სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"აქაური სომხები არსად წავლენ, სხვა გაჭირვებულებს დააფინანსებენ და გაუშვებენ" - ოკუპირებული აფხაზეთიდან ყარაბაღში მოხალისეები მიდიან
"აქაური სომხები არსად წავლენ, სხვა გაჭირვებულებს დააფინანსებენ და გაუშვებენ" - ოკუპირებული აფხაზეთიდან ყარაბაღში მოხალისეები მიდიან

ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთ­ში ყა­რა­ბაღ­ში მო­ხა­ლი­სედ წა­სას­ვლე­ლად ემ­ზა­დე­ბი­ან, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ად­გი­ლობ­რივ­მა ე.წ. პარ­ლა­მენ­ტმა გა­ნა­ცხა­და, რომ "სო­ხუმ­მა ამ კონ­ფლიქ­ტში ნე­იტ­რა­ლუ­რი პო­ზი­ცია უნდა და­ი­ჭი­როს და მხა­რე­ებს ვი­თა­რე­ბის და­რე­გუ­ლი­რე­ბის­კენ მო­უ­წო­და..."

მათ მი­მარ­თვას აფხა­ზურ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მო­საზ­რე­ბე­ბი მოჰ­ყვა.

რამ­დე­ნი­მე რა­დი­კა­ლუ­რი პო­ზი­ცი­ით ცნო­ბილ­მა აფხა­ზურ­მა პარ­ტი­ამ, მათ შო­რის "არუ­ამ", გან­ცხა­დე­ბით მი­მარ­თა ბჟა­ნია-ან­ქვა­ბის გუნდს, უფრო მკა­ფიო პო­ზი­ცია ჰქონ­დეს მოძ­მე არ­წა­ხის რეს­პუბ­ლი­კის (მთი­ა­ნი ყა­რა­ბა­ღის რე­გი­ო­ნი) და აზერ­ბა­ი­ჯა­ნის აგ­რე­სი­უ­ლი ქმე­დე­ბე­ბი დაგ­მოს. ასე­ვე, აფხა­ზე­თის სა­ზო­გა­დო­ებ­რივ-პო­ლი­ტი­კურ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს მო­ვუ­წო­დებთ გა­ერ­თი­ან­დნენ არ­წა­ხის და­სახ­მა­რებ­ლად და ად­გი­ლობ­რი­ვი თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა და და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის­თვის მებ­რძო­ლი ხალ­ხის და­სახ­მა­რებ­ლად გარ­კვე­უ­ლი ზო­მე­ბი დავ­გეგ­მოთ. ასე­ვე აფხა­ზეთ­ში არ­სე­ბულ სომ­ხურ დი­ას­პო­რას მო­ვუ­წო­დებთ, გა­ემ­გზავ­როს მათ და­სახ­მა­რებ­ლად..." - წერს "არუ­ას" წარ­მო­მად­გენ­ლო­ბა.

და­ახ­ლო­ე­ბით მსგავს მი­მარ­თვას ავ­რცე­ლებს "ამ­ცა­ხა­რაც".

"გვახ­სოვს და ვა­ფა­სებთ სო­მე­ხი ძმე­ბის დახ­მა­რე­ბას აფხა­ზე­თის ომში... ბევ­რმა მათ­გან­მა საბ­რძო­ლო ჯილ­დოც და­იმ­სა­ხუ­რა და აფხა­ზე­თის ეროვ­ნუ­ლი გმი­რია, ბევ­რმა ჭრი­ლო­ბაც მი­ი­ღო..." - წერს "ამ­ცა­ხა­რა", თუმ­ცა, მო­ხა­ლი­სე­ო­ბის­კენ მო­წო­დე­ბა მათ გან­ცხა­დე­ბა­ში არ არის.

