მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბებია ავად გახდა, მის მოსავლელად გურიაში გადავედი და სწავლა ვერ გავაგრძელე" - თვითნასწავლი ხელოვანი ბათუმიდან, რომელიც სხვისი ოცნების ასრულებაზე ზრუნავს
"ბებია ავად გახდა, მის მოსავლელად გურიაში გადავედი და სწავლა ვერ გავაგრძელე" - თვითნასწავლი ხელოვანი ბათუმიდან, რომელიც სხვისი ოცნების ასრულებაზე ზრუნავს

პან­დე­მი­ამ ცხოვ­რე­ბის სტი­ლი და საქ­მი­ა­ნო­ბის რე­ჟი­მი ბევრ ადა­მი­ანს შე­უც­ვა­ლა. თეა ლომ­თა­თი­ძეც მათ რიგ­შია. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ბა­ღის პე­და­გო­გი, ორი შვი­ლის დედა დღეს სხვა საქ­მი­ა­ნო­ბი­თაა და­კა­ვე­ბუ­ლი. თუმ­ცა მისი მთა­ვა­რი ობი­ექ­ტი წარ­სულ­შიც და ახ­ლაც ბავ­შვე­ბი, ახალ­გაზ­რდე­ბი არი­ან. საქ­მი­ა­ნი და ხელ­მარ­ჯვე ქალ­ბა­ტო­ნი თა­ვი­სი ამ­ბა­ვის თხრო­ბას იწყებს:

"გა­ნათ­ლე­ბა ბიზ­ნე­სის ად­მი­ნის­ტრი­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით მაქვს მი­ღე­ბუ­ლი, მაგ­რამ ჩემი პრო­ფე­სი­ით ერთი დღეც არ მი­მუ­შა­ვია, მე­ტიც, ამის სურ­ვი­ლიც არ მქო­ნია. ალ­ბათ მკი­თხავთ - რა­ტომ? ბავ­შვო­ბი­დან ვწერ, ჩემი ჩა­ნა­ხა­ტე­ბით ვცო­ცხლობ და სულ ასე იყო... ჟურ­ნა­ლის­ტი­კის ფა­კულ­ტეტ­ზე "ბიზ­ნე­სად­მი­ნის­ტრი­რე­ბამ­დე" ჩა­ვა­ბა­რე და ოც­ნე­ბა ავიხ­დი­ნე, პირ­ველ კურ­სზე­ვე ვწერ­დი რეს­პო­დენ­ტებს, ყვე­ლა­ფე­რი საკ­მა­ოდ კარ­გად მი­დი­ო­და, მაგ­რამ მე­ო­რე კურ­სზე რომ გა­და­ვე­დი, სამ­წუ­ხა­როდ, ჩემი გამ­ზრდე­ლი ბე­ბია, რო­მე­ლიც გუ­რი­ა­ში მარ­ტო ცხოვ­რობ­და, ავად გახ­და. იმის გამო, რომ დედა მუ­შა­ობ­და, სხვა გა­მო­სა­ვა­ლი არ იყო - მის მო­სავ­ლე­ლად მე უნდა წავ­სუ­ლი­ყა­ვი. ავი­ღე აკა­დე­მი­უ­რი წელი და გუ­რი­ა­ში გა­ვემ­გზავ­რე. საკ­მა­ოდ დიდი დრო დავ­ყა­ვი იქ, თუმ­ცა ამ ყვე­ლა­ფერს არ ვნა­ნობ, რად­გან მას ჩემი იქ ყოფ­ნით წლე­ბი მო­ე­მა­ტა...

გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის შემ­დეგ თბი­ლის­ში დავ­ბრუნ­დი, მაგ­რამ ისე მოხ­და, რომ მალე ოჯა­ხი შევ­ქმე­ნი და სწავ­ლა ვე­ღარ გა­ვაგ­რძე­ლე, რად­გან თბი­ლი­სი­დან ბა­თუმ­ში აღ­მოვ­ჩნდი. დღე­საც აქ ვცხოვ­რობ" - გვე­უბ­ნე­ბა რეს­პონ­დენ­ტი, რო­მელ­მაც ბიზ­ნე­სად­მი­ნის­ტრი­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით უკვე ბა­თუმ­ში გა­ნაგ­რძო სწავ­ლა.

- რო­გორც გა­ვი­გე, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ბავ­შვო ბაღ­ში მუ­შა­ობ­დით...

- კი, ბა­თუმ­ში მთე­ლი ჩემი შეგ­ნე­ბუ­ლი ცხოვ­რე­ბა ბაღ­ში პა­ტა­რებ­თან ვი­მუ­შა­ვე - გა­ვი­ა­რე გზა პე­და­გო­გო­ბი­დან მე­თო­დის­ტო­ბამ­დე. აი, იქი­დან და­ი­წყო ჩემ­ში ხე­ლოვ­ნე­ბის გაღ­რმა­ვე­ბა, ბავ­შვებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბამ მას­წავ­ლა ის, რომ თურ­მე რა­ღა­ცე­ე­ბი გა­მომ­დის... ამას­თან, ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი, კონ­ცერ­ტე­ბი, სცე­ნა­ზე მათ­თან ერ­თად რო­ლის მორ­გე­ბა, ძერ­წვა, ხატ­ვა, თე­ქა­ზე მუ­შა­ო­ბა, სცე­ნა­რე­ბი, რე­პე­ტი­ცი­ე­ბი, გაკ­ვე­თი­ლე­ბის და­გეგ­მვა და ბევ­რი რამ, რაც ამ სფე­როს ეხე­ბა... მოკ­ლედ, ეს ყვე­ლა­ფე­რი გახ­და ჩემი ცხოვ­რე­ბის მთა­ვა­რი აზრი, რა­საც წერ­ტი­ლი პან­დე­მი­ამ და­უს­ვა... ვერ წარ­მო­ვიდ­გენ­დი, თუ ნა­ხე­ვა­რი წელი ამ საქ­მე­ე­ბის გა­რე­შე მო­მი­წევ­და ყოფ­ნა, თუმ­ცა ფაქ­ტია, ასე მოხ­და...

- ბაღს რომ და­ა­ნე­ბეთ თავი, არ და­გე­ნა­ნათ?

- პან­დე­მი­ის დროს მე და ჩემს მე­გო­ბარს აზრი გაგ­ვიჩ­ნდა, საკ­ვი­რაო სკო­ლა გაგ­ვეხ­სნა, სა­დაც ხატ­ვას, ძერ­წვას და ყვე­ლა ხელ­საქ­მეს, რა­საც მარ­ჯვე ხე­ლე­ბი შეძ­ლებ­და, ვას­წავ­ლი­დით. ყვე­ლა­ფე­რი უცებ მოგ­ვარ­და, ბავ­შვე­ბიც გვყავ­და, გაკ­ვე­თი­ლე­ბი ხა­ლი­სით და ბედ­ნი­ე­რად მი­დი­ო­და, მაგ­რამ ბა­თუმ­ში მდგო­მა­რე­ო­ბა ისევ და­ი­ძა­ბა და ვე­ღარ გა­ვაგ­რძე­ლეთ, პან­დე­მი­ის დროს და­წყე­ბუ­ლი საქ­მე ვირუს­მა შეგ­ვი­ჩე­რა... ახლა ჩვენც და ბავ­შვე­ბიც ვე­ლო­დე­ბით, რო­დის წავა ჩვენ­გან ეს კო­რო­ნა, რომ მუ­შა­ო­ბა გა­ვაგ­რძე­ლოთ...

- ამ სას­წავ­ლე­ბელ­ში ყვე­ლა­ფერს, რა­საც ას­წავ­ლით, ყვე­ლა­ფე­რი თა­ვად ხელ­გე­წი­ფე­ბათ... რო­დის და სად ისა­წავ­ლეთ ამ­დე­ნი ხელ­საქ­მე?

- ამ ყვე­ლა­ფერს ვას­წავ­ლი კი­დეც, ხელ­მძღვა­ნე­ლიც ვარ. გვაქვს ინ­გლი­სუ­რი ენის წრეც, რო­მელ­საც ჩემი მე­გო­ბა­რი ას­წავ­ლის… რაც შე­ე­ხე­ბა, ხუმ­რო­ბით ნათ­ქვამს "ხეზე ცოც­ვის შე­სა­ხებ", გე­ტყვით, რომ ყვე­ლა ბავ­შვს, რო­მელ­საც ვას­წავ­ლი, მინ­და, ჩემ­ზე მაღ­ლა "ავი­დეს ხეზე", რად­გან ჩემ­თვის ესაა ყვე­ლა­ზე დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბა, მე კი მათ ქვე­მო­დან "წყალს და­ვუს­ხამ და მოვრწყავ კი­დეც"...

