ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, 527 ახალი შემთხვევიდან 190 აჭარაში, 179 კი თბილისში დადასტურდა.
მარინა ენდელაძის თქმით, ქვეყანაში 63 კრიტიკულად მძიმე პაციენტია.
"საბედნიეროდ, აჭარაში შემცირდა რაოდენობა - 190 პაციენტია, თუმცა, სამწუხაროდ თბილისში მოიმატა - 179 ახალი შემთხვევა გვაქვს. გარდა ამისა, იმერეთშია - 91, ქვემო ქართლში - 28, შიდა ქართლში -10 პაციენტია, კახეთში -11, მცხეთა-მთიანეთში - 3, გურიაში - 3, სამცხე-ჯავახეთში - 1 შემთხვევა“, - განაცხადა ენდელაძემ.
თქვენ თუ დაგიჯერებთ კაცი დროა საფლავები საკუთარი ხელით გავითხაროთ. ისე კი ვერ ატყობთ, რომ მოსახლეობის რაოდენობას გადაამეტეთ თქვენი ციფრებით დაავადებულების შესახებ?
თქვენი სტატისტიკა დავიზუთხეთ უკვე ,ახლა გვჭირდება ადამიანი , რომელიც ყოველ დღე გვამცნობს, რამდენი ოჯახი ვღაფავთ სულს უმუშევრობით! მთავრობა სადამდე აპირებთ ვირუსს ამოფარებულები ჩვენ გაღატაკებას?