სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ყარაბაღის ომი აჩვენებს, რომ კავკასიაში რუსეთის გავლენა სუსტდება" -  რას წერს "დოიჩე ველე?
"ყარაბაღის ომი აჩვენებს, რომ კავკასიაში რუსეთის გავლენა სუსტდება" -  რას წერს "დოიჩე ველე?

გერ­მა­ნულ­მა რა­დი­ო­სად­გურ­მა "დო­ი­ჩე ვე­ლემ" («Deutsche Welle») თა­ვის ვებგ­ვერ­დზე გა­მო­აქ­ვეყ­ნა რუსი პო­ლი­ტი­კუ­რი მი­მომ­ხილ­ვე­ლის ფე­დორ კრა­შენ­ნი­კო­ვის სტა­ტია, სა­თა­უ­რით: "ყა­რა­ბა­ღის ომი აჩ­ვე­ნებს, რომ კავ­კა­სი­ა­ში რუ­სე­თის გავ­ლე­ნა სუს­ტდე­ბა", რო­მელ­შიც იგი მი­უ­თი­თებს: "მოს­კოვ­ში შე­თან­ხმე­ბუ­ლი ცე­ცხლის შე­წყვე­ტის რე­ჟი­მის დარ­ღვე­ვა იმის დე­მონ­სტრი­რე­ბაა, რომ კრემ­ლის სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კუ­რი ამ­ბი­ცი­ე­ბი არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა მის შე­საძ­ლებ­ლო­ბებს რე­გი­ონ­ში შექ­მნილ სი­ტუ­ა­ცი­ა­ზე გავ­ლე­ნის მოხ­დე­ნი­სათ­ვის".

გთა­ვა­ზობთ ამო­ნა­რიდს პუბ­ლი­კა­ცი­ი­დან:

  • მთი­ა­ნი ყა­რა­ბა­ღი - გა­მოწ­ვე­ვა რუ­სე­თი­სათ­ვის

კავ­კა­სი­ა­ში რუ­სე­თი ტრა­დი­ცი­უ­ლად აკონ­ტრო­ლებ­და სი­ტუ­ა­ცი­ას, მაგ­რამ ყა­რა­ბა­ღის დღე­ვან­დე­ლი ომი კრემ­ლი­სათ­ვის უდ­როო გა­მოწ­ვე­ვას წარ­მო­ად­გენს. დღეს რუ­სე­თი ძა­ლი­ან არა­სა­ხარ­ბი­ე­ლო მდგო­მა­რე­ო­ბა­შია - მოს­კოვს მკვეთ­რად გა­ურ­თულ­და და­სავ­ლეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა. კავ­კა­სი­ა­ში შექ­მნი­ლი სი­ტუ­ა­ცია კი მის­გან სტა­ტუ­სის და­მოწ­მე­ბას ითხოვს - იმ სტა­ტუ­სი­სა, რო­მელ­ზეც რუ­სეთს დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ჰქონ­და, კონ­კრე­ტუ­ლად კი - მშვი­დო­ბი­სა და სტა­ბი­ლუ­რო­ბის გა­რან­ტი­სა იმ სივ­რცე­ში, რო­მე­ლიც კრემ­ლმა თვი­თონ შე­მო­ფარ­გლა.

სომ­ხეთ­სა და აზერ­ბა­ი­ჯანს შო­რის არ­სე­ბუ­ლი მრა­ვალ­წლი­ა­ნი და­პი­რის­პი­რე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ყა­რა­ბა­ღის პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბა ამ ეტაპ­ზე თით­ქმის შე­უძ­ლე­ბე­ლია. ამის­თვის ხომ ერთ-ერთ ან ორი­ვე მხა­რეს მათ­თვის წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი ნა­ბი­ჯის გა­დად­გმა უნდა აი­ძუ­ლო: ან სომ­ხეთ­მა და ყა­რა­ბა­ღელ­მა სომ­ხებ­მა რე­გი­ო­ნი აზერ­ბა­ი­ჯა­ნის კუთ­ვნი­ლე­ბად უნდა აღი­ა­რონ, ან აზერ­ბა­ი­ჯან­მა უნდა გა­ნა­ცხა­დოს, რომ ყა­რა­ბა­ღი მისი ტე­რი­ტო­რია არ არის.

