კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პანდემიის დროს მე და ჩემი მეუღლე დედოფლისწყაროში ვცხოვრობდით, ნაკვეთზე მზესუმზირა დავთესეთ" - მაკა ზამბახიძის ოჯახური ფოტოები
"პანდემიის დროს მე და ჩემი მეუღლე დედოფლისწყაროში ვცხოვრობდით, ნაკვეთზე მზესუმზირა დავთესეთ" - მაკა ზამბახიძის ოჯახური ფოტოები

კა­რან­ტი­ნის პე­რი­ო­დი ძა­ლი­ან ბევ­რი მომ­ღერ­ლის­თვის, იძუ­ლე­ბი­თი შეს­ვე­ნე­ბის ხანა აღ­მოჩ­ნდა. გავ­რცე­ლე­ბულ­მა ვირუს­მა გეგ­მა მაკა ზამ­ბა­ხი­ძე­საც შე­უც­ვა­ლა, მაგ­რამ მა­ინც აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ობს და მალე მსმე­ნელს ახალ სიმ­ღე­რას და ვი­დე­ორ­გოლს შეს­თა­ვა­ზებს.

- ახლა მა­ი­კო კა­ჭ­კა­ჭიშ­ვი­ლის სიმ­ღე­რა­ზე ვმუ­შა­ობ. არან­ჟი­რე­ბა ბო­რი­კო შხი­ანს ეკუთ­ვნის, "ბრა­ვო" სტუ­დი­ა­ში ვწერ. ძა­ლი­ან კარ­გი სიმ­ღე­რა იქ­ნე­ბა.

- თემა რა არის?

- და­ბა­დე­ბის დღის სიმ­ღე­რაა. ნე­ბის­მი­ერ სა­ღა­მო­ზე შე­იძ­ლე­ბა შეს­რულ­დეს. გა­ჰი­ტე­ბა­ზე წი­ნას­წარ ლა­პა­რა­კი არ მჩვე­ვია, მთა­ვა­რია კარ­გი და გე­მოვ­ნე­ბი­ა­ნი გა­მო­ვი­დეს, თუ ასე იქ­ნე­ბა, მსმე­ნე­ლიც შე­იყ­ვა­რებს.

- პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში, დე­დოფ­ლის­წყა­რო­ში, მზე­სუმ­ზი­რე­ბის სა­კუ­თარ ნაკ­ვეთ­ში ვი­დე­ორ­გო­ლი გა­და­ი­ღე, ამის შე­სა­ხებ მი­ამ­ბე.

- ეს სიმ­ღე­რა - "მე ახლა მინ­და გიყ­ვარ­დე" მა­ცა­ცო სე­ბის­კვე­რა­ძის შე­მოქ­მე­დე­ბი­თი სა­ღა­მოს­თვის, ნო­ემ­ბერ­ში ჩავ­წე­რე. შე­მო­თა­ვა­ზე­ბა იყო, ჩემს მა­ესტრო ვატო კა­ხი­ძეს­თან ერ­თად ეს სიმ­ღე­რა შე­მეს­რუ­ლე­ბი­ნა. შემ­დეგ დათო გერ­სა­მი­ას სურ­ვი­ლით, აუ­დი­ო­ვერ­სია ჩა­ი­წე­რა. ძა­ლი­ან კარ­გი არან­ჟი­რე­ბა გა­ა­კე­თა ბო­რი­კო შხი­ან­მა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ არან­ჟი­რე­ბა ძა­ლი­ან მომ­წონ­და, ვფიქ­რობ­დი, ამ პე­რი­ოდ­ში ლი­რი­კუ­ლი სიმ­ღე­რის მოს­მე­ნა, ადა­მი­ა­ნე­ბის არ­ჩე­ვა­ნი არ იქ­ნე­ბო­და, უფრო ენერ­გი­ულ, სა­ცეკ­ვაო მუ­სი­კა­ზეა მო­თხოვ­ნა-მეთ­ქი, მაგ­რამ ვცდე­ბო­დი. ამ სიმ­ღე­რას, მზე­სუმ­ზი­რებ­ში გა­და­ღე­ბუ­ლი ვი­დეო მარ­თლა ძა­ლი­ან მო­უხ­და.

