სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბათუმში კორონავირუსი ხელოვნურად გაავრცელეს... დაავადებული ქვეყნიდან შემოიყვანეს დიდი რაოდენობით ე.წ დამსვენებლები" - სააკაშვილი
"ბათუმში კორონავირუსი ხელოვნურად გაავრცელეს... დაავადებული ქვეყნიდან შემოიყვანეს დიდი რაოდენობით ე.წ დამსვენებლები" - სააკაშვილი

ჩვენ დღეს არ გვაქვს ბრძო­ლის შე­ჩე­რე­ბის უფ­ლე­ბა, ბრძო­ლის დამ­თავ­რე­ბა და გა­მარ­ჯვე­ბა არის ძა­ლი­ან ახ­ლოს, ერთი ხე­ლის გაწ­ვდე­ნა­ზე, ამა­ში ვარ აბ­სო­ლუ­ტუ­რად დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი, - ასე მი­მარ­თა სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტმა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა ბა­თუმ­ში გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ოპო­ზი­ცი­ის პრე­ზენ­ტა­ცი­ა­ზე შეკ­რე­ბილ მხარ­დამ­ჭე­რებს.

სა­ა­კაშ­ვი­ლის თქმით, „სა­ქარ­თვე­ლო­ში აუ­ცი­ლებ­ლად გა­თენ­დე­ბა, და­ინ­გრე­ვა ტყუ­ი­ლის კოშ­კე­ბი და სა­ქარ­თვე­ლო და­ი­წყებს ისევ აღმშე­ნებ­ლო­ბას“.

„ჩემო გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლო ხალ­ხო, ვერ წარ­მო­იდ­გენთ რო­გორ მად­გე­ბა ცრემ­ლე­ბი, რო­დე­საც ვუ­ყუ­რებ ჩვენს სი­ა­მა­ყეს, ჩვენს ბა­თუმს, ჩემი, ლე­ვან ვარ­შა­ლო­მი­ძის და თი­თო­ე­უ­ლი თქვენ­გა­ნის ცხოვ­რე­ბის ერთ-ერთ მთა­ვარ მიღ­წე­ვას, როცა ვუ­ყუ­რებ იმ აღმშე­ნებ­ლო­ბას, რო­მე­ლიც ჰქონ­და სა­ქარ­თვე­ლოს და გა­ნაც­ვიფ­რა მთე­ლი მსოფ­ლიო. მე მთე­ლი მსოფ­ლიო მაქვს მოვ­ლი­ლი, ძა­ლი­ან ბევ­რი ქვე­ყა­ნა მაქვს ნა­ნა­ხი, შე­მოვ­ლი­ლი მაქვს მთე­ლი შავი ზღვის­პი­რე­თი, ვმარ­თავ­დი შავი ზღვის­პი­რეთს მე­ო­რე მხა­რეს, ოდე­სის ოლქს და ძა­ლი­ან ბევრ სხვა ად­გი­ლას ვარ ნამ­ყო­ფი და არა­ფე­რი არ არის ბა­თუ­მის ტოლი. არა­ვის არ გა­უ­კე­თე­ბია ასე­თი დიდი აღმშე­ნებ­ლო­ბა, არა­ვის არ მი­უღ­წე­ვია ასე­თი წარ­მა­ტე­ბის­თვის, რო­გორც ჩვენ მი­ვაღ­წი­ეთ იმ რამ­დე­ნი­მე ის­ტო­რი­ულ წე­ლი­წად­ში. მე მინ­და გი­თხრათ, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი არის მხო­ლოდ და­სა­წყი­სი.

მე ძა­ლი­ან ვა­მა­ყობ თქვე­ნით, რომ ერთ მუშ­ტად ხართ შეკ­რუ­ლი. ჩვენ არ გვაქვს ხე­ლე­ბის ჩა­მოშ­ვე­ბის დრო, ბევ­რი ჩვე­ნი ადა­მი­ა­ნის გამო, რო­მე­ლიც დაგ­ვაკ­ლდა დღეს, რო­მე­ლიც და­ი­ჩაგ­რა, რო­მელ­მაც ყვე­ლა­ფე­რი გას­წი­რა იმი­სათ­ვის, რომ სა­ქარ­თვე­ლო დამ­დგა­რი­ყო ისევ ფეხ­ზე. ჩვენ დღეს არ გვაქვს უფ­ლე­ბა ბრძო­ლის შე­ჩე­რე­ბის, ბრძო­ლის დამ­თავ­რე­ბა არის სულ ახ­ლოს, გა­მარ­ჯვე­ბა არის ძა­ლი­ან ახ­ლოს, ერთი ხე­ლის გაწ­ვდე­ნა­ზე, ამა­ში ვარ აბ­სო­ლუ­ტუ­რად დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი. ცოტა კი­დევ მოთ­მი­ნე­ბა, ცოტა კი­დევ მი­წო­ლა, ცოტა კი­დევ გაძ­ლე­ბა, ცოტა მეტი ერ­თი­ა­ნო­ბა, ცოტა მეტი შე­ტე­ვი­თო­ბა და სულ რამ­დე­ნი­მე დღე­ში სა­ქარ­თვე­ლო გან­თა­ვი­სუფ­ლდე­ბა ამ კოშ­მა­რის­გან. სა­ქარ­თვე­ლო­ში აუ­ცი­ლებ­ლად გა­თენ­დე­ბა, და­ინ­გრე­ვა ტყუ­ი­ლის კოშ­კე­ბი და სა­ქარ­თვე­ლო და­ი­წყებს ისევ აღმშე­ნებ­ლო­ბას, გან­ვი­თა­რე­ბას და ისევ წავა წინ, მე ამა­ში ვარ აბ­სო­ლუ­ტუ­რად დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი“, - გა­ნა­ცხა­და სა­ა­კაშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, ბა­თუმ­ში კო­რო­ნა­ვირუ­სი ხე­ლოვ­ნუ­რად გა­ავ­რცე­ლეს.