ორი­ვე ქვეყ­ნის პო­ლი­ტი­კუ­რი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბი­სათ­ვის მთი­ან ყა­რა­ბაღ­ზე უა­რის თქმა კა­ტას­ტრო­ფის ტოლ­ფა­სია, ამი­ტო­მაც ნუ­რა­ვის ექ­ნე­ბა იმის იმე­დი, რომ კონ­ფლიქ­ტის რო­მე­ლი­მე მო­ნა­წი­ლე ასეთ ნა­ბიჯს ნე­ბა­ყოფ­ლო­ბით გა­დად­გამს. მით უმე­ტეს, რომ არ­ცერ­თი არ დათ­მობს სა­კუ­თარ ინ­ტე­რე­სებს იმის გამო, რომ არი­ქა, რუ­სეთს რე­გი­ონ­ში სა­კუ­თა­რი იმი­ჯის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­ში და­ვეხ­მა­რო­თო. ასე­ვე არ შე­იძ­ლე­ბა თურ­ქე­თის და­ვი­წყე­ბა, რო­მე­ლიც აშ­კა­რად აქვს პრე­ტენ­ზია სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ა­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი რო­ლის შეს­რუ­ლე­ბა­ზე და არ არის და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი იმა­ში, რომ რე­გი­ო­ნის სა­კი­თხე­ბი მის და­უ­კი­თხა­ვად, სა­დღაც შორს, მოს­კოვ­ში გა­და­იჭ­რას, კრემ­ლის სა­სარ­გებ­ლოდ.

  • რუ­სე­თის გავ­ლე­ნის შე­სუს­ტე­ბა კავ­კა­სი­ა­ში

ყა­რა­ბა­ღის კონ­ფლიქ­ტის მოგ­ვა­რე­ბა მსოფ­ლიო პო­ლი­ტი­კის ერთ-ერთ ურ­თუ­ლეს ამო­ცა­ნას მი­ე­კუთ­ვნე­ბა და ამ სა­კი­თხის გა­და­წყვე­ტა, სა­ვა­რა­უ­დოდ, შე­საძ­ლე­ბე­ლია მხო­ლოდ იმ სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბი­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის ჩაბ­მით, რომ­ლებ­საც კონ­ფლიქ­ტის მხა­რე­ე­ბი­სად­მი არა­ნა­ი­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა არ აქვთ (ანუ მი­უმხრო­ბე­ლი სუ­ბი­ექ­ტე­ბის სა­ხით). ცალ­კე ამო­ცა­ნაა თურ­ქეთ­ზე და მის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა­ზე ზე­წო­ლის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა, რო­მე­ლიც თე­ო­რი­უ­ლად შე­იძ­ლე­ბა ნა­ტოს ჩარ­ჩო­ებ­ში მოხ­დეს, ანდა გავ­ლე­ნი­ან­მა მსოფ­ლიო ლი­დე­რებ­მა რე­ჯეფ ერ­დო­ღა­ნი და­არ­წმუ­ნონ, უარი თქვას ყა­რა­ბა­ღის საქ­მე­ებ­ში ჩა­რე­ვა­ზე...