- ალ­ბათ გა­მო­ფე­ნაც ბევ­რჯერ გქო­ნი­ათ... ამ ყვე­ლაფ­რი­დან ყვე­ლა­ზე საყ­ვა­რე­ლი საქ­მე რო­მე­ლია?

- გა­მო­ფე­ნა ბევ­რი მქო­ნია, სა­დაც მოს­წავ­ლე­ე­ბის ნა­მუ­შევ­რებს ყო­ველ­თვის ვფენ­დი და თი­თო­ე­ულს დიდი სი­სა­თუ­თით ვი­ნა­ხავ­დი. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც ახლა უფრო დიდი გეგ­მე­ბი გვაქვს. მო­ლა­პა­რა­კე­ბებს ვა­წარ­მო­ებთ მუ­ზე­უ­მებ­თან, სა­დაც პა­ტა­რა სივ­რცე ჩემი ფე­რა­დი ბავ­შვე­ბის ფე­რა­დი ნა­მუ­შევ­რე­ბით იქ­ნე­ბა გამთბა­რი.

ჩემს საყ­ვა­რელ საქ­მი­ა­ნო­ბას ვერ გა­მო­ვარ­ჩევ, რად­გან ყვე­ლა გან­სა­კუთ­რე­ბით მიყ­ვარს. ამ­დე­ნი წლის მან­ძილ­ზე არას­დროს მიქ­ცე­ვია ჩემი საქ­მე ბიზ­ნე­სად და არც ვიცი, რა­ტომ, თუმ­ცა ასეა... ამ სტუ­დი­ას ბიზ­ნე­სად არ ვთვლი, ეს ჩემი დიდი ოც­ნე­ბა და ჩემი დიდი სიყ­ვა­რუ­ლის გა­მო­ხატ­ვაა ბავ­შვე­ბის მი­მართ...უამ­რა­ვი თე­ქის თუ სხვა მა­სა­ლის აქ­სე­სუ­ა­რი, რო­მელ­საც ვა­კე­თებ­დი, ყო­ველ­თვის სხვებს ვჩუქ­ნი­დი, ახ­ლაც ძლივს მო­ვი­ძიე ფო­ტო­ე­ბი, რო­მელ­საც თქვენ გაჩ­ვე­ნებთ...

- კუ­ლი­ნა­რი­ა­შიც გარ­კვე­უ­ლი წინსვლა გქო­ნი­ათ - მარ­ცე­პა­ნის­გან ფი­გუ­რებს ძერ­წავთ. სა­ინ­ტე­რე­სო საქ­მეა... აქვე ხუმ­რო­ბით გკი­თხავთ, არ გე­ნა­ნე­ბათ თქვე­ნი ნა­მუ­შე­ვა­რი, რო­მე­ლიც და­საჭ­რე­ლად და შე­საჭ­მე­ლად არის გან­წი­რუ­ლი?

- მე­კი­თხე­ბით, ხომ არ მე­ნა­ნე­ბა და­საჭ­რე­ლად ის ტორ­ტე­ბი, რო­მელ­საც ვა­კე­თებ? - არა. ამა­ზე მეც მი­ფიქ­რია, თუმ­ცა კე­თე­ბის და შე­დე­გის პრო­ცე­სი იმ­ხე­ლა სი­ა­მოვ­ნე­ბას მა­ნი­ჭებს, უკვე აღარ ვფიქ­რობ, რა მო­უ­ვათ... ერთხელ მახ­სოვს, ჩემს შვი­ლის და­ბა­დე­ბის დღე იყო. კო­ლო­სა­ლუ­რი თან­ხა მომ­თხო­ვეს ჰარი პო­ტე­რის ტორ­ტში, რო­მე­ლიც არ მქონ­და მა­ნამ­დე გა­კე­თე­ბუ­ლი და პირ­ვე­ლად მა­შინ ვცა­დე, გა­მო­მი­ვი­და... მოკ­ლედ, ბავ­შვს მე თვი­თონ გა­ვუ­კე­თე და ძა­ლი­ან გა­ვა­ბედ­ნი­ე­რე... აქვე გე­ტყვით, რომ მყავს 16 წლის სან­დრო და 13 წლის გი­ორ­გი...

