სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ ქრებოდა მნიშვნელოვანი რუკები და დოკუმენტები არქივებიდან - რა ჩვენებები მოიპოვა ambebi.ge-მ ე.წ. საზღვრის დადგენის სკანდალური საქმიდან
როგორ ქრებოდა მნიშვნელოვანი რუკები და დოკუმენტები არქივებიდან - რა ჩვენებები მოიპოვა ambebi.ge-მ ე.წ. საზღვრის დადგენის სკანდალური საქმიდან

მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ამ ცოტა ხნის წინ, გე­ნე­რა­ლურ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ, სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ის ნა­წი­ლის გა­და­ცე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით ჩვე­ნი ქვეყ­ნის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო მოქ­მე­დე­ბის ჩა­დე­ნის ბრალ­დე­ბით ორი პირი და­ა­კა­ვა. პა­ტიმ­რო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბი­ან სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მე­ზო­ბე­ლი ქვეყ­ნე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის სა­სა­ზღვრო ურ­თი­ერ­თო­ბა­თა სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი ივე­რი მე­ლაშ­ვი­ლი და შს სა­მი­ნის­ტროს სა­სა­ზღვრო პო­ლი­ცი­ის სახ­მე­ლე­თო სა­ზღვრის დაც­ვის დე­პარ­ტა­მენ­ტის მთა­ვა­რი ინ­სპექ­ტო­რი ნა­ტა­ლია ილი­ჩო­ვა. მთა­ვა­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბა მათ სა­ხელ­მწი­ფოს წი­ნა­აღ­მდეგ მი­მარ­თულ და­ნა­შა­ულს ედა­ვე­ბა. და­კა­ვე­ბუ­ლებს ბრა­ლი და­ახ­ლო­ე­ბით 3 500 ჰას ოდე­ნო­ბის ტე­რი­ტო­რი­ის, სა­ქარ­თვე­ლო-აზერ­ბა­ი­ჯანს შო­რის შე­თან­ხმე­ბა­თა პრო­ცეს­ში, სა­ქარ­თვე­ლოს სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ, მის ფარ­გლებს გა­რეთ მიქ­ცე­ვა­სა და სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­უ­ლი და კულ­ტუ­რუ­ლი ძეგლის - და­ვით­გა­რე­ჯის და­კარ­გვის საფრ­თხის შექ­მნას ედა­ვე­ბა.

სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე მრა­ვალ­ტო­მი­ა­ნია, შე­ი­ცავს ბევრ მა­სა­ლას და რუ­კას, მაგ­რამ რა არის ამ საქ­მე­ზე მთა­ვა­რი? რას ეყ­რდნო­ბა ბრალ­დე­ბა და რას იშ­ვე­ლი­ებს მის და­სა­დას­ტუ­რებ­ლად? სა­ქარ­თვე­ლო­სა და აზერ­ბა­ი­ჯანს შო­რის სა­ზღვრის დად­გე­ნა დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში საკ­მა­ოდ სენ­სი­ტი­უ­რი და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი საქ­მე იყო, არის და რო­გორც ჩანს, მო­მა­ვალ­შიც ასე იქ­ნე­ბა. მოკ­ლედ მი­მო­ვი­ხი­ლოთ, რა ის­ტო­რი­უ­ლი და სა­მარ­თლებ­რი­ვი წი­ნა­პი­რო­ბე­ბი უძღვის ამ პრო­ცესს.

საბ­ჭო­თა კავ­ში­რის არ­სე­ბო­ბის პე­რი­ოდ­ში, სა­ქარ­თვე­ლო­სა და აზერ­ბა­ი­ჯა­ნის რეს­პუბ­ლი­კებს შო­რის ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სა­ზღვრის ხაზი რამ­დე­ნი­მე­ჯერ შე­იც­ვა­ლა და სა­ბო­ლო­ოდ, 1938 წელს ორ­მხრი­ვად შე­თან­ხმდა - 1938 წლის მარ­ტში, სა­ქარ­თვე­ლოს და აზერ­ბა­ი­ჯა­ნის უმაღ­ლეს­მა მმარ­თვე­ლო­ბით­მა ორ­გა­ნო­ებ­მა და­ამ­ტკი­ცეს კონ­კრე­ტულ რუ­კა­ზე და­ტა­ნი­ლი ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სა­ზღვრის ხაზი.

საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დაშ­ლის შემ­დეგ, სა­ქარ­თვე­ლო­სა და მის მე­ზო­ბელ სა­ხელ­მწი­ფო­ებს შო­რის წარ­მო­იშ­ვა სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვრის ხა­ზის დად­გე­ნის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა. ამ მიზ­ნით 1994 წელს, შე­იქ­მნა სა­ქარ­თვე­ლოს სპე­ცი­ა­ლუ­რი სამ­თავ­რო­ბო კო­მი­სია, რომ­ლის ამო­ცა­ნას წარ­მო­ად­გენ­და ქვეყ­ნებს შო­რის სა­ზღვრის დე­ლი­მი­ტა­ცია და დე­მარ­კა­ცია. 1996 წლის ივ­ნის­ში, სა­ქარ­თვე­ლოს და აზერ­ბა­ი­ჯა­ნის სამ­თავ­რო­ბო კო­მი­სი­ე­ბი ერ­თობ­ლივ შეხ­ვედ­რა­ზე შე­თან­ხმდნენ, რომ სა­ხელ­მწი­ფო­ებს შო­რის სა­ზღვრის დად­გე­ნის სა­ფუძ­ვე­ლი იქ­ნე­ბო­და 1938 წელს მათ შო­რის ორ­მხრი­ვად დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სა­ზღვრის ხაზი.

  • იყო თუ არა ეს შე­თან­ხმე­ბა სა­მარ­თლებ­რი­ვად სწო­რი?

ასე­თი შე­თან­ხმე­ბა კა­ნო­ნის­მი­ე­რია, რად­გან კა­ნო­ნი სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვრის შე­სა­ხებ სწო­რედ ამა­ზე უთი­თებს და ამ­ბობს, რომ "სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვა­რი შედ­გე­ბა ყო­ფი­ლი სსრკ-ის სა­კა­ნონ­მდებ­ლო აქ­ტე­ბით დად­გე­ნი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს საბ­ჭო­თა სო­ცი­ა­ლის­ტუ­რი რეს­პუბ­ლი­კის ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სა­ზღვრი­სა და ყო­ფი­ლი სსრკ-ის მიერ სა­ერ­თა­შო­რი­სო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბით აღი­ა­რე­ბუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვრი­სა­გან, რო­მე­ლიც გან­სა­ზღვრავ­და ყო­ფი­ლი სსრკ-ის სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვარს სა­ქარ­თვე­ლოს ნა­წილ­ში". მა­შა­სა­და­მე სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვრის დად­გე­ნის მიზ­ნით სა­კა­ნონ­მდებ­ლო სივ­რცის გან­სა­ზღვრის სა­კი­თხი საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ნორ­მა­ტი­ულ აქ­ტებ­თან მი­დის.