- ვისი იდეა იყო ეს?

- ჩემი. პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში, მე და ჩემი მე­უღ­ლე დე­დოფ­ლის­წყა­რო­ში წა­ვე­დით, სო­ფელ ზემო ქედ­ში ვცხოვ­რობ­დით, იქ დიდ ნაკ­ვეთ­ზე მზე­სუმ­ზი­რა დავ­თე­სეთ. მა­შინ ვთქვი, მზე­სუმ­ზი­რე­ბი რომ გა­იზ­რდე­ბი­ან და აყ­ვავ­დე­ბი­ან, აუ­ცი­ლებ­ლად ფო­ტო­სე­სია მექ­ნე­ბა-მეთ­ქი. ივ­ლი­სის თვე­ში ეს ნა­ნატ­რი ყვა­ვი­ლო­ბის პე­რი­ო­დიც დად­გა. ნაკ­ვე­თი მარ­თლა ძა­ლი­ან ლა­მა­ზი იყო. ფო­ტო­სე­სი­ას რომ ვგეგ­მავ­დი, მო­მა­ფიქ­რდა, იქ­ნებ ლა­მა­ზი ვი­დე­ო­კად­რე­ბიც გა­და­ვი­ღოთ, ისე­თი გა­რე­მოა, ეფექ­ტუ­რი გა­მო­ვა-მეთ­ქი. დიდი მად­ლო­ბა გი­ორ­გის და სტუ­დი­ას Eსტატ Fაფ ამ სა­ო­ცა­რი ვი­დე­ორ­გო­ლის­თვის. ფო­ტო­ებ­ზე მა­რი­ამ მა­მუ­ლაშ­ვილ­მა იმუ­შა­ვა.

- მზე­სუმ­ზი­რებ­ში სი­ა­რუ­ლი რთუ­ლი არ იყო?

- ძა­ლი­ან რთუ­ლი იყო, სულ მე­ში­ნო­და, ქვე­წარ­მა­ვა­ლი არ შემ­ხვედ­რო­და და დაბ­ლა ვი­ყუ­რე­ბო­დი. ამ მხა­რე­ში ძა­ლი­ან ცხე­ლა, უდაბ­ნოა, მა­კი­ა­ჟიც რთუ­ლი შე­სა­ნარ­ჩუ­ნე­ბე­ლი იყო. მი­უ­ხე­და­ვად ამ სირ­თუ­ლე­ე­ბი­სა, გა­და­ღე­ბამ მა­ინც კარ­გად და ნა­ყო­ფი­ე­რად ჩა­ი­ა­რა.

- მზე­სუმ­ზი­რის მო­სა­ვა­ლი უკვე აი­ღეთ?

- (იცი­ნის) კი, ცო­ტა­თი წვი­მამ შეგ­ვი­შა­ლა ხელი, მაგ­რამ მა­ინც ავი­ღეთ.

- მე­უღ­ლე შენი სიმ­ღე­რე­ბის რო­გო­რი შემ­ფა­სე­ბე­ლია?

- მი­ხე­ი­ლი ჩემს საქ­მი­ა­ნო­ბა­ში აქ­ტი­უ­რა­დაა ჩარ­თუ­ლი, ჩემი დიდი გულ­შე­მატ­კი­ვა­რია. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ჩემს "ფე­იჯს" ის გა­ნა­გებს, ამ მხრივ მე ცოტა პა­სი­უ­რი ვარ.

- საქ­მის კე­თე­ბის დროს შენ­თვის ყვე­ლა­ზე დიდი სტი­მუ­ლი რა არის?

