სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბატონი სააკაშვილისთვის მასზე სისხლისსამართლებრივი გამოძიება არ იქნება სიახლე..." - რა განაცხადა გიორგი გახარიამ დავითგარეჯზე
"ბატონი სააკაშვილისთვის მასზე სისხლისსამართლებრივი გამოძიება არ იქნება სიახლე..." - რა განაცხადა გიორგი გახარიამ დავითგარეჯზე

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის, გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას გან­ცხა­დე­ბით, და­ვით­გა­რე­ჯის ის­ტო­რია წლე­ბის წინ და­ი­წყო და ოპო­ზი­ცი­ამ სა­კუ­თარ თავს უნდა ჰკი­თხოს, რა­ტომ და­ი­წყო გა­მო­ძი­ე­ბა მა­ინ­ცდა­მა­ინც ახლა.

რო­გორც გა­ხა­რი­ამ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და, და­ვით გა­რე­ჯის სა­კი­თხის გამ­წვა­ვე­ბა­ში ოპო­ზი­ცი­ის წვლი­ლია.

"და­ვით გა­რე­ჯის ის­ტო­რია არ და­წყე­ბუ­ლა არც გუ­შინ, არც 1 თვის წინ. და­ვით­გა­რე­ჯის ის­ტო­რია წლე­ბის წინ და­ი­წყო. ბოლო გამ­წვა­ვე­ბუ­ლი ტალ­ღა და­ი­წყო 1 წლის, წე­ლი­წად­ნა­ხევ­რის წინ და ზუს­ტად იმ ოპო­ზი­ცი­ის, რო­მე­ლიც ამ პრო­ვო­კა­ცი­ულ კი­თხვას სვამს, დიდი წვლი­ლი იყო ამ სა­კი­თხის გამ­წვა­ვე­ბა­ში. კი­თხვა, რა­ტომ მა­ინ­ცდა­მა­ინც ახლა, მათ თა­ვის თავს უნდა და­უს­ვან“,- გა­ნა­ცხა­და პრე­მი­ერ­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა აზერ­ბა­ი­ჯან­თან ურ­თი­ერ­თო­ბას, რო­გორც გა­ხა­რია აღ­ნიშ­ნავს, სა­ზღვრის დე­ლი­მი­ტა­ცია-დე­მარ­კა­ცი­ის თემა ორ­მხრი­ვია და აზერ­ბა­ი­ჯან­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის შე­დე­გად გა­და­წყდე­ბა.

"აზერ­ბა­ი­ჯა­ნი არის ჩვე­ნი მე­ზო­ბე­ლი, მე­გო­ბა­რი და სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რი, შე­სა­ბა­მი­სად, ნე­ბის­მი­ე­რი სა­კი­თხი, რო­მე­ლიც ეხე­ბა სა­ზღვრის დე­ლი­მი­ტა­ცია-დე­მარ­კა­ცი­ას, არის ორ­მხრი­ვი თემა, რო­მე­ლიც სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რო­ბის, მე­გობ­რე­ბის ფარ­გლებ­ში და მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის შე­დე­გად გა­და­წყდე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და გა­ხა­რი­ამ.

პრე­მი­ე­რი ასე­ვე გა­მო­ეხ­მა­უ­რა სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბას, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას სურს მას მი­წე­ბის გა­ყიდ­ვა და­აბ­რა­ლოს. რო­გორც გა­ხა­რია აცხა­დებს, ეს საქ­მე გა­მო­ძი­ე­ბის პრე­რო­გა­ტი­ვაა.

"ეს არის სრუ­ლად გა­მო­ძი­ე­ბის პრე­რო­გა­ტი­ვა, ქვე­ყა­ნა­ში ინ­დულ­გენ­ცია არა­ვის აქვს, მი­თუ­მე­ტეს ბა­ტო­ნი სა­ა­კაშ­ვი­ლის­თვის მას­ზე სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რი­ვი გა­მო­ძი­ე­ბა არ იქ­ნე­ბა სი­ახ­ლე“, - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ.

