საზოგადოება
სამართალი

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მსოფლიო
პოლიტიკა
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დედამისი ივანიშვილთანაც მივიდა, ბიძინაც კი მესაუბრა ამ თემაზე" - რას აცხადებს გოგი თოფაძე შვილიშვილის დაჭრის საქმეზე, რატომ გადაიდო ბუსა ჟვანიას სასამართლო პროცესი?
"დედამისი ივანიშვილთანაც მივიდა, ბიძინაც კი მესაუბრა ამ თემაზე" - რას აცხადებს გოგი თოფაძე შვილიშვილის დაჭრის საქმეზე, რატომ გადაიდო ბუსა ჟვანიას სასამართლო პროცესი?

ბუსა ჟვა­ნი­ას სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი 24 სექ­ტემ­ბერს უნდა გა­მარ­თუ­ლი­ყო, თუმ­ცა რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, ის ნო­ემ­ბრის ბო­ლოს­თვის გა­და­ი­დო. შე­გახ­სე­ნებთ, რომ ბიზ­ნეს­მენ გოგი თო­ფა­ძის შვი­ლიშ­ვი­ლი ლე­ვან თო­ფა­ძე 2 აგ­ვის­ტოს სა­კუ­თარ სახ­ლში დაჭ­რეს, რა­შიც ბრალ­დე­ბუ­ლია ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის, ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას შვი­ლი ბუსა ჟვა­ნია. მას აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და. შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბულ­მა ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბის ნი­ა­დაგ­ზე, ლე­ვან თო­ფა­ძეს მის­სა­ვე სა­კუ­თარ სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში, ცივი ია­რა­ღით სხე­ულ­ზე რამ­დე­ნი­მე ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნა.

ambebi.ge და­ზა­რა­ლე­ბულ ლე­ვან თო­ფა­ძის ბა­ბუ­ას გოგი თო­ფა­ძეს ესა­უბ­რა, და­ვინ­ტე­რეს­დით, რო­გორც მისი შვი­ლიშ­ვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბით, ასე­ვე იმით, თუ რა­ტომ გა­და­ი­დო სა­სა­მარ­თლო?

გოგი თო­ფა­ძე:

"ლე­ვა­ნი ისევ ისეა, სამ­წუ­ხა­როდ, მარ­ცხე­ნა ფეხ­ში ისევ არ აქვს შეგ­რძნე­ბა. ჩა­წყნარ­დეს ყვე­ლა­ფე­რი და სა­დღაც 2 თვის შემ­დეგ, გერ­მა­ნი­ა­ში უნდა წა­ვიყ­ვა­ნო. ნუ ნერ­ვი­უ­ლობს ბუ­სას დედა, რო­მელ­საც გა­სა­გე­ბია, აწუ­ხებს თა­ვი­სი შვი­ლის ამ­ბა­ვი. იცით, რომ მას და­ნა­შა­უ­ლის­თვის 7-დან 15 წლამ­დე პა­ტიმ­რო­ბა ემუქ­რე­ბო­და. რად­გან ახალ­გაზ­რდა კა­ცია, უკან და­ვი­ხი­ეთ, ახლა კვა­ლი­ფი­კა­ცია შე­იც­ვლე­ბა ალ­ბათ და 3-დან 6 წლამ­დე სას­ჯე­ლი ემუქ­რე­ბა.

დე­და­მი­სი 1-2-ჯერ იყო ჩემ­თან მო­სუ­ლი და ვუ­თხა­რი, - კი­ნა­ღამ ბავ­შვი მო­მიკ­ლა-მეთ­ქი... ღა­მის 5 სა­ათ­ზე შე­მო­ვარ­და, მე-4 სარ­თულ­ზე ავარ­და, ატე­ხა ბათ­ქა-ბუთ­ქი, ძლივს გა­დარ­ჩა ლე­ვა­ნი­კო, სამი დღე რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში იყო. სა­სა­მარ­თლო 24 სექ­ტემ­ბერს უნდა ყო­ფი­ლი­ყო, ახლა ნო­ემ­ბერ­ში გა­და­ი­ტა­ნეს. კი ბა­ტო­ნო, იყოს, მაგ­რამ მეტს ნუ­რა­ფერს ელი­ან. დე­დას "ვუ­ნა­მი­ო­კე", ეყო­ფა, რაც ჩა­ი­დი­ნა შენ­მა შვილ­მა - მეთ­ქი. რამ­დე­ნი კაცი უნდა დაჭ­რას კი­დევ, 3-დან 6 წლამ­დე იყოს ცი­ხე­ში. იჯ­დეს, მოჭკვი­ან­დე­ბა. ახლა მთლად ვერ გა­დავ­ყვე­ბით მა­გას, ბავ­შვი ჯერ კი­დევ გა­და­სარ­ჩე­ნად მყავს წა­საყ­ვა­ნი. რო­გორც ყვე­ლა დედა, ქალ­ბა­ტო­ნი ნინო წუხს. ბიჭ­მა რა­ღაც ხომ უნდა გა­ი­გოს, დაჯ­დეს ცოტა ხანი, რომ მიხ­ვდეს, ასე გაგ­რძე­ლე­ბა აღარ შე­იძ­ლე­ბა.