აფხა­ზე­თის სომ­ხურ დი­ას­პო­რა­ში 42 000-მდე ადა­მი­ა­ნი ირი­ცხე­ბა. მათ სო­ცი­ა­ლურ გვერ­დზე გა­ა­კე­თეს მი­მარ­თვა, რომ იგეგ­მე­ბა სა­ა­კორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს შექ­მნა, "რათა პირ­ველ ეტაპ­ზე არ­ცახ­ში ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი დახ­მა­რე­ბა მა­ინც გა­იგ­ზავ­ნოს..."

სომ­ხუ­რი დი­ას­პო­რის ხელ­მძღვა­ნელი გა­ლუს ტრა­პი­ზო­ნი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბას მო­უ­წო­დებს სო­ხუ­მის მო­ე­დან­ზე მო­ი­ტა­ნოს ყვე­ლა­ნა­ი­რი დახ­მა­რე­ბა: მე­დი­კა­მენ­ტე­ბი, პირ­ვე­ლა­დი მოხ­მა­რე­ბის ნივ­თე­ბი, არა­მალ­ფუ­ჭე­ბა­დი საკ­ვე­ბი, შა­ქა­რი... ვი­საც რა შე­უძ­ლია და იქვე მდგარ მან­ქა­ნის სა­ბარ­გულ­ში ჩა­ა­წყონ. სხვე­ბის თქმით, გახ­სნი­ლი ან­გა­რი­ში, სა­დაც მსურ­ვე­ლებს თან­ხის ჩა­რიხ­ვა შე­უძ­ლი­ათ.

რუ­სუ­ლი გა­მო­ცე­მა EADaily-ის სა­ი­ტის თა­ნამ­შრომ­ლის ცნო­ბით, მა­შინ, რო­დე­საც ის აე­რო­პორ­ტში ერე­ვა­ნი-სო­ჭის მარ­შრუტს ელო­დე­ბო­და, ახალ­გაზ­რდა მო­ხა­ლი­სე­ე­ბი შე­ნიშ­ნა, სა­ძი­ლე ტომ­რე­ბით ზურ­გზე... "მათ­თან სა­უბ­რის სა­შუ­ა­ლე­ბა მო­მე­ცა და მი­თხრეს, რომ აფხა­ზეთ­ში და­ბა­დე­ბულ-გაზ­რდი­ლე­ბი არი­ან, ზოგს მათ­განს 90-იან წლე­ბის ომში მო­უ­წია მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, ზოგს - არა, თუმ­ცა, სა­მარ­თალ­დამ­ცვალ ორ­გა­ნო­ებ­ში მუ­შა­ო­ბენ და ია­რაღ­თან ურ­თერ­თო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა აქვთ. ერთ-ერ­თმა მი­თხრა, რომ თა­ვი­სი ხალ­ხის მხარ­და­სა­ჭე­რად მი­დის..." - წერს ekhokavkaza.com.

ამ ინი­ცი­ა­ტი­ვას აფხაზ ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბელ­ში აზ­რთა სხვა­დას­ხვა­ო­ბა მოჰ­ყვა, ნა­წი­ლის თქმით, ძა­ლი­ან სწო­რია, რომ სომ­ხე­ბი თა­ვი­ან­თი ხალ­ხის და­სახ­მა­რებ­ლად მი­დი­ან, თუმ­ცა, მი­უ­ღე­ბე­ლია, რომ ისი­ნი ამის­კენ აფხა­ზებ­საც მო­უ­წო­დე­ბენ, იმ მო­ტი­ვით, რომ თა­ვად იბ­რძოდ­ნენ აფხა­ზეთ­ში...

