სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საქართველოში, საზღვართან მდებარე სოფლებში მცხოვრები სომხები თურქულნომრიან სატვირთოების მძღოლებს ემუქრებიან" - რას წერს თურქული გამოცემა?
"საქართველოში, საზღვართან მდებარე სოფლებში მცხოვრები სომხები თურქულნომრიან სატვირთოების მძღოლებს ემუქრებიან" - რას წერს თურქული გამოცემა?

თურ­ქულ გა­ზეთ "დე­ი­ლი სა­ბაჰ­ში" («Daily Sabah») და­ბეჭ­დი­ლია სტა­ტია, სა­თა­უ­რით "აქ­ტაშ/ჩილ­დი­რის სა­სა­ზღვრო გა­სას­ვლე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს­თან და­ხუ­რუ­ლია: სომ­ხე­ბი თურ­ქულ ავ­ტო­მან­ქა­ნებს ემუქ­რე­ბი­ან". მას­ში ნათ­ქვა­მია, რომ თურ­ქე­თის არ­და­ჰა­ნის (არ­ტა­ა­ნის) პრო­ვინ­ცი­ა­ში მდე­ბა­რე აქ­ტაშ-ჩილ­დი­რის სა­კონ­ტრო­ლო-გა­სას­ვლე­ლი პუნ­ქტი, რო­მე­ლიც თურ­ქეთ-სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზღვარ­ზე მდე­ბა­რე­ობს, დრო­ე­ბით და­ხუ­რუ­ლია.

გთა­ვა­ზობთ სტა­ტი­ის შე­მოკ­ლე­ბულ ვერ­სი­ას:

"საქ­მე იმა­შია, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში, სა­ზღვარ­თან ახ­ლოს მდე­ბა­რე სოფ­ლებ­ში მცხოვ­რე­ბი სომ­ხე­ბი თურ­ქულ­ნომ­რე­ბი­ან სატ­ვირ­თო ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბის მძღო­ლებს აბუ­ჩად იგ­დე­ბენ და ემუქ­რე­ბი­ან. თურ­ქი მძღო­ლე­ბის დევ­ნა აზერ­ბა­ი­ჯა­ნი­სა და სომ­ხეთს შო­რის მიმ­დი­ნა­რე ომის ფონ­ზე და­ი­წყო, რო­მელ­შიც თურ­ქეთ­მა ღიად გა­მო­ხა­ტა სო­ლი­და­რო­ბა აზერ­ბა­ი­ჯა­ნის მი­მართ - ბაქო სომ­ხე­ბის მიერ ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის დაბ­რუ­ნე­ბას ცდი­ლობს.

შექ­მნი­ლი ვი­თა­რე­ბის გამო ტრან­პორ­ტის ნა­კა­დი სხვა ორი სა­სა­ზღვრო გა­სავ­ლე­ლი­სა­კენ გა­და­მი­სა­მართდა, თუმ­ცა ამ­ჟა­მად იმ პუნ­ქტებ­შიც, გან­სა­კუთ­რე­ბით სარფში, რთუ­ლი სი­ტუ­ა­ცია შე­იქ­მნა - აქ არ­სე­ბუ­ლი ავ­ტოტ­რა­ი­ლე­რე­ბის რიგი თით­ქმის 15 კი­ლო­მეტრს აღ­წევს.

"უკვე ორი დღეა ვე­ლო­დე­ბი და არ ვიცი, კი­დევ რამ­დენ ხანს მო­მი­წევს აქ დგო­მა", - ამ­ბობს მძღო­ლი რე­ჯეფ კი­რი­ჩარსლა­ნი, რო­მე­ლიც სარფთან ახ­ლო­საა გა­ჩე­რე­ბუ­ლი. კი­დევ ერთი მძღო­ლი სე­ლიმ ექში გან­მარ­ტავს, თუ რო­გორ მოხ­ვდა სარფთან ახ­ლოს: "ჩემ­მა მე­გობ­რებ­მა მი­თხრეს, რომ აქ­ტა­შის გავ­ლით სა­ქარ­თვე­ლო­ში არ წახ­ვი­დე, ად­გი­ლობ­რი­ვი მცხოვ­რებ­ლე­ბი - სომ­ხე­ბი ჩვენს მი­მართ მტრუ­ლად არი­ან გან­წყო­ბი­ლიო".