- თქვენს სა­ბავ­შვო სტუ­დი­ას "ბუ­რა­ტი­ნო" რა­ტომ და­არ­ქვით?

- ამ სა­ხელ­ზე ბევ­რი ვი­ფიქ­რე. - რა­ტომ "ბუ­რა­ტი­ნო"? ეს ნა­თე­ლი მა­გა­ლი­თია იმი­სა, რომ თუ ადა­მი­ანს შე­უძ­ლია, ხეს სული უნდა ჩა­ბე­როს, ას­წავ­ლოს და მის­გან გა­მო­თა­ლოს ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი არ­სე­ბა. ეს არა­პირ­და­პი­რი გა­გე­ბით, თუმ­ცა თუ და­უ­ფიქ­რდე­ბით, ამ ფრა­ზა­ში დიდი აზრი დევს...

- რას ნიშ­ნავს თქვენ­თვის ყო­ვე­ლი საქ­მის შემ­დეგ წარ­მა­ტე­ბა?

- წარ­მა­ტე­ბას ჩემ­თვის სულ სხვა "ფერი" აქვს, წარ­მა­ტე­ბუ­ლი ქალი ჩემი შე­ხე­დუ­ლე­ბით, არც პო­პუ­ლა­რუ­ლია და არც - ფუ­ლი­ა­ნი. ეს ჩემ­თვის სუ­ლი­ე­რე­ბას­თან ასო­ცირ­დე­ბა. წარ­მა­ტე­ბუ­ლი მა­შინ ვარ, როცა რა­ი­მეს ისეთს გა­ვა­კე­თებ, რომ სხვას ვა­სი­ა­მოვ­ნო, გა­ვა­ბედ­ნი­ე­რო და სარ­გე­ბე­ლი მო­ვუ­ტა­ნო. ამ შემ­თხვე­ვა­ში ისევ და ისევ ბავ­შვებს ვგუ­ლის­ხმობ, ჩემი წარ­მა­ტე­ბა მათი ან­თე­ბუ­ლი თვა­ლე­ბი და ის გა­რე­მოა, რო­მელ­საც ისი­ნი ჩემ­თან ურ­თი­ერ­თო­ბით იღე­ბენ.

მაკომაკა
2

წარმატებები და კიდევ წარმატებები.მიხარია სიყვარულით სავსე ადამიანების გაცნობა.ბევრი წერეთ ესეთ ადამიანებზე.სიყვარული გადამდებია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

"ბებია ავად გახდა, მის მოსავლელად გურიაში გადავედი და სწავლა ვერ გავაგრძელე" - თვითნასწავლი ხელოვანი ბათუმიდან, რომელიც სხვისი ოცნების ასრულებაზე ზრუნავს

"ბებია ავად გახდა, მის მოსავლელად გურიაში გადავედი და სწავლა ვერ გავაგრძელე" - თვითნასწავლი ხელოვანი ბათუმიდან, რომელიც სხვისი ოცნების ასრულებაზე ზრუნავს

პანდემიამ ცხოვრების სტილი და საქმიანობის რეჟიმი ბევრ ადამიანს შეუცვალა. თეა ლომთათიძეც მათ რიგშია. წლების განმავლობაში ბაღის პედაგოგი, ორი შვილის დედა დღეს სხვა საქმიანობითაა დაკავებული. თუმცა მისი მთავარი ობიექტი წარსულშიც და ახლაც ბავშვები, ახალგაზრდები არიან. საქმიანი და ხელმარჯვე ქალბატონი თავისი ამბავის თხრობას იწყებს:

"განათლება ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით მაქვს მიღებული, მაგრამ ჩემი პროფესიით ერთი დღეც არ მიმუშავია, მეტიც, ამის სურვილიც არ მქონია. ალბათ მკითხავთ - რატომ? ბავშვობიდან ვწერ, ჩემი ჩანახატებით ვცოცხლობ და სულ ასე იყო... ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე "ბიზნესადმინისტრირებამდე" ჩავაბარე და ოცნება ავიხდინე, პირველ კურსზევე ვწერდი რესპოდენტებს, ყველაფერი საკმაოდ კარგად მიდიოდა, მაგრამ მეორე კურსზე რომ გადავედი, სამწუხაროდ, ჩემი გამზრდელი ბებია, რომელიც გურიაში მარტო ცხოვრობდა, ავად გახდა. იმის გამო, რომ დედა მუშაობდა, სხვა გამოსავალი არ იყო - მის მოსავლელად მე უნდა წავსულიყავი. ავიღე აკადემიური წელი და გურიაში გავემგზავრე. საკმაოდ დიდი დრო დავყავი იქ, თუმცა ამ ყველაფერს არ ვნანობ, რადგან მას ჩემი იქ ყოფნით წლები მოემატა...

