სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქსტატი: საქართველოში საშუალო ხელფასი 5,7%-ით გაიზარდა და 1 129 ლარი შეადგინა
საქსტატი: საქართველოში საშუალო ხელფასი 5,7%-ით გაიზარდა და 1 129 ლარი შეადგინა

2019 წელს სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ქი­რა­ვე­ბით და­საქ­მე­ბულ­თა სა­შუ­ა­ლო თვი­უ­რი ნო­მი­ნა­ლუ­რი ხელ­ფა­სი გა­სულ წელ­თან შე­და­რე­ბით 5.7 პრო­ცენ­ტით (61.2 ლა­რით) გა­ი­ზარ­და და 1 129.5 ლარი შე­ად­გი­ნა.

სტა­ტის­ტი­კის ეროვ­ნუ­ლი სამ­სა­ხუ­რის მო­ნა­ცე­მე­ბით, 2019 წელს, წინა წელ­თან შე­და­რე­ბით ხელ­ფა­სე­ბის ზრდა თით­ქმის ყვე­ლა სექ­ტორ­ში შე­ი­ნიშ­ნე­ბო­და. საქ­მი­ა­ნო­ბე­ბის სა­ხე­ე­ბის მი­ხედ­ვით შე­და­რე­ბით მა­ღა­ლი ხელ­ფა­სი და­ფიქ­სირ­და შემ­დეგ დარ­გებ­ში:

  • სა­ფი­ნან­სო და სა­და­ზღვე­ვო საქ­მი­ა­ნო­ბა - 2 030.2 ლარი (წინა წელ­თან შე­და­რე­ბით შემ­ცირ­და 9.2 პრო­ცენ­ტით);
  • პრო­ფე­სი­უ­ლი, სა­მეც­ნი­ე­რო და ტექ­ნი­კუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბე­ბი - 1 896.0 ლარი (წინა წელ­თან შე­და­რე­ბით გა­ი­ზარ­და 10.7 პრო­ცენ­ტით);
  • მშე­ნებ­ლო­ბა - 1 631.1 ლარი (წინა წელ­თან შე­და­რე­ბით გა­ი­ზარ­და 5.1 პრო­ცენ­ტით).

ამას­თა­ნა­ვე, საქსტა­ტის ცნო­ბით, 2019 წელს ქა­ლე­ბის სა­შუ­ა­ლო თვი­უ­რი ხელ­ფა­სი 869.1 ლა­რით, ხოლო კა­ცე­ბის - 1 361.8 ლა­რით გა­ნი­სა­ზღვრა. ხელ­ფა­სე­ბის წლი­ურ­მა ზრდამ, შე­სა­ბა­მი­სად ქა­ლებ­ში - 5.7 პრო­ცენ­ტი, კა­ცებ­ში -6.3 პრო­ცენ­ტი შე­ად­გი­ნა. საქ­მი­ა­ნო­ბის სა­ხე­ე­ბის მი­ხედ­ვით კა­ცე­ბის სა­შუ­ა­ლო თვი­უ­რი ხელ­ფა­სი თით­ქმის ყვე­ლა სექ­ტორ­ში აღე­მა­ტე­ბო­და ქა­ლე­ბის სა­შუ­ა­ლო თვი­ურ ხელ­ფასს.

2019 წელს სა­ხელ­მწი­ფო სექ­ტორ­ში და­ქი­რა­ვე­ბით და­საქ­მე­ბულ­თა სა­შუ­ა­ლო თვი­უ­რი ხელ­ფა­სი 237.4 ლა­რით ნაკ­ლე­ბი იყო არა­სა­ხელ­მწი­ფო სექ­ტორ­ში და­ქი­რა­ვე­ბუ­ლებ­თან შე­და­რე­ბით. ამას­თან, 2018 წელ­თან შე­და­რე­ბით სა­ხელ­მწი­ფო სექ­ტორ­ში ხელ­ფა­სი 9.1 პრო­ცენ­ტით, ხოლო არა­სა­ხელ­მწი­ფო სექ­ტორ­ში 4.1 პრო­ცენ­ტით გა­ი­ზარ­და და შე­სა­ბა­მი­სად 973.7 და 1 211.1 ლარი შე­ად­გი­ნა.