„დღეს ჩვენ გვექ­მუ­რე­ბა ძა­ლი­ან მძი­მე და­ა­ვა­დე­ბა, რო­მე­ლიც აბ­სო­ლუ­ტუ­რად ხე­ლოვ­ნუ­რად გა­ავ­რცე­ლეს ბა­თუმ­ში, რო­დე­საც ყვე­ლა­ზე და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ქვეყ­ნი­დან ხე­ლოვ­ნუ­რად შე­მო­იყ­ვა­ნეს დიდი რა­ო­დე­ნო­ბით ე.წ დამ­სვე­ნებ­ლე­ბი. ჩვენ გვე­მუქ­რე­ბა ჩვე­ნი ჯან­მრთე­ლო­ბის გა­ნად­გუ­რე­ბა, ტუ­რის­ტუ­ლი ინ­დი­უსტრი­ის, ჩვე­ნი ეკო­ნო­მი­კის, თი­თო­ე­უ­ლი თქვენ­გა­ნის კე­თილ­დღე­ო­ბის გა­ნად­გუ­რე­ბა, მაგ­რამ ყვე­ლა­ფე­რი ეს შე­მობ­რუნ­დე­ბა 31 ოქ­ტომ­ბერს იმი­ტომ, რომ ჩვენ გვაქვს ზუს­ტი გეგ­მა. თქვე­ნი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტში იქ­ნე­ბა ლე­ვან ვარ­შა­ლო­მი­ძე, ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც აქამ­დე იყო უკ­რა­ი­ნის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი თა­ნამ­დე­ბო­ბის პირი.

მან მი­ა­ტო­ვა ეს ყვე­ლა­ფე­რი იმი­სათ­ვის, რომ და­უბ­რუნ­დეს მშობ­ლი­ურ ად­გილს და და­ას­რუ­ლოს ის პრო­ექ­ტი, რო­მე­ლიც ჩვენ ყვე­ლამ ერ­თად და­ვი­წყეთ. გავა 500 წელი და ყვე­ლას ემახ­სოვ­რე­ბა, რომ ამ ხალ­ხმა, ლე­ვან ვარ­შა­ლო­მი­ძემ და თი­თო­ე­ულ­მა თქვენ­გან­მა შექ­მნა აჭა­რის ის სას­წა­უ­ლი, რო­მელ­მაც გა­ა­ო­ცა მთე­ლი მსოფ­ლიო“, - გა­ნა­ცხა­და სა­ა­კაშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ALEXANDER
267

წინასაარჩევნო ისტერიისთვისაც კი ასეთი უსინდისო განცხადება უკვე ზღვარგადასული სიბილწეა. 

არ დამბლოკოთ
269

აუუუუ გაიტანეთ ეს გიჟი ერტხელ და სამუდამოდ თავის უტვინო სექტანტებიანად !!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

"ბათუმში კორონავირუსი ხელოვნურად გაავრცელეს... დაავადებული ქვეყნიდან შემოიყვანეს დიდი რაოდენობით ე.წ დამსვენებლები" - სააკაშვილი

"ბათუმში კორონავირუსი ხელოვნურად გაავრცელეს... დაავადებული ქვეყნიდან შემოიყვანეს დიდი რაოდენობით ე.წ დამსვენებლები" - სააკაშვილი

ჩვენ დღეს არ გვაქვს ბრძოლის შეჩერების უფლება, ბრძოლის დამთავრება და გამარჯვება არის ძალიან ახლოს, ერთი ხელის გაწვდენაზე, ამაში ვარ აბსოლუტურად დარწმუნებული, - ასე მიმართა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბათუმში გაერთიანებული ოპოზიციის პრეზენტაციაზე შეკრებილ მხარდამჭერებს.