  • რას ედა­ვე­ბი­ან ივე­რი მე­ლაშ­ვილს და ნა­ტა­ლია ილი­ჩო­ვას?

რო­გორც ირ­კვე­ვა, სა­ქარ­თვე­ლოს სპე­ცი­ა­ლუ­რი სამ­თავ­რო­ბო კო­მი­სია, რომ­ლის ამო­ცა­ნას წარ­მო­ად­გენ­და ქვეყ­ნებს შო­რის სა­ზღვრის დე­ლი­მი­ტა­ცია და დე­მარ­კა­ცია, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვრის სა­ხის დად­გე­ნას ივე­რი მე­ლაშ­ვი­ლი­სა და ნა­ტა­ლია ილი­ჩო­ვას ან­დობ­და. ეს პი­რე­ბი სა­ზღვრის დე­ლი­მი­ტა­ცია-დე­მარ­კა­ცი­ის პრო­ცე­სის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის მიზ­ნე­ბი­სათ­ვის, ვალ­დე­ბულ­ნი იყ­ვნენ ჩა­ე­ტა­რე­ბი­ნათ გე­ო­დე­ზი­უ­რი და კარ­ტოგ­რა­ფი­უ­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბი, მო­ე­ძი­ე­ბი­ნათ შე­სა­ბა­მი­სი რუ­კე­ბი და სხვა მა­სა­ლე­ბი, მო­ეხ­დი­ნათ მათი შე­ჯე­რე­ბა, ანა­ლი­ზი და მათ სა­ფუძ­ველ­ზე შე­ედ­გი­ნათ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზღვრის ამ­სახ­ვე­ლი რუ­კის ალ­ბო­მე­ბი. ბრალ­დე­ბუ­ლებს ევა­ლე­ბო­დათ შე­ექ­მნათ კონ­სტი­ტუ­ცი­ურ პრინ­ცი­პებ­ზე და რე­ლე­ვან­ტურ კარ­ტოგ­რა­ფი­ულ მა­სა­ლა­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი რუ­კის ალ­ბო­მე­ბი, სა­დაც და­ტა­ნი­ლი იქ­ნე­ბო­და სა­ქარ­თვე­ლოს რე­ა­ლუ­რი, ის­ტო­რი­უ­ლი სა­ზღვა­რი (1938 წლის), რაც გახ­დე­ბო­და ორ სა­ხელ­მწი­ფოს შო­რის მო­ლა­პა­რა­კე­ბი­სა და შე­თან­ხმე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი. სწო­რედ ბრალ­დე­ბულ­თა მიერ შედ­გე­ნილ ალ­ბო­მებ­ში ხდე­ბო­და მათ მი­ერ­ვე შე­თან­ხმე­ბუ­ლი სა­ზღვრის ამ­სახ­ვე­ლი მო­ნაკ­ვე­თე­ბის და­ტა­ნა, რო­მე­ლიც თა­ვის მხრივ წარ­მო­ად­გენ­და ორ სა­ხელ­მწი­ფოს შო­რის, 2007 წლის ჩათ­ვლით პე­რი­ოდ­ში, სა­ზღვარ­ზე მო­ლა­პა­რა­კე­ბა-შე­თან­ხმე­ბის პრო­ცე­სის ძი­რი­თად სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო მა­სა­ლას.

ბრალ­დე­ბუ­ლებს კო­მი­სი­ა­ში საქ­მი­ა­ნო­ბის მთელ პე­რი­ოდ­ში, გა­აჩ­ნდათ 1937-1938 წლე­ბის 1:200 000-იანი მას­შტა­ბის ტო­პოგ­რა­ფი­უ­ლი რუკა, თუმ­ცა ისი­ნი სა­ქარ­თვე­ლოს სამ­თავ­რო­ბო კო­მი­სი­ის წევ­რებს სა­ვა­რა­უ­დოდ უმა­ლავ­დნენ ინ­ფორ­მა­ცი­ას აღ­ნიშ­ნუ­ლის თა­ო­ბა­ზე, რათა არ მო­ეხ­დი­ნათ მისი გა­მო­ყე­ნე­ბა სა­ზღვრე­ბის დე­ლი­მი­ტა­ცი­ის პრო­ცეს­ში. ხსე­ნე­ბუ­ლი რუ­კის დე­და­ნი გა­მო­ძი­ე­ბამ სა­სა­მარ­თლოს გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე აღ­მო­ა­ჩი­ნა ბრალ­დე­ბულ ნა­ტა­ლია ილი­ჩო­ვას სა­მუ­შაო კა­ბი­ნეტ­ში. ბრალ­დე­ბის მტკი­ცე­ბით, ბრალ­დე­ბუ­ლებ­მა რუ­კის ალ­ბო­მებ­ში სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვრის გავ­ლე­ბი­სას გან­ზრახ გა­მო­ი­ყე­ნეს ისე­თი კარ­ტოგ­რა­ფი­უ­ლი მა­სა­ლა, რო­მე­ლიც ის­ტო­რი­უ­ლად და სა­მარ­თლებ­რი­ვად არ ემ­ყა­რე­ბო­და და არ ასა­ხავ­და ჩვე­ნი სა­ხელ­მწი­ფოს რე­ა­ლურ პო­ზი­ცი­ას მის კუთ­ვნილ ტე­რი­ტო­რი­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით.

ივე­რი მე­ლაშ­ვილ­მა და ნა­ტა­ლია ილი­ჩო­ვამ დე­ლი­მი­ტა­ცი­ის პრო­ცეს­ში, სა­სა­ზღვრო ხაზ­ზე შე­თან­ხმე­ბი­სას, ნაც­ვლად 1938 წლის კარ­ტოგ­რა­ფი­უ­ლი მა­სა­ლი­სა, მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად გა­მო­ი­ყე­ნეს 1970-80-იან წლებ­ში გა­მო­ცე­მუ­ლი 1:100 000-იანი და 1 : 50 000 მას­შტა­ბის რუ­კებ­ზე არ­სე­ბუ­ლი სა­ზღვრის ხაზი, რომ­ლე­ბიც სა­ხელ­მწი­ფო­თა შო­რის ორ­მხრი­ვად დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი არას­დროს ყო­ფი­ლა და არ­სე­ბით წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა­ში მო­დი­ო­და ჩვენს ის­ტო­რი­ულ სა­ზღვრებ­თან.

