სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რომელ რეგიონებში გამოვლინდა ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევები და რა დეტალები ხდება ცნობილი 6 გარდაცვლილზე?
რომელ რეგიონებში გამოვლინდა ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევები და რა დეტალები ხდება ცნობილი 6 გარდაცვლილზე?

ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს ბოქ­სი­რე­ბუ­ლი გან­ყო­ფი­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლის მა­რი­ნა ენ­დე­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბით, თბი­ლის­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის ახა­ლი შემ­თხვე­ვე­ბი გუ­შინ­დელ­თან შე­და­რე­ბით შემ­ცი­რე­ბუ­ლია. რო­გორც ენ­დე­ლა­ძე გან­მარ­ტავს, ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბი­დან კრი­ტი­კულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში 57 პი­რია.

"გა­სუ­ლი დღე-ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში სულ და­ფიქ­სირ­და 519 ახა­ლი შემ­თხვე­ვა და ამ­ჟა­მად კო­ვი­დინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლე­ბის სა­ერ­თო რა­ო­დე­ნო­ბა გახ­ლავთ 11 271, აქე­დან 50%-ზე მეტი - 6119 პა­ცი­ენ­ტი გახ­ლავთ გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლი, გუ­შინ 253 პა­ცი­ენ­ტი გა­მო­ჯან­მრთელ­და, აქ­ტი­უ­რი შემ­თხვე­ვა გახ­ლავთ 5152, რომ­ლე­ბიც მკურ­ნა­ლო­ბენ კო­ვი­დცენ­ტრებ­ში, ნა­წი­ლი ბი­ნა­ზე და ასე­ვე სას­ტუმ­რო­ებ­ში.

რაც შე­ე­ხე­ბა მძი­მე, კრი­ტი­კულ პა­ცი­ენ­ტებს, ასე­თი 57-ია, აქე­დან 56 მარ­თვით სუნ­თქვა­ზე გახ­ლავთ, 8 აფხა­ზე­თი­დან გად­მოყ­ვა­ნი­ლია, ერთი შემ­თხვე­ვა ცხინ­ვა­ლი­და­ნაა. გა­ნა­წი­ლე­ბა რე­გი­ო­ნე­ბის მი­ხედ­ვით ასე­თია: აჭა­რა­ში გახ­ლავთ 222 ახა­ლი შემ­თხვე­ვა, გუ­შინ იყო 190, ოდ­ნავ მო­ი­მა­ტა, მაგ­რამ ბევ­რი არ არის, თბი­ლის­ში ცოტა შემ­ცირ­და, 137-ია, გუ­შინ 179 ახა­ლი შემ­თხვე­ვა იყო. იმე­რეთ­ში 99-ია, და­ახ­ლო­ე­ბით იგი­ვეა, რაც გუ­შინ იყო. ქვე­მო ქარ­თლში გახ­ლავთ 31 ახა­ლი შემ­თხვე­ვა, გუ­რი­ა­სა და მცხე­თა მთი­ა­ნეთ­ში -10-10, შიდა ქარ­თლში 7 შემ­თხვე­ვაა, სა­მეგ­რე­ლო-ზემო სვა­ნეთ­ში - 5, კა­ხეთ­შია 3 შემ­თხვე­ვა, სამ­ცხე-ჯა­ვა­ხეთ­ში არის ერთი და იმ­პორ­ტი­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვა გახ­ლავთ 4“, - გა­ნა­ცხა­და ენ­დე­ლა­ძემ.

რაც შე­ე­ხე­ბათ გარ­დაც­ვლი­ლებს, ენ­დე­ლა­ძის თქმით, გარ­დაც­ვლი­ლი 6 პა­ცი­ენ­ტი­დან 4 აჭა­რა­ში მკურ­ნა­ლობ­და. რო­გორც ენ­დე­ლა­ძემ გა­ნა­ცხა­და, გარ­დაც­ვლი­ლებს თან­მხლე­ბი და­ა­ვა­დე­ბე­ბი ჰქონ­დათ.

"4 პა­ცი­ენ­ტი აჭა­რა­ში გარ­და­იც­ვა­ლა, ოთხი­ვე არის ქალი - 65, 76, 80 და 90 წლის. მათ ჰქონ­დათ თან­მხლე­ბი და­ა­ვა­დე­ბე­ბი. ორი შემ­თხვე­ვის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია ჯერ­ჯე­რო­ბით არ მაქვს“,- გა­ნა­ცხა­და ენ­დე­ლა­ძემ.

