სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ელის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენსა და სხვა სტრატეგიულ ობიექტებს, თუ სომხეთ-აზერბაიჯანის ომი ყარაბაღს გასცდება?
რა ელის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენსა და სხვა სტრატეგიულ ობიექტებს, თუ სომხეთ-აზერბაიჯანის ომი ყარაბაღს გასცდება?

მთი­ან ყა­რა­ბაღ­ში ომი დღი­თი დღე მწვავ­დე­ბა და საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბე­ბი ახალ-ახალ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე ვრცელ­დე­ბა. სომ­ხეთ-აზერ­ბა­ი­ჯანს შო­რის არ­სე­ბულ­მა და­პი­რის­პი­რე­ბამ შე­საძ­ლე­ბე­ლია საფრ­თე შე­უქ­მნას უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს ინფრას­ტრუქ­ტუ­რულ ობი­ექ­ტებს, რაც არა მხო­ლოდ ომში მო­ნა­წი­ლე ქვეყ­ნე­ბის­თვის, არა­მედ მთლი­ა­ნი რე­გი­ო­ნის­თვი­საა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი. ერთ-ერთი ასე­თი სტრა­ტე­გი­უ­ლი ობი­ექ­ტი სწო­რედ ბაქო-თბი­ლი­სი-ჯე­ი­ჰა­ნის მილ­სა­დე­ნია.

7 ოქ­ტომ­ბერს, სა­ღა­მოს გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ სომ­ხე­თის შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა ძა­ლებ­მა ბაქო-თბი­ლი­სი-ჯე­ი­ჰა­ნის ნავ­თობ­სა­დე­ნის და­ბომბვა სცა­დეს. აღ­ნიშ­ნუ­ლი აზერ­ბა­ი­ჯა­ნის პრო­კუ­რა­ტუ­რა­მაც და­ა­დას­ტუ­რა. უწყე­ბის გან­ცხა­დე­ბით, სა­რა­კე­ტო დარ­ტყმე­ბი და­ახ­ლო­ე­ბით 21:00 სა­ათ­ზე ნავ­თობ­სა­დე­ნის იმ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გან­ხორ­ცი­ელ­და, რო­მე­ლიც ევ­ლა­ხის რა­ი­ონ­ში გა­დის. სომ­ხე­თის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ უარ­ყო აზერ­ბა­ი­ჯა­ნის მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ეს ინ­ფორ­მა­ცია.

ჯერ­ჯე­რო­ბით არ გარ­კვე­უ­ლა, თუ რო­მე­ლი მხა­რეა მარ­თა­ლი და მოხ­და თუ არა სტრა­ტე­გი­ულ ობი­ექ­ტზე შე­ტე­ვა, თუმ­ცა ექ­სპერ­ტებ­მა უკვე და­ი­წყეს ბაქო-თბი­ლი­სი-ჯე­ი­ჰა­ნის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე სა­უ­ბა­რი და ორი­ვე მხა­რის გაფრ­თხი­ლე­ბა.