გარკვეული პერიოდის შემდეგ თბილისში დავბრუნდი, მაგრამ ისე მოხდა, რომ მალე ოჯახი შევქმენი და სწავლა ვეღარ გავაგრძელე, რადგან თბილისიდან ბათუმში აღმოვჩნდი. დღესაც აქ ვცხოვრობ" - გვეუბნება რესპონდენტი, რომელმაც ბიზნესადმინისტრირების მიმართულებით უკვე ბათუმში განაგრძო სწავლა.

- როგორც გავიგე, წლების განმავლობაში საბავშვო ბაღში მუშაობდით...

- კი, ბათუმში მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება ბაღში პატარებთან ვიმუშავე - გავიარე გზა პედაგოგობიდან მეთოდისტობამდე. აი, იქიდან დაიწყო ჩემში ხელოვნების გაღრმავება, ბავშვებთან ურთიერთობამ მასწავლა ის, რომ თურმე რაღაცეები გამომდის... ამასთან, ღონისძიებები, კონცერტები, სცენაზე მათთან ერთად როლის მორგება, ძერწვა, ხატვა, თექაზე მუშაობა, სცენარები, რეპეტიციები, გაკვეთილების დაგეგმვა და ბევრი რამ, რაც ამ სფეროს ეხება... მოკლედ, ეს ყველაფერი გახდა ჩემი ცხოვრების მთავარი აზრი, რასაც წერტილი პანდემიამ დაუსვა... ვერ წარმოვიდგენდი, თუ ნახევარი წელი ამ საქმეების გარეშე მომიწევდა ყოფნა, თუმცა ფაქტია, ასე მოხდა...

- ბაღს რომ დაანებეთ თავი, არ დაგენანათ?

- პანდემიის დროს მე და ჩემს მეგობარს აზრი გაგვიჩნდა, საკვირაო სკოლა გაგვეხსნა, სადაც ხატვას, ძერწვას და ყველა ხელსაქმეს, რასაც მარჯვე ხელები შეძლებდა, ვასწავლიდით. ყველაფერი უცებ მოგვარდა, ბავშვებიც გვყავდა, გაკვეთილები ხალისით და ბედნიერად მიდიოდა, მაგრამ ბათუმში მდგომარეობა ისევ დაიძაბა და ვეღარ გავაგრძელეთ, პანდემიის დროს დაწყებული საქმე ვირუსმა შეგვიჩერა... ახლა ჩვენც და ბავშვებიც ველოდებით, როდის წავა ჩვენგან ეს კორონა, რომ მუშაობა გავაგრძელოთ...

- ამ სასწავლებელში ყველაფერს, რასაც ასწავლით, ყველაფერი თავად ხელგეწიფებათ... როდის და სად ისაწავლეთ ამდენი ხელსაქმე?

- ამ ყველაფერს ვასწავლი კიდეც, ხელმძღვანელიც ვარ. გვაქვს ინგლისური ენის წრეც, რომელსაც ჩემი მეგობარი ასწავლის… რაც შეეხება, ხუმრობით ნათქვამს "ხეზე ცოცვის შესახებ", გეტყვით, რომ ყველა ბავშვს, რომელსაც ვასწავლი, მინდა, ჩემზე მაღლა "ავიდეს ხეზე", რადგან ჩემთვის ესაა ყველაზე დიდი ბედნიერება, მე კი მათ ქვემოდან "წყალს დავუსხამ და მოვრწყავ კიდეც"...

- ალბათ გამოფენაც ბევრჯერ გქონიათ... ამ ყველაფრიდან ყველაზე საყვარელი საქმე რომელია?