რა­საკ­ვირ­ვე­ლია, მძღო­ლე­ბი უკ­მა­ყო­ფი­ლო­ნი არი­ან რიგ­ში დგო­მით, რაც მარ­თლაც არა­ს­ა­სი­ა­მოვ­ნოა, მაგ­რამ გრძელ­მა რიგ­მა "მედ­ლის მე­ო­რე მხა­რეც" აჩ­ვე­ნა - ის, თუ რამ­დე­ნად დი­დია თურ­ქე­თის სა­გა­რეო ვაჭ­რო­ბის მო­ცუ­ლო­ბა.

"მარ­თა­ლი გი­თხრათ, როცა სატ­ვირ­თო ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბის ესო­დენ გრძელ რიგს ვხე­დავ, თავს ბედ­ნი­ე­რად ვგრძნობ. ეს ნიშ­ნავს, რომ ჩვენ ვმუ­შა­ობთ და ექ­სპორ­ტი გრძელ­დე­ბა, რო­მელ­საც ხელს ვერც პან­დე­მია და ვერც შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი კონ­ფლიქ­ტი ვერ უშ­ლის", - ამ­ბობს ოს­მან აქი­უ­რე­კი, ხო­ფის სა­ვაჭ­რო სამ­რეწ­ვე­ლო პა­ლა­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი. რო­გორც იგი აღ­ნიშ­ნავს, სარ­ფის სა­სა­ზღვრო-სა­კონ­ტრო­ლო პუნ­ქტის გავ­ლით, თურ­ქე­თი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში ყო­ველ­დღი­უ­რად 650-მდე სატ­ვირ­თო ავ­ტო­მან­ქა­ნა შე­დის, სა­ქარ­თვე­ლო­დან თურ­ქეთ­ში კი - 550. პან­დე­მი­ამ­დე ეს ციფ­რი 400-450-მდე მერ­ყე­ობ­და. მთლი­ა­ნო­ბა­ში თურ­ქეთ­მა მიმ­დი­ნა­რე წელს ექ­სპორ­ტი თით­ქმის 30%-ით გა­ზარ­და, გა­სუ­ლი წლის ანა­ლო­გი­ურ პე­რი­ოდ­თან შე­და­რე­ბით", - ხაზს უს­ვამს ოს­მან აქი­უ­რე­კი. წყა­რო

ავ­ტო­რი: სი­მონ კი­ლა­ძე

მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
რეზო
5

ეგღა გვაკლდა! თუ სოლიდარობა უნდათ, წავიდნენ და იქ იომონ.

კალო
5

შეიკრიბოს 20 30 მანქანა და გააცილოს პატრულმა. თავდამსხმელი კი ტერორიზმის მუხლით გასამართლდეს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

"საქართველოში, საზღვართან მდებარე სოფლებში მცხოვრები სომხები თურქულნომრიან სატვირთოების მძღოლებს ემუქრებიან" - რას წერს თურქული გამოცემა?

"საქართველოში, საზღვართან მდებარე სოფლებში მცხოვრები სომხები თურქულნომრიან სატვირთოების მძღოლებს ემუქრებიან" - რას წერს თურქული გამოცემა?

თურქულ გაზეთ "დეილი საბაჰში" («Daily Sabah») დაბეჭდილია სტატია, სათაურით "აქტაშ/ჩილდირის სასაზღვრო გასასვლელი საქართველოსთან დახურულია: სომხები თურქულ ავტომანქანებს ემუქრებიან". მასში ნათქვამია, რომ თურქეთის არდაჰანის (არტაანის) პროვინციაში მდებარე აქტაშ-ჩილდირის საკონტროლო-გასასვლელი პუნქტი, რომელიც თურქეთ-საქართველოს საზღვარზე მდებარეობს, დროებით დახურულია.

