სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საუბარი ჩემსა და ივერი მელაშვილს შორის დაიძაბა... დავით ჯალაღონია ცდილობდა სიტუაციის განმუხტვას" - "კარტოგრაფების საქმეზე" ახალი ჩვენებები გასაჯაროვდა
"საუბარი ჩემსა და ივერი მელაშვილს შორის დაიძაბა... დავით ჯალაღონია ცდილობდა სიტუაციის განმუხტვას" - "კარტოგრაფების საქმეზე" ახალი ჩვენებები გასაჯაროვდა

"მთა­ვა­რი არხი" ე.წ. კარ­ტოგ­რა­ფე­ბის საქ­მე­ზე და­კი­თხუ­ლი ირმა გა­ბუ­ნი­ას და სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბის კარ­ტოგ­რა­ფია-გე­ო­დე­ზი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სის ნო­დარ ხორ­ბა­ლა­ძის ჩვე­ნე­ბებს ასა­ჯა­რო­ებს.

გა­ბუ­ნია, რო­მელ­მაც კო­მი­სი­ა­ში 2019 წელს ნა­ტა­ლია ილი­ჩო­ვა შეც­ვა­ლა, ამ­ბობს, მან რუ­კე­ბი წი­ნა­მორ­ბე­დის­გან გა­და­ი­ბა­რა და იმა­ვე ოთახ­ში (სე­იფ­ში) შე­ი­ნა­ხა, სა­დაც ილი­ჩო­ვა მუ­შა­ობ­და.

"მას შემ­დეგ, რაც მოხ­და კო­მი­სი­ა­ში ნა­ტა­ლია ილი­ჩო­ვას ჩე­მით ჩა­ნაც­ვლე­ბა, მან გად­მომ­ცა სა­ქარ­თვე­ლო-აზერ­ბა­ი­ჯა­ნის დე­ლი­მი­ტა­ცია-დე­მარ­კა­ცას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი დო­კუ­მენ­ტა­ცია და რუ­კე­ბი. აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით რა­ი­მე სა­ხის მი­ღე­ბა-ჩა­ბა­რე­ბის ან სხვა რამე წე­რი­ლო­ბი­თი აქტი არ შედ­გე­ნი­ლა. უბ­რა­ლოდ მი­თხრა, რომ ეს იყო მის ხელთ არ­სე­ბუ­ლი მა­სა­ლე­ბი და ვი­ნა­ი­დან ვი­ყა­ვი კო­მი­სი­ის წევ­რი, მქონ­და მე. გად­მო­ცე­მუ­ლი მა­სა­ლე­ბი შე­ვი­ნა­ხე სა­მუ­შაო ოთახ­ში გან­თავ­სე­ბულ რკი­ნის სე­იფ­ში, რო­მელ­საც ვი­ყე­ნებ­დით მე და ნა­ტა­ლია ილი­ჩო­ვა.

აღ­ნიშ­ნუ­ლი დე­და­ნი რუ­კე­ბი 2019 წლის მა­ი­სის შემ­დეგ ზუს­ტი თა­რიღს ვერ ვიხ­სე­ნებ, გად­მომ­ცა ნა­ტა­ლია ილი­ჩო­ვამ, სამ­სა­ხურ­ში ჩვენს სა­მუ­შაო ოთახ­ში. ხოლო რაც შე­ე­ხე­ბა 1937 წლის გა­მო­ცე­მა რუ­კის ასლი ნო­მერკლა­ტუ­რით K-38 XXII - არ ვიცი ნა­ტა­ლია ილი­ჩო­ვამ გად­მომ­ცა, თუ მე მი­ვი­ღე ურ­თი­ერ­თგაც­ვლი­სას, რო­გორც კო­მი­სი­ის წევ­რმა, სხვა კო­მი­სი­ის წევ­რე­ბის­გან, არ ვიცი აქვს თუ არა დე­და­ნი და არც ის ვიცი თუ ვინ შე­იძ­ლე­ბა იცო­დეს აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ, - წერს ჩვე­ნე­ბა­ში ირმა გა­ბუ­ნია.

ასევე დაგაინტერესებთ
20:47 / 12-10-2020

"ეს ინფორმაცია შემიძლია ნებისმიერ დროს მივაწოდო პროკურორს..." - პრეზიდენტი დავითგარეჯის საქმეზე განცხადებას ავრცელებს

19:48 / 13-10-2020

"ჩამოვედი საქართველოში, მინდოდა გაჟღერებულიყო ჩემს მიერ გაკეთებული ეროვნული საქმე" - რას ამბობს ბიზნესმენი, რომელმაც პროკურატურას რუკები გადასცა?