ამის და­სა­დას­ტუ­რებ­ლად და და­სად­გე­ნად, გა­მო­ძი­ე­ბამ ჩა­ა­ტა­რა ექ­სპერ­ტი­ზა ლე­ვან სამ­ხა­რა­უ­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­სა­მარ­თლო ექ­სპერ­ტი­ზის ეროვ­ნულ ბი­უ­რო­ში, რო­მელ­შიც ჩა­ერ­თვნენ ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის, სო­ხუ­მის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი­სა და ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რე­ბი და კარ­ტოგ­რა­ფი­უ­ლი დარ­გის ექ­სპერ­ტე­ბი. მი­ღე­ბუ­ლი ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნით კი დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი სა­ზღვრე­ბის დე­ლი­მი­ტა­ცი­ის პრო­ცეს­ში ხელ­მძღვა­ნე­ლობ­დნენ 1970-80-იან წლებ­ში გა­მო­ცე­მულ რუ­კებ­ზე და­ტა­ნი­ლი სა­ზღვრის ხა­ზე­ბით, რაც არ­სე­ბი­თად ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბო­და ჩვე­ნი ქვეყ­ნის ის­ტო­რი­ულ სა­ზღვარს, მათ შო­რის და­ვით­გა­რეჯ­თან მი­მარ­თე­ბა­ში. ექ­სპერ­ტი­ზამ ასე­ვე და­ად­გი­ნა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­სა და აზერ­ბა­ი­ჯანს შო­რის, 2007 წლის ჩათ­ვლით პე­რი­ოდ­ში, შე­თან­ხმე­ბუ­ლი სა­ზღვრის რიგი მო­ნაკ­ვე­თე­ბი არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა 1937-1938 წლებ­ში გა­მო­ცე­მულ 1:200 000 მას­შტა­ბის ტო­პოგ­რა­ფი­ულ რუ­კებ­ზე და­ტა­ნილ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზღვრის ხაზს და სხვა­ო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზი­ა­ნოდ შე­ად­გენს 3500-მდე ჰა ფარ­თობს. პრო­კუ­რა­ტუ­რის მტკი­ცე­ბით, ბრალ­დე­ბუ­ლებ­მა შეგ­ნე­ბუ­ლად და მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად არ გა­მო­ი­ყე­ნეს 1937-1938 წლებ­ში გა­მო­ცე­მულ 1:200 000 მას­შტა­ბის ტო­პოგ­რა­ფი­უ­ლი რუკა, სა­დაც სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზღვა­რი, გან­სა­კუთ­რე­ბით, და­ვით გა­რეჯ­თან მი­მარ­თე­ბით, სწო­რად და სა­ქარ­თვე­ლოს სა­სი­კე­თოდ არის დად­გე­ნი­ლი. არა­და ისი­ნი ამ რუ­კას კო­მი­სი­ა­ში მუ­შა­ო­ბის პე­რი­ოდ­ში ფლობ­დნენ.

  • რუ­კე­ბის გა­და­მალ­ვა - მითი თუ რე­ა­ლო­ბა

ამ პრო­ცე­სის პა­რა­ლე­ლუ­რად ძა­ლი­ან აქ­ტუ­ა­ლუ­რია თემა - ნამ­დვი­ლად და­მა­ლეს თუ არა ბრალ­დე­ბუ­ლებ­მა რუ­კე­ბი? გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი კო­მი­სი­ა­ში მუ­შა­ო­ბის პე­რი­ოდ­ში რე­ლე­ვან­ტუ­რი რუ­კე­ბის შეგ­ნე­ბუ­ლად იგ­ნო­რი­რე­ბა­სა და გა­და­მალ­ვა­ში არი­ან მხი­ლე­ბულ­ნი.

  • დას­ტურ­დე­ბა თუ არა ეს ფაქ­ტე­ბით?

რო­გორც გა­მო­ძი­ე­ბა ირ­წმუ­ნე­ბა, ამის სა­ი­ლუსტრა­ცი­ოდ მო­პო­ვე­ბუ­ლია კონ­კრე­ტუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი.

გა­მო­ძი­ე­ბამ გა­მო­კი­თხა ალექ­სან­დრე მა­თი­აშ­ვი­ლი, პირი, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­გა­რე­ჯოს რა­ი­ო­ნის მთა­ვარ მი­წათ­მომ­წყო­ბად მუ­შა­ობ­და. ეს მოწ­მე ადას­ტუ­რებს, რომ მას­თან, მის სამ­სა­ხურ­ში ინა­ხე­ბო­და სა­გა­რე­ჯოს რა­ი­ო­ნის ტე­რი­ტო­რი­უ­ლი სა­ზღვრე­ბის ამ­სახ­ვე­ლი, საბ­ჭო­თა პე­რი­ოდ­ში შედ­გე­ნი­ლი სხვა­დას­ხვა რუ­კე­ბი - 1930-40 წლე­ბის, ანუ დე­ლი­მი­ტა­ცია-დე­მარ­კა­ცი­ის პრო­ცეს­ში მი­ნი­მუმ დამ­ხმა­რე მა­სა­ლის ფორ­მით გა­მო­სა­ყე­ნებ­ლად რე­ლე­ვან­ტუ­რი რუ­კე­ბი; ეს იყო 1:50 000 მას­შტა­ბის რუკა, რო­მელ­ზეც სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რია აღ­ბეჭ­დი­ლი იყო უფრო მეტი ფარ­თო­ბით, ვიდ­რე შემ­დგომ­ში არ­სე­ბულ რუ­კებ­ზე და ამ რუ­კებს სწო­რედ და­ვით­გა­რე­ჯის ტე­რი­ტო­რი­ას­თან ჰქონ­და შემ­ხებ­ლო­ბა. მოწ­მეს­თან კო­მუ­ნი­კა­ცია ჰქონ­და ივე­რი მე­ლაშ­ვილს, მან გა­მო­არ­თვა ალექ­სან­დრე მა­თი­აშ­ვილს ეს რუ­კე­ბი დაბ­რუ­ნე­ბის პი­რო­ბით. თუმ­ცა რო­გორც მა­თი­აშ­ვი­ლი ჩვე­ნე­ბა­ში აღ­ნიშ­ნავს, რე­ა­ლუ­რად არ და­უბ­რუ­ნე­ბია და სა­ვა­რა­უ­დოდ, არც გა­მო­უ­ყე­ნე­ბია.