  • ბაქო-თბი­ლი­სი-ჯე­ი­ჰა­ნის მილ­სა­დე­ნის მნიშ­ვნე­ლო­ბა

1768 კმ. სიგ­რძის ბაქო-თბი­ლი­სი-ჯე­ი­ჰა­ნი, ანუ მსოფ­ლი­ო­ში სიგ­რძით მე­ო­რე მილ­სა­დე­ნი ახა­ლი ათას­წლე­უ­ლის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე დიდი მიღ­წე­ვაა. ნავ­თობ­სა­დე­ნი ევ­რო­პის ენერ­გე­ტი­კუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხში გან­სა­კუთ­რე­ბულ ად­გილს იკა­ვებს და რე­გი­ო­ნის ყვე­ლა­ზე დიდ სტრა­ტე­გი­ულ პრო­ექტს წარ­მო­ად­გენს. მილ­სა­დე­ნი ნავ­თო­ბის კას­პი­ის და ხმელ­თა­შუა ზღვებს შო­რის ტრან­სპორ­ტი­რე­ბის პირ­ვე­ლი და უმოკ­ლე­სი მარ­შრუ­ტია, რო­მე­ლიც ეკო­ნო­მი­კურ ეფექტთან ერ­თად, ენერ­გე­ტი­კუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის თვალ­საზ­რი­სი­თაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ამ მო­ნაკ­ვეთ­ში ყო­ველ­წლი­უ­რად და­გეგ­მი­ლი მაქ­სი­მუ­მის - 50 მი­ლი­ო­ნი ბა­რე­ლი ნავ­თო­ბის - გა­ტა­რე­ბის სა­ნაც­ვლოდ, სა­ქარ­თვე­ლო, ტრან­ზი­ტის სა­ფა­სუ­რის სა­ხით, და­ახ­ლო­ე­ბით 50 მი­ლი­ონ აშშ დო­ლარს მი­ი­ღებს. ასე­ვე, სა­ქარ­თვე­ლომ თა­ვად მილ­სა­დე­ნის მშე­ნებ­ლო­ბი­დან არ­ცთუ უმ­ნიშ­ვნე­ლო ეკო­ნო­მი­კუ­რი სარ­გე­ბე­ლი ნახა. სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბის შექ­მნის გარ­და, მილ­სა­დე­ნის მშე­ნე­ბე­ლი და ოპე­რა­ტო­რი კომ­პა­ნი­ის "ბრი­ტიშ პეტ­რო­ლი­უ­მის" ხარ­ჯზე, თით­ქმის ყო­ველ­წლი­უ­რად იზ­რდე­ბა პირ­და­პი­რი უცხო­უ­რი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის მო­ცუ­ლო­ბაც.

გარ­და აღ­ნიშ­ნუ­ლი მილ­სა­დე­ნი­სა, რე­გი­ონ­ში სხვა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ინფრას­ტრუქ­ტუ­რე­ბი­ცაა. მა­გა­ლი­თად: ბაქო-ერზრუ­მის მილ­სა­დე­ნი და ყარ­სი-ახალ­ქა­ლა­ქის რკი­ნიგ­ზა. სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ურ მილ­სა­დე­ნით სა­ქარ­თვე­ლო­ში მო­წო­დე­ბუ­ლი გაზი წარ­მო­ად­გენს ალ­ტერ­ნა­ტი­ულ ენერ­გე­ტი­კულ რე­სურსს. ამ გაზ­სა­დე­ნის ამოქ­მე­დე­ბით სა­ქარ­თვე­ლო მთლი­ა­ნად აღარ არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი რუ­სულ ბუ­ნებ­რი­ვი აი­რის მო­ნო­პო­ლისტ "გა­ზპ­რომ­ზე“. ყარ­სი-ახალ­ქა­ლა­ქის რკი­ნიგ­ზა კი რე­გი­ო­ნუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბის სარ­კი­ნიგ­ზო მა­გის­ტრა­ლია, რო­მე­ლიც ერ­თმა­ნეთ­თან პირ­და­პირ აკავ­ში­რებს აზერ­ბა­ი­ჯანს, სა­ქარ­თვე­ლო­სა და თურ­ქეთს. გა­მომ­დი­ნა­რე აქე­დან, ამ პრო­ექტს რამ­დე­ნი­მე ქვეყ­ნის ჩი­ნოვ­ნიკ­მა "რკი­ნის აბ­რე­შუ­მის გზა" უწო­და.

  • შე­სა­ბა­მი­სად, ზე­მოთ ჩა­მოთ­ვლი­ლი სტრა­ტე­გი­უ­ლი ობი­ექ­ტე­ბის და მათი მნიშ­ვნე­ლო­ბის შემ­დეგ ვხვდე­ბით, რომ სომ­ხეთ-აზერ­ბა­ი­ჯანს შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბის დროს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია აღ­ნიშ­ნუ­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რე­ბის დაც­ვა და გაფრ­თხი­ლე­ბა. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში ორ მე­ზო­ბელ ქვე­ყა­ნას შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბის გამო მთელ რე­გი­ონს ზი­ა­ნი მი­ად­გე­ბა.