- თა­ვად ჩემი სიმ­ღე­რა. ყვე­ლა­ფერს ვა­კე­თებ, რომ კარ­გი გა­მო­ვი­დეს, ენერ­გი­ას არ ვი­შუ­რებ. როცა შენი რე­პერ­ტუ­ა­რი­დან სიმ­ღე­რა ჰი­ტად იქ­ცე­ვა, მომ­ღერ­ლის­თვის ამა­ზე დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბა არ არ­სე­ბობს. მახ­სოვს, ჩემი და რატი დურ­გლიშ­ვი­ლის დუ­ე­ტის დროს, ხალ­ხი ჩვენს სიმ­ღე­რებს რო­გორ მღე­რო­და. მომ­ღერ­ლის­თვის ეს ყვე­ლა­ზე დიდი სტი­მუ­ლია. მთე­ლი სექ­ტემ­ბრის თვე და­გეგ­მი­ლი მქონ­და, მაგ­რამ პან­დე­მი­ამ გეგ­მე­ბი გარ­კვე­ულ­წი­ლად შე­მიც­ვა­ლა. ეს ვირუ­სი მე და ჩემს კო­ლე­გებს ძა­ლი­ან შეგ­ვე­ხო, სა­დარ­დებ­ლად გვექ­ცა....წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

!
22

მზესუმზირას მიაწექი, ძმობილო, აბა, იქ დამწყები სამუშაო არ გაქვს და...

ავტორი:

"პანდემიის დროს მე და ჩემი მეუღლე დედოფლისწყაროში ვცხოვრობდით, ნაკვეთზე მზესუმზირა დავთესეთ" - მაკა ზამბახიძის ოჯახური ფოტოები

"პანდემიის დროს მე და ჩემი მეუღლე დედოფლისწყაროში ვცხოვრობდით, ნაკვეთზე მზესუმზირა დავთესეთ" - მაკა ზამბახიძის ოჯახური ფოტოები

კარანტინის პერიოდი ძალიან ბევრი მომღერლისთვის, იძულებითი შესვენების ხანა აღმოჩნდა. გავრცელებულმა ვირუსმა გეგმა მაკა ზამბახიძესაც შეუცვალა, მაგრამ მაინც აქტიურად მუშაობს და მალე მსმენელს ახალ სიმღერას და ვიდეორგოლს შესთავაზებს.

- ახლა მაიკო კაჭკაჭიშვილის სიმღერაზე ვმუშაობ. არანჟირება ბორიკო შხიანს ეკუთვნის, "ბრავო" სტუდიაში ვწერ. ძალიან კარგი სიმღერა იქნება.

- თემა რა არის?

- დაბადების დღის სიმღერაა. ნებისმიერ საღამოზე შეიძლება შესრულდეს. გაჰიტებაზე წინასწარ ლაპარაკი არ მჩვევია, მთავარია კარგი და გემოვნებიანი გამოვიდეს, თუ ასე იქნება, მსმენელიც შეიყვარებს.

- პანდემიის პერიოდში, დედოფლისწყაროში, მზესუმზირების საკუთარ ნაკვეთში ვიდეორგოლი გადაიღე, ამის შესახებ მიამბე.

- ეს სიმღერა - "მე ახლა მინდა გიყვარდე" მაცაცო სებისკვერაძის შემოქმედებითი საღამოსთვის, ნოემბერში ჩავწერე. შემოთავაზება იყო, ჩემს მაესტრო ვატო კახიძესთან ერთად ეს სიმღერა შემესრულებინა. შემდეგ დათო გერსამიას სურვილით, აუდიოვერსია ჩაიწერა. ძალიან კარგი არანჟირება გააკეთა ბორიკო შხიანმა. მიუხედავად იმისა, რომ არანჟირება ძალიან მომწონდა, ვფიქრობდი, ამ პერიოდში ლირიკული სიმღერის მოსმენა, ადამიანების არჩევანი არ იქნებოდა, უფრო ენერგიულ, საცეკვაო მუსიკაზეა მოთხოვნა-მეთქი, მაგრამ ვცდებოდი. ამ სიმღერას, მზესუმზირებში გადაღებული ვიდეო მართლა ძალიან მოუხდა.