აი, რას წერს მოწ­მე ალექ­სან­დრე მა­თი­აშ­ვი­ლი თა­ვის ჩვე­ნე­ბა­ში:

"1974 წლი­დან 2007 წლამ­დე სა­გა­რე­ჯოს რა­ი­ონ­ში მთა­ვარ მი­წათ­მომ­წყო­ბად ვმუ­შა­ობ­დი. სა­გა­რე­ჯოს სო­ფე­ლი უდაბ­ნო ესა­ზღვრე­ბა აზერ­ბა­ი­ჯანს. ჩვენს სამ­სა­ხურ­ში ინა­ხე­ბო­და სხვა­დას­ხვა რუ­კე­ბი, რო­მელ­ზეც აღ­ბეჭ­დი­ლი იყო სა­გა­რე­ჯოს ტე­რი­ტო­რი­უ­ლი სა­ზღვრე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს მო­სა­ზღვრე რა­ი­ო­ნებ­თან და აზერ­ბა­ი­ჯან­თან. რო­გორც მახ­სოვს, აღ­ნიშ­ნუ­ლი რუ­კე­ბი შედ­გე­ნი­ლი იყო 1930-იან 40-იან წლებ­ში. ჩემი სამ­სა­ხუ­რი­დან წა­მოს­ვლის შემ­დგომ ეს რუ­კე­ბი დავ­ტო­ვე სამ­სა­ხურ­ში, რომ­ლის უფ­ლე­ბა­მო­ნაც­ვლე არის თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ჯა­რო რესტრი. აქვე მინ­და აღ­ვნიშ­ნო, ჩემ­თვის ცნო­ბი­ლი იყო, რომ შექ­მნი­ლი იყო სპე­ცი­ა­ლუ­რი კო­მი­სია, რომ­ლის მო­ვა­ლე­ო­ბას წარ­მო­ად­გენ­და სა­ქარ­თვე­ლო-აზერ­ბა­ი­ჯანს შო­რის სა­ზღვრის დე­მარ­კა­ცია-დე­ლი­მი­ტა­ცი­ის დად­გე­ნა. ამ კო­მი­სი­ი­დან ჩემ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და ივე­რი მე­ლაშ­ვილს. ჩემს სამ­სა­ხურ­ში ინა­ხე­ბო­და საბ­ჭო­თა პე­რი­ოდ­ში შექ­მნი­ლი რუკა, რომ­ლის შედ­გე­ნის თა­რი­ღი არ მახ­სოვს, მაგ­რამ მას­შტა­ბით 1: 50 000. აღ­ნიშ­ნუ­ლი რუკა მე იმი­ტომ და­მა­მახ­სოვ­რდა გან­სა­კუთ­რე­ბით, რომ ამ რუ­კა­ზე პა­ტა­რა უდაბ­ნო­დან 100-150მ შემ­დეგ სა­ზღვა­რი გა­დი­ო­და ბერ­თუბ­ნის მხა­რე­ზე, იქი­დან ადი­ო­და კლდე­ებ­ზე და უერ­თდე­ბო­და შე­სა­ბა­მის სა­ზღვარს. ამ კლდე­ზე ჩას­მუ­ლი იყო რკი­ნის ბო­ძე­ბი. ამ რუ­კა­ზე სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზღვა­რი გა­დი­ო­და აზერ­ბა­ი­ჯა­ნის მხა­რეს, ბერ­თუბ­ნის მი­მარ­თუ­ლე­ბით და შემ­დგომ­ში შედ­გე­ნი­ლი რუ­კე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, მას­ზე სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რია უფრო დიდი იყო. შემ­დგომ წლებ­ში შექ­მნილ რუ­კებ­ში ეს მო­ნაკ­ვე­თი ჩვენს მხა­რეს აღარ იყო და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი.

მე და­მი­კავ­შირ­და ივე­რი მე­ლაშ­ვი­ლი, კონ­კრე­ტუ­ლი თა­რი­ღი არ შე­მიძ­ლია მი­ვუ­თი­თო, ის ჩა­მო­სუ­ლი იყო სა­გა­რე­ჯოს რა­ი­ონ­ში. მო­ვი­და ჩვენს სამ­სა­ხურ­ში, სა­დაც მას ვაჩ­ვე­ნე ეს რუკა. ის და­ინ­ტე­რეს­და ამ რუ­კით და მომ­თხო­ვა მისი გა­და­ცე­მა. დამ­პირ­და, რომ ამ რუ­კას ის მა­ლე­ვე და­მიბ­რუ­ნებ­და, მაგ­რამ მან მე ის რუკა არ და­მიბ­რუ­ნა. ვუ­თხა­რი რუ­კის წა­ღე­ბის დროს, რომ სა­დე­მარ­კა­ციო ხა­ზის გან­სა­ზღვრის დროს გა­ეთ­ვა­ლის­წი­ნე­ბი­ნათ აღ­ნიშ­ნუ­ლი რუ­კის მო­ნა­ცე­მე­ბი, ვი­ნა­ი­დან იგი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის კარგ პი­რო­ბებს ით­ვა­ლის­წი­ნებ­და და შე­ე­სა­ბა­მე­ბო­და რე­ა­ლურ ვი­თა­რე­ბას. გა­ით­ვა­ლის­წი­ნა თუ რა ივე­რი მე­ლაშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნუ­ლი რუკა, ჩემ­თვის უც­ნო­ბია. ისიც არ ვიცი რა უქნა მე­ლაშ­ვილ­მა ამ რუ­კას. ასე­ვე მინ­და აღ­ვნიშ­ნო, რომ სამ­სა­ხუ­რი­დან წა­მოს­ვლის შემ­დგომ მე სახ­ლში მქონ­და რამ­დე­ნი­მე რუკა, რო­მე­ლიც შედ­გე­ნი­ლი იყო ასე­ვე საბ­ჭო­თა დროს. ასე­ვე სახ­ლში მქონ­და სა­ქარ­თვე­ლო-აზერ­ბა­ი­ჯა­ნის სა­ზღვრის ფოტო-პლა­ნე­ბი. და­ახ­ლო­ე­ბით 5-6 თვის წინ, ჩემ­თან სახ­ლში მო­ვი­და თე­ლა­ვის არ­ქი­ვის დი­რექ­ტო­რი, რო­მელ­საც ახ­ლდა ჩემ­თვის უც­ნო­ბი 2 პი­როვ­ნე­ბა, მათ მე მი­თხრეს, რომ აინ­ტე­რე­სებ­დათ სა­ქარ­თვე­ლო-აზერ­ბა­ი­ჯა­ნის სა­ზღვარ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი რუ­კე­ბი და ფო­ტოპ­ლა­ნე­ბი. მე მათ გა­და­ვე­ცი ეს მა­სა­ლა, რუკა და ფო­ტოპ­ლა­ნე­ბი. რო­გორც მახ­სოვს, რუკა იყო შექ­ნი­ლი საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დროს 60-იან წლებ­ში, მისი მას­შტა­ბი იყო 1: 25 000 ან 1: 50 000-ზე. დღემ­დე მათ აღ­ნიშ­ნუ­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბი ჩემ­თვის არ და­უბ­რუ­ნე­ბი­ათ".