სააკაშვილის თქმით, „საქართველოში აუცილებლად გათენდება, დაინგრევა ტყუილის კოშკები და საქართველო დაიწყებს ისევ აღმშენებლობას“.

„ჩემო განსაკუთრებულო ხალხო, ვერ წარმოიდგენთ როგორ მადგება ცრემლები, როდესაც ვუყურებ ჩვენს სიამაყეს, ჩვენს ბათუმს, ჩემი, ლევან ვარშალომიძის და თითოეული თქვენგანის ცხოვრების ერთ-ერთ მთავარ მიღწევას, როცა ვუყურებ იმ აღმშენებლობას, რომელიც ჰქონდა საქართველოს და განაცვიფრა მთელი მსოფლიო. მე მთელი მსოფლიო მაქვს მოვლილი, ძალიან ბევრი ქვეყანა მაქვს ნანახი, შემოვლილი მაქვს მთელი შავი ზღვისპირეთი, ვმართავდი შავი ზღვისპირეთს მეორე მხარეს, ოდესის ოლქს და ძალიან ბევრ სხვა ადგილას ვარ ნამყოფი და არაფერი არ არის ბათუმის ტოლი. არავის არ გაუკეთებია ასეთი დიდი აღმშენებლობა, არავის არ მიუღწევია ასეთი წარმატებისთვის, როგორც ჩვენ მივაღწიეთ იმ რამდენიმე ისტორიულ წელიწადში. მე მინდა გითხრათ, რომ ეს ყველაფერი არის მხოლოდ დასაწყისი.

მე ძალიან ვამაყობ თქვენით, რომ ერთ მუშტად ხართ შეკრული. ჩვენ არ გვაქვს ხელების ჩამოშვების დრო, ბევრი ჩვენი ადამიანის გამო, რომელიც დაგვაკლდა დღეს, რომელიც დაიჩაგრა, რომელმაც ყველაფერი გასწირა იმისათვის, რომ საქართველო დამდგარიყო ისევ ფეხზე. ჩვენ დღეს არ გვაქვს უფლება ბრძოლის შეჩერების, ბრძოლის დამთავრება არის სულ ახლოს, გამარჯვება არის ძალიან ახლოს, ერთი ხელის გაწვდენაზე, ამაში ვარ აბსოლუტურად დარწმუნებული. ცოტა კიდევ მოთმინება, ცოტა კიდევ მიწოლა, ცოტა კიდევ გაძლება, ცოტა მეტი ერთიანობა, ცოტა მეტი შეტევითობა და სულ რამდენიმე დღეში საქართველო განთავისუფლდება ამ კოშმარისგან. საქართველოში აუცილებლად გათენდება, დაინგრევა ტყუილის კოშკები და საქართველო დაიწყებს ისევ აღმშენებლობას, განვითარებას და ისევ წავა წინ, მე ამაში ვარ აბსოლუტურად დარწმუნებული“, - განაცხადა სააკაშვილმა.

მისივე თქმით, ბათუმში კორონავირუსი ხელოვნურად გაავრცელეს.

„დღეს ჩვენ გვექმურება ძალიან მძიმე დაავადება, რომელიც აბსოლუტურად ხელოვნურად გაავრცელეს ბათუმში, როდესაც ყველაზე დაავადებული ქვეყნიდან ხელოვნურად შემოიყვანეს დიდი რაოდენობით ე.წ დამსვენებლები. ჩვენ გვემუქრება ჩვენი ჯანმრთელობის განადგურება, ტურისტული ინდიუსტრიის, ჩვენი ეკონომიკის, თითოეული თქვენგანის კეთილდღეობის განადგურება, მაგრამ ყველაფერი ეს შემობრუნდება 31 ოქტომბერს იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს ზუსტი გეგმა. თქვენი წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში იქნება ლევან ვარშალომიძე, ადამიანი, რომელიც აქამდე იყო უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თანამდებობის პირი.

მან მიატოვა ეს ყველაფერი იმისათვის, რომ დაუბრუნდეს მშობლიურ ადგილს და დაასრულოს ის პროექტი, რომელიც ჩვენ ყველამ ერთად დავიწყეთ. გავა 500 წელი და ყველას ემახსოვრება, რომ ამ ხალხმა, ლევან ვარშალომიძემ და თითოეულმა თქვენგანმა შექმნა აჭარის ის სასწაული, რომელმაც გააოცა მთელი მსოფლიო“, - განაცხადა სააკაშვილმა.

გრიგოლ ვაშაძე: "კახურად შემოჰკარით და გადავაგდოთ ბატონ-ყმობა"

"ეხ, ეს გეგმაც როგორ გამიგო ივანიშვილმა, როგორ ჩამიშალა... როგორც გადავაბარეთ ხელისუფლება, ისე გადმოგვაბარებენ" - მიხეილ სააკაშვილი

LIVE - ეთერშია გადაცემა "პოლიტNEWS"