"აქ ბიზ­ნე­სე­ბის მარ­თვას, წა­ვიდ­ნენ და მი­ეხ­მა­რონ თა­ვი­ანთ ხალ­ხს, მაგ­რამ ესე­ნი არ წავ­ლენ, სხვა, გა­ჭირ­ვე­ბუ­ლებს და­ა­ნა­მუ­სე­ბენ, და­ა­ფი­ნან­სე­ბენ და გა­უშ­ვე­ბენ, რომ დი­ას­პო­რის თვალ­ში ცუდი ტი­პე­ბი არ გა­მო­ვიდ­ნენ, - აი, ჩვენც ძა­ლი­ან დიდ საქ­მეს ვა­კე­თებ­თო... არ გა­მი­გია, რო­მე­ლი­მე ბიზ­ნეს­მენს გა­ეშ­ვა თა­ვი­სი შვი­ლი, თუმ­ცა, სხვებს მის­ცეს ფული. ეს არ არის ჩვე­ნი ომი, არ და­გა­ვი­წყდეთ, რომ აზერ­ბი­ა­ჯანს ეხ­მა­რე­ბა თურ­ქე­თი, იქ კი ჩვე­ნი ათა­სო­ბით აფხა­ზი ცხოვ­რობს" - წერს ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხა­რე­ბე­ლი მაია ბეია.

"საქ­მე ძა­ლი­ან მარ­ტი­ვად მოგ­ვარ­დე­ბო­და, აზერ­ბა­ი­ჯანს სომ­ხეთ­მა ის შვი­დი რა­ი­ო­ნი და­უბ­რუ­ნოს და და­ნარ­ჩე­ნის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა აღი­ა­როს, მაგ­რამ არ სურთ და ომს აგ­რძე­ლე­ბენ, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ უზარ­მა­ზა­რი და­ნა­კარ­გი აქვთ, არა­და, აზერ­ბა­ი­ჯანს მხო­ლოდ ის შვი­დი რა­ი­ო­ნი სურს, თა­ვი­სი 150 000 ათა­სი მო­სახ­ლით, მერე რაც გინ­და ის ქე­ნიო, ეუბ­ნე­ბი­ან, მაგ­რამ ამათ, არა, ყვე­ლა­ფე­რი მი­წას­თან უნდა გა­ვას­წო­რო­თო და ორი­ვე მხა­რე ყვე­ლა­ნა­ი­რი კა­ლიბ­რის ია­რა­ღი­დან ის­ვრის", - წერს ალი­კა ვო­უ­ბა.

"ომმა კარ­გი არა­ფე­რი მოგ­ვი­ტა­ნა. იმე­დია, ჩვე­ნი ახალ­გაზ­რდე­ბი, რო­მელ­თაც ომი მხო­ლოდ მო­ყო­ლით იცი­ან, არ წავ­ლენ, თო­რემ მი­ვი­ღებთ ახალ გა­უ­ბე­დუ­რე­ბულ ადა­მი­ა­ნებს, ოჯა­ხებს, ომის სინ­დრო­მის გა­ნახ­ლე­ბას... შემ­დეგ, იქ ნამ­ყო­ფი სომ­ხე­ბი დაბ­რუნ­დე­ბი­ან ფსი­ქი­კა და ჯან­მრთე­ლო­ბა მომ­სპა­რი, ნა­წი­ლი, ალ­ბათ ნარ­კო­და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბიც და აქ დარ­ჩე­ნი­ლებს და­ე­რე­ვი­ან, რომ­ლე­ბიც მათ მო­რა­ლურ მხარ­და­ჭე­რას უცხა­დებ­დნენ. მათი მკურ­ნა­ლო­ბის სახ­სრე­ბი ჩვენ აღარ გვექ­ნე­ბა, პა­ტა­რა აფხა­ზე­თის­თვის, ეს ყვე­ლა­ფე­რი მძი­მე დარ­ტყმაა, მით უფრო, რომ მათ აუ­ცი­ლებ­ლად გაჰ­ყვე­ბი­ან ჩვე­ნი ბი­ჭე­ბიც... უკვე არის ამის სიგ­ნა­ლე­ბი..." - მი­აჩ­ნია ლია კო­კოს­კე­რი­ას.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
lado
38

აფსუები ომში უნდა დაეხმარონ სომხებს თუ რუსებივით მოღალატეები არ არიან

ხოოოოო
2

სავსეა თურქეთი აფსუებით. ისინი ალბათ აზერებს დაეხმარებიან. ხოდა პირდაპირ სოხუმში რომ გაერჩიათ საქმე ვერა?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