- გამოფენა ბევრი მქონია, სადაც მოსწავლეების ნამუშევრებს ყოველთვის ვფენდი და თითოეულს დიდი სისათუთით ვინახავდი. ამ მიმართულებითაც ახლა უფრო დიდი გეგმები გვაქვს. მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ მუზეუმებთან, სადაც პატარა სივრცე ჩემი ფერადი ბავშვების ფერადი ნამუშევრებით იქნება გამთბარი.

ჩემს საყვარელ საქმიანობას ვერ გამოვარჩევ, რადგან ყველა განსაკუთრებით მიყვარს. ამდენი წლის მანძილზე არასდროს მიქცევია ჩემი საქმე ბიზნესად და არც ვიცი, რატომ, თუმცა ასეა... ამ სტუდიას ბიზნესად არ ვთვლი, ეს ჩემი დიდი ოცნება და ჩემი დიდი სიყვარულის გამოხატვაა ბავშვების მიმართ...უამრავი თექის თუ სხვა მასალის აქსესუარი, რომელსაც ვაკეთებდი, ყოველთვის სხვებს ვჩუქნიდი, ახლაც ძლივს მოვიძიე ფოტოები, რომელსაც თქვენ გაჩვენებთ...

- კულინარიაშიც გარკვეული წინსვლა გქონიათ - მარცეპანისგან ფიგურებს ძერწავთ. საინტერესო საქმეა... აქვე ხუმრობით გკითხავთ, არ გენანებათ თქვენი ნამუშევარი, რომელიც დასაჭრელად და შესაჭმელად არის განწირული?

- მეკითხებით, ხომ არ მენანება დასაჭრელად ის ტორტები, რომელსაც ვაკეთებ? - არა. ამაზე მეც მიფიქრია, თუმცა კეთების და შედეგის პროცესი იმხელა სიამოვნებას მანიჭებს, უკვე აღარ ვფიქრობ, რა მოუვათ... ერთხელ მახსოვს, ჩემს შვილის დაბადების დღე იყო. კოლოსალური თანხა მომთხოვეს ჰარი პოტერის ტორტში, რომელიც არ მქონდა მანამდე გაკეთებული და პირველად მაშინ ვცადე, გამომივიდა... მოკლედ, ბავშვს მე თვითონ გავუკეთე და ძალიან გავაბედნიერე... აქვე გეტყვით, რომ მყავს 16 წლის სანდრო და 13 წლის გიორგი...

- თქვენს საბავშვო სტუდიას "ბურატინო" რატომ დაარქვით?

- ამ სახელზე ბევრი ვიფიქრე. - რატომ "ბურატინო"? ეს ნათელი მაგალითია იმისა, რომ თუ ადამიანს შეუძლია, ხეს სული უნდა ჩაბეროს, ასწავლოს და მისგან გამოთალოს ჩამოყალიბებული არსება. ეს არაპირდაპირი გაგებით, თუმცა თუ დაუფიქრდებით, ამ ფრაზაში დიდი აზრი დევს...

- რას ნიშნავს თქვენთვის ყოველი საქმის შემდეგ წარმატება?

- წარმატებას ჩემთვის სულ სხვა "ფერი" აქვს, წარმატებული ქალი ჩემი შეხედულებით, არც პოპულარულია და არც - ფულიანი. ეს ჩემთვის სულიერებასთან ასოცირდება. წარმატებული მაშინ ვარ, როცა რაიმეს ისეთს გავაკეთებ, რომ სხვას ვასიამოვნო, გავაბედნიერო და სარგებელი მოვუტანო. ამ შემთხვევაში ისევ და ისევ ბავშვებს ვგულისხმობ, ჩემი წარმატება მათი ანთებული თვალები და ის გარემოა, რომელსაც ისინი ჩემთან ურთიერთობით იღებენ.

"ჩამოვედი საქართველოში, მინდოდა გაჟღერებულიყო ჩემს მიერ გაკეთებული ეროვნული საქმე" - რას ამბობს ბიზნესმენი, რომელმაც პროკურატურას რუკები გადასცა?

როგორი იყო თბილისელების ჩაცმულობა საუკუნეების წინ და ვინ იყო პავლე გამყრელიძე, რომელიც მაშინდელ ელიტას მოსავდა?

მაკა ასათიანის საზოგადოებისთვის უცნობი შვილი, რომელიც ცნობილი ბიზნესმენისგან ჰყავს - ნახეთ, როგორ ერთობა დედა-შვილი