სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კომისიაში მოღალეეტები არიანო, პირველი ივერი მელაშვილიაო" - "კარტოგრაფების საქმეზე" შესაძლოა, ირაკლი ალასანია გამოკითხონ
"კომისიაში მოღალეეტები არიანო, პირველი ივერი მელაშვილიაო" - "კარტოგრაფების საქმეზე" შესაძლოა, ირაკლი ალასანია გამოკითხონ

ე.წ. კარ­ტოგ­რა­ფე­ბის საქ­მე­ზე პრო­კუ­რა­ტუ­რამ შე­საძ­ლოა თავ­დაც­ვის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი ირაკ­ლი ალა­სა­ნია გა­მო­კი­თხოს. ინ­ფორ­მა­ცი­ას "რუს­თა­ვი 2" ავ­რცე­ლებს.

ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის ცნო­ბით, მისი და­კი­თხვის სა­ფუძ­ვე­ლი, სა­ვა­რა­უ­დოდ, გე­ო­ლოგ ვლა­დი­მერ მი­რი­ა­ნაშ­ვი­ლის ჩვე­ნე­ბაა, სა­დაც ის ამ­ბობს, რომ სწო­რედ ალა­სა­ნი­ას და­ვა­ლე­ბით მი­ვი­და მას­თან 2014 წელს კო­მი­სი­ის ერთ-ერთი წევ­რი ნო­დარ ხორ­ბა­ლა­ძე და გარ­კვე­უ­ლი მა­სა­ლის მო­პო­ვე­ბა სთხო­ვა.

"მი­თხრა, მე და­მა­ვა­ლა ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ამ, რომ ამ კუ­თხით ხე­ლახ­ლა მო­ვაგ­რო­ვო მა­სა­ლე­ბიო. არ იყე­ნე­ბე­ნო იმ რუ­კებ­სო და მო­ლა­პა­რა­კე­ბებს სულ სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით აწარ­მო­ე­ბე­ნო. კო­მი­სი­ა­ში მო­ღა­ლე­ე­ტე­ბი არი­ა­ნო, პირ­ვე­ლი ივე­რი მე­ლაშ­ვი­ლი­აო და მა­გის გარ­და არი­ან სხვე­ბი­ცო", - იხ­სე­ნებს ვლა­დი­მერ მი­რი­ა­ნაშ­ვი­ლი ხორ­ბა­ლა­ძეს­თან სა­უ­ბარს. მის კო­მენ­ტარს "რუს­თვი 2" ავ­რცე­ლებს.

ცნო­ბის­თვის, სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლურ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურ­თან ერ­თობ­ლი­ვი თა­ნამ­შრომ­ლო­ბით და­ა­კა­ვა სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მე­ზო­ბე­ლი ქვეყ­ნე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის სა­სა­ზღვრო ურ­თი­ერ­თო­ბა­თა სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი ივე­რი მე­ლაშ­ვი­ლი და სა­ქარ­თვე­ლოს შს სა­მი­ნის­ტროს სა­სა­ზღვრო პო­ლი­ცი­ის სახ­მე­ლე­თო სა­ზღვრის დაც­ვის დე­პარ­ტა­მენ­ტის მთა­ვა­რი ინ­სპექ­ტო­რი ნა­ტა­ლია ილი­ჩო­ვა.

პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი სა­ზღვრე­ბის დე­ლი­მი­ტა­ცი­ის პრო­ცეს­ში ხელ­მძღვა­ნე­ლობ­დნენ 1970-80-იან წლებ­ში გა­მო­ცე­მუ­ლი რუ­კებ­ზე და­ტა­ნი­ლი სა­ზღვრის ხა­ზე­ბით, რაც არ­სე­ბი­თად ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა ჩვე­ნი ქვეყ­ნის ის­ტო­რი­ულ სა­ზღვარს, მათ შო­რის და­ვით გა­რეჯ­თან მი­მარ­თე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
lia
51

"სტინლი" ბიჭი.

გიორგი
59

საზოგადოების რეაქცია მადარდებს. ეს უდიდესი დანაშაული ქვეყნის წინაშე და რეაგირება თითქმის ნული. აი რა შვილებს ვზრდით, ჩვენ.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

"კომისიაში მოღალეეტები არიანო, პირველი ივერი მელაშვილიაო" - "კარტოგრაფების საქმეზე" შესაძლოა, ირაკლი ალასანია გამოკითხონ

"კომისიაში მოღალეეტები არიანო, პირველი ივერი მელაშვილიაო" - "კარტოგრაფების საქმეზე" შესაძლოა, ირაკლი ალასანია გამოკითხონ

ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე პროკურატურამ შესაძლოა თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ალასანია გამოკითხოს. ინფორმაციას "რუსთავი 2" ავრცელებს.

ტელეკომპანიის ცნობით, მისი დაკითხვის საფუძველი, სავარაუდოდ, გეოლოგ ვლადიმერ მირიანაშვილის ჩვენებაა, სადაც ის ამბობს, რომ სწორედ ალასანიას დავალებით მივიდა მასთან 2014 წელს კომისიის ერთ-ერთი წევრი ნოდარ ხორბალაძე და გარკვეული მასალის მოპოვება სთხოვა.

"მითხრა, მე დამავალა ირაკლი ალასანიამ, რომ ამ კუთხით ხელახლა მოვაგროვო მასალებიო. არ იყენებენო იმ რუკებსო და მოლაპარაკებებს სულ სხვა მიმართულებით აწარმოებენო. კომისიაში მოღალეეტები არიანო, პირველი ივერი მელაშვილიაო და მაგის გარდა არიან სხვებიცო", - იხსენებს ვლადიმერ მირიანაშვილი ხორბალაძესთან საუბარს. მის კომენტარს "რუსთვი 2" ავრცელებს.

ცნობისთვის, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივი თანამშრომლობით დააკავა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა.

პროკურატურის ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემული რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში.

შსს-მ კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მოქმედი რეგულაციების დარღვევისთვის 1049 პირი დააჯარიმა - რა წესებს არ იცავენ მოქალაქეები

"დაცვის თანამშრომელს ესროლეს, თუმცა მას ტყვია ასცდა..." - ზღვის ჰოსპიტალზე ყაჩაღური თავდასხმის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარედგინა

"არ ვფიქრობ, რომ რამე დავაშავე, 23 წელია დიპლომატი ვარ, ჩემ ქვეყანას ვემსახურები" - სადელიმიტაციო-სადემარკაციო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე