხდარზე, სადაც შუახნის მამაკაცი მანქანაში მოკლული იპოვეს