რო­გორც ცნო­ბი­ლია, დის­კუ­სი­ის სა­გა­ნი გახ­და ასე­ვე მამა კი­რი­ო­ნის ჩვე­ნე­ბაც. რას ამ­ბობს მოწ­მე? მისი გა­მო­კი­თხვის ოქ­მით დგინ­დე­ბა დე­მი­ლი­ტა­ცია-დე­მარ­კა­ცი­ა­ში ჩარ­თუ­ლი თუ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი პი­რის ივე­რი მე­ლაშ­ვი­ლის მიერ შეც­დო­მა­ში შეყ­ვა­ნის ფაქ­ტე­ბი, კერ­ძოდ: ივე­რი მე­ლაშ­ვი­ლი მამა კი­რი­ონს აჩ­ვე­ნებ­და რუ­კებს, რა­საც არ ჰქონ­და შემ­ხებ­ლო­ბა და­ვით­გა­რეჯ­თან და მსგავ­სი მა­ნი­პუ­ლა­ცი­ე­ბით, სა­ვა­რა­უ­დოდ, შეც­დო­მა­ში შეჰ­ყავ­და ყვე­ლა და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი პირი. ჩვე­ნე­ბით დას­ტურ­დე­ბა, რომ ივე­რი მე­ლაშ­ვი­ლი იყე­ნებ­და უფრო გვი­ან­დე­ლი პე­რი­ო­დის რუ­კებს, რაც სრუ­ლი­ად გა­ურ­კვევ­ლად და იუ­რი­დი­ულ სა­ფუძ­ველ­ზე დაყ­რდნო­ბის გა­რე­შე ცვლი­და სა­ქარ­თვე­ლოს სა­წი­ნაღ­მდე­გოდ სა­მარ­თლებ­რივ-კარ­ტოგ­რა­ფი­ულ ვი­თა­რე­ბას. (იხი­ლეთ მამა კი­რი­ო­ნის ჩვე­ნე­ბა)

ჩვენ მო­ვი­პო­ვეთ საქ­მე­ზე გა­მო­კი­თხუ­ლი მოწ­მე მა­ნა­ნა აღა­პიშ­ვი­ლის ჩვე­ნე­ბაც, რო­მე­ლიც სა­ხელ­მწი­ფო-გე­ო­დე­ზი­ურ-კარ­ტოგ­რა­ფი­ულ ფონდში მუ­შა­ობ­და და ჰქონ­და ჩა­ბა­რე­ბუ­ლი ტო­პოგ­რა­ფი­უ­ლი და სხვა თე­მა­ტუ­რი რუ­კე­ბი. მოწ­მის გან­მარ­ტე­ბით, ფონდში მის კონ­კრე­ტულ პო­ზი­ცი­ა­ზე მუ­შა­ო­ბამ­დე ამ რუ­კებ­თან წვდო­მა ჰქონ­და ნა­ტა­ლია ილი­ჩო­ვას. მოწ­მის ერთ-ერთ მო­ვა­ლე­ო­ბა­ში შე­დი­ო­და რუ­კე­ბის ალ­ბო­მე­ბის აღ­წე­რა-გა­და­ნომვრა. ამ პრო­ცეს­ში მან გა­მო­ავ­ლი­ნა, რომ 1947 წელს აღ­წე­რი­ლი რუ­კე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა იყო შემ­ცი­რე­ბუ­ლი, ანუ ალ­ბო­მებს აკ­ლდა რუ­კე­ბი და ასე­ვე შე­იმ­ჩნე­ო­და რუ­კე­ბის ამო­ხე­ვის აშ­კა­რა კვა­ლი - იმ რუ­კე­ბის, რო­მე­ლიც სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვარს შე­ე­ხე­ბო­და.

"ალ­ბო­მის აღ­წე­რი­სა და გა­და­ნომრვის შე­დე­გად გა­მოვ­ლინ­და, რომ იგი შე­ი­ცავ­და არა 71 ფურ­ცელს (რუ­კას) რო­გორც ეს ჩა­წე­რი­ლი იყო 1947 წლით და­თა­რი­ღე­ბუ­ლი გა­და­ნომრვის ჩა­ნა­წე­რებ­ში, არა­მედ 57 ფურ­ცელს ( რუ­კას), რის შე­სა­ხე­ბაც მე გა­კე­თე­ბუ­ლი მაქვს შე­სა­ბა­მი­სი ჩა­ნა­წე­რი", - წერს მოწ­მე. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ გა­დაშ­ლი­სა და ამო­ხე­ვის კვა­ლი ასე­ვე შე­იმ­ჩნე­ვა გა­მო­ძი­ე­ბის მიერ ამო­ღე­ბუ­ლი დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის ვი­ზუ­ა­ლუ­რი დათ­ვა­ლი­ე­რე­ბი­სა­საც. მოწ­მე მა­ნა­ნა აღა­პიშ­ვი­ლი თა­ვის ჩვე­ნე­ბა­ში იმა­საც ამ­ბობს, რომ ადრე ნა­ტა­ლია ილი­ჩო­ვას ჰქონ­და წვდო­მა ამ ალ­ბო­მებ­თან და მას­ში მო­თავ­სე­ბულ რუ­კებ­თან. ამა­ვე კონ­ტექ­სტში მხედ­ვე­ლო­ბა­შია მი­სა­ღე­ბი შემ­დე­გი გა­რე­მო­ე­ბაც - 1 : 200 000 მას­შტა­ბის ყვე­ლა­ზე რე­ლე­ვან­ტუ­რი რუკა, რო­მელ­საც ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი გან­ზრახ არ იყე­ნებ­და სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზი­ა­ნოდ, გა­მო­ძი­ე­ბამ ნა­ტა­ლია ილი­ჩო­ვას სა­მუ­შაო ოთახ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბის დროს ამო­ი­ღო.

რო­გორც ირ­კვე­ვა, საქ­მე­ში ასე­ვე არ­სე­ბობს დო­კუ­მენ­ტე­ბი, რი­თაც დგინ­დე­ბა, რომ ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი­სათ­ვის რე­ა­ლუ­რად კარ­გად იყო ცნო­ბი­ლი ფაქ­ტი, რომ გვი­ან­დე­ლი პე­რი­ო­დის რუ­კე­ბი, რაც მათ რე­ა­ლუ­რად გა­მო­ი­ყე­ნეს, სა­ქარ­თვე­ლოს­თვის სა­ზი­ა­ნო იყო.

ად­ვო­კა­ტე­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­კა­ვე­ბუ­ლი ივე­რი მე­ლაშ­ვი­ლი და ნა­ტა­ლია ილი­ჩო­ვა ბრალს არ აღი­ა­რე­ბენ, ამ­ბო­ბენ, რომ 1938 წლის რუკა იყო ხარ­ვე­ზი­ა­ნი და იმი­ტომ არ გა­მო­ი­ყე­ნეს. მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო ელო­დე­ბა ახლა ამ საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბას, არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი ამ საქ­მე­ზე სხვა პი­რე­ბის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კი­თხიც დად­გეს. იმე­დია, კი­თხვის ნიშ­ნის ქვეშ არა­სო­დეს დად­გე­ბა რომ და­ვით გა­რე­ჯი სა­ქარ­თვე­ლოა.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ინტრიგანი
25

არსებობს 38 წლის რუკა, არსებობს 70-80 წლების რუკაც და განხვავებულია ერთმანეთისგან, ესე იგი არსებობს სხვა შეთანხმებაც თუ რუსებმა განზრახ დაამახინჯეს და გააგრძელეს 1921 წლიდან დაწყებული ქართული მიწების გასხვისება. ამასაც უნდა გაეცეს პასუხი.