"აქაური სომხები არსად წავლენ, სხვა გაჭირვებულებს დააფინანსებენ და გაუშვებენ" - ოკუპირებული აფხაზეთიდან ყარაბაღში მოხალისეები მიდიან

"აქაური სომხები არსად წავლენ, სხვა გაჭირვებულებს დააფინანსებენ და გაუშვებენ" - ოკუპირებული აფხაზეთიდან ყარაბაღში მოხალისეები მიდიან

ოკუპირებულ აფხაზეთში ყარაბაღში მოხალისედ წასასვლელად ემზადებიან, მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივმა ე.წ. პარლამენტმა განაცხადა, რომ "სოხუმმა ამ კონფლიქტში ნეიტრალური პოზიცია უნდა დაიჭიროს და მხარეებს ვითარების დარეგულირებისკენ მოუწოდა..."

მათ მიმართვას აფხაზურ საზოგადოებაში განსხვავებული მოსაზრებები მოჰყვა.

რამდენიმე რადიკალური პოზიციით ცნობილმა აფხაზურმა პარტიამ, მათ შორის "არუამ", განცხადებით მიმართა ბჟანია-ანქვაბის გუნდს, უფრო მკაფიო პოზიცია ჰქონდეს მოძმე არწახის რესპუბლიკის (მთიანი ყარაბაღის რეგიონი) და აზერბაიჯანის აგრესიული ქმედებები დაგმოს. ასევე, აფხაზეთის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ორგანიზაციებს მოვუწოდებთ გაერთიანდნენ არწახის დასახმარებლად და ადგილობრივი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი ხალხის დასახმარებლად გარკვეული ზომები დავგეგმოთ. ასევე აფხაზეთში არსებულ სომხურ დიასპორას მოვუწოდებთ, გაემგზავროს მათ დასახმარებლად..." - წერს "არუას" წარმომადგენლობა.

დაახლოებით მსგავს მიმართვას ავრცელებს "ამცახარაც".

"გვახსოვს და ვაფასებთ სომეხი ძმების დახმარებას აფხაზეთის ომში... ბევრმა მათგანმა საბრძოლო ჯილდოც დაიმსახურა და აფხაზეთის ეროვნული გმირია, ბევრმა ჭრილობაც მიიღო..." - წერს "ამცახარა", თუმცა, მოხალისეობისკენ მოწოდება მათ განცხადებაში არ არის.

აფხაზეთის სომხურ დიასპორაში 42 000-მდე ადამიანი ირიცხება. მათ სოციალურ გვერდზე გააკეთეს მიმართვა, რომ იგეგმება სააკორდინაციო საბჭოს შექმნა, "რათა პირველ ეტაპზე არცახში ჰუმანიტარული დახმარება მაინც გაიგზავნოს..."

სომხური დიასპორის ხელმძღვანელი გალუს ტრაპიზონიანი მოსახლეობას მოუწოდებს სოხუმის მოედანზე მოიტანოს ყველანაირი დახმარება: მედიკამენტები, პირველადი მოხმარების ნივთები, არამალფუჭებადი საკვები, შაქარი... ვისაც რა შეუძლია და იქვე მდგარ მანქანის საბარგულში ჩააწყონ. სხვების თქმით, გახსნილი ანგარიში, სადაც მსურველებს თანხის ჩარიხვა შეუძლიათ.

რუსული გამოცემა EADaily-ის საიტის თანამშრომლის ცნობით, მაშინ, როდესაც ის აეროპორტში ერევანი-სოჭის მარშრუტს ელოდებოდა, ახალგაზრდა მოხალისეები შენიშნა, საძილე ტომრებით ზურგზე... "მათთან საუბრის საშუალება მომეცა და მითხრეს, რომ აფხაზეთში დაბადებულ-გაზრდილები არიან, ზოგს მათგანს 90-იან წლების ომში მოუწია მონაწილეობა, ზოგს - არა, თუმცა, სამართალდამცვალ ორგანოებში მუშაობენ და იარაღთან ურთერთობის გამოცდილება აქვთ. ერთ-ერთმა მითხრა, რომ თავისი ხალხის მხარდასაჭერად მიდის..." - წერს ekhokavkaza.com.