- ვისი იდეა იყო ეს?

- ჩემი. პანდემიის პერიოდში, მე და ჩემი მეუღლე დედოფლისწყაროში წავედით, სოფელ ზემო ქედში ვცხოვრობდით, იქ დიდ ნაკვეთზე მზესუმზირა დავთესეთ. მაშინ ვთქვი, მზესუმზირები რომ გაიზრდებიან და აყვავდებიან, აუცილებლად ფოტოსესია მექნება-მეთქი. ივლისის თვეში ეს ნანატრი ყვავილობის პერიოდიც დადგა. ნაკვეთი მართლა ძალიან ლამაზი იყო. ფოტოსესიას რომ ვგეგმავდი, მომაფიქრდა, იქნებ ლამაზი ვიდეოკადრებიც გადავიღოთ, ისეთი გარემოა, ეფექტური გამოვა-მეთქი. დიდი მადლობა გიორგის და სტუდიას Eსტატ Fაფ ამ საოცარი ვიდეორგოლისთვის. ფოტოებზე მარიამ მამულაშვილმა იმუშავა.

- მზესუმზირებში სიარული რთული არ იყო?

- ძალიან რთული იყო, სულ მეშინოდა, ქვეწარმავალი არ შემხვედროდა და დაბლა ვიყურებოდი. ამ მხარეში ძალიან ცხელა, უდაბნოა, მაკიაჟიც რთული შესანარჩუნებელი იყო. მიუხედავად ამ სირთულეებისა, გადაღებამ მაინც კარგად და ნაყოფიერად ჩაიარა.

- მზესუმზირის მოსავალი უკვე აიღეთ?

- (იცინის) კი, ცოტათი წვიმამ შეგვიშალა ხელი, მაგრამ მაინც ავიღეთ.

- მეუღლე შენი სიმღერების როგორი შემფასებელია?

- მიხეილი ჩემს საქმიანობაში აქტიურადაა ჩართული, ჩემი დიდი გულშემატკივარია. სოციალურ ქსელში ჩემს "ფეიჯს" ის განაგებს, ამ მხრივ მე ცოტა პასიური ვარ.

- საქმის კეთების დროს შენთვის ყველაზე დიდი სტიმული რა არის?

- თავად ჩემი სიმღერა. ყველაფერს ვაკეთებ, რომ კარგი გამოვიდეს, ენერგიას არ ვიშურებ. როცა შენი რეპერტუარიდან სიმღერა ჰიტად იქცევა, მომღერლისთვის ამაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს. მახსოვს, ჩემი და რატი დურგლიშვილის დუეტის დროს, ხალხი ჩვენს სიმღერებს როგორ მღეროდა. მომღერლისთვის ეს ყველაზე დიდი სტიმულია. მთელი სექტემბრის თვე დაგეგმილი მქონდა, მაგრამ პანდემიამ გეგმები გარკვეულწილად შემიცვალა. ეს ვირუსი მე და ჩემს კოლეგებს ძალიან შეგვეხო, სადარდებლად გვექცა....წაიკითხეთ სრულად

"ახლა დაკავებულებმა უნდა ახსნან, რატომ არ გამოიყენეს, უფრო მსხვილმასშტაბიანი რუკა" - რას ამბობს საზღვრის დადგენის სკანდალურ საქმეზე კარტოგრაფი

მობილური თამაშების ადგილობრივი ბაზრის განვითარებისთვის, ბილაინი დეველოპერებისთვის ჰაკათონს ატარებს - „შექმენი თამაში და გახდი ბილაინის პარტნიორი“

"გაიგეს, რომ მოვდივარ და სურთ, შემაჩერონ“ -  მუხთარლი აცხადებს, რომ თბილისში გამომგზავრებაში საქართველოს საკონსულო ხელს უშლის