გიორგი
9

იქნებ დააკონკრეტოთ რას ნიშნავს "1938 წლის რუკა იყო ხარვეზიანი", ანუ რაში გამოიხატება ეს "ხარვეზი", დახეული იყო სიძველისგან და არ იკითხებოდა თუ ხაზები არ იყო სწორად გავლებული? აღსანიშნავია. რომ 1:200 000 მასშტაბის რუკა საერთოდ იყო სამხედრო დანიშნულების და შესბამისად მასზე დატანილია ყველა ინფორმაცია მაქსიმალური დეტალიზაციით, როგორც გრაფიკულად ასევე წერილობითი განმარტებების სახით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

როგორ ქრებოდა მნიშვნელოვანი რუკები და დოკუმენტები არქივებიდან - რა ჩვენებები მოიპოვა ambebi.ge-მ ე.წ. საზღვრის დადგენის სკანდალური საქმიდან

როგორ ქრებოდა მნიშვნელოვანი რუკები და დოკუმენტები არქივებიდან - რა ჩვენებები მოიპოვა ambebi.ge-მ ე.წ. საზღვრის დადგენის სკანდალური საქმიდან

მოგეხსენებათ, ამ ცოტა ხნის წინ, გენერალურმა პროკურატურამ, საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემასთან დაკავშირებით ჩვენი ქვეყნის საწინააღმდეგო მოქმედების ჩადენის ბრალდებით ორი პირი დააკავა. პატიმრობაში იმყოფებიან საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა. მთავარი საგამოძიებო უწყება მათ სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულს ედავება. დაკავებულებს ბრალი დაახლოებით 3 500 ჰას ოდენობის ტერიტორიის, საქართველო-აზერბაიჯანს შორის შეთანხმებათა პროცესში, საქართველოს საწინააღმდეგოდ, მის ფარგლებს გარეთ მიქცევასა და საქართველოს ისტორიული და კულტურული ძეგლის - დავითგარეჯის დაკარგვის საფრთხის შექმნას ედავება.

სისხლის სამართლის საქმე მრავალტომიანია, შეიცავს ბევრ მასალას და რუკას, მაგრამ რა არის ამ საქმეზე მთავარი? რას ეყრდნობა ბრალდება და რას იშველიებს მის დასადასტურებლად? საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრის დადგენა დიდი ხნის განმავლობაში საკმაოდ სენსიტიური და მნიშვნელოვანი საქმე იყო, არის და როგორც ჩანს, მომავალშიც ასე იქნება. მოკლედ მიმოვიხილოთ, რა ისტორიული და სამართლებრივი წინაპირობები უძღვის ამ პროცესს.

საბჭოთა კავშირის არსებობის პერიოდში, საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკებს შორის ადმინისტრაციული საზღვრის ხაზი რამდენიმეჯერ შეიცვალა და საბოლოოდ, 1938 წელს ორმხრივად შეთანხმდა - 1938 წლის მარტში, საქართველოს და აზერბაიჯანის უმაღლესმა მმართველობითმა ორგანოებმა დაამტკიცეს კონკრეტულ რუკაზე დატანილი ადმინისტრაციული საზღვრის ხაზი.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, საქართველოსა და მის მეზობელ სახელმწიფოებს შორის წარმოიშვა სახელმწიფო საზღვრის ხაზის დადგენის აუცილებლობა. ამ მიზნით 1994 წელს, შეიქმნა საქართველოს სპეციალური სამთავრობო კომისია, რომლის ამოცანას წარმოადგენდა ქვეყნებს შორის საზღვრის დელიმიტაცია და დემარკაცია. 1996 წლის ივნისში, საქართველოს და აზერბაიჯანის სამთავრობო კომისიები ერთობლივ შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ სახელმწიფოებს შორის საზღვრის დადგენის საფუძველი იქნებოდა 1938 წელს მათ შორის ორმხრივად დამტკიცებული ადმინისტრაციული საზღვრის ხაზი.

  • იყო თუ არა ეს შეთანხმება სამართლებრივად სწორი?

ასეთი შეთანხმება კანონისმიერია, რადგან კანონი საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ სწორედ ამაზე უთითებს და ამბობს, რომ "საქართველოს სახელმწიფო საზღვარი შედგება ყოფილი სსრკ-ის საკანონმდებლო აქტებით დადგენილი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის ადმინისტრაციული საზღვრისა და ყოფილი სსრკ-ის მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებებით აღიარებული სახელმწიფო საზღვრისაგან, რომელიც განსაზღვრავდა ყოფილი სსრკ-ის სახელმწიფო საზღვარს საქართველოს ნაწილში". მაშასადამე სახელმწიფო საზღვრის დადგენის მიზნით საკანონმდებლო სივრცის განსაზღვრის საკითხი საბჭოთა კავშირის ნორმატიულ აქტებთან მიდის.

  • რას ედავებიან ივერი მელაშვილს და ნატალია ილიჩოვას?

როგორც ირკვევა, საქართველოს სპეციალური სამთავრობო კომისია, რომლის ამოცანას წარმოადგენდა ქვეყნებს შორის საზღვრის დელიმიტაცია და დემარკაცია, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის სახის დადგენას ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას ანდობდა. ეს პირები საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესის განხორციელების მიზნებისათვის, ვალდებულნი იყვნენ ჩაეტარებინათ გეოდეზიური და კარტოგრაფიული სამუშაოები, მოეძიებინათ შესაბამისი რუკები და სხვა მასალები, მოეხდინათ მათი შეჯერება, ანალიზი და მათ საფუძველზე შეედგინათ საქართველოს საზღვრის ამსახველი რუკის ალბომები. ბრალდებულებს ევალებოდათ შეექმნათ კონსტიტუციურ პრინციპებზე და რელევანტურ კარტოგრაფიულ მასალაზე დაფუძნებული რუკის ალბომები, სადაც დატანილი იქნებოდა საქართველოს რეალური, ისტორიული საზღვარი (1938 წლის), რაც გახდებოდა ორ სახელმწიფოს შორის მოლაპარაკებისა და შეთანხმების საფუძველი. სწორედ ბრალდებულთა მიერ შედგენილ ალბომებში ხდებოდა მათ მიერვე შეთანხმებული საზღვრის ამსახველი მონაკვეთების დატანა, რომელიც თავის მხრივ წარმოადგენდა ორ სახელმწიფოს შორის, 2007 წლის ჩათვლით პერიოდში, საზღვარზე მოლაპარაკება-შეთანხმების პროცესის ძირითად სახელმძღვანელო მასალას.

