საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
სამართალი
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბაიდენი ვირტუალურ დებატებზე თანახმაა, კორონავირუსით ინფიცირებული ტრამპი - არა - "არ ვაპირებ დრო დავკარგო დებატებზე, კომპიუტერის მიღმა, სულელურად"
ბაიდენი ვირტუალურ დებატებზე თანახმაა, კორონავირუსით ინფიცირებული ტრამპი - არა - "არ ვაპირებ დრო დავკარგო დებატებზე, კომპიუტერის მიღმა, სულელურად"

აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტი დო­ნალდ ტრამ­პი უარს ამ­ბობს საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში დე­მოკ­რატ კონ­კუ­რენ­ტთან, ჯო ბა­ი­დენ­თან ვირ­ტუ­ა­ლურ სა­ტე­ლე­ვი­ზიო დე­ბა­ტებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბა­ზე. ამის შე­სა­ხებ BBC წერს. დე­ბა­ტე­ბი 15 ოქ­ტომ­ბერს მა­ი­ა­მი­ში უნდა გა­მარ­თუ­ლი­ყო, თუმ­ცა რად­გა­ნაც ტრამპს კო­რო­ნა­ვირუ­სი და­უ­დას­ტურ­და, დე­ბა­ტე­ბის გა­მარ­თვა კი­თხვის ნიშ­ნის ქვეშ დად­გა.

კო­მი­სი­ამ კი რო­მე­ლიც ყო­ვე­ლი­ვეს ორ­გა­ნი­ზე­ბას უწევს, კან­დი­და­ტებს დის­ტან­ცი­უ­რი დე­ბა­ტე­ბის გა­მარ­თვა შეს­თა­ვა­ზა. ბა­ი­დე­ნი შე­თა­ვა­ზე­ბას და­თან­ხმდა. მის გუნდში აცხა­დე­ბენ, რომ "დე­მოკ­რა­ტე­ბის" კან­დი­და­ტი მო­უთ­მენ­ლად ელის რო­დის მი­მარ­თავს დე­ბა­ტე­ბის ფორ­მატ­ში ამე­რი­კელ ხალ­ხს.

გან­სხვა­ვე­ბუ­ლი პო­ზი­ცია აქვს დო­ნალდ ტრამპს. Fox Business Channel-თან სა­უბ­რი­სას მან გა­ნა­ცხა­და: "მე არ ვა­პი­რებ დრო დავ­კარ­გო დე­ბა­ტებ­ზე, კომ­პი­უ­ტე­რის მიღ­მა, სუ­ლე­ლუ­რად. მე არ გავ­მარ­თავ ვირ­ტუ­ა­ლურ დე­ბა­ტებს“, - აღ­ნიშ­ნა ტრამპმა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ტრამ­პი კლი­ნი­კა­ში მხო­ლოდ ორ დღეს გა­ჩერ­და, ორი დღის შემ­დეგ თეთრ სახ­ლს და­უბ­რუნ­და, ამ­ბობს, რომ სიმპტო­მე­ბი არ აქვს და თავს იმა­ზე უკეთ გრძნობს, ვიდ­რე 20 წლის წინ.

ამე­რი­კის პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­და­ტებს, ჯო ბა­ი­დენ­სა და დო­ნალდ ტრამპს შო­რის ერთი დე­ბა­ტე­ბი უკვე გა­ი­მარ­თა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ დე­ბა­ტე­ბი­დან მე­ო­რე დღეს და­უ­დას­ტურ­და ტრამპს კო­რო­ნა­ვირუ­სი. დე­ბა­ტე­ბის დროს კი მან ბა­ი­დენს პირ­ბა­დის ტა­რე­ბის გამო დას­ცი­ნა.