მისი თქმით, 45 კო­ვი­დინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტი­დან 3-ის მდგო­მა­რე­ო­ბა კრი­ტი­კუ­ლია.

"ჩვენს ცენ­ტრში გახ­ლავთ 45 კო­ვი­დინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი. 7 გახ­ლავთ მძი­მე, კრი­ტი­კუ­ლი სამი, და­ნარ­ჩე­ნი პა­ცი­ენ­ტე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა სა­შუ­ა­ლო სიმ­ძი­მი­საა",- გა­ნა­ცხა­და ენ­დე­ლა­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

რომელ რეგიონებში გამოვლინდა ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევები და რა დეტალები ხდება ცნობილი 6 გარდაცვლილზე?

რომელ რეგიონებში გამოვლინდა ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევები და რა დეტალები ხდება ცნობილი 6 გარდაცვლილზე?

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის განცხადებით, თბილისში კორონავირუსის ახალი შემთხვევები გუშინდელთან შედარებით შემცირებულია. როგორც ენდელაძე განმარტავს, ინფიცირებული პაციენტებიდან კრიტიკულ მდგომარეობაში 57 პირია.

"გასული დღე-ღამის განმავლობაში სულ დაფიქსირდა 519 ახალი შემთხვევა და ამჟამად კოვიდინფიცირებულების საერთო რაოდენობა გახლავთ 11 271, აქედან 50%-ზე მეტი - 6119 პაციენტი გახლავთ გამოჯანმრთელებული, გუშინ 253 პაციენტი გამოჯანმრთელდა, აქტიური შემთხვევა გახლავთ 5152, რომლებიც მკურნალობენ კოვიდცენტრებში, ნაწილი ბინაზე და ასევე სასტუმროებში.

რაც შეეხება მძიმე, კრიტიკულ პაციენტებს, ასეთი 57-ია, აქედან 56 მართვით სუნთქვაზე გახლავთ, 8 აფხაზეთიდან გადმოყვანილია, ერთი შემთხვევა ცხინვალიდანაა. განაწილება რეგიონების მიხედვით ასეთია: აჭარაში გახლავთ 222 ახალი შემთხვევა, გუშინ იყო 190, ოდნავ მოიმატა, მაგრამ ბევრი არ არის, თბილისში ცოტა შემცირდა, 137-ია, გუშინ 179 ახალი შემთხვევა იყო. იმერეთში 99-ია, დაახლოებით იგივეა, რაც გუშინ იყო. ქვემო ქართლში გახლავთ 31 ახალი შემთხვევა, გურიასა და მცხეთა მთიანეთში -10-10, შიდა ქართლში 7 შემთხვევაა, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 5, კახეთშია 3 შემთხვევა, სამცხე-ჯავახეთში არის ერთი და იმპორტირებული შემთხვევა გახლავთ 4“, - განაცხადა ენდელაძემ.

რაც შეეხებათ გარდაცვლილებს, ენდელაძის თქმით, გარდაცვლილი 6 პაციენტიდან 4 აჭარაში მკურნალობდა. როგორც ენდელაძემ განაცხადა, გარდაცვლილებს თანმხლები დაავადებები ჰქონდათ.

"4 პაციენტი აჭარაში გარდაიცვალა, ოთხივე არის ქალი - 65, 76, 80 და 90 წლის. მათ ჰქონდათ თანმხლები დაავადებები. ორი შემთხვევის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ მაქვს“,- განაცხადა ენდელაძემ.

მისი თქმით, 45 კოვიდინფიცირებული პაციენტიდან 3-ის მდგომარეობა კრიტიკულია.

"ჩვენს ცენტრში გახლავთ 45 კოვიდინფიცირებული. 7 გახლავთ მძიმე, კრიტიკული სამი, დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა",- განაცხადა ენდელაძემ.

ბათუმში მაღაზია "ვაიკიკის" თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

შემოსავლების სამსახურის 9 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

აფგან მუხთარლის გერმანიიდან თბილისში გამოგზავრების შესაძლებლობას არ მიეცა - რა განმარტება გაკეთდა "ჯორჯიან ეარვეისა" და მმართველ გუნდში?