ამ ინიციატივას აფხაზ ინტერნეტმომხმარებელში აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა, ნაწილის თქმით, ძალიან სწორია, რომ სომხები თავიანთი ხალხის დასახმარებლად მიდიან, თუმცა, მიუღებელია, რომ ისინი ამისკენ აფხაზებსაც მოუწოდებენ, იმ მოტივით, რომ თავად იბრძოდნენ აფხაზეთში...

"აქ ბიზნესების მართვას, წავიდნენ და მიეხმარონ თავიანთ ხალხს, მაგრამ ესენი არ წავლენ, სხვა, გაჭირვებულებს დაანამუსებენ, დააფინანსებენ და გაუშვებენ, რომ დიასპორის თვალში ცუდი ტიპები არ გამოვიდნენ, - აი, ჩვენც ძალიან დიდ საქმეს ვაკეთებთო... არ გამიგია, რომელიმე ბიზნესმენს გაეშვა თავისი შვილი, თუმცა, სხვებს მისცეს ფული. ეს არ არის ჩვენი ომი, არ დაგავიწყდეთ, რომ აზერბიაჯანს ეხმარება თურქეთი, იქ კი ჩვენი ათასობით აფხაზი ცხოვრობს" - წერს ინტერნეტმომხარებელი მაია ბეია.

"საქმე ძალიან მარტივად მოგვარდებოდა, აზერბაიჯანს სომხეთმა ის შვიდი რაიონი დაუბრუნოს და დანარჩენის დამოუკიდებლობა აღიაროს, მაგრამ არ სურთ და ომს აგრძელებენ, მიუხედავად იმისა, რომ უზარმაზარი დანაკარგი აქვთ, არადა, აზერბაიჯანს მხოლოდ ის შვიდი რაიონი სურს, თავისი 150 000 ათასი მოსახლით, მერე რაც გინდა ის ქენიო, ეუბნებიან, მაგრამ ამათ, არა, ყველაფერი მიწასთან უნდა გავასწოროთო და ორივე მხარე ყველანაირი კალიბრის იარაღიდან ისვრის", - წერს ალიკა ვოუბა.

"ომმა კარგი არაფერი მოგვიტანა. იმედია, ჩვენი ახალგაზრდები, რომელთაც ომი მხოლოდ მოყოლით იციან, არ წავლენ, თორემ მივიღებთ ახალ გაუბედურებულ ადამიანებს, ოჯახებს, ომის სინდრომის განახლებას... შემდეგ, იქ ნამყოფი სომხები დაბრუნდებიან ფსიქიკა და ჯანმრთელობა მომსპარი, ნაწილი, ალბათ ნარკოდამოკიდებულებიც და აქ დარჩენილებს დაერევიან, რომლებიც მათ მორალურ მხარდაჭერას უცხადებდნენ. მათი მკურნალობის სახსრები ჩვენ აღარ გვექნება, პატარა აფხაზეთისთვის, ეს ყველაფერი მძიმე დარტყმაა, მით უფრო, რომ მათ აუცილებლად გაჰყვებიან ჩვენი ბიჭებიც... უკვე არის ამის სიგნალები..." - მიაჩნია ლია კოკოსკერიას.

ანატოლი ბიბილოვს კორონავირუსი დაუდასტურდა

"რუს ინვესტორებს კაპიკებში სურთ ჩვენი უძრავი ქონების ყიდვა... გგონიათ, სამოთხედ გადააქცევენ აქაურობას?!" - აფხაზების გამოხმაურება ლავროვის განცხადებაზე

"ყარაბაღის ომი აჩვენებს, რომ კავკასიაში რუსეთის გავლენა სუსტდება" -  რას წერს "დოიჩე ველე?