"მე არ ვა­ტა­რებ პირ­ბა­დეს მის (ჯო ბა­ი­დე­ნი) მსგავ­სად. ყო­ველ ჯერ­ზე, როცა მას ვხე­დავთ, პირ­ბა­დე უკე­თია. ის შე­იძ­ლე­ბა გე­სა­უბ­რე­ბო­დეთ 200 ფუ­ტის (და­ახ­ლო­ე­ბით, 60 მეტ­რი) მან­ძი­ლი­დან და ის იკე­თებს ყვე­ლა­ზე დიდ პირ­ბა­დეს, რაც კი ოდეს­მე მი­ნა­ხავს“, - თქვა დო­ნალდ ტრამპმა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

ბაიდენი ვირტუალურ დებატებზე თანახმაა, კორონავირუსით ინფიცირებული ტრამპი - არა - "არ ვაპირებ დრო დავკარგო დებატებზე, კომპიუტერის მიღმა, სულელურად"

ბაიდენი ვირტუალურ დებატებზე თანახმაა, კორონავირუსით ინფიცირებული ტრამპი - არა - "არ ვაპირებ დრო დავკარგო დებატებზე, კომპიუტერის მიღმა, სულელურად"

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უარს ამბობს საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატ კონკურენტთან, ჯო ბაიდენთან ვირტუალურ სატელევიზიო დებატებში მონაწილეობის მიღებაზე. ამის შესახებ BBC წერს. დებატები 15 ოქტომბერს მაიამიში უნდა გამართულიყო, თუმცა რადგანაც ტრამპს კორონავირუსი დაუდასტურდა, დებატების გამართვა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა.

კომისიამ კი რომელიც ყოველივეს ორგანიზებას უწევს, კანდიდატებს დისტანციური დებატების გამართვა შესთავაზა. ბაიდენი შეთავაზებას დათანხმდა. მის გუნდში აცხადებენ, რომ "დემოკრატების" კანდიდატი მოუთმენლად ელის როდის მიმართავს დებატების ფორმატში ამერიკელ ხალხს.

განსხვავებული პოზიცია აქვს დონალდ ტრამპს. Fox Business Channel-თან საუბრისას მან განაცხადა: "მე არ ვაპირებ დრო დავკარგო დებატებზე, კომპიუტერის მიღმა, სულელურად. მე არ გავმართავ ვირტუალურ დებატებს“, - აღნიშნა ტრამპმა.

აღსანიშნავია, რომ კორონავირუსით ინფიცირებული ტრამპი კლინიკაში მხოლოდ ორ დღეს გაჩერდა, ორი დღის შემდეგ თეთრ სახლს დაუბრუნდა, ამბობს, რომ სიმპტომები არ აქვს და თავს იმაზე უკეთ გრძნობს, ვიდრე 20 წლის წინ.

ამერიკის პრეზიდენტობის კანდიდატებს, ჯო ბაიდენსა და დონალდ ტრამპს შორის ერთი დებატები უკვე გაიმართა. აღსანიშნავია, რომ დებატებიდან მეორე დღეს დაუდასტურდა ტრამპს კორონავირუსი. დებატების დროს კი მან ბაიდენს პირბადის ტარების გამო დასცინა.

"მე არ ვატარებ პირბადეს მის (ჯო ბაიდენი) მსგავსად. ყოველ ჯერზე, როცა მას ვხედავთ, პირბადე უკეთია. ის შეიძლება გესაუბრებოდეთ 200 ფუტის (დაახლოებით, 60 მეტრი) მანძილიდან და ის იკეთებს ყველაზე დიდ პირბადეს, რაც კი ოდესმე მინახავს“, - თქვა დონალდ ტრამპმა

სომხური მედია - აზერბაიჯანმა მთიან ყარაბაღში სომხურ ტაძარზე დარტყმა განახორციელა

რუსეთის პატრიარქი თვითიზოლაციაში გადავიდა

ოპერატორი: "დაიჭრა, მაგრამ კვლავ იქნევდა ხელს, სროლის შეჩერებას, შვილის გადარჩენას ითხოვდა" - ღაზაში მამა-შვილის სიკვდილის სულისშემძვრელი კადრის ისტორია