ბრალდებულებს კომისიაში საქმიანობის მთელ პერიოდში, გააჩნდათ 1937-1938 წლების 1:200 000-იანი მასშტაბის ტოპოგრაფიული რუკა, თუმცა ისინი საქართველოს სამთავრობო კომისიის წევრებს სავარაუდოდ უმალავდნენ ინფორმაციას აღნიშნულის თაობაზე, რათა არ მოეხდინათ მისი გამოყენება საზღვრების დელიმიტაციის პროცესში. ხსენებული რუკის დედანი გამოძიებამ სასამართლოს განჩინების საფუძველზე აღმოაჩინა ბრალდებულ ნატალია ილიჩოვას სამუშაო კაბინეტში. ბრალდების მტკიცებით, ბრალდებულებმა რუკის ალბომებში სახელმწიფო საზღვრის გავლებისას განზრახ გამოიყენეს ისეთი კარტოგრაფიული მასალა, რომელიც ისტორიულად და სამართლებრივად არ ემყარებოდა და არ ასახავდა ჩვენი სახელმწიფოს რეალურ პოზიციას მის კუთვნილ ტერიტორიებთან დაკავშირებით.

ივერი მელაშვილმა და ნატალია ილიჩოვამ დელიმიტაციის პროცესში, სასაზღვრო ხაზზე შეთანხმებისას, ნაცვლად 1938 წლის კარტოგრაფიული მასალისა, მიზანმიმართულად გამოიყენეს 1970-80-იან წლებში გამოცემული 1:100 000-იანი და 1 : 50 000 მასშტაბის რუკებზე არსებული საზღვრის ხაზი, რომლებიც სახელმწიფოთა შორის ორმხრივად დამტკიცებული არასდროს ყოფილა და არსებით წინააღმდეგობაში მოდიოდა ჩვენს ისტორიულ საზღვრებთან.

ამის დასადასტურებლად და დასადგენად, გამოძიებამ ჩაატარა ექსპერტიზა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, რომელშიც ჩაერთვნენ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორები და კარტოგრაფიული დარგის ექსპერტები. მიღებული ექსპერტიზის დასკვნით კი დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემულ რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგებოდა ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავითგარეჯთან მიმართებაში. ექსპერტიზამ ასევე დაადგინა, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის, 2007 წლის ჩათვლით პერიოდში, შეთანხმებული საზღვრის რიგი მონაკვეთები არ შეესაბამება 1937-1938 წლებში გამოცემულ 1:200 000 მასშტაბის ტოპოგრაფიულ რუკებზე დატანილ საქართველოს საზღვრის ხაზს და სხვაობა საქართველოს საზიანოდ შეადგენს 3500-მდე ჰა ფართობს. პროკურატურის მტკიცებით, ბრალდებულებმა შეგნებულად და მიზანმიმართულად არ გამოიყენეს 1937-1938 წლებში გამოცემულ 1:200 000 მასშტაბის ტოპოგრაფიული რუკა, სადაც საქართველოს საზღვარი, განსაკუთრებით, დავით გარეჯთან მიმართებით, სწორად და საქართველოს სასიკეთოდ არის დადგენილი. არადა ისინი ამ რუკას კომისიაში მუშაობის პერიოდში ფლობდნენ.

  • რუკების გადამალვა - მითი თუ რეალობა

ამ პროცესის პარალელურად ძალიან აქტუალურია თემა - ნამდვილად დამალეს თუ არა ბრალდებულებმა რუკები? გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებულები კომისიაში მუშაობის პერიოდში რელევანტური რუკების შეგნებულად იგნორირებასა და გადამალვაში არიან მხილებულნი.

  • დასტურდება თუ არა ეს ფაქტებით?

როგორც გამოძიება ირწმუნება, ამის საილუსტრაციოდ მოპოვებულია კონკრეტული მტკიცებულებები.

გამოძიებამ გამოკითხა ალექსანდრე მათიაშვილი, პირი, რომელიც რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში საგარეჯოს რაიონის მთავარ მიწათმომწყობად მუშაობდა. ეს მოწმე ადასტურებს, რომ მასთან, მის სამსახურში ინახებოდა საგარეჯოს რაიონის ტერიტორიული საზღვრების ამსახველი, საბჭოთა პერიოდში შედგენილი სხვადასხვა რუკები - 1930-40 წლების, ანუ დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესში მინიმუმ დამხმარე მასალის ფორმით გამოსაყენებლად რელევანტური რუკები; ეს იყო 1:50 000 მასშტაბის რუკა, რომელზეც საქართველოს ტერიტორია აღბეჭდილი იყო უფრო მეტი ფართობით, ვიდრე შემდგომში არსებულ რუკებზე და ამ რუკებს სწორედ დავითგარეჯის ტერიტორიასთან ჰქონდა შემხებლობა. მოწმესთან კომუნიკაცია ჰქონდა ივერი მელაშვილს, მან გამოართვა ალექსანდრე მათიაშვილს ეს რუკები დაბრუნების პირობით. თუმცა როგორც მათიაშვილი ჩვენებაში აღნიშნავს, რეალურად არ დაუბრუნებია და სავარაუდოდ, არც გამოუყენებია.

აი, რას წერს მოწმე ალექსანდრე მათიაშვილი თავის ჩვენებაში:

"1974 წლიდან 2007 წლამდე საგარეჯოს რაიონში მთავარ მიწათმომწყობად ვმუშაობდი. საგარეჯოს სოფელი უდაბნო ესაზღვრება აზერბაიჯანს. ჩვენს სამსახურში ინახებოდა სხვადასხვა რუკები, რომელზეც აღბეჭდილი იყო საგარეჯოს ტერიტორიული საზღვრები საქართველოს მოსაზღვრე რაიონებთან და აზერბაიჯანთან. როგორც მახსოვს, აღნიშნული რუკები შედგენილი იყო 1930-იან 40-იან წლებში. ჩემი სამსახურიდან წამოსვლის შემდგომ ეს რუკები დავტოვე სამსახურში, რომლის უფლებამონაცვლე არის თანამედროვე საჯარო რესტრი. აქვე მინდა აღვნიშნო, ჩემთვის ცნობილი იყო, რომ შექმნილი იყო სპეციალური კომისია, რომლის მოვალეობას წარმოადგენდა საქართველო-აზერბაიჯანს შორის საზღვრის დემარკაცია-დელიმიტაციის დადგენა. ამ კომისიიდან ჩემთან ურთიერთობა ჰქონდა ივერი მელაშვილს. ჩემს სამსახურში ინახებოდა საბჭოთა პერიოდში შექმნილი რუკა, რომლის შედგენის თარიღი არ მახსოვს, მაგრამ მასშტაბით 1: 50 000. აღნიშნული რუკა მე იმიტომ დამამახსოვრდა განსაკუთრებით, რომ ამ რუკაზე პატარა უდაბნოდან 100-150მ შემდეგ საზღვარი გადიოდა ბერთუბნის მხარეზე, იქიდან ადიოდა კლდეებზე და უერთდებოდა შესაბამის საზღვარს. ამ კლდეზე ჩასმული იყო რკინის ბოძები. ამ რუკაზე საქართველოს საზღვარი გადიოდა აზერბაიჯანის მხარეს, ბერთუბნის მიმართულებით და შემდგომში შედგენილი რუკებისგან განსხვავებით, მასზე საქართველოს ტერიტორია უფრო დიდი იყო. შემდგომ წლებში შექმნილ რუკებში ეს მონაკვეთი ჩვენს მხარეს აღარ იყო დაფიქსირებული.