2019 წელს და­ქი­რა­ვე­ბით და­საქ­მე­ბულ­თა სა­შუ­ა­ლო თვი­უ­რი ხელ­ფა­სი ბიზ­ნეს (სა­მე­წარ­მეო) სექ­ტორ­ში 5.5 პრო­ცენ­ტით გა­ი­ზარ­და და 1 161.7 ლარი შე­ად­გი­ნა. საქ­მი­ა­ნო­ბის სა­ხე­ე­ბის მი­ხედ­ვით ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი ხელ­ფა­სი პრო­ფე­სი­უ­ლი, სა­მეც­ნი­ე­რო და ტექ­ნი­კუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბე­ბის (2 104.5 ლარი, წინა წელ­თან შე­და­რე­ბით გა­ი­ზარ­და 10.2 პრო­ცენ­ტით), ასე­ვე მშე­ნებ­ლო­ბის (1 641.8 ლარი, წინა წელ­თან შე­და­რე­ბით გა­ი­ზარ­და 5.2 პრო­ცენ­ტით) დარ­გში ფიქ­სირ­დე­ბა.

საქსტა­ტის ცნო­ბით, 2019 წელს არა­სა­მე­წარ­მეო და სა­ფი­ნან­სო სექ­ტორ­ში სა­შუ­ა­ლო თვი­უ­რი ხელ­ფა­სი გა­სულ წელ­თან შე­და­რე­ბით გაზ­რდი­ლია 6.0 პრო­ცენ­ტით და 1 068.5 ლარს შე­ად­გენს. საქ­მი­ა­ნო­ბის სა­ხე­ე­ბის მი­ხედ­ვით შე­და­რე­ბით მა­ღა­ლი ხელ­ფა­სი აქვთ სა­ფი­ნან­სო და სა­და­ზღვე­ვო საქ­მი­ა­ნო­ბე­ბის, ასე­ვე სა­ხელ­მწი­ფო მმარ­თვე­ლო­ბი­სა და თავ­დაც­ვის სფე­რო­ებ­ში და­საქ­მე­ბუ­ლებს.

რე­გი­ო­ნე­ბის მი­ხედ­ვით, ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი სა­შუ­ა­ლო ანა­ზღა­უ­რე­ბა თბი­ლის­შია და ის 1,350 ლარს შე­ად­გენს. მე­ო­რე ად­გილ­ზეა აჭა­რის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კა, სა­დაც სა­შუ­ა­ლო ხელ­ფა­სი 952.9 ლა­რია.

  • თბი­ლი­სი - 1,350 ლარი;
  • აჭა­რის ა.რ. - 952.9 ლარი;
  • მცხე­თა-მთი­ა­ნე­თი - 901.9 ლარი;
  • ქვე­მო ქარ­თლი - 851 ლარი;
  • სა­მეგ­რე­ლო-ზემო სვა­ნე­თი - 793 ლარი;
  • იმე­რე­თი - 723 ლარი;
  • სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თი - 711 ლარი;
  • შიდა ქარ­თლი - 707 ლარი;
  • კა­ხე­თი - 690 ლარი;
  • გუ­რია - 617 ლარი;
  • რაჭა-ლე­ჩხუ­მი და ქვე­მო სვა­ნე­თი - 556 ლარი.
მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მოქალაქე
0

დაიძინეთ და კარგად რომ გამოფხიზლდებით მერე შეადარეტ თქვენი და ხალხის ხელფასი ერთმანეთს და თქვენი თუ უფრო მეტი აღმოჩნდება მერე დაიანგარიშეთ რამდენით მეტს იღებთ ადამიანებზე რომლებიც თქვენ ქვეანაში ცხოვრობენ,რამეს რომ აკეთებდეთ ხო კიდევ,მაგრამ სახლები თქვენ გდომებიათ მარტო, სხვები თივით უნდა იკვებონ.რატომ არ აძლევთ ზოგს იმდენს ერთოთახიანი ბინა მაინც რომ აიშენოს, რა დაუნდობლები ხართ. ნეტავ ვინ შეგქმნათ, საეჭვოა ქართული სული გქონდეთ. დაუნდობლებო!!

luka
0

ხალხს უკვე ეღადავებით არა? რა ხელფასები მოიმატა, ვის მოემატა, ხალხო თურმე ისეთ დალაგებულ და აყვავებულ ქვეყანაში ვცხოვრობთ, რომ ყოველ თვე ხალხს ხელფასს გვიმატებენ?