ავ­ტო­რი: ნინი გო­გიშ­ვი­ლი

იხი­ლეთ ვი­დე­ო­სი­უ­ჟე­ტი

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გლახუნა
3

- აზერბაიჯანმა ოფიციალურად განაცხადა,რომ მ ხ ო ლ ო დ კონსტიტუციურ წესრიგს აღვადგენთ, ანუ კონტროლს მთიან ყარაბაღზე,რაც გამართლებულია -საერთაშორისო სამართლის ნორმებით -იურიდიულად -სამართლებრივად და არანაირი მიზანი არ აქვს სომხეთის სახელმწიფოს ლიკვიდაციის. - სომხეთი როცა იგრძნობს რუსეთის მხარაჭერას,ანუ თუ და როცა მიანიშნებს რუსეთი,მხოლოდ მაშინ გადავა აზერბაიჯანის ტერ-აზე და საფრთხეს შეუქმნის მილსადენებს...-სომხეთი არ გაითვალისწინებს საქართველოს სახელმწიფოს ინტერესებებს (პირიქით 30 წელია -რუსეთთან ერთად გვებრძვის),მაშინ როცა აზერბაიჯანისათვის საქართველო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სატრანზიტო სახელმწიფო არის და ...მაგრამ დ ღ ე ს -არსებული საერთაშიროსო პოლიტიკური ვითარების შედეგად -რუსეთიც ა რ-ვ ე რ დაეხმარება- სომხეთს, არა მარტო იმიტომ, რომ ფაშინიანი პრო-დასავლურია (თუ პროდასავლურობა ნიშნავს მხოლოდ კორუფცია, კრიმინალი,ნეპოტიზმის მოსპობას -სახელმწიფო ინსტიტუტებში და პროგრესულ დასავლეთთან ეკონომიკური,ფინანსური თანამშრომლობის გაძლიერებას- არა სტრატეგიულ თანამშრომლობას ) არ უ ბ ი ძ გ ე ბ ს ... - ამ შემთხვევაში თურქეთი ჩაერევა და რუსეთი სერიოზულ მარცხს მიიღებს (არ გამოვრიცხავ იმასაც, რომ თურქეთს მხარს უჭერს -დაუჭერს მთელი დასავლეთი, გარდა საფრანგეთი -სომხურ ლობს აყოლილი) ეკონომიკურად,გავლენების მიმართულებით, პ ო ლ ი ტ ი კ უ რ -ა ც კი ... - თურქეთს შეუძლია მთელ რუსეთს შეუქმნას პრობლემები, ანუ რუსეთში მცხოვრები ეთნიკურად თურქები (30 მილიონზე მეტი) მ ო ი თ ხ ო ვ ე ნ პოლიტიკურ- დამოუკიდებლობას - სახელმწიფოებს (მით ჩეჩნეთი მარტო ა რ დარჩება შიდა რუსეთში ... ) ...ბოლო-ბოლო-თურქეთი ა ღ ი ა რ ე ბ ს მთელი რიგი რუსეთის ფედერაციის დღეს სუბიექტებს (ჩეჩნეთი, დაღესტანი, ბაშკირეთი, თათრეთი...რუსეთმა ეს დაუშვა -საქართველოსთან, უკრაინასთან და რატომ ა რ გააკეთებს-გამოიყენებს -თურქეთი?!) და მას დ ა ს ა ვ ლ ე თ მ ა მხარი დაუჭიროს...ასე რომ ,რუსეთი ვერაფერს გაბედავს ზედმეტს . - სომხეთს ერთადერთი გამოსავალი აქვს - წავიდეს მოლაპარაკებაზე აზერბაიჯანთან - დ ა ვ ს ხ დ ე თ თბილისში და თავად ჩვენ - 3 -მა კავკასიურმა სახელმწიფო ურთიერთპატივისცემით შევთანხმდეთ ( ჩვენ- აზერებთან მკაცრად უნდა დავსვათ დავით გარეჯის საქართველოსადმი გადაცემის საკითხი,ისევე როგორც სომხეთმა სამუდამოდ შეწყვიტოს - ,,ჯავახ,,-ზე პრეტენზიები და საზღვრებზეც შევთანხმდეთ ) რ ო მ შევიქმნათ ს ტ რ ა ტ ე გ ი უ ლ ი პარტნიორები - შუა აზია- აზერი-საქართველოს გავლით ენერგეტიკული დერეფნისათვის და ამ პროცესში ჩავრთოდ სომხეთი...-3 -ვე სახელმწიფო ძალიან სწრაფად ააღორძინებს ეკონომიკას და შეიქმნებიან ევროკავშირის წევრები, მით მხოლოდ პროგრესზე ორიენტირებული შეიქმნებიან (ბალტიის სახელმწიფოების მსგავსად) ... პ.ს. რ ა ტ ო მ ბლოკავთ ?! - ცენზორები გყავთ ?!

