თბილისის მერის კახა კალაძის ინფორმაციით, თბილისის სამ-ოთხ ბაღში მასწავლებელს კორონავირუსი დაუდასტურდა და შესაბამისად, ამ ეტაპზე, აღნიშნული ბაღები არ გაიხსნება.
მისივე თქმით, დანარჩენი ბაღები გახსნისთვის მზად არის.
“მშობლები უკვე გაფრთხილებული არიან, რათა დავიცვათ ბავშვებისა და იქ მომუშავეთა ჯანმრთელობის მდგომარეობა. დანარჩენ ბაღებში არის მზადყოფნა. 12 ოქტომბერს არის საკოორდინაციო საბჭოს სხდომა, სადაც არსებულ მდგომარეობაზე დეტალურად იქნება საუბარი.
ბოლო დღეების განმავლობაში ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება. თუ სხვა რაიმე გადაწყვეტილება იქნება ცნობილი, ინფორმაციას ამაზეც მოგაწვდით“, - განუცხადა ჟურნალისტებს კახა კალაძემ.
თქვეს 3-4 ბაღი, მაგრამ იქნება 5-6. (1-2 მოტეხეს) რა დროს ბაღებია, თბილისში უკვე 200 ავიდა, სად უშვებთ ბავშვებს? მეხუმრებით, დისტანციას დაიცავს ბაღის ან სკოლის მოწაფე? დიდები არ იცავენ დისტანციას და .....
როგორც ცნობილია, ბაღები ხვალ იხსნება და საიდან იციან, რომ უკვე კორონა შეეყარათ მასწავლებლებს? გამოდის, რომ ზოგიერთი ბაღი უკვე მუშაობდა