მე დამიკავშირდა ივერი მელაშვილი, კონკრეტული თარიღი არ შემიძლია მივუთითო, ის ჩამოსული იყო საგარეჯოს რაიონში. მოვიდა ჩვენს სამსახურში, სადაც მას ვაჩვენე ეს რუკა. ის დაინტერესდა ამ რუკით და მომთხოვა მისი გადაცემა. დამპირდა, რომ ამ რუკას ის მალევე დამიბრუნებდა, მაგრამ მან მე ის რუკა არ დამიბრუნა. ვუთხარი რუკის წაღების დროს, რომ სადემარკაციო ხაზის განსაზღვრის დროს გაეთვალისწინებინათ აღნიშნული რუკის მონაცემები, ვინაიდან იგი საქართველოსთვის კარგ პირობებს ითვალისწინებდა და შეესაბამებოდა რეალურ ვითარებას. გაითვალისწინა თუ რა ივერი მელაშვილმა აღნიშნული რუკა, ჩემთვის უცნობია. ისიც არ ვიცი რა უქნა მელაშვილმა ამ რუკას. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ სამსახურიდან წამოსვლის შემდგომ მე სახლში მქონდა რამდენიმე რუკა, რომელიც შედგენილი იყო ასევე საბჭოთა დროს. ასევე სახლში მქონდა საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის ფოტო-პლანები. დაახლოებით 5-6 თვის წინ, ჩემთან სახლში მოვიდა თელავის არქივის დირექტორი, რომელსაც ახლდა ჩემთვის უცნობი 2 პიროვნება, მათ მე მითხრეს, რომ აინტერესებდათ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან დაკავშირებული რუკები და ფოტოპლანები. მე მათ გადავეცი ეს მასალა, რუკა და ფოტოპლანები. როგორც მახსოვს, რუკა იყო შექნილი საბჭოთა კავშირის დროს 60-იან წლებში, მისი მასშტაბი იყო 1: 25 000 ან 1: 50 000-ზე. დღემდე მათ აღნიშნული დოკუმენტები ჩემთვის არ დაუბრუნებიათ".

როგორც ცნობილია, დისკუსიის საგანი გახდა ასევე მამა კირიონის ჩვენებაც. რას ამბობს მოწმე? მისი გამოკითხვის ოქმით დგინდება დემილიტაცია-დემარკაციაში ჩართული თუ დაინტერესებული პირის ივერი მელაშვილის მიერ შეცდომაში შეყვანის ფაქტები, კერძოდ: ივერი მელაშვილი მამა კირიონს აჩვენებდა რუკებს, რასაც არ ჰქონდა შემხებლობა დავითგარეჯთან და მსგავსი მანიპულაციებით, სავარაუდოდ, შეცდომაში შეჰყავდა ყველა დაინტერესებული პირი. ჩვენებით დასტურდება, რომ ივერი მელაშვილი იყენებდა უფრო გვიანდელი პერიოდის რუკებს, რაც სრულიად გაურკვევლად და იურიდიულ საფუძველზე დაყრდნობის გარეშე ცვლიდა საქართველოს საწინაღმდეგოდ სამართლებრივ-კარტოგრაფიულ ვითარებას. (იხილეთ მამა კირიონის ჩვენება)

ჩვენ მოვიპოვეთ საქმეზე გამოკითხული მოწმე მანანა აღაპიშვილის ჩვენებაც, რომელიც სახელმწიფო-გეოდეზიურ-კარტოგრაფიულ ფონდში მუშაობდა და ჰქონდა ჩაბარებული ტოპოგრაფიული და სხვა თემატური რუკები. მოწმის განმარტებით, ფონდში მის კონკრეტულ პოზიციაზე მუშაობამდე ამ რუკებთან წვდომა ჰქონდა ნატალია ილიჩოვას. მოწმის ერთ-ერთ მოვალეობაში შედიოდა რუკების ალბომების აღწერა-გადანომვრა. ამ პროცესში მან გამოავლინა, რომ 1947 წელს აღწერილი რუკების რაოდენობა იყო შემცირებული, ანუ ალბომებს აკლდა რუკები და ასევე შეიმჩნეოდა რუკების ამოხევის აშკარა კვალი - იმ რუკების, რომელიც სახელმწიფო საზღვარს შეეხებოდა.

"ალბომის აღწერისა და გადანომრვის შედეგად გამოვლინდა, რომ იგი შეიცავდა არა 71 ფურცელს (რუკას) როგორც ეს ჩაწერილი იყო 1947 წლით დათარიღებული გადანომრვის ჩანაწერებში, არამედ 57 ფურცელს ( რუკას), რის შესახებაც მე გაკეთებული მაქვს შესაბამისი ჩანაწერი", - წერს მოწმე. აღსანიშნავია, რომ გადაშლისა და ამოხევის კვალი ასევე შეიმჩნევა გამოძიების მიერ ამოღებული დოკუმენტაციის ვიზუალური დათვალიერებისასაც. მოწმე მანანა აღაპიშვილი თავის ჩვენებაში იმასაც ამბობს, რომ ადრე ნატალია ილიჩოვას ჰქონდა წვდომა ამ ალბომებთან და მასში მოთავსებულ რუკებთან. ამავე კონტექსტში მხედველობაშია მისაღები შემდეგი გარემოებაც - 1 : 200 000 მასშტაბის ყველაზე რელევანტური რუკა, რომელსაც ბრალდებულები განზრახ არ იყენებდა საქართველოს საზიანოდ, გამოძიებამ ნატალია ილიჩოვას სამუშაო ოთახში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების დროს ამოიღო.

როგორც ირკვევა, საქმეში ასევე არსებობს დოკუმენტები, რითაც დგინდება, რომ ბრალდებულებისათვის რეალურად კარგად იყო ცნობილი ფაქტი, რომ გვიანდელი პერიოდის რუკები, რაც მათ რეალურად გამოიყენეს, საქართველოსთვის საზიანო იყო.

ადვოკატების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებული ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა ბრალს არ აღიარებენ, ამბობენ, რომ 1938 წლის რუკა იყო ხარვეზიანი და იმიტომ არ გამოიყენეს. მთელი საქართველო ელოდება ახლა ამ საქმის გამოძიებას, არ არის გამორიცხული ამ საქმეზე სხვა პირების პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს. იმედია, კითხვის ნიშნის ქვეშ არასოდეს დადგება რომ დავით გარეჯი საქართველოა.

კახეთისა და შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტებს ახალი დირექტორები ჰყავს

სენაკში დააკავეს პირი, რომელმაც სანადირო თოფით 4 ადამიანი დაჭრა

მარტვილში მამაკაცმა საკუთარი დედა მუცლის არეში ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა - ბრალდებული დაკავებულია