რო­გორც ჩანს, რუ­სეთს, რო­მელ­მაც და­სავ­ლეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა გა­ი­ფუ­ჭა, ერთი მხრივ, არ შე­უძ­ლია და­პი­რის­პი­რე­ბუ­ლი მხა­რე­ე­ბი მშვი­დო­ბის დამ­ყა­რე­ბა­ზე აი­ძუ­ლოს და მე­ო­რე მხრივ - მზად არ არის იმის­თვის, რომ რე­გი­ონ­ში სხვა ქვეყ­ნებ­მა და სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­მა აქ­ტი­უ­რად იმოქ­მე­დონ. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, და­სა­წყი­სი­სათ­ვის კარ­გი იქ­ნე­ბო­და, რომ ცე­ცხლის შე­წყვე­ტის შე­თან­ხმე­ბა სრულ­დე­ბო­დეს, რის გა­რან­ტორ­საც რუ­სე­თი წარ­მო­ად­გენს. დღეს ლა­პა­რა­კი არ მი­დის რა­ღაც სა­ბო­ლოო ამო­ცა­ნა­ზე - მთი­ა­ნი ყა­რა­ბა­ღის სტა­ტუს­ზე, რად­გან ბა­ქო­სა და ერევ­ნის პო­ზი­ცი­ე­ბი ერ­თმა­ნე­თი­სა­გან შორს დგას. არა­ვინ იცის, რამ­დენ ხანს გაგ­რძელ­დე­ბა ეს ომი და რაც უფრო დიდ­ხანს იქ­ნე­ბა, უფრო აშ­კა­რა გახ­დე­ბა რუ­სე­თის გავ­ლე­ნის და­ცე­მა სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ა­ში.წყა­რო

სი­მონ კი­ლა­ძე

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
###
132

ვაი თქვენს პატრონს (და ჩვენსასაც) ევროპელებო, რომ რუსეთის როლი წესიერად ვერ შეგიფასებიათ, ამ საომარი მანქანის მთელ ევროპას გეშინიათ და ეკლების მოშორება პატარა თავქარიანი ქვეყნების(მაგ. საქართველო და ა.შ.) ხელით გინდათ მოახდინოთ. მიდით თქვენ თვითნ ეომეთ რუსეთს და მერე განაცხადეთ, დასუსტდა თუ მოძლიერდა

ტყუილად გგონიათ ეგრე
81

რუსეთი ელოდება, რომ იქნებ როგორმე საქართველო იქნას ჩარეული, რომ მერე ორი კურდღელი ერთად დაიჭიროს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

"ყარაბაღის ომი აჩვენებს, რომ კავკასიაში რუსეთის გავლენა სუსტდება" -  რას წერს "დოიჩე ველე?

"ყარაბაღის ომი აჩვენებს, რომ კავკასიაში რუსეთის გავლენა სუსტდება" -  რას წერს "დოიჩე ველე?

გერმანულმა რადიოსადგურმა "დოიჩე ველემ" («Deutsche Welle») თავის ვებგვერდზე გამოაქვეყნა რუსი პოლიტიკური მიმომხილველის ფედორ კრაშენნიკოვის სტატია, სათაურით: "ყარაბაღის ომი აჩვენებს, რომ კავკასიაში რუსეთის გავლენა სუსტდება", რომელშიც იგი მიუთითებს: "მოსკოვში შეთანხმებული ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევა იმის დემონსტრირებაა, რომ კრემლის საგარეო პოლიტიკური ამბიციები არ შეესაბამება მის შესაძლებლობებს რეგიონში შექმნილ სიტუაციაზე გავლენის მოხდენისათვის".

გთავაზობთ ამონარიდს პუბლიკაციიდან:

  • მთიანი ყარაბაღი - გამოწვევა რუსეთისათვის

კავკასიაში რუსეთი ტრადიციულად აკონტროლებდა სიტუაციას, მაგრამ ყარაბაღის დღევანდელი ომი კრემლისათვის უდროო გამოწვევას წარმოადგენს. დღეს რუსეთი ძალიან არასახარბიელო მდგომარეობაშია - მოსკოვს მკვეთრად გაურთულდა დასავლეთთან ურთიერთობა. კავკასიაში შექმნილი სიტუაცია კი მისგან სტატუსის დამოწმებას ითხოვს - იმ სტატუსისა, რომელზეც რუსეთს დიდი ხნის განმავლობაში ჰქონდა, კონკრეტულად კი - მშვიდობისა და სტაბილურობის გარანტისა იმ სივრცეში, რომელიც კრემლმა თვითონ შემოფარგლა.

