სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საქმე ეხება ტრანსნაციონალურ დანაშაულს, ათეულობით მილიონი სხვადასხვა ვალუტის თანხების შესაძლო გათეთრებას" - სპეცოპერაციები თბილისში
"საქმე ეხება ტრანსნაციონალურ დანაშაულს, ათეულობით მილიონი სხვადასხვა ვალუტის თანხების შესაძლო გათეთრებას" - სპეცოპერაციები თბილისში

ათე­უ­ლო­ბით მი­ლი­ო­ნი სხვა­დას­ხვა ვა­ლუ­ტის თან­ხე­ბის შე­საძ­ლო გა­თეთ­რე­ბის ფაქ­ტზე და­წყე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა თბი­ლის­ში რამ­დე­ნი­მე ობი­ექ­ტზე ჩხრე­კა ჩა­ა­ტა­რეს.

რო­გორც გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად ამო­ღე­ბუ­ლი ფა­სე­უ­ლო­ბე­ბის უსაფრ­თხო ტრან­სპორ­ტი­რე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის მიზ­ნით, სპე­ცი­ა­ლუ­რი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის რაზ­მის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი გა­მო­ი­ყე­ნეს.

"სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის სა­გა­მო­ძი­ე­ბო ნა­წილ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე, ჯგუ­ფუ­რად გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი უკა­ნო­ნო შე­მო­სავ­ლის ლე­გა­ლი­ზა­ცი­ის ფაქ­ტზე, რა­საც თან ახ­ლდა გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბის შე­მო­სავ­ლის მი­ღე­ბა, სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 194-ე მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლის "ა“ და ამა­ვე მუხ­ლის მე­სა­მე ნა­წი­ლის "გ“ ქვე­პუნ­ქტე­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის ნიშ­ნე­ბით.

საქ­მე ეხე­ბა ტრან­სნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ხა­სი­ა­თის და­ნა­შა­ულს, ათე­უ­ლო­ბით მი­ლი­ო­ნი სხვა­დას­ხვა ვა­ლუ­ტის თან­ხე­ბის შე­საძ­ლო გა­თეთ­რე­ბას.

აღ­ნიშ­ნულ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე, გა­მო­ძი­ე­ბის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის და ელექტრო­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის მა­ტა­რე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბის, ასე­ვე და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი გზით მო­პო­ვე­ბუ­ლი თან­ხე­ბის მო­ძი­ე­ბა-ამო­ღე­ბის მიზ­ნით, 2020 წლის 13 ოქ­ტომ­ბერს, თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლის გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, თბი­ლის­ში მდე­ბა­რე რა­მო­დე­ნი­მე ობი­ექ­ტში ჩა­ტარ­და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბა - ჩხრე­კა, რა დრო­საც გა­მო­ძი­ე­ბის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვან დო­კუ­მენ­ტა­ცი­ას­თან ერ­თად ამო­ღე­ბუ­ლი იქნა გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით თან­ხე­ბი.

სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად ამო­ღე­ბუ­ლი ფა­სე­უ­ლო­ბე­ბის უსაფრ­თხო ტრან­სპორ­ტი­რე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის მიზ­ნით, გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი იქნა სპე­ცი­ა­ლუ­რი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის რაზ­მის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი.

საქ­მე­ზე გრძელ­დე­ბა გა­მო­ძი­ე­ბა. სა­ჯა­რო ინ­ტე­რე­სის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რა პე­რი­ო­დუ­ლად მო­ახ­დენს სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ფორ­მი­რე­ბას გა­მო­ძი­ე­ბის შე­დე­გე­ბის თა­ო­ბა­ზე“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცხა­დე­ბა­ში.

ავტორი:

"საქმე ეხება ტრანსნაციონალურ დანაშაულს, ათეულობით მილიონი სხვადასხვა ვალუტის თანხების შესაძლო გათეთრებას" - სპეცოპერაციები თბილისში

"საქმე ეხება ტრანსნაციონალურ დანაშაულს, ათეულობით მილიონი სხვადასხვა ვალუტის თანხების შესაძლო გათეთრებას" - სპეცოპერაციები თბილისში

ათეულობით მილიონი სხვადასხვა ვალუტის თანხების შესაძლო გათეთრების ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში საქართველოს გენერალური პროკურატურის თანამშრომლებმა თბილისში რამდენიმე ობიექტზე ჩხრეკა ჩაატარეს.

როგორც გენერალური პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებული ფასეულობების უსაფრთხო ტრანსპორტირების უზრუნველყოფის მიზნით, სპეციალური დანიშნულების რაზმის თანამშრომლები გამოიყენეს.

"საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, ჯგუფურად განხორციელებული უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობის შემოსავლის მიღება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა“ და ამავე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

საქმე ეხება ტრანსნაციონალური ხასიათის დანაშაულს, ათეულობით მილიონი სხვადასხვა ვალუტის თანხების შესაძლო გათეთრებას.

აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე, გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი დოკუმენტაციის და ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობების, ასევე დანაშაულებრივი გზით მოპოვებული თანხების მოძიება-ამოღების მიზნით, 2020 წლის 13 ოქტომბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში მდებარე რამოდენიმე ობიექტში ჩატარდა საგამოძიებო მოქმედება - ჩხრეკა, რა დროსაც გამოძიებისთვის მნიშვნელოვან დოკუმენტაციასთან ერთად ამოღებული იქნა განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხები.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებული ფასეულობების უსაფრთხო ტრანსპორტირების უზრუნველყოფის მიზნით, გამოყენებული იქნა სპეციალური დანიშნულების რაზმის თანამშრომლები.

საქმეზე გრძელდება გამოძიება. საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, საქართველოს პროკურატურა პერიოდულად მოახდენს საზოგადოების ინფორმირებას გამოძიების შედეგების თაობაზე“, - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

საბერძნეთში 32 წლის ქართველი ემიგრანტი მოკლეს - მკვლელობაში ბრალდებული ეროვნებით რუსი მამაკაცია

"პროკურატურა გამოძიების დასრულებას წინასწარ გამოცხადებული თვითმკვლელობის ვერსიით აპირებს" - რას აცხადებენ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატები

"ტაქსის მძღოლი 9 წლის გოგონას სკოლაში ატარებდა და ამ დროს ჩაიდინა გარყვნილი ქმედებაო" - ხონში მომხდარი შემზარავი დანაშაულის დეტალები