17:09 / 14-10-2020

"ბიზნესმენ დავით ხიდაშელის მიერ გადმოცემული მასალები აბსოლუტურად სანდოა... დოკუმენტები გადავეცით აზერბაიჯანულ მხარეს" - ლაშა დარსალია

15:47 / 15-10-2020

"ბატონი სააკაშვილისთვის მასზე სისხლისსამართლებრივი გამოძიება არ იქნება სიახლე..." - რა განაცხადა გიორგი გახარიამ დავითგარეჯზე

15:47 / 18-10-2020

ბიზნესმენ დავით ხიდაშელის ჩვენების დეტალები - "ჩემმა მეგობარმა ბეჟან მაისურაძემ მთხოვა დავხმარებოდი რუკების მოძიებაში..."

რაც შე­ე­ხე­ბა ნო­დარ ხორ­ბა­ლა­ძის ჩვე­ნე­ბას, იქ კონ­კრე­ტუ­ლი შეხ­ვედ­რაა ნახ­სე­ნე­ბი, რო­მელ­საც კო­მი­სი­ის წევ­რებ­თან ერ­თად თავ­დაც­ვის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი მინ­დია ჯა­ნე­ლი­ძეც ეს­წრე­ბო­და.

რო­გორც ხორ­ბა­ლა­ძე ჰყვე­ბა, ამ შეხ­ვედ­რა­ზე მათ ივე­რი მე­ლაშ­ვილ­თან მცი­რე კა­მა­თი მო­უ­ვი­და.

"მე წარ­მო­ვად­გი­ნე ჩემ მიერ მო­ძი­ე­ბუ­ლი რუ­კე­ბი, ასე­ვე კრი­ზი­სე­ბის საბ­ჭოს მიერ მო­ძი­ე­ბუ­ლი რუკა. ივე­რი მე­ლაშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ წარ­დგე­ნი­ლი რუ­კე­ბი არ უნდა ყო­ფი­ლი­ყო სა­ხელ­მძღვა­ნე­ლოდ გა­მო­სა­ყე­ნე­ბე­ლი აზერ­ბა­ი­ჯან­თან სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვრის სა­კი­თხებ­ზე მსჯე­ლო­ბი­სას, თუმ­ცა თა­ვი­სი აზ­რის გა­სამ­ყა­რებ­ლად ვერ­ცერ­თი არ­გუ­მენ­ტი ვერ მოჰ­ყავ­და. სა­უ­ბა­რი ჩემ­სა და ივე­რი მე­ლაშ­ვილს შო­რის და­ი­ძა­ბა და და­ვით ჯა­ლა­ღო­ნია ცდი­ლობ­და სი­ტუ­ა­ცი­ის გან­მუხ­ტვას - წერს ნო­დარ ხორ­ბა­ლა­ძე ჩვე­ნე­ბა­ში, რო­მელ­საც "მთა­ვა­რი არხი" ავ­რცე­ლებს.

ცნო­ბის­თვის, რამ­დე­ნი­მე დღის წინ ნო­დარ ხორ­ბა­ლა­ძემ გან­მარ­ტა, რომ კო­მი­სი­ის წევ­რი 2013 წლი­დან იყო, თუმ­ცა აღ­ნიშ­ნუ­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბის მო­ძი­ე­ბა მის ჯგუფს არ ჩა­უ­ტა­რე­ბია.

"2013 წლი­დან მე ამ კო­მი­სი­ის წევ­რი გახ­ლა­ვართ, მაგ­რამ ამ დო­კუ­მენ­ტე­ბის მო­ძი­ე­ბა მე და ჩემს ჯგუფს არ ჩაგ­ვი­ტა­რე­ბია ამ კო­მი­სი­ის ფარ­გლებ­ში, ეს ჩა­ვა­ტა­რეთ თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი­სა და იმ­დრო­ინ­დე­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის და­ვა­ლე­ბით. ეს იყო 2014 წელს" - აღ­ნიშ­ნა მან "იმე­დის" ეთერ­ში.

მკითხველის კომენტარები / 20 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სიმართლე მწარეა
574

დავით გარეჯი არის და იქნება საქართველოს შემადგენელი ნაწილი, საქართველოს მოღალატეები .... ვინც ეს გააკეთებინა ამ ხალხს ის გამოიძიეთ

zaza
106

სააკაშვილს რატომ არ ეკითხებით უმაგისოდ ხომ არაფერი მოხდებოდა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"საუბარი ჩემსა და ივერი მელაშვილს შორის დაიძაბა... დავით ჯალაღონია ცდილობდა სიტუაციის განმუხტვას" - "კარტოგრაფების საქმეზე" ახალი ჩვენებები გასაჯაროვდა

"საუბარი ჩემსა და ივერი მელაშვილს შორის დაიძაბა... დავით ჯალაღონია ცდილობდა სიტუაციის განმუხტვას" - "კარტოგრაფების საქმეზე" ახალი ჩვენებები გასაჯაროვდა

"მთავარი არხი" ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე დაკითხული ირმა გაბუნიას და საქართველოს თავდაცვის ძალების კარტოგრაფია-გეოდეზიის დეპარტამენტის უფროსის ნოდარ ხორბალაძის ჩვენებებს ასაჯაროებს.