დე­და­მი­სი ივა­ნიშ­ვილ­თა­ნაც მი­ვი­და, ბი­ძი­ნაც კი მე­სა­უბ­რა ამ თე­მა­ზე. ჯო­ბია, დრო­ზე და­ვამ­თავ­როთ ეს ამ­ბა­ვი, გა­და­ე­ცით, თო­რემ შე­იძ­ლე­ბა უფრო გა­ურ­თულ­დეს საქ­მე. რამ­დენ­ჯერ გა­და­დე­ბენ სა­სა­მარ­თლოს? ვი­ღა­ცებს რე­ვენ და ალ­ბათ ამი­ტომ დე­ბენ პრო­ცესს. ჩემ­გან მეტს ნუ­რა­ფერს ელი­ან. საკ­მა­რის დათ­მო­ბა­ზე წა­ვე­დით, მა­გათ კიდე გა­ა­მარ­თლონ უნ­დათ, ასე არ გა­მო­ვა!".

მკითხველის კომენტარები / 27 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
არა ქოცს! არა ნაცს!
59

ეგრეა სამართალი–– ბიძინები თოფაძეები და სხვა მაფიოზები არიან!

ტატოო
16

ოო, გავლენია ოჯახის შვილებს ყველაფერი ეპატიება და ვისაც არავინ ყავს იმან რა ქნას????

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

"დედამისი ივანიშვილთანაც მივიდა, ბიძინაც კი მესაუბრა ამ თემაზე" - რას აცხადებს გოგი თოფაძე შვილიშვილის დაჭრის საქმეზე, რატომ გადაიდო ბუსა ჟვანიას სასამართლო პროცესი?

"დედამისი ივანიშვილთანაც მივიდა, ბიძინაც კი მესაუბრა ამ თემაზე" - რას აცხადებს გოგი თოფაძე შვილიშვილის დაჭრის საქმეზე, რატომ გადაიდო ბუსა ჟვანიას სასამართლო პროცესი?

ბუსა ჟვანიას სასამართლო პროცესი 24 სექტემბერს უნდა გამართულიყო, თუმცა როგორც აღმოჩნდა, ის ნოემბრის ბოლოსთვის გადაიდო. შეგახსენებთ, რომ ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილი ლევან თოფაძე 2 აგვისტოს საკუთარ სახლში დაჭრეს, რაშიც ბრალდებულია ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას შვილი ბუსა ჟვანია. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ლევან თოფაძეს მისსავე საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ცივი იარაღით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა.

ambebi.ge დაზარალებულ ლევან თოფაძის ბაბუას გოგი თოფაძეს ესაუბრა, დავინტერესდით, როგორც მისი შვილიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით, ასევე იმით, თუ რატომ გადაიდო სასამართლო?

გოგი თოფაძე:

"ლევანი ისევ ისეა, სამწუხაროდ, მარცხენა ფეხში ისევ არ აქვს შეგრძნება. ჩაწყნარდეს ყველაფერი და სადღაც 2 თვის შემდეგ, გერმანიაში უნდა წავიყვანო. ნუ ნერვიულობს ბუსას დედა, რომელსაც გასაგებია, აწუხებს თავისი შვილის ამბავი. იცით, რომ მას დანაშაულისთვის 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა. რადგან ახალგაზრდა კაცია, უკან დავიხიეთ, ახლა კვალიფიკაცია შეიცვლება ალბათ და 3-დან 6 წლამდე სასჯელი ემუქრება.

დედამისი 1-2-ჯერ იყო ჩემთან მოსული და ვუთხარი, - კინაღამ ბავშვი მომიკლა-მეთქი... ღამის 5 საათზე შემოვარდა, მე-4 სართულზე ავარდა, ატეხა ბათქა-ბუთქი, ძლივს გადარჩა ლევანიკო, სამი დღე რეანიმაციაში იყო. სასამართლო 24 სექტემბერს უნდა ყოფილიყო, ახლა ნოემბერში გადაიტანეს. კი ბატონო, იყოს, მაგრამ მეტს ნურაფერს ელიან. დედას "ვუნამიოკე", ეყოფა, რაც ჩაიდინა შენმა შვილმა - მეთქი. რამდენი კაცი უნდა დაჭრას კიდევ, 3-დან 6 წლამდე იყოს ციხეში. იჯდეს, მოჭკვიანდება. ახლა მთლად ვერ გადავყვებით მაგას, ბავშვი ჯერ კიდევ გადასარჩენად მყავს წასაყვანი. როგორც ყველა დედა, ქალბატონი ნინო წუხს. ბიჭმა რაღაც ხომ უნდა გაიგოს, დაჯდეს ცოტა ხანი, რომ მიხვდეს, ასე გაგრძელება აღარ შეიძლება.

დედამისი ივანიშვილთანაც მივიდა, ბიძინაც კი მესაუბრა ამ თემაზე. ჯობია, დროზე დავამთავროთ ეს ამბავი, გადაეცით, თორემ შეიძლება უფრო გაურთულდეს საქმე. რამდენჯერ გადადებენ სასამართლოს? ვიღაცებს რევენ და ალბათ ამიტომ დებენ პროცესს. ჩემგან მეტს ნურაფერს ელიან. საკმარის დათმობაზე წავედით, მაგათ კიდე გაამართლონ უნდათ, ასე არ გამოვა!".

"ამოღებულია ვიდეომასალა, რომელშიც რიგი ფაქტობრივი გარემოებებია ასახული" - რას ამბობს გოგი წულაიას საქმის პროკურორი

"შებოჭა და ძალადობით მის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედება განახორციელა" - პროკურატურა გოგი წულაიასთვის ბრალის დამძიმებაზე ინფორმაციას ავრცელებს

"შვილი რომ დაინახა ასეთ მდგომარეობაში, ალბათ გული გაუსკდა და ისიც ჩამოვარდა" - რას ყვებიან ქობულეთში გარდაცვლილ მამა-შვილზე?