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის არსებული მრავალწლიანი დაპირისპირების გათვალისწინებით, ყარაბაღის პრობლემის მოგვარება ამ ეტაპზე თითქმის შეუძლებელია. ამისთვის ხომ ერთ-ერთ ან ორივე მხარეს მათთვის წარმოუდგენელი ნაბიჯის გადადგმა უნდა აიძულო: ან სომხეთმა და ყარაბაღელმა სომხებმა რეგიონი აზერბაიჯანის კუთვნილებად უნდა აღიარონ, ან აზერბაიჯანმა უნდა განაცხადოს, რომ ყარაბაღი მისი ტერიტორია არ არის.

ორივე ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობისათვის მთიან ყარაბაღზე უარის თქმა კატასტროფის ტოლფასია, ამიტომაც ნურავის ექნება იმის იმედი, რომ კონფლიქტის რომელიმე მონაწილე ასეთ ნაბიჯს ნებაყოფლობით გადადგამს. მით უმეტეს, რომ არცერთი არ დათმობს საკუთარ ინტერესებს იმის გამო, რომ არიქა, რუსეთს რეგიონში საკუთარი იმიჯის შენარჩუნებაში დავეხმაროთო. ასევე არ შეიძლება თურქეთის დავიწყება, რომელიც აშკარად აქვს პრეტენზია სამხრეთ კავკასიაში განსაკუთრებული როლის შესრულებაზე და არ არის დაინტერესებული იმაში, რომ რეგიონის საკითხები მის დაუკითხავად, სადღაც შორს, მოსკოვში გადაიჭრას, კრემლის სასარგებლოდ.

  • რუსეთის გავლენის შესუსტება კავკასიაში

ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარება მსოფლიო პოლიტიკის ერთ-ერთ ურთულეს ამოცანას მიეკუთვნება და ამ საკითხის გადაწყვეტა, სავარაუდოდ, შესაძლებელია მხოლოდ იმ სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ჩაბმით, რომლებსაც კონფლიქტის მხარეებისადმი არანაირი ვალდებულება არ აქვთ (ანუ მიუმხრობელი სუბიექტების სახით). ცალკე ამოცანაა თურქეთზე და მის ხელმძღვანელობაზე ზეწოლის განხორციელება, რომელიც თეორიულად შეიძლება ნატოს ჩარჩოებში მოხდეს, ანდა გავლენიანმა მსოფლიო ლიდერებმა რეჯეფ ერდოღანი დაარწმუნონ, უარი თქვას ყარაბაღის საქმეებში ჩარევაზე...

როგორც ჩანს, რუსეთს, რომელმაც დასავლეთთან ურთიერთობა გაიფუჭა, ერთი მხრივ, არ შეუძლია დაპირისპირებული მხარეები მშვიდობის დამყარებაზე აიძულოს და მეორე მხრივ - მზად არ არის იმისთვის, რომ რეგიონში სხვა ქვეყნებმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა აქტიურად იმოქმედონ. რასაკვირველია, დასაწყისისათვის კარგი იქნებოდა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება სრულდებოდეს, რის გარანტორსაც რუსეთი წარმოადგენს. დღეს ლაპარაკი არ მიდის რაღაც საბოლოო ამოცანაზე - მთიანი ყარაბაღის სტატუსზე, რადგან ბაქოსა და ერევნის პოზიციები ერთმანეთისაგან შორს დგას. არავინ იცის, რამდენ ხანს გაგრძელდება ეს ომი და რაც უფრო დიდხანს იქნება, უფრო აშკარა გახდება რუსეთის გავლენის დაცემა სამხრეთ კავკასიაში. წყარო

სიმონ კილაძე

სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა აზერბაიჯანის პოზიციებს ცეცხლი გაუხსნეს - აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება

"მდინარეში თავს მაყოფინებდნენ და მირტყამდნენ... აღიარებას ითხოვდნენ" - რას ჰყვება აფხაზეთში ნაწამები რუსი ტურისტი და როგორ ეხმაურებიან ფაქტს სოხუმში?

"ვინმეს ჰქონდა იმედი, რომ თურქეთი ჩვენს დამოუკიდებლობას აღიარებდა?" - რა შეფასებები მოჰყვა დე ფაქტო აფხაზეთში ერდოღანის განცხადებას