გაბუნია, რომელმაც კომისიაში 2019 წელს ნატალია ილიჩოვა შეცვალა, ამბობს, მან რუკები წინამორბედისგან გადაიბარა და იმავე ოთახში (სეიფში) შეინახა, სადაც ილიჩოვა მუშაობდა.

"მას შემდეგ, რაც მოხდა კომისიაში ნატალია ილიჩოვას ჩემით ჩანაცვლება, მან გადმომცა საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაცასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია და რუკები. აღნიშნულთან დაკავშირებით რაიმე სახის მიღება-ჩაბარების ან სხვა რამე წერილობითი აქტი არ შედგენილა. უბრალოდ მითხრა, რომ ეს იყო მის ხელთ არსებული მასალები და ვინაიდან ვიყავი კომისიის წევრი, მქონდა მე. გადმოცემული მასალები შევინახე სამუშაო ოთახში განთავსებულ რკინის სეიფში, რომელსაც ვიყენებდით მე და ნატალია ილიჩოვა.

აღნიშნული დედანი რუკები 2019 წლის მაისის შემდეგ ზუსტი თარიღს ვერ ვიხსენებ, გადმომცა ნატალია ილიჩოვამ, სამსახურში ჩვენს სამუშაო ოთახში. ხოლო რაც შეეხება 1937 წლის გამოცემა რუკის ასლი ნომერკლატურით K-38 XXII - არ ვიცი ნატალია ილიჩოვამ გადმომცა, თუ მე მივიღე ურთიერთგაცვლისას, როგორც კომისიის წევრმა, სხვა კომისიის წევრებისგან, არ ვიცი აქვს თუ არა დედანი და არც ის ვიცი თუ ვინ შეიძლება იცოდეს აღნიშნულის შესახებ, - წერს ჩვენებაში ირმა გაბუნია.

რაც შეეხება ნოდარ ხორბალაძის ჩვენებას, იქ კონკრეტული შეხვედრაა ნახსენები, რომელსაც კომისიის წევრებთან ერთად თავდაცვის ყოფილი მინისტრი მინდია ჯანელიძეც ესწრებოდა.

როგორც ხორბალაძე ჰყვება, ამ შეხვედრაზე მათ ივერი მელაშვილთან მცირე კამათი მოუვიდა.

"მე წარმოვადგინე ჩემ მიერ მოძიებული რუკები, ასევე კრიზისების საბჭოს მიერ მოძიებული რუკა. ივერი მელაშვილმა აღნიშნა, რომ წარდგენილი რუკები არ უნდა ყოფილიყო სახელმძღვანელოდ გამოსაყენებელი აზერბაიჯანთან სახელმწიფო საზღვრის საკითხებზე მსჯელობისას, თუმცა თავისი აზრის გასამყარებლად ვერცერთი არგუმენტი ვერ მოჰყავდა. საუბარი ჩემსა და ივერი მელაშვილს შორის დაიძაბა და დავით ჯალაღონია ცდილობდა სიტუაციის განმუხტვას - წერს ნოდარ ხორბალაძე ჩვენებაში, რომელსაც "მთავარი არხი" ავრცელებს.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ ნოდარ ხორბალაძემ განმარტა, რომ კომისიის წევრი 2013 წლიდან იყო, თუმცა აღნიშნული დოკუმენტების მოძიება მის ჯგუფს არ ჩაუტარებია.

"2013 წლიდან მე ამ კომისიის წევრი გახლავართ, მაგრამ ამ დოკუმენტების მოძიება მე და ჩემს ჯგუფს არ ჩაგვიტარებია ამ კომისიის ფარგლებში, ეს ჩავატარეთ თავდაცვის მინისტრისა და იმდროინდელი პრემიერ-მინისტრის დავალებით. ეს იყო 2014 წელს" - აღნიშნა მან "იმედის" ეთერში.

"მათ გააჩნდათ უძრავი ქონებები და საბანკო ანგარიშზე ანაბარი... გირაოს განსაზღვრისას მხედველობაში ეს იყო მიღებული" - პროკურორი

"ნამდვილად საქართველოშია, ქვეყანა არ დაუტოვებია... ყველაზე მეტად ჩვენ გვინდა, რომ ეს ადამიანი დავაკავოთ" - გომელაური ესებუაზე

13 წლის ილია ფილფანის ოჯახმა დაკარგულის ძებნა ენგურჰესში დაიწყო