ალი
0

თავიდან კარგად დაიწყეთ, მაგრამ ბოლოს უკვე უტოპია გამოვიდა..ამის მერე აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ყველაზე ცოტა 50 წელი კარგი ურთიერთობა არ ექნებათ. და საერთოდ, ამ დროს, როცა აზერბაიჯანს ასეთი პრობლემები აქვს, დავით-გარეჯზე ლაპარაკი ნაადრევია. დაელოდეთ, დაამთავროს თავისი საქმე ყარაბაღში, მერე იქნებ თვითონ აჩუქოს დავიდ გარეჯი საქართველოს. ჭირში მყოფ ადამიანს დამატებით პრობლემას რომ უქმნი, ეს ძალიან არასწორია. დრო გვიჩვენებს რა და როგორ იქნება. მაგრამ მეზობელ ერებს შორის სიზღი და სისასტიკე მომავალში სიზღისა და სისასტიკის გარდა ვერაფერს მოიტანს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

რა ელის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენსა და სხვა სტრატეგიულ ობიექტებს, თუ სომხეთ-აზერბაიჯანის ომი ყარაბაღს გასცდება?

რა ელის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენსა და სხვა სტრატეგიულ ობიექტებს, თუ სომხეთ-აზერბაიჯანის ომი ყარაბაღს გასცდება?

მთიან ყარაბაღში ომი დღითი დღე მწვავდება და საბრძოლო მოქმედებები ახალ-ახალ ტერიტორიებზე ვრცელდება. სომხეთ-აზერბაიჯანს შორის არსებულმა დაპირისპირებამ შესაძლებელია საფრთე შეუქმნას უმნიშვნელოვანეს ინფრასტრუქტურულ ობიექტებს, რაც არა მხოლოდ ომში მონაწილე ქვეყნებისთვის, არამედ მთლიანი რეგიონისთვისაა მნიშვნელოვანი. ერთ-ერთი ასეთი სტრატეგიული ობიექტი სწორედ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენია.

7 ოქტომბერს, საღამოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის დაბომბვა სცადეს. აღნიშნული აზერბაიჯანის პროკურატურამაც დაადასტურა. უწყების განცხადებით, სარაკეტო დარტყმები დაახლოებით 21:00 საათზე ნავთობსადენის იმ ტერიტორიაზე განხორციელდა, რომელიც ევლახის რაიონში გადის. სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ უარყო აზერბაიჯანის მიერ გავრცელებული ეს ინფორმაცია.