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
"ოცნების" საქმენი საგმირნო-საკვირველნი
81

1. ცოცხები

2. რაფაელიანცის ბავშვი

3. ეროსი კიწმარიშვილი

4. საყდრისი

5. ანაკლია

6. გავრილოვი გამსახურდიას სავარძელში

7. ახალგაზრდებისთვის თვალების დათხრა

...

...

41.რუსეთიდან გამოგზავნილი "რუკა" - პუტინის საჩუქარი

თეა
22

რა ძალით აპიარებენ ამ კაცს 8 წელია.........

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს - დუშეთში, ერთ-ერთ სასტუმროში სავარაუდოდ, მოწყობილი იყო ე.წ. ქოლცენტრი
ავტორი:

"ბატონი სააკაშვილისთვის მასზე სისხლისსამართლებრივი გამოძიება არ იქნება სიახლე..." - რა განაცხადა გიორგი გახარიამ დავითგარეჯზე

"ბატონი სააკაშვილისთვის მასზე სისხლისსამართლებრივი გამოძიება არ იქნება სიახლე..." - რა განაცხადა გიორგი გახარიამ დავითგარეჯზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, დავითგარეჯის ისტორია წლების წინ დაიწყო და ოპოზიციამ საკუთარ თავს უნდა ჰკითხოს, რატომ დაიწყო გამოძიება მაინცდამაინც ახლა.

როგორც გახარიამ ბრიფინგზე განაცხადა, დავით გარეჯის საკითხის გამწვავებაში ოპოზიციის წვლილია.

"დავით გარეჯის ისტორია არ დაწყებულა არც გუშინ, არც 1 თვის წინ. დავითგარეჯის ისტორია წლების წინ დაიწყო. ბოლო გამწვავებული ტალღა დაიწყო 1 წლის, წელიწადნახევრის წინ და ზუსტად იმ ოპოზიციის, რომელიც ამ პროვოკაციულ კითხვას სვამს, დიდი წვლილი იყო ამ საკითხის გამწვავებაში. კითხვა, რატომ მაინცდამაინც ახლა, მათ თავის თავს უნდა დაუსვან“,- განაცხადა პრემიერმა.

რაც შეეხება აზერბაიჯანთან ურთიერთობას, როგორც გახარია აღნიშნავს, საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის თემა ორმხრივია და აზერბაიჯანთან მოლაპარაკებების შედეგად გადაწყდება.

"აზერბაიჯანი არის ჩვენი მეზობელი, მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორი, შესაბამისად, ნებისმიერი საკითხი, რომელიც ეხება საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციას, არის ორმხრივი თემა, რომელიც სტრატეგიული პარტნიორობის, მეგობრების ფარგლებში და მოლაპარაკებების შედეგად გადაწყდება“, - განაცხადა გახარიამ.

პრემიერი ასევე გამოეხმაურა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომ ხელისუფლებას სურს მას მიწების გაყიდვა დააბრალოს. როგორც გახარია აცხადებს, ეს საქმე გამოძიების პრეროგატივაა.

"ეს არის სრულად გამოძიების პრეროგატივა, ქვეყანაში ინდულგენცია არავის აქვს, მითუმეტეს ბატონი სააკაშვილისთვის მასზე სისხლისსამართლებრივი გამოძიება არ იქნება სიახლე“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

"თუ მსგავსი ტენდენცია შევინარჩუნეთ უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში, ეტაპობრივი გახსნა შეიძლება უფრო ადრე დავიწყოთ" - გიორგი გახარია

განათლების სამინისტროს კულტურისა და სპორტის ნაწილი გამოეყოფა - "ახალი უწყება კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სახელით იფუნქციონირებს"

LIVE - ეთერშია გადაცემა "პოლიტNEWS"