გთავაზობთ სტატიის შემოკლებულ ვერსიას:

"საქმე იმაშია, რომ საქართველოში, საზღვართან ახლოს მდებარე სოფლებში მცხოვრები სომხები თურქულნომრებიან სატვირთო ავტომანქანების მძღოლებს აბუჩად იგდებენ და ემუქრებიან. თურქი მძღოლების დევნა აზერბაიჯანისა და სომხეთს შორის მიმდინარე ომის ფონზე დაიწყო, რომელშიც თურქეთმა ღიად გამოხატა სოლიდარობა აზერბაიჯანის მიმართ - ბაქო სომხების მიერ ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებას ცდილობს.

შექმნილი ვითარების გამო ტრანპორტის ნაკადი სხვა ორი სასაზღვრო გასავლელისაკენ გადამისამართდა, თუმცა ამჟამად იმ პუნქტებშიც, განსაკუთრებით სარფში, რთული სიტუაცია შეიქმნა - აქ არსებული ავტოტრაილერების რიგი თითქმის 15 კილომეტრს აღწევს.

"უკვე ორი დღეა ველოდები და არ ვიცი, კიდევ რამდენ ხანს მომიწევს აქ დგომა", - ამბობს მძღოლი რეჯეფ კირიჩარსლანი, რომელიც სარფთან ახლოსაა გაჩერებული. კიდევ ერთი მძღოლი სელიმ ექში განმარტავს, თუ როგორ მოხვდა სარფთან ახლოს: "ჩემმა მეგობრებმა მითხრეს, რომ აქტაშის გავლით საქართველოში არ წახვიდე, ადგილობრივი მცხოვრებლები - სომხები ჩვენს მიმართ მტრულად არიან განწყობილიო".

რასაკვირველია, მძღოლები უკმაყოფილონი არიან რიგში დგომით, რაც მართლაც არასასიამოვნოა, მაგრამ გრძელმა რიგმა "მედლის მეორე მხარეც" აჩვენა - ის, თუ რამდენად დიდია თურქეთის საგარეო ვაჭრობის მოცულობა.

"მართალი გითხრათ, როცა სატვირთო ავტომანქანების ესოდენ გრძელ რიგს ვხედავ, თავს ბედნიერად ვგრძნობ. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვმუშაობთ და ექსპორტი გრძელდება, რომელსაც ხელს ვერც პანდემია და ვერც შეიარაღებული კონფლიქტი ვერ უშლის", - ამბობს ოსმან აქიურეკი, ხოფის სავაჭრო სამრეწველო პალატის ხელმძღვანელი. როგორც იგი აღნიშნავს, სარფის სასაზღვრო-საკონტროლო პუნქტის გავლით, თურქეთიდან საქართველოში ყოველდღიურად 650-მდე სატვირთო ავტომანქანა შედის, საქართველოდან თურქეთში კი - 550. პანდემიამდე ეს ციფრი 400-450-მდე მერყეობდა. მთლიანობაში თურქეთმა მიმდინარე წელს ექსპორტი თითქმის 30%-ით გაზარდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით", - ხაზს უსვამს ოსმან აქიურეკი. წყარო

ავტორი: სიმონ კილაძე

"სჯობს, ყველა დაცხრეს - ძიება, რომელიც დაიწყო, არ შეცვლის გარეჯის საკითხს" - მეუფე იაკობი

"თრომბოემბოლიის დროს გადარჩენის პატარა შანსი არსებობს, თუ ის ვითარდება რეანიმაციაში" - რას ამბობს ამირან გამყრელიძე კორონავირუსით გარდაცვლილ 41 წლის ქალზე

მეტროსადგურებთან პირბადეების ტარებასა და კორონავირუსის პრევენციის მიზნით მოქმედი წესების დაცვას პატრული გააკონტროლებს