ჯერჯერობით არ გარკვეულა, თუ რომელი მხარეა მართალი და მოხდა თუ არა სტრატეგიულ ობიექტზე შეტევა, თუმცა ექსპერტებმა უკვე დაიწყეს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მნიშვნელობაზე საუბარი და ორივე მხარის გაფრთხილება.

  • ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის მნიშვნელობა

1768 კმ. სიგრძის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი, ანუ მსოფლიოში სიგრძით მეორე მილსადენი ახალი ათასწლეულის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიღწევაა. ნავთობსადენი ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს და რეგიონის ყველაზე დიდ სტრატეგიულ პროექტს წარმოადგენს. მილსადენი ნავთობის კასპიის და ხმელთაშუა ზღვებს შორის ტრანსპორტირების პირველი და უმოკლესი მარშრუტია, რომელიც ეკონომიკურ ეფექტთან ერთად, ენერგეტიკული უსაფრთხოების თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანია. ამ მონაკვეთში ყოველწლიურად დაგეგმილი მაქსიმუმის - 50 მილიონი ბარელი ნავთობის - გატარების სანაცვლოდ, საქართველო, ტრანზიტის საფასურის სახით, დაახლოებით 50 მილიონ აშშ დოლარს მიიღებს. ასევე, საქართველომ თავად მილსადენის მშენებლობიდან არცთუ უმნიშვნელო ეკონომიკური სარგებელი ნახა. სამუშაო ადგილების შექმნის გარდა, მილსადენის მშენებელი და ოპერატორი კომპანიის "ბრიტიშ პეტროლიუმის" ხარჯზე, თითქმის ყოველწლიურად იზრდება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობაც.

გარდა აღნიშნული მილსადენისა, რეგიონში სხვა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურებიცაა. მაგალითად: ბაქო-ერზრუმის მილსადენი და ყარსი-ახალქალაქის რკინიგზა. სამხრეთ კავკასიურ მილსადენით საქართველოში მოწოდებული გაზი წარმოადგენს ალტერნატიულ ენერგეტიკულ რესურსს. ამ გაზსადენის ამოქმედებით საქართველო მთლიანად აღარ არის დამოკიდებული რუსულ ბუნებრივი აირის მონოპოლისტ "გაზპრომზე“. ყარსი-ახალქალაქის რკინიგზა კი რეგიონული მნიშვნელობის სარკინიგზო მაგისტრალია, რომელიც ერთმანეთთან პირდაპირ აკავშირებს აზერბაიჯანს, საქართველოსა და თურქეთს. გამომდინარე აქედან, ამ პროექტს რამდენიმე ქვეყნის ჩინოვნიკმა "რკინის აბრეშუმის გზა" უწოდა.

  • შესაბამისად, ზემოთ ჩამოთვლილი სტრატეგიული ობიექტების და მათი მნიშვნელობის შემდეგ ვხვდებით, რომ სომხეთ-აზერბაიჯანს შორის დაპირისპირების დროს მნიშვნელოვანია აღნიშნული ინფრასტრუქტურების დაცვა და გაფრთხილება. წინააღმდეგ შემთხვევაში ორ მეზობელ ქვეყანას შორის დაპირისპირების გამო მთელ რეგიონს ზიანი მიადგება.

ავტორი: ნინი გოგიშვილი

იხილეთ ვიდეოსიუჟეტი

"გარდაიცვალა ცნობილი პედაგოგი, რომელმაც არაერთი თაობა აღზარდა... ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, დე ფაქტო რეჟიმმა კი ახალგორის დატოვების უფლება არ მისცა" - გამგებელი

"ისინი ამბობენ, - ნამდვილ ჯოჯოხეთში მოვხვდითო" - The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, თურქეთის მეშვეობით, ასობით სირიელი "ბოევიკი" მთიან ყარაბაღში იბრძვის

"თუ სომხეთი ჩვენს გაზსადენებზე კონტროლის დამყარებას შეეცდება, ამას მათთვის ძალიან სასტიკი შედეგი მოჰყვება" - ალიევი