დახურეთ ეგ კანტორა და ნერვებს ნუ უშლით ისედაც გამწარებულ ხალხს!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

საქსტატი: საქართველოში საშუალო ხელფასი 5,7%-ით გაიზარდა და 1 129 ლარი შეადგინა

საქსტატი: საქართველოში საშუალო ხელფასი 5,7%-ით გაიზარდა და 1 129 ლარი შეადგინა

2019 წელს საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასულ წელთან შედარებით 5.7 პროცენტით (61.2 ლარით) გაიზარდა და 1 129.5 ლარი შეადგინა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2019 წელს, წინა წელთან შედარებით ხელფასების ზრდა თითქმის ყველა სექტორში შეინიშნებოდა. საქმიანობების სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:

  • საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა - 2 030.2 ლარი (წინა წელთან შედარებით შემცირდა 9.2 პროცენტით);
  • პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები - 1 896.0 ლარი (წინა წელთან შედარებით გაიზარდა 10.7 პროცენტით);
  • მშენებლობა - 1 631.1 ლარი (წინა წელთან შედარებით გაიზარდა 5.1 პროცენტით).

ამასთანავე, საქსტატის ცნობით, 2019 წელს ქალების საშუალო თვიური ხელფასი 869.1 ლარით, ხოლო კაცების - 1 361.8 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ, შესაბამისად ქალებში - 5.7 პროცენტი, კაცებში -6.3 პროცენტი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების საშუალო თვიური ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების საშუალო თვიურ ხელფასს.

2019 წელს სახელმწიფო სექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 237.4 ლარით ნაკლები იყო არასახელმწიფო სექტორში დაქირავებულებთან შედარებით. ამასთან, 2018 წელთან შედარებით სახელმწიფო სექტორში ხელფასი 9.1 პროცენტით, ხოლო არასახელმწიფო სექტორში 4.1 პროცენტით გაიზარდა და შესაბამისად 973.7 და 1 211.1 ლარი შეადგინა.

2019 წელს დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი ბიზნეს (სამეწარმეო) სექტორში 5.5 პროცენტით გაიზარდა და 1 161.7 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით ყველაზე მაღალი ხელფასი პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების (2 104.5 ლარი, წინა წელთან შედარებით გაიზარდა 10.2 პროცენტით), ასევე მშენებლობის (1 641.8 ლარი, წინა წელთან შედარებით გაიზარდა 5.2 პროცენტით) დარგში ფიქსირდება.

საქსტატის ცნობით, 2019 წელს არასამეწარმეო და საფინანსო სექტორში საშუალო თვიური ხელფასი გასულ წელთან შედარებით გაზრდილია 6.0 პროცენტით და 1 068.5 ლარს შეადგენს. საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი აქვთ საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების, ასევე სახელმწიფო მმართველობისა და თავდაცვის სფეროებში დასაქმებულებს.

რეგიონების მიხედვით, ყველაზე მაღალი საშუალო ანაზღაურება თბილისშია და ის 1,350 ლარს შეადგენს. მეორე ადგილზეა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა, სადაც საშუალო ხელფასი 952.9 ლარია.

  • თბილისი - 1,350 ლარი;
  • აჭარის ა.რ. - 952.9 ლარი;
  • მცხეთა-მთიანეთი - 901.9 ლარი;
  • ქვემო ქართლი - 851 ლარი;
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი - 793 ლარი;
  • იმერეთი - 723 ლარი;
  • სამცხე-ჯავახეთი - 711 ლარი;
  • შიდა ქართლი - 707 ლარი;
  • კახეთი - 690 ლარი;
  • გურია - 617 